პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანიის ნაკრების 1992 წლის "ზაფხულის ზღაპარი" და ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მომაკვდავი შვილისთვის თამაშობდა - ევროპის ჩემპიონობის დრამატული ამბავი
დანიის ნაკრების 1992 წლის "ზაფხულის ზღაპარი" და ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მომაკვდავი შვილისთვის თამაშობდა - ევროპის ჩემპიონობის დრამატული ამბავი

1992 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი და­ნი­ამ მო­ი­პო­ვა. ეს იყო ზღაპ­რუ­ლი ამ­ბა­ვი, მის­ტი­კუ­რი, უჩ­ვე­უ­ლო და დრა­მა­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ამ­ბავს დი­მიტ­რი ქი­ტოშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს. პოს­ტი 2018 წელ­საა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი:

"ალ­ბათ, ბევ­რს გახ­სოვთ და­ნი­ის ნაკ­რე­ბის სენ­სა­ცი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბა ევრო 92-ზე. ამ ის­ტო­რი­ას აქვს სხვა მხა­რეც, ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლი, მაგ­რამ ამას­თან, სრუ­ლი­ად სა­ო­ცა­რი.

1992 წლის ზა­ფხულ­ში იუ­გოს­ლა­ვი­ის ნაკ­რე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით მოკ­ვე­თეს შვე­დეთ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან და მისი ად­გი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერგო და­ნი­ის ნაკ­რებს, რო­მე­ლიც ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერ მოხ­ვდა და მისი წევ­რე­ბი მშვი­დად ის­ვე­ნებ­დნენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე. თა­ვი­დან, და­ნი­ა­ში ეს არა­ვინ და­ი­ჯე­რა. ყვე­ლას ხუმ­რო­ბა ეგო­ნა, ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, რი­ჰარდ მე­ლერ-ნილ­სო­ნის ჩათ­ვლით, რო­მე­ლიც, რო­დე­საც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ხუმ­რო­ბა არ იყო, სას­წრა­ფოდ შე­უდ­გა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბას.

ეს არ გა­მოდ­გა ად­ვი­ლი საქ­მე, რად­გან ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც არ სჯე­რო­დათ, ეგო­ნათ აშა­ყი­რებ­დნენ და ტე­ლე­ფონს უთი­შავ­დნენ მწვრთნელს. მე­ლერ-ნილ­სონს დიდ ჯა­ფად და­უჯ­და ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბა. არა­ვის უნ­დო­და შვე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა, ყვე­ლამ იცო­და, რომ უვარ­ჯი­შე­ბე­ლი და შე­უ­თა­მა­შე­ბე­ლი და­ნი­ის ნაკ­რე­ბი და­მარ­ცხე­ბის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი.

გუნდს არ გა­აჩ­ნდა არც ფი­ზი­კუ­რი ფორ­მა, არც თა­მა­შის გეგ­მა, არც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ანა­ლი­ზი. ეს მწვრთნელ­საც კარ­გად ეს­მო­და და ფეხ­ბურ­თე­ლებს სთხო­ვა არ შე­ე­წყვი­ტათ შვე­ბუ­ლე­ბა. ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ რამ­დე­ნი­მე დღით, ეთა­მა­შათ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის სამი სა­ვალ­დე­ბუ­ლო თა­მა­ში და მშვი­დად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ დას­ვე­ნე­ბა. ზოგ­მა მა­ინც იუ­ა­რა. მა­გა­ლი­თად, მი­ქა­ელ ლა­უდ­რუპ­მა, რო­მე­ლიც არ ჩა­მო­ვი­და შვე­ბუ­ლე­ბი­დან და მი­ზე­ზად მწვრთნელ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­ი­მი­ზე­ზა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, თა­მაშ­ზე უარი თქვა კიმ ვილ­ფორდმაც, თუმ­ცა მისი მი­ზე­ზი გა­ცი­ლე­ბით სევ­დი­ა­ნი იყო - კი­მის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლად ებ­რძო­და კი­ბოს სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში. გუნდს და მწვრთნელს ეს­მო­დათ, რა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ვილ­ფორ­დი. მას შეს­თა­ვა­ზეს ნე­ბის­მი­ე­რი პი­რო­ბა, რა­საც მო­ი­სურ­ვებ­და, მაგ­რამ ვერ და­ი­თან­ხმეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში პა­ტა­რა ლი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და შვილ­მა და მე­უღ­ლემ ერ­თდრო­უ­ლად სთხო­ვეს კიმს წა­სუ­ლი­ყო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მწვრთნელ­მაც ნება დარ­თო ვილ­ფორდს ყო­ვე­ლი თა­მა­შის მერე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და­ნი­ა­ში, შვე­დე­თი­დან კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი ხომ იქვე იყო.

და­ნი­ამ პირ­ვე­ლი მატ­ჩი ფრედ ითა­მა­შა ინ­გლის­თან, მე­ო­რე­ში - მას­პინ­ძელ შვე­დებ­თან და­მარ­ცხდა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პა­ტა­რა ლი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა და შეს­ვე­ნე­ბა­ზე მე­უღ­ლე თხოვს ვილ­ფორდს სას­წრა­ფოდ დაბ­რუნ­დეს კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში. ვილ­ფორ­დი ალა­გებს ბარ­გს და მი­ემ­გზავ­რე­ბა. თა­ნა­გუნ­დე­ლებს თხოვს აღარ ელო­დონ - ჩემ­პი­ო­ნა­ტი მის­თვის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. საფ­რან­გეთ­თან მატჩს ის უკვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უყუ­რებს ლინ­თან ერ­თად. ან­გა­რიშს და­ნია ხსნის. საფ­რან­გე­თი ათა­ნაბ­რებს და და­ნია გა­ვარ­დნის პი­რა­საა, მაგ­რამ თა­მა­შის მი­წუ­რულს ელსტრომს გა­აქვს გა­მარ­ჯვე­ბის გოლი.

ვილ­ფორ­დი ხე­დავს, რო­გორ ცო­ცხლდე­ბა მთე­ლი კლი­ნი­კა. გამ­ხდა­რი, თმა­გაც­ვე­ნი­ლი, გა­ტან­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უეც­რად ივი­წყე­ბენ სიკ­ვდილ­სა და ტკი­ვილს და მხი­ა­რუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით იკ­ლე­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფოს. ისი­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. ლი­ნიც ბედ­ნი­ე­რია. მა­საც ავი­წყდე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა, თუნ­დაც 90 წუ­თით. ვილ­ფორ­დი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტუ­ა­ლეტ­ში იკე­ტე­ბა და ტი­რის. ტი­რის ტკი­ვი­ლი­სა და სი­ხა­რუ­ლის­გან.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში და­ნი­ას ხვდე­ბა ჰო­ლან­დი­ის სა­ო­ცა­რი ნაკ­რე­ბი, ჩემ­პი­ო­ნა­ტის უპირ­ვე­ლე­სი ფა­ვო­რი­ტი. ვან ბას­ტენს, კუ­მანს, გუ­ლიტს, ბერგკამპს, ბლინდს, დე ბურს, ვან ბრე­კე­ლენს გა­მარ­ჯვე­ბა წყუ­რი­ათ. ვილ­ფორ­ტი შვი­ლის თხოვ­ნით ნაკ­რებ­ში ბრუნ­დე­ბა. მას ახ­სოვს ვის­თვის თა­მა­შობს, ვის­თვის უნდა გა­ი­ტა­ნოს. იცის, რო­გორ უნდა გა­ა­ბედ­ნი­ე­როს პა­ლა­ტის ბი­ნად­რე­ბი, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წუ­თით. ძი­რი­თა­დი დრო 2-2 სრულ­დე­ბა.იწყე­ბა პე­ნალ­ტე­ბი. ვან ბას­ტე­ნი სა­შინ­ლად ურტყამს. ნიშ­ნულ­თან მი­დის ვილ­ფორ­დი. დაღ­ლი­ლი, გამ­ხდა­რი, სა­ში­ნელ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი იყუ­რე­ბა ცაში, იყუ­რე­ბა კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის­კენ. იცის, რომ იქ, სიკ­ვდი­ლის პა­ლა­ტებ­ში, ლინი და სხვა ბავ­შვე­ბი ცდი­ლო­ბენ ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ცო­ტახ­ნით მა­ინც და­ი­ვი­წყონ თა­ვი­ან­თი გა­სა­ჭი­რი.და­ნია ფი­ნალ­შია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ზღა­პარს გავს.

მატ­ჩის შემ­დეგ, ვილ­ფორ­ტი სას­წრა­ფოდ მი­ემ­გზავ­რე­ბა და­ნი­ა­ში. შვი­დი წლის ლი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, გო­გო­ნა ფაქ­ტი­უ­რად მო­მაკ­ვდა­ვია. კიმი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარს ამ­ბობს თა­მაშ­ზე, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და კლი­ნი­კა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი ემუ­და­რე­ბი­ან დაბ­რუნ­დეს და მო­ი­გოს მათ­თვის ევ­რო­პის თასი. ამა­ვეს სთხოვს ლი­ნიც, როცა ლა­პა­რაკს ახერ­ხებს.

ალ­ბათ, ბევ­რს გახ­სოვთ ფი­ნა­ლი გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. და­ნი­ე­ლებ­მა და­სა­წყის­ში­ვე გახ­სნეს ან­გა­რი­ში. ამის შემ­დეგ, გერ­მა­ნე­ლე­ბი მა­სი­რე­ბუ­ლად უტევ­დნენ და ახ­ლოს იყ­ვნენ გო­ლის გა­ტა­ნას­თან, მაგ­რამ 79-ე წუთ­ზე კიმ ვილ­ფორ­ტს გა­აქვს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გოლი და მთე­ლი ერის ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად აქ­ცევს.

ამ დროს ის ფიქ­რობ­და მხო­ლოდ მათ­ზე, ვინც უკა­ნას­კნელ ტკი­ვი­ლებს უმკლავ­დე­ბო­და პა­ლა­ტებ­ში და მა­ინც ზე­ი­მობ­და გა­მარ­ჯვე­ბას. მას სჯე­რო­და, რომ ფეხ­ბურთს და გა­მარ­ჯვე­ბას შე­ეძ­ლო თუნ­დაც სულ ცოტა ხნით მათი გა­მოხ­სნა ამ მტან­ჯვე­ლი ჯო­ჯო­ხე­თი­დან. კიმ­მა და მთელ­მა გუნ­დმა ეს სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და მო­მაკ­ვდა­ვი ლი­ნის­თვის გა­ა­კე­თა.

კიმ ვილ­ფორ­ტის ფი­ნალ­ში გა­ტა­ნი­ლი გოლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ემო­ცი­ურ და ტრა­გი­კულ გო­ლად ით­ვლე­ბა.

და­ნი­ის ნაკ­რე­ბის "ზა­ფხუ­ლის ზღა­პა­რი“ სა­მუ­და­მოდ შე­ვი­და ფეხ­ბურ­თის ოქ­როს ფონდში.

ლინ ვილ­ფორ­ტი ფი­ნა­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თებ­ში მან თქვა, რომ ამა­ყობ­და მა­მით. რომ მისი ოც­ნე­ბა ას­რულ­და, და­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა და მამა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყო. ის ოც­ნე­ბობ­და სიკ­ვდი­ლის წინ ენა­ხა და­ნი­ის ნაკ­რე­ბის "ზა­ფხუ­ლის ზღა­პა­რი“ და ნახა კი­დეც. ეს ზღა­პა­რი მის­თვის და მის­ნა­ი­რე­ბის­თვის და­ი­წე­რა. იმ ზა­ფხულს ისი­ნი ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან 1 წლის შემ­დეგ კიმ და მინა ვილ­ფორ­ტებს ქა­ლიშ­ვი­ლი რიკე შე­ე­ძი­ნათ."

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

მადლობა. ხანდახან ამბები.გე-ც გამოანათებს

მოქალაქე
3

მართლაც ამაღელვებელი ისტორიაა, თუმცა შესავალში ცოტარამ გაზვიადებულია, მაგალითად: იუგოსლავია კი არ მოკვეთეს არამედ გახურებული ომი იყო ქვეყანაში და არ ეფეხბურთებოდათ, ხოლო დანია მოულოდნელად კი არ მოხვდა, არამედ იუგოსლავიის არ წასვლის გამო, მისი ჯგუფიდან სხვა საუკეთესო შედეგის მქონეს მისცეს საგზური, ასეთი კი დანია იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დანიის ნაკრების 1992 წლის "ზაფხულის ზღაპარი" და ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მომაკვდავი შვილისთვის თამაშობდა - ევროპის ჩემპიონობის დრამატული ამბავი

დანიის ნაკრების 1992 წლის "ზაფხულის ზღაპარი" და ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მომაკვდავი შვილისთვის თამაშობდა - ევროპის ჩემპიონობის დრამატული ამბავი

1992 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული დანიამ მოიპოვა. ეს იყო ზღაპრული ამბავი, მისტიკური, უჩვეულო და დრამატული ელემენტებით. სოციალურ ქსელში ამ ამბავს დიმიტრი ქიტოშვილი იხსენებს. პოსტი 2018 წელსაა გამოქვეყნებული:

"ალბათ, ბევრს გახსოვთ დანიის ნაკრების სენსაციური გამარჯვება ევრო 92-ზე. ამ ისტორიას აქვს სხვა მხარეც, ძალიან სევდიანი და ტრაგიკული, მაგრამ ამასთან, სრულიად საოცარი.

1992 წლის ზაფხულში იუგოსლავიის ნაკრები პოლიტიკური მიზეზებით მოკვეთეს შვედეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატიდან და მისი ადგილი მოულოდნელად ერგო დანიის ნაკრებს, რომელიც ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და მისი წევრები მშვიდად ისვენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კურორტზე. თავიდან, დანიაში ეს არავინ დაიჯერა. ყველას ხუმრობა ეგონა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რიჰარდ მელერ-ნილსონის ჩათვლით, რომელიც, როდესაც აღმოაჩინა, რომ ხუმრობა არ იყო, სასწრაფოდ შეუდგა ფეხბურთელების შეგროვებას.

ეს არ გამოდგა ადვილი საქმე, რადგან ფეხბურთელებსაც არ სჯეროდათ, ეგონათ აშაყირებდნენ და ტელეფონს უთიშავდნენ მწვრთნელს. მელერ-ნილსონს დიდ ჯაფად დაუჯდა ნაკრების შეკრება. არავის უნდოდა შვებულების შეწყვეტა, ყველამ იცოდა, რომ უვარჯიშებელი და შეუთამაშებელი დანიის ნაკრები დამარცხებისთვის იყო განწირული.

გუნდს არ გააჩნდა არც ფიზიკური ფორმა, არც თამაშის გეგმა, არც მოწინააღმდეგეთა ანალიზი. ეს მწვრთნელსაც კარგად ესმოდა და ფეხბურთელებს სთხოვა არ შეეწყვიტათ შვებულება. ჩამოსულიყვნენ რამდენიმე დღით, ეთამაშათ ჯგუფური ეტაპის სამი სავალდებულო თამაში და მშვიდად გაეგრძელებინათ დასვენება. ზოგმა მაინც იუარა. მაგალითად, მიქაელ ლაუდრუპმა, რომელიც არ ჩამოვიდა შვებულებიდან და მიზეზად მწვრთნელთან კონფლიქტი მოიმიზეზა.

თავდაპირველად, თამაშზე უარი თქვა კიმ ვილფორდმაც, თუმცა მისი მიზეზი გაცილებით სევდიანი იყო - კიმის პატარა ქალიშვილი წარუმატებლად ებრძოდა კიბოს საავადმყოფოს პალატაში. გუნდს და მწვრთნელს ესმოდათ, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა ვილფორდი. მას შესთავაზეს ნებისმიერი პირობა, რასაც მოისურვებდა, მაგრამ ვერ დაითანხმეს. მოულოდნელად, უკანასკნელ დღეებში პატარა ლინის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შვილმა და მეუღლემ ერთდროულად სთხოვეს კიმს წასულიყო ჩემპიონატზე. მწვრთნელმაც ნება დართო ვილფორდს ყოველი თამაშის მერე დაბრუნებულიყო დანიაში, შვედეთიდან კოპენჰაგენი ხომ იქვე იყო.

დანიამ პირველი მატჩი ფრედ ითამაშა ინგლისთან, მეორეში - მასპინძელ შვედებთან დამარცხდა. მოულოდნელად, პატარა ლინის მდგომარეობა მძიმდება და შესვენებაზე მეუღლე თხოვს ვილფორდს სასწრაფოდ დაბრუნდეს კოპენჰაგენში. ვილფორდი ალაგებს ბარგს და მიემგზავრება. თანაგუნდელებს თხოვს აღარ ელოდონ - ჩემპიონატი მისთვის დასრულებულია. საფრანგეთთან მატჩს ის უკვე საავადმყოფოში უყურებს ლინთან ერთად. ანგარიშს დანია ხსნის. საფრანგეთი ათანაბრებს და დანია გავარდნის პირასაა, მაგრამ თამაშის მიწურულს ელსტრომს გააქვს გამარჯვების გოლი.

ვილფორდი ხედავს, როგორ ცოცხლდება მთელი კლინიკა. გამხდარი, თმაგაცვენილი, გატანჯული ადამიანები უეცრად ივიწყებენ სიკვდილსა და ტკივილს და მხიარული შეძახილებით იკლებენ საავადმყოფოს. ისინი ბედნიერები არიან. ლინიც ბედნიერია. მასაც ავიწყდება სასიკვდილო დაავადება, თუნდაც 90 წუთით. ვილფორდი საავადმყოფოს ტუალეტში იკეტება და ტირის. ტირის ტკივილისა და სიხარულისგან.

ნახევარფინალში დანიას ხვდება ჰოლანდიის საოცარი ნაკრები, ჩემპიონატის უპირველესი ფავორიტი. ვან ბასტენს, კუმანს, გულიტს, ბერგკამპს, ბლინდს, დე ბურს, ვან ბრეკელენს გამარჯვება წყურიათ. ვილფორტი შვილის თხოვნით ნაკრებში ბრუნდება. მას ახსოვს ვისთვის თამაშობს, ვისთვის უნდა გაიტანოს. იცის, როგორ უნდა გააბედნიეროს პალატის ბინადრები, თუნდაც რამდენიმე წუთით. ძირითადი დრო 2-2 სრულდება.იწყება პენალტები. ვან ბასტენი საშინლად ურტყამს. ნიშნულთან მიდის ვილფორდი. დაღლილი, გამხდარი, საშინელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. თვალცრემლიანი იყურება ცაში, იყურება კოპენჰაგენისკენ. იცის, რომ იქ, სიკვდილის პალატებში, ლინი და სხვა ბავშვები ცდილობენ ტელევიზორის წინ ცოტახნით მაინც დაივიწყონ თავიანთი გასაჭირი.დანია ფინალშია. ეს ყველაფერი ზღაპარს გავს.

მატჩის შემდეგ, ვილფორტი სასწრაფოდ მიემგზავრება დანიაში. შვიდი წლის ლინის მდგომარეობა გაუარესდა, გოგონა ფაქტიურად მომაკვდავია. კიმი კატეგორიულად უარს ამბობს თამაშზე, მაგრამ ოჯახის წევრები და კლინიკაში მყოფი პაციენტები ემუდარებიან დაბრუნდეს და მოიგოს მათთვის ევროპის თასი. ამავეს სთხოვს ლინიც, როცა ლაპარაკს ახერხებს.

ალბათ, ბევრს გახსოვთ ფინალი გერმანიის წინააღმდეგ. დანიელებმა დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში. ამის შემდეგ, გერმანელები მასირებულად უტევდნენ და ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან, მაგრამ 79-ე წუთზე კიმ ვილფორტს გააქვს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი და მთელი ერის ოცნებას რეალობად აქცევს.

ამ დროს ის ფიქრობდა მხოლოდ მათზე, ვინც უკანასკნელ ტკივილებს უმკლავდებოდა პალატებში და მაინც ზეიმობდა გამარჯვებას. მას სჯეროდა, რომ ფეხბურთს და გამარჯვებას შეეძლო თუნდაც სულ ცოტა ხნით მათი გამოხსნა ამ მტანჯველი ჯოჯოხეთიდან. კიმმა და მთელმა გუნდმა ეს სწორედ ამ ადამიანებისთვის და მომაკვდავი ლინისთვის გააკეთა.

კიმ ვილფორტის ფინალში გატანილი გოლი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და ტრაგიკულ გოლად ითვლება.

დანიის ნაკრების "ზაფხულის ზღაპარი“ სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ოქროს ფონდში.

ლინ ვილფორტი ფინალიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მან თქვა, რომ ამაყობდა მამით. რომ მისი ოცნება ასრულდა, დანიამ გაიმარჯვა და მამა ყველაზე ძლიერი იყო. ის ოცნებობდა სიკვდილის წინ ენახა დანიის ნაკრების "ზაფხულის ზღაპარი“ და ნახა კიდეც. ეს ზღაპარი მისთვის და მისნაირებისთვის დაიწერა. იმ ზაფხულს ისინი ყველა ბედნიერები იყვნენ.

ჩემპიონატიდან 1 წლის შემდეგ კიმ და მინა ვილფორტებს ქალიშვილი რიკე შეეძინათ."

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა