საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე
"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"13 ივ­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი დღეა", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მან 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს მი­უ­სამ­ძიმ­რა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც გაწ­მენ­დით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"ყვე­ლას გვახ­სოვს 2015 წელს რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ეს არის დღე, რო­მე­ლიც ჩვენს დე­და­ქა­ლაქს თბი­ლისს ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ. მინ­და კი­დევ ერთხელ მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ამ ადი­ა­ნე­ბის ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. თუმ­ცა, აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს შემ­დე­გი დღე­ე­ბი, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რამ­ხე­ლა ძალა და­ი­ნა­ხა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

6 წლის შემ­დეგ, კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ახალ­გაზ­რდას, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო გაწ­მენ­დით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში იმის­თვის, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას გვერ­დით დად­გო­მო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა იმის­თვის, რომ ეს ტკი­ვი­ლი და სიმ­ძი­მე შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და თა­ნად­გო­მით რიგი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბი მი­უ­თი­თებ­დნენ.

"და­მონ­ტაჟ­და სა­მო­ნი­ტო­რინ­გო სის­ტე­მა, რი­თაც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა კონ­ტრო­ლი იმ კონ­კრე­ტუ­ლი არე­ა­ლის, სა­ი­და­ნაც ეს მე­წყე­რი წა­მო­ვი­და. გარ­და ამი­სა, და­მონ­ტაჟ­და ხე­ო­ბა­ში 2 ცხა­უ­ლი, რო­მე­ლიც არის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს და თუ გან­მე­ორ­დე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა, ეს იქ­ნე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვე­რეს ხე­ო­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი და­ა­ზი­ა­ნა და ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რაც იყო მი­თი­თე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან, ყვე­ლა სა­მუ­შაო გან­ხორ­ცი­ელ­და“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ი­დან 6 წელი გა­ვი­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე

"13 ივნისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

"ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ.

6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გვერდით დადგომოდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ტკივილი და სიმძიმე შეემსუბუქებინა“,-განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით რიგი პროექტები განხორციელდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა სამუშაო ჩატარდა, რასაც ექსპერტები მიუთითებდნენ.

"დამონტაჟდა სამონიტორინგო სისტემა, რითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ კონკრეტული არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, დამონტაჟდა ხეობაში 2 ცხაული, რომელიც არის შემაკავებელი, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ განმეორდება ანალოგიური შემთხვევა, ეს იქნება შემაკავებელი. გარდა ამისა, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერეს ხეობის გასამაგრებლად. ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული ადგილები დააზიანა და ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რაც იყო მითითებული ექსპერტების მხრიდან, ყველა სამუშაო განხორციელდა“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

"ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, ახლაც იმავეს გავაკეთებდი“: აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის სულისშემძვრელი ამბავი - მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

როგორია კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის კომენტარი