მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?
იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

14 ივ­ნი­სი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ 23-ე ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

პრო­ექ­ტზე „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ მუ­შა­ო­ბა და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის. 23-ე ტომ­ში პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის 4 ეპის­ტო­ლეს (პერ­ვე­ლი და მე­ო­რე ეპის­ტო­ლე­ნი კო­რინ­თო­ელ­თა მი­მართ, გა­ლა­ტელ­თა მი­მართ და ეფე­სო­ელ­თა მი­მართ) გან­მარ­ტე­ბებს წა­ი­კი­თხავთ.

თე­ო­ლო­გე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი თუ უბ­რა­ლოდ, ბიბ­ლი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს პრო­ექ­ტი არის ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. და პრო­ექ­ტში ჩარ­თულ­მა თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა ვი­ცით, რომ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უფ­ლის ნე­ბით, მისი წყა­ლო­ბით და მი­სი­ვე სას­წა­უ­ლებ­რი­ვი შე­წევ­ნით მოხ­და. ვი­ცით იმი­ტომ, რომ ის, რაც ამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კეთ­დე­ბო­და, აღე­მა­ტე­ბო­და ადა­მი­ა­ნურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

რა­ტომ გაგ­ვხა­და ღმერ­თმა სწო­რედ ახლა, ამ მძი­მე, გან­საც­დე­ლე­ბით სავ­სე ჟამს, ღირ­სნი იმი­სა, რომ ბიბ­ლი­ის ცოდ­ნა ქარ­თულ ენა­ზე მე­ტყვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ასე­თი ახ­ლო­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო? იქ­ნებ და­ვუგ­დოთ გუ­ლის­ყუ­რი ღვთის სი­ტყვას? იქ­ნებ ვი­პო­ვოთ პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე? და იქ­ნებ ეს პა­სუ­ხი იყოს გა­მო­სა­ვა­ლი ჩვე­ნი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გან­საც­დე­ლი­დან?

დი­დე­ბა და მად­ლო­ბა უფალს წყა­ლო­ბი­სათ­ვის, უკი­დე­გა­ნო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის... ყვე­ლაფ­რის­თვის...

***

ბო­ლოს, აი, იმ ბოლო - ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტშია მთა­ვა­რი ერ­თგუ­ლე­ბა - ადა­მი­ან­თა­ნაც, ღმერ­თთა­ნაც... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ერ­თგუ­ლებ­დე და როცა უმ­თავ­რე­სი ჟამი დგე­ბა - გან­საც­დე­ლის, ტკი­ვი­ლის... ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტი... გა­მოც­დის ჟამი - მა­შინ აღარ გე­ყოს ძალა... რა­ტომ? იმი­ტომ, რომ არას­წო­რად გე­გო­ნა... არას­წო­რად გიყ­ვარ­და... არას­წო­რად გეს­მო­და... სწო­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და ამ ერ­თგუ­ლე­ბას... არ გჯე­რო­და მისი...

და მი­ა­ტო­ვო... გა­იქ­ცე... და­ი­მა­ლო... უარი თქვა...

ადა­მი­ან­ზეც, ღმერ­თზეც...

ასე­თი პა­ტა­რა გაქ­ცე­ვე­ბით სავ­სეა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა... გავ­რბი­ვართ და ვტო­ვებთ ისე, რომ ხში­რად ვერც ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ამას... ეს გაქ­ცე­ვა, რა თქმა უნდა, არ გუ­ლის­ხმობს ფი­ზი­კურ წას­ვლას სად­მე, ჩვენ გავ­რბი­ვართ და უარს ვამ­ბობთ სა­კუ­თარ თავ­ზე - ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ­შია...

ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ხომ სამ­ზა­დი­სია დიდი ერ­თგუ­ლე­ბი­სა... რომ­ლის და­მოწ­მე­ბა თუ უარ­ყო­ფა ყვე­ლას მოგ­ვი­წევს...

და თუ დღეს, აქ, ახლა, ამ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ვერ შევ­ძე­ლით, ვერც იმას შევ­ძლებთ...

ღმერ­თი შეგ­ვე­წი­ოს, რომ დავ­რჩეთ ადა­მი­ა­ნე­ბად!

***

რას ვფიქ­რობ და, როცა ადა­მი­ა­ნი ხა­ტის წინ დგას, ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით მოს­დის და გა­მა­ლე­ბით ეჩურ­ჩუ­ლე­ბა უფალს, ჰო, ისე ესა­უბ­რე­ბა, თით­ქოს გა­არ­ღვი­აო ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სივ­რცე-დრო­ის ყვე­ლა წი­ნა­ღო­ბა, აი, ასეთ დროს არ უნდა მიხ­ვი­დე და არ უნდა ას­წავ­ლო: სან­თე­ლი ასე კი არა, ისე უნდა გე­ჭი­როს, აქ კი არა, იქ უნდა და­ან­თოო... ტკი­ვი­ლით თუ მად­ლი­ე­რე­ბით გულ­შე­მუს­ვრი­ლი მლოც­ვე­ლი რომ ვე­ღარ და­ი­ტევს ღვთის მო­წყა­ლე­ბით მო­ნი­ჭე­ბულ სი­ხა­რულს და მუხ­ლებ­ზე და­ე­ცე­მა, მა­შინ არ უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დე და არ და­უ­წყო ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა, რომ აღ­დგო­მი­დან სულთმო­ფე­ნო­ბამ­დე დიდი მე­ტა­ნია არ სრულ­დე­ბა და იმის სწავ­ლე­ბაც არ უნდა მო­ა­ყო­ლო, რას ნიშ­ნავს დიდი და მცი­რე მე­ტა­ნია... იმ წუ­თებ­ში - იქ­ნებ ყვე­ლა­ზე დი­დე­ბულ წუ­თებ­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში...

ის იგა­ვი მახ­სენ­დე­ბა, კუნ­ძულ­ზე მცხოვ­რებ ბე­რი­კა­ცებს, რო­მელ­ნიც მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი სი­ტყვე­ბით ადი­დებ­დნენ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას და ცხოვ­რე­ბას შრო­მა­სა და გარ­ჯა­ში ატა­რებ­დნენ, იქ ჩა­სუ­ლი მო­ძღვა­რი ლოც­ვას რომ ას­წავ­ლის, ისი­ნიც გულ­მოდ­გი­ნედ და­ის­წავ­ლი­ან. მერე, როცა მო­ძღვა­რი ნა­ვით წყალ­ში შე­ცუ­რავს და თა­ვი­სი მო­ნას­ტრის­კენ გა­ემ­გზავ­რე­ბა, ეს ბე­რი­კა­ცე­ბი წყალ­ზე სირ­ბი­ლით აე­დევ­ნე­ბი­ან: მო­ძღვა­რო, დაგ­ვა­ვი­წყდა ამ სი­ტყვის მერე რა სი­ტყვა მო­დი­სო და გაგ­ვახ­სე­ნეო... გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მო­ძღვა­რი ეტყვის: წა­დით და რო­გორც ლო­ცუ­ლობ­დით, ისე ილო­ცე­თო...

წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი უნდა აღ­ვას­რუ­ლოთ, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით, და კი­დევ - სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა კა­ნონ­ზე უპი­რა­ტე­სია...

მე­უ­ფე ნი­კო­ლოზს ვუს­მი­ნე იმ დღეს და მი­ხა­რია, რომ ასეთ და­ძა­ბულ დი­ა­ლოგ­ში, ასეთ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მას არა­ვინ მო­უხ­სე­ნი­ე­ბია სი­ძულ­ვი­ლის ტო­ნა­ლო­ბით...

მინ­და, გუ­ლით მინ­და, რომ ყვე­ლა­ნი სი­ნა­ნუ­ლით, ცრემ­ლე­ბით მი­ვი­დეთ უფალ­თან ...

მინ­და, რომ სიყ­ვა­რუ­ლით და სი­ხა­რუ­ლით აივ­სოს ჩვე­ნი გუ­ლე­ბი.

***

წირ­ვა იყო დღეს ჩვენს ტა­ძარ­ში... ცო­ტა­ნი ვი­ყა­ვით... ერთი ქალ­ბა­ტო­ნი დგას ხოლ­მე ყო­ველ­თვის ჯვარ­ცმის გვერ­დით... ვერც ვიხ­სე­ნებ ისეთ წირ­ვას, ის რომ არ დას­წრე­ბო­და... ყო­ველ მსა­ხუ­რე­ბა­ზე, როცა მო­ძღვა­რი ბარ­ძი­მით ხელ­ში უნდა გა­მობ­რძან­დეს ამ­ბი­ონ­ზე და მოხ­სე­ნი­ე­ბულ­თა სა­ხე­ლე­ბი წა­ი­კი­თხოს, სწო­რედ ამ დროს, ეს ქალ­ბა­ტო­ნი მი­დის ტაძ­რის კუ­თხე­ში და გვერ­დი­თა, პა­ტა­რა ნა­თუ­რას ან­თებს, რომ მო­ძღვარ­მა უკეთ და­ი­ნა­ხოს და წა­კი­თხვა გა­უ­ად­ვილ­დეს... ხომ თით­ქოს ისე­თი არა­ფე­რი, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვფიქ­რობ­დი, უჩუმ­რად რომ გვი­ნა­თე­ბენ, და­უ­ზარ­ლად - არა­სო­დეს ბეზ­რდე­ბათ, რომ თუნ­დაც სულ ცო­ტა­თი გაგ­ვი­ად­ვი­ლონ გა­სავ­ლე­ლი... არც თხოვ­ნა უნ­დათ, არც და­ვა­ლე­ბა... ისე, თა­ვი­სით... არც და­გა­მად­ლი­ან...

არ არ­სე­ბობს უმ­ნიშ­ვნე­ლო რამ ასეთ დროს... სულ მცი­რე­დიც კი, გულ­წრფე­ლად, სუფ­თა გუ­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ზე დიდ საქ­მე­ებს უტოლ­დე­ბა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით...

ღმერ­თო, და­ლო­ცე სი­კე­თის და სიყ­ვა­რუ­ლის მა­ნა­თო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი...

***

„ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ ყვე­ლა ტომი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გია, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ო­ცა­რი გა­მო­ვი­და 23-ე და 24-ე ტო­მე­ბი - პავ­ლეს ეპის­ტო­ლე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი წმინ­და მა­მა­თა კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ასე­თი სა­ხით - მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი სი­ახ­ლეა ჩვენს დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში.

გა­დავ­შა­ლოთ ეს წიგ­ნე­ბი და ჩვენ, ყვე­ლა­ნი, ერ­თად მივ­ხვდე­ბით - რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა! შეგ­ვე­წი­ოს უფა­ლი!

14 ივ­ნი­სი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, 23-ე ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

14 ივნისიდან „ბიბლიის განმარტებების“ 23-ე ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

პროექტზე „ბიბლია განმარტებებით“ მუშაობა დასასრულისკენ მიდის. 23-ე ტომში პავლე მოციქულის 4 ეპისტოლეს (პერველი და მეორე ეპისტოლენი კორინთოელთა მიმართ, გალატელთა მიმართ და ეფესოელთა მიმართ) განმარტებებს წაიკითხავთ.

თეოლოგები, სასულიერო პირები თუ უბრალოდ, ბიბლიით დაინტერესებული მკითხველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს პროექტი არის ეპოქალური მოვლენა საქართველოს ისტორიაში. და პროექტში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა ვიცით, რომ მისი განხორციელება უფლის ნებით, მისი წყალობით და მისივე სასწაულებრივი შეწევნით მოხდა. ვიცით იმიტომ, რომ ის, რაც ამ 2 წლის განმავლობაში კეთდებოდა, აღემატებოდა ადამიანურ შესაძლებლობებს.

რატომ გაგვხადა ღმერთმა სწორედ ახლა, ამ მძიმე, განსაცდელებით სავსე ჟამს, ღირსნი იმისა, რომ ბიბლიის ცოდნა ქართულ ენაზე მეტყველი საზოგადოებისათვის ასეთი ახლობელი გამხდარიყო? იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? იქნებ ვიპოვოთ პასუხი ამ კითხვაზე? და იქნებ ეს პასუხი იყოს გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

დიდება და მადლობა უფალს წყალობისათვის, უკიდეგანო სიყვარულისთვის... ყველაფრისთვის...

***

ბოლოს, აი, იმ ბოლო - ყველაზე გადამწყვეტ მომენტშია მთავარი ერთგულება - ადამიანთანაც, ღმერთთანაც... მთელი ცხოვრება შეიძლება ერთგულებდე და როცა უმთავრესი ჟამი დგება - განსაცდელის, ტკივილის... ყველაზე კრიტიკული მომენტი... გამოცდის ჟამი - მაშინ აღარ გეყოს ძალა... რატომ? იმიტომ, რომ არასწორად გეგონა... არასწორად გიყვარდა... არასწორად გესმოდა... სწორი საფუძველი არ ჰქონდა ამ ერთგულებას... არ გჯეროდა მისი...

და მიატოვო... გაიქცე... დაიმალო... უარი თქვა...

ადამიანზეც, ღმერთზეც...

ასეთი პატარა გაქცევებით სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა... გავრბივართ და ვტოვებთ ისე, რომ ხშირად ვერც ვაცნობიერებთ ამას... ეს გაქცევა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ფიზიკურ წასვლას სადმე, ჩვენ გავრბივართ და უარს ვამბობთ საკუთარ თავზე - ადამიანზე, რომელიც ჩვენშია...

ჩვენი ცხოვრება ხომ სამზადისია დიდი ერთგულებისა... რომლის დამოწმება თუ უარყოფა ყველას მოგვიწევს...

და თუ დღეს, აქ, ახლა, ამ ყოველდღიურობაში ვერ შევძელით, ვერც იმას შევძლებთ...

ღმერთი შეგვეწიოს, რომ დავრჩეთ ადამიანებად!

***

რას ვფიქრობ და, როცა ადამიანი ხატის წინ დგას, ცრემლები ღაპაღუპით მოსდის და გამალებით ეჩურჩულება უფალს, ჰო, ისე ესაუბრება, თითქოს გაარღვიაო ამქვეყნიური სივრცე-დროის ყველა წინაღობა, აი, ასეთ დროს არ უნდა მიხვიდე და არ უნდა ასწავლო: სანთელი ასე კი არა, ისე უნდა გეჭიროს, აქ კი არა, იქ უნდა დაანთოო... ტკივილით თუ მადლიერებით გულშემუსვრილი მლოცველი რომ ვეღარ დაიტევს ღვთის მოწყალებით მონიჭებულ სიხარულს და მუხლებზე დაეცემა, მაშინ არ უნდა მიუახლოვდე და არ დაუწყო ახსნა-განმარტება, რომ აღდგომიდან სულთმოფენობამდე დიდი მეტანია არ სრულდება და იმის სწავლებაც არ უნდა მოაყოლო, რას ნიშნავს დიდი და მცირე მეტანია... იმ წუთებში - იქნებ ყველაზე დიდებულ წუთებში ადამიანის ცხოვრებაში...

ის იგავი მახსენდება, კუნძულზე მცხოვრებ ბერიკაცებს, რომელნიც მხოლოდ თავიანთი სიტყვებით ადიდებდნენ ყოვლადწმინდა სამებას და ცხოვრებას შრომასა და გარჯაში ატარებდნენ, იქ ჩასული მოძღვარი ლოცვას რომ ასწავლის, ისინიც გულმოდგინედ დაისწავლიან. მერე, როცა მოძღვარი ნავით წყალში შეცურავს და თავისი მონასტრისკენ გაემგზავრება, ეს ბერიკაცები წყალზე სირბილით აედევნებიან: მოძღვარო, დაგვავიწყდა ამ სიტყვის მერე რა სიტყვა მოდისო და გაგვახსენეო... გაოგნებული მოძღვარი ეტყვის: წადით და როგორც ლოცულობდით, ისე ილოცეთო...

წესები და კანონები უნდა აღვასრულოთ, მაგრამ სიყვარულით, და კიდევ - სიყვარული ყველა კანონზე უპირატესია...

მეუფე ნიკოლოზს ვუსმინე იმ დღეს და მიხარია, რომ ასეთ დაძაბულ დიალოგში, ასეთ მძიმე სიტუაციაში, მას არავინ მოუხსენიებია სიძულვილის ტონალობით...

მინდა, გულით მინდა, რომ ყველანი სინანულით, ცრემლებით მივიდეთ უფალთან ...

მინდა, რომ სიყვარულით და სიხარულით აივსოს ჩვენი გულები.

***

წირვა იყო დღეს ჩვენს ტაძარში... ცოტანი ვიყავით... ერთი ქალბატონი დგას ხოლმე ყოველთვის ჯვარცმის გვერდით... ვერც ვიხსენებ ისეთ წირვას, ის რომ არ დასწრებოდა... ყოველ მსახურებაზე, როცა მოძღვარი ბარძიმით ხელში უნდა გამობრძანდეს ამბიონზე და მოხსენიებულთა სახელები წაიკითხოს, სწორედ ამ დროს, ეს ქალბატონი მიდის ტაძრის კუთხეში და გვერდითა, პატარა ნათურას ანთებს, რომ მოძღვარმა უკეთ დაინახოს და წაკითხვა გაუადვილდეს... ხომ თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, უჩუმრად რომ გვინათებენ, დაუზარლად - არასოდეს ბეზრდებათ, რომ თუნდაც სულ ცოტათი გაგვიადვილონ გასავლელი... არც თხოვნა უნდათ, არც დავალება... ისე, თავისით... არც დაგამადლიან...

არ არსებობს უმნიშვნელო რამ ასეთ დროს... სულ მცირედიც კი, გულწრფელად, სუფთა გულით, სიყვარულით აღსრულებული - ყველაზე დიდ საქმეებს უტოლდება თავისი მნიშვნელობით...

ღმერთო, დალოცე სიკეთის და სიყვარულის მანათობელი ადამიანები...

***

„ბიბლიის განმარტებების“ ყველა ტომი განსაკუთრებულად საინტერესო და კარგია, მაგრამ მაინც ყველასგან განსხვავებული და საოცარი გამოვიდა 23-ე და 24-ე ტომები - პავლეს ეპისტოლეთა განმარტებები წმინდა მამათა კომენტარების მიხედვით, ასეთი სახით - მართლაც უნიკალური სიახლეა ჩვენს დღევანდელობაში.

გადავშალოთ ეს წიგნები და ჩვენ, ყველანი, ერთად მივხვდებით - რა არის ქრისტიანობა! შეგვეწიოს უფალი!

14 ივნისიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, 23-ე ტომი! არ გამოგრჩეთ!

„შეჭამე ბაყაყი“ - გადაიხადე რამდენიც გინდა

ალეკო შუღლაძის წიგნის ,,ლაბირინთი მანულელისთვის" წარდგენა

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სერია „ქალების კალმით“