მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ბრი­უ­სელ­ში 14 ივ­ნისს ნატო-ს სა­მი­ტი გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის ერთ-ერთი გან­სა­ხილ­ვე­ლი თემა სა­ქარ­თვე­ლოც იქ­ნე­ბა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი მოხ­ვდა სა­მი­ტის დღის წეს­რი­გის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის მხარ­და­ჭე­რას ეხე­ბა.

"ბრი­უ­სე­ლის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა დას­კვნი­თი დო­კუ­მენ­ტი - კო­მუ­ნი­კე. ქარ­თულ მხა­რეს მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ კო­მუ­ნი­კე­ში ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი, და­ფიქ­სირ­დე­ბა ნატო-ს ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი და ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო­ზე.

ასე­ვე მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ მო­კავ­ში­რე­ე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ ერ­თგუ­ლე­ბას ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სად­მი, რომ "სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი“ და აღი­ნიშ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი სა­ერ­თო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის სფე­რო­ში”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბრი­უ­სე­ლის სა­მი­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, 14 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს "ბრი­უ­სე­ლის ფო­რუმ­ში“ - პა­ნელ­ზე სა­ხელ­წო­დე­ბით - Investing in resilience, რომ­ლის დრო­საც პრე­მი­ე­რი ისა­უბ­რებს ჰიბ­რი­დულ საფრ­თხე­ებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მათ­თან გამ­კლა­ვე­ბის კუ­თხით, ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს ამ საფრ­თხე­ე­ბის დაძ­ლე­ვის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

"ბრი­უ­სე­ლის ფო­რუმ­ში“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რი, მათ შო­რის გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი, კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯას­ტინ ტრუ­დო, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი და სხვე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცირა
78

მოლოდინი ბევრად უკეთესი იქნებოდა ივანიშვილის ამქარი რომ არ მართვვდეს ქვეყანას,რომელსაც დემოკრატია რუსული ჩექმა და ცხენის უნაგირი გონია.

მიხა პაპა
8

ნატოს კარი ღიაა და ახლა ალბათ ფანჯარასაც გაგვიღებენ. 

ავტორი:

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ბრიუსელში 14 ივნისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

"ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.

ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ "საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "ბრიუსელის ფორუმში“ - პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience, რომლის დროსაც პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

"ბრიუსელის ფორუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვები.

"ნაკლები მიშა ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა" - გიორგი ვაშაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?