სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." - თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი
"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." -  თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელჩთან, ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გან­თან, რომ­ლი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს:

- ქა­ლაქ კო­ნი­ა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გე­ო­პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა: "თქვენ თუ კავ­შირს იპო­ვით სი­რი­ის ხმელ­თა­შუა ზღვა­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის კრი­ზი­სულ ზო­ნებს შო­რის, და­ი­ნა­ხავთ მა­ვან­თა მის­წრა­ფე­ბას, ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ონ თურ­ქე­თი. ჩვენ ვი­ცავთ ჩვე­ნი ერის, ჩვე­ნი ხალ­ხის მთლი­ა­ნო­ბას, ამი­ტომ ვცდი­ლობთ გა­ვარ­ღვი­ოთ ალყა..." ვინ ან რა ძა­ლე­ბი იგუ­ლის­ხმა პრე­ზი­დენ­ტმა, როცა კავ­კა­სი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და? თუ სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თით ვიმ­სჯე­ლებთ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო თურ­ქე­თის ალ­ყის ნა­წი­ლი იყოს. რა ძა­ლებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვი­ნა­ი­დან ჩემ­მა პრე­ზი­დენ­ტმა არ გახ­სნა ფრჩხი­ლე­ბი, ჩემ­გან ამის გა­კე­თე­ბა სწო­რი არ იქ­ნე­ბა. ქარ­თველ ხალ­ხს რომ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო, ვი­ტყვი: 1-ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ და­ი­დო "ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა" და გა­ფორმ­და თურ­ქე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. მა­ნამ­დე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. "ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით" მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე დად­გინ­და თურ­ქე­თის სა­ზღვრე­ბი. შემ­დგომ იყო ჰა­ტა­ის პლე­ბის­ცი­ტი, რომ­ლი­თაც თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რია გა­ნი­სა­ზღვრა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, სტა­ლი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, და­ე­მუქ­რა თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას...

- რო­გორ ცნო­ბი­ლია, ეს იყო არ­და­ხა­ნი, არ­თვი­ნი, ყარ­სი და ტრაპ­ზო­ნი - ანუ სა­ქარ­თვე­ლოს ძი­რძვე­ლი მი­წე­ბი...

- დიახ, მა­შინ სტა­ტი­აც და­ი­წე­რა... შემ­დგომ, ცივი ომის დროს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა მიზ­ნად ისა­ხავ­და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სა­ტე­ლი­ტი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის შექ­მნას და ამ­გვა­რად თურ­ქეთ­ზე ზე­წო­ლას. ამ მიზ­ნით საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ერაყ­ში ქურ­თე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა სცა­და, სი­რი­ა­ში - "ბა­ა­სის" რე­ჟი­მის ("ბა­ა­სი" - არა­ბუ­ლად "აღორ­ძი­ნე­ბა", არაბ­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი აღორ­ძი­ნე­ბის პარ­ტი­ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლი) გა­მო­ყე­ნე­ბა და მხარს უჭერ­და თურ­ქე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბებს. 1970 წლი­დან და­ი­წყო სომ­ხუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ასა­ლას" მიერ თურ­ქი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მკვლე­ლო­ბა­თა სე­რია. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თურ­ქეთ­ში და­სავ­ლეთ სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა სურს.

- ანუ "დიდი არ­მე­ნი­ის" აღ­დგე­ნა?

- დიახ. ამის შემ­დეგ სა­ბერ­ძნეთ­შიც გა­მოჩ­ნდნენ ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც პრე­ტენ­ზი­ას უკვე შავ ზღვა­ზე აცხა­დებ­დნენ, პონ­ტო ჩვე­ნი­აო.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში თურ­ქეთ­ში გა­აქ­ტი­ურ­და PKK (ქურთ მუ­შა­თა პარ­ტია), რო­მელ­საც აშშ, ევ­რო­კავ­ში­რი და თურ­ქე­თი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რებს. სი­რი­ა­ში PKK-ს ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა YPG, რო­მელ­საც აშშ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხარს უჭერს. დღეს ასე­ვე ვხე­დავთ, რომ PKK-ს ლი­დერ­ში­ფი ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტში მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლობს. და­ბო­ლოს, მოწ­მენ­დილ ცაზე სომ­ხე­თი იღებს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დო­კუ­მენტს, სა­დაც მი­უ­თი­თებს "სევ­რის" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. რა თქმა უნდა, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ იცი­ან, ჩვენ აქ ვცხოვ­რობთ თით­ქმის 1000 წე­ლია და არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებთ. ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­ცხოვ­რებთ ჩვენს კუთ­ვნილ მი­წა­ზე, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ლო­ზა­ნის სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დად­გინ­და! სწო­რედ 1924 წელს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იწყე­ბა პერ­მა­ნენ­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი თურ­ქეთ­ზე ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბით.

- გა­მო­დის, ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა სა­მე­ზობ­ლო­ში, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლოა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­და­ვე­ბე­ლი ბევ­რი იყოს... ჩვენ დიდ­გო­რის გა­მარ­ჯვე­ბა­საც არ აღ­ვნიშ­ნავთ სა­თა­ნა­დოდ.

- დიდ­გო­რო­ბის კარ­გად ახ­სნა რომ შევ­ძლოთ, ვფიქ­რობ, თურ­ქეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მისი აღ­ნიშ­ვნა ერ­თად შე­უძ­ლი­ათ...

- რო­გორ?

- დღე­სას­წა­უ­ლი არის დიდი მოვ­ლე­ნა ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. დიდ­გო­რო­ბა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და­არ­სე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­ულს მი­ე­ცე­მა სხვა ქვეყ­ნის მტრო­ბის დატ­ვირ­თვა, ეს არ იქ­ნე­ბა კარ­გი. სა­ბერ­ძნე­თის მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ - მან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 200 წლის­თა­ვი აღ­ნიშ­ნა და მთე­ლი დღე­სას­წა­უ­ლი თურ­ქეთ­თან მტრო­ბის თე­მით წარ­მარ­თა. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გი რა იყო? - ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა.

- ჩემ­თვის, რო­გორც ერთი მო­ქა­ლა­ქის­თვის, დიდ­გო­რი მტერ­ზე უბად­ლო გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოა. განა თურ­ქე­თი არ­თვი­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ზე­ი­მობს? - ნა­ხეთ რო­გორ უპა­სუ­ხა ამ კი­თხვას თურ­ქე­თის ელჩმა და წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად kvirispalitra.ge -ზე

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zorbega
32

Ragac zgaprebs yveba

rasa
19

ეგ იგივეა ეხლა კრწანისობა რომ ერთად აღვნიშნოთ ირანის ელჩთან ერთად, ან შინდისობაზე რუსეთის ჯართან ერთად მოვაწყოთ აღლუმი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." - თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

"დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ..." -  თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან, რომლიდანაც გთავაზობთ ნაწყვეტს:

- ქალაქ კონიაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა: "თქვენ თუ კავშირს იპოვით სირიის ხმელთაშუა ზღვასა და სამხრეთ კავკასიის კრიზისულ ზონებს შორის, დაინახავთ მავანთა მისწრაფებას, ალყაში მოაქციონ თურქეთი. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის მთლიანობას, ამიტომ ვცდილობთ გავარღვიოთ ალყა..." ვინ ან რა ძალები იგულისხმა პრეზიდენტმა, როცა კავკასიაზე მიანიშნებდა? თუ საქართველოს მაგალითით ვიმსჯელებთ, წარმოუდგენელია, საქართველო თურქეთის ალყის ნაწილი იყოს. რა ძალებზეა ლაპარაკი?

- ვინაიდან ჩემმა პრეზიდენტმა არ გახსნა ფრჩხილები, ჩემგან ამის გაკეთება სწორი არ იქნება. ქართველ ხალხს რომ ინფორმაცია მივაწოდო, ვიტყვი: 1-ლი მსოფლიო ომის შემდეგ დაიდო "ლოზანის ხელშეკრულება" და გაფორმდა თურქეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მანამდე თურქეთის ტერიტორიები ოკუპირებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ. "ლოზანის ხელშეკრულებით" მსოფლიოს რუკაზე დადგინდა თურქეთის საზღვრები. შემდგომ იყო ჰატაის პლებისციტი, რომლითაც თანამედროვე თურქეთის ტერიტორია განისაზღვრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი, სტალინის ხელმძღვანელობით, დაემუქრა თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას...

- როგორ ცნობილია, ეს იყო არდახანი, ართვინი, ყარსი და ტრაპზონი - ანუ საქართველოს ძირძველი მიწები...

- დიახ, მაშინ სტატიაც დაიწერა... შემდგომ, ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის პოლიტიკა მიზნად ისახავდა ახლო აღმოსავლეთში სატელიტი სახელმწიფოების შექმნას და ამგვარად თურქეთზე ზეწოლას. ამ მიზნით საბჭოთა კავშირმა ერაყში ქურთების სახელმწიფოს შექმნა სცადა, სირიაში - "ბაასის" რეჟიმის ("ბაასი" - არაბულად "აღორძინება", არაბთა სოციალისტური აღორძინების პარტიის გავრცელებული სახელი) გამოყენება და მხარს უჭერდა თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს. 1970 წლიდან დაიწყო სომხური ორგანიზაცია "ასალას" მიერ თურქი დიპლომატების მკვლელობათა სერია. ამ ორგანიზაციას თურქეთში დასავლეთ სომხეთის სახელმწიფოს შექმნა სურს.

- ანუ "დიდი არმენიის" აღდგენა?

- დიახ. ამის შემდეგ საბერძნეთშიც გამოჩნდნენ ულტრანაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც პრეტენზიას უკვე შავ ზღვაზე აცხადებდნენ, პონტო ჩვენიაო.

საბჭოთა პერიოდში თურქეთში გააქტიურდა PKK (ქურთ მუშათა პარტია), რომელსაც აშშ, ევროკავშირი და თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს. სირიაში PKK-ს ორგანიზაციაა YPG, რომელსაც აშშ ოფიციალურად მხარს უჭერს. დღეს ასევე ვხედავთ, რომ PKK-ს ლიდერშიფი ევროკავშირის პარლამენტში მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას ცდილობს. დაბოლოს, მოწმენდილ ცაზე სომხეთი იღებს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტს, სადაც მიუთითებს "სევრის" ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, თურქეთის მოქალაქეებმა ამ ფაქტების შესახებ იციან, ჩვენ აქ ვცხოვრობთ თითქმის 1000 წელია და არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ყოველთვის ვიცხოვრებთ ჩვენს კუთვნილ მიწაზე, ტერიტორიაზე, რომელიც ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებით დადგინდა! სწორედ 1924 წელს ამ ხელშეკრულების შემდეგ იწყება პერმანენტული თავდასხმები თურქეთზე ტერიტორიული პრეტენზიებით.

- გამოდის, ერთადერთი ქვეყანა სამეზობლოში, რომელიც ტერიტორიებზე პრეტენზიას არ აცხადებს, საქართველოა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოსადავებელი ბევრი იყოს... ჩვენ დიდგორის გამარჯვებასაც არ აღვნიშნავთ სათანადოდ.

- დიდგორობის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, ვფიქრობ, თურქეთსა და საქართველოს მისი აღნიშვნა ერთად შეუძლიათ...

- როგორ?

- დღესასწაული არის დიდი მოვლენა ქვეყნის მთლიანობის აღსანიშნავად. დიდგორობა ერთიანი საქართველოს დაარსების დღესასწაულია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღესასწაულს მიეცემა სხვა ქვეყნის მტრობის დატვირთვა, ეს არ იქნება კარგი. საბერძნეთის მაგალითი ავიღოთ - მან დამოუკიდებლობის 200 წლისთავი აღნიშნა და მთელი დღესასწაული თურქეთთან მტრობის თემით წარმართა. დავით აღმაშენებლის გამარჯვების შედეგი რა იყო? - ქვეყნის გამთლიანება.

- ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, დიდგორი მტერზე უბადლო გამარჯვების სიმბოლოა. განა თურქეთი ართვინის გათავისუფლებას არ ზეიმობს? - ნახეთ როგორ უპასუხა ამ კითხვას თურქეთის ელჩმა და წაიკითხეთ სტატია სრულად kvirispalitra.ge -ზე

"ირაკლი ღარიბაშვილი იქამდე არ მოისვენებს, ვიდრე პარტიის თავმჯდომარე არ გახდება" - არმაზ ახვლედიანი

"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ, რომ იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა" -კელი დეგნანი

რას ამბობს კახა კუჭავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს?