სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით..." - ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა
"ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით..." - ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

არა მარ­ტო ჩემი ქვე­ყა­ნა, არა­მედ რე­გი­ო­ნის, ევ­რო­პი­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მყო­ფი ქვეყ­ნე­ბიც მო­ექ­ცნენ უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე და თა­ვის და­სა­ცა­ვად გზებ­საც ეძე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბრი­უ­სე­ლის ფო­რუმ­ზე მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რებ­თან ერ­თად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­უ­სე­ლის ფო­რუმ­ზე, რო­მე­ლიც 14-18 ივ­ნისს მიმ­დი­ნა­რე ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წამ­ყვან სპი­კე­რად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იენს სტოლ­ტენ­ბერგთან და მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა შო­რის იმ­ყო­ფე­ბი­ან თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი, კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯას­ტინ ტრუ­დო, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი, ბელ­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სან­დერ დე კრო, ეს­ტო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კაია კა­ლა­სი, სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი­რი­ა­კოს მი­ცო­ტა­კი­სი და სლო­ვა­კე­თის პრე­ზი­დენ­ტი ზუ­ზა­ნა ჩა­პუ­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, დღეს სა­ხე­ზეა სის­ტე­მუ­რი და ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი კონ­კუ­რენ­ცია, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მზარ­დი შე­ტე­ვე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.

„ჩვენ ვცხოვ­რობთ ტურ­ბუ­ლენ­ტურ ეპო­ქა­ში, რო­დე­საც თვალ­ში­სა­ცე­მია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და მრა­ვალ­მხრი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის წი­ნა­შე მდგა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ამ გა­მოწ­ვე­ვებს გარ­კვე­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი იყე­ნე­ბენ, რათა და­უ­ფა­რა­ვად აღუდ­გნენ წინ ან ფა­რუ­ლად გა­მო­უ­თხა­რონ ძირი ამ სის­ტე­მას - სის­ტე­მას, რო­მე­ლიც მო­წო­დე­ბუ­ლია, უზ­რუნ­ველ­ყოს მსოფ­ლი­ოს პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­დაჭ­რას და­ვე­ბი და და­იც­ვას ყვე­ლა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად მათი ზო­მი­სა თუ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­სა. ჩვენ თვალ-ყურს ვა­დევ­ნებთ სის­ტე­მურ და ღი­რე­ბუ­ლე­ბით კონ­კუ­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მზარ­დი შე­ტე­ვე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ხა­სი­ა­თო ნიშ­ნად იქცა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი მისი მიმ­ღე­ბის როლ­ში აღ­მოჩ­დნენ, თან ხში­რად და­უც­ველ­ნი და მო­წყვლა­დი არი­ან. ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მათ­გან თავ­დაც­ვა მო­ი­თხოვს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, ერ­თი­ა­ნო­ბას და თან­მიმ­დევ­რულ, გა­აზ­რე­ბულ და შე­მოქ­მე­დე­ბით მიდ­გო­მებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სა­მიტ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ალი­ან­სი სა­უ­კე­თე­სოდ არის აღ­ჭურ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ჭი­რო ცოდ­ნი­სა და რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გზით.

„ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ჩვე­ნი სა­უბ­რი­სას, ბრი­უ­სელ­ში იმარ­თე­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სა­მი­ტი, სა­დაც ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი­სა და მდგრა­დო­ბის სა­კი­თხებს, რად­გან ალი­ანსს აქვს ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი და სა­უ­კე­თე­სოდ არის აღ­ჭურ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ჭი­რო ცოდ­ნი­სა და რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდ­რე ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის სა­უბ­რებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვად გა­მო­ი­ა­რა მისი დესტრუქ­ცი­უ­ლი ეფექ­ტი. სა­ქარ­თვე­ლო, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის დღი­დან, გა­ნიც­დის ეკო­ნო­მი­კურ, ენერ­გე­ტი­კულ და სა­ვაჭ­რო ბლო­კა­დებს, კი­ბერ­შე­ტე­ვებს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ომებს და სხვა სა­ხის არატ­რა­დი­ცი­ულ თუ ტრა­დი­ცი­ულ ომებს. რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტის ოკუ­პა­ცი­ის და ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის პო­ლი­გო­ნად გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ხსე­ნე­ბუ­ლი მტრუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არა მარ­ტო ჩემი ქვე­ყა­ნა, არა­მედ რე­გი­ო­ნის, ევ­რო­პი­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მყო­ფი ქვეყ­ნე­ბიც მო­ექ­ცნენ უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე და თა­ვის და­სა­ცა­ვად გზებ­საც ეძე­ბენ. ამ­რი­გად, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მო­აზ­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მდგრა­დო­ბის გა­საზ­რდე­ლად, რაც გა­დამ­წყვეტ ცნე­ბად იქცა არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო, არა­მედ ბევ­რად უფრო ფარ­თო თვალ­საზ­რი­სით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგრა­დო­ბას მო­ი­აზ­რებს, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის, კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის სა­ზი­ა­რო პრინ­ცი­პებს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, და­სავ­ლე­თის უძ­ლი­ე­რეს დე­მოკ­რა­ტი­ებ­საც კი უჭირთ ამ ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა.

„მე ამა­ყად აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რთულ პე­რი­ო­დებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი გამ­ძლე­ო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა და ცოტა რამ მა­ინც ის­წავ­ლა მათი დაძ­ლე­ვის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მო­დერ­ნი­ზა­ცია იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ძა­ლის­ხმე­ვა­თა შო­რი­საა, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რათა სა­გა­რეო საფრ­თხე­ე­ბის მი­მართ მე­ტად გამ­ძლე ვი­ყოთ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ცხა­დი ხდე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ჰიბ­რი­დუ­ლი ომის რთუ­ლი არსი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვას და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს.

„ამ კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სა­მი­ტი 2021 წელს აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს 2030 წლის სა­მი­ტის დღის წეს­რიგ­ზე, რო­მე­ლიც ალი­ან­სის ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა. ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია, კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა გაზ­რდი­ლი მზა­ო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ალი­ან­სის მას­შტა­ბით მდგრა­დო­ბის მიზ­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და პარტნი­ო­რე­ბის მდგრა­დო­ბის მხარ­და­ჭე­რა, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის 2030 სა­მი­ტის დო­კუ­მენ­ტებ­ში საკ­ვან­ძო სა­კი­თხე­ბა­დაა გა­წე­რი­ლი. ჩვენ ასე­ვე მი­ვე­სალ­მე­ბით, რომ ალი­ან­სის ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის გა­ნახ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს დო­კუ­მენ­ტის ერთ-ერთ მთა­ვარ რე­კო­მენ­და­ცი­ას და იმე­დი გვაქვს, რომ ეს პო­ლი­ტი­კა ეფექ­ტუ­რად გაგ­რძელ­დე­ბა მომ­დევ­ნო წლებ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მდგრა­დო­ბის ზრდის ძა­ლის­ხმე­ვა­ში. ჩვენ მზად ვართ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ვოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ალი­ანსთან. ას­პი­რან­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს დღის წეს­რი­გი კი­დევ უფრო მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან ჩვენ ალი­ან­სის წევ­რო­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. რაც უფრო მდგრა­დია თი­თო­ე­უ­ლი თა­ნა­მო­აზ­რე პარტნი­ო­რი და წევ­რი, მით უფრო ძლი­ე­რია ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი. ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ერე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მე­ბის ბრძო­ლა­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ბრი­უ­სე­ლის ფო­რუ­მი თე­მა­ტუ­რი პა­ნე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი სი­ტყვით გა­მო­ვი­და პა­ნელ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით Investing in Resilience, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის მდგრა­დო­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მიდ­გო­მა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

გა­მომ­სვლე­ლებს შო­რის ასე­ვე იყ­ვნენ აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის წევ­რი ჯერ­არდ კო­ნო­ლი და ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს დი­რექ­ტო­რი ანნა ვი­ეს­ლან­დე­რი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
37

ნეტა რისი მაქნისი ხარ.ქვეყანა საშიშ ზონად გამოაცხადეს და ტურისტებს არ ურჩევენ საქართველოში შესვლას.ვაქცინა ვერ აღირსე ქვეყანას და ქვეყანა მათხოვრად აქციე. ალიანსის წევრობას კიარა ბუს კვერცხებს მოგართმევენ. ისე შენი და შენი მამობილის ნატვრაც ხომ ესაა.

5555
12

🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🙂🤣🙂🤣🤣🤣🤣🤣

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით..." - ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

"ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით..." - ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით.

„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

„მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება. ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი.

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა - რა არის ვიზიტის მიზანი და როგორია მისი განრიგი

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

რას პასუხობს დავით ზალკანიანი ოპოზიციის განცხადებას, რომ "ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო არ ყოფილა ნატო-ს სამიტზე მიწვეული"