სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება
"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ჩვენ მე­სა­მე ტალ­ღის დაღ­მა­ვალ ფერ­დზე ვართ, ანუ მე­სა­მე ტალ­ღის პიკი გა­და­ვი­ა­რეთ უკვე მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის აჭა­რა­შიც,- ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მშვიდ­დე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცია და მისი ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი, მათ შო­რის ინ­ცი­დენ­ტო­ბი­სა და ახალ შემ­თხვე­ვა­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკვე ბევრ ტუ­რისტს ვხე­დავთ ქუ­ჩა­ში, თან­და­თან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა იხ­სნე­ბა და ვა­ფიქ­სი­რებთ, რომ ჩვენ მე­სა­მე ტალ­ღის დაღ­მა­ვალ ფერ­დზე ვართ, ანუ მე­სა­მე ტალ­ღის პიკი გა­და­ვი­ა­რეთ უკვე მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, აჭა­რა­შიც. ეპიდსი­ტუ­ცია მშვიდ­დე­ბა მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, აჭა­რა­ში და მისი ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი, რო­გო­რიც არის ინ­ცი­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 ათას მო­სახ­ლე­ზე. და­დე­ბი­თო­ბის პრო­ცენ­ტი აჭა­რა­ში გვაქვს 2%-ის ფარ­გლებ­ში ივ­ნი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში და გუ­შინ­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1%-ის ფარ­გლებ­შია, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლია, მერ­ყე­ობს 40-70-ის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, დამ­ში­დე­ბის სა­ფუძ­ველს არ გვაძ­ლევს,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მეტი აცრა სწო­რედ აჭა­რა­შია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ამ დრო­ის­თვის 19 ათა­სი აც­რაა გა­კე­თე­ბუ­ლი. თუმ­ცა რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, ქვეყ­ნის მი­ზა­ნია, რომ ჯამ­ში 1700 000 ადა­მი­ა­ნის აცრა მოხ­დეს, აქე­დან აჭა­რა­ში 350 ათა­სი ადა­მი­ა­ნი უნდა აიც­რას.

„აც­რი­ლია თბი­ლი­სის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მეტი აჭა­რა­ში, 19 ათა­სი აც­რაა გა­კე­თე­ბუ­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და სწო­რედ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, შე­ფას­დეს აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად ეპიდსი­ტუ­ა­ცია და მე­ო­რე მთა­ვა­რი სა­კი­თხი არის, აც­რე­ბის ინ­ტენ­სი­ფი­ცი­რე­ბა, რა­მე­თუ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის გზა გა­დის მხო­ლოდ და მხო­ლოდ აც­რებ­ზე. ჩვე­ნი სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არის 1 700 000 ადა­მი­ა­ნის აცრა და აჭა­რა­ში მო­მა­ვა­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 350 ათა­სი აც­რის ჩა­ტა­რე­ბა. დღეს 4 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვით, საკ­მა­ოდ კარ­გად არის იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. თით­ქმის არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა, ამა­ვე დროს, ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აღ­ჭურ­ვლია შე­სა­ბა­მი­სად, რომ სწრა­ფი პა­სუ­ხი იყოს თუ სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. აჭა­რა­ში დღეს ად­მი­ნის­ტრირ­დე­ბა 3 ვაქ­ცი­ნა - სი­ნო­ფარ­მი, სი­ნო­ვა­კი და ას­ტრა­ზე­ნე­კა. მაგ­რამ ივ­ლი­სი­დან გვჭირ­დე­ბა ჩვე­ნი ძა­ლე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გა­ო­თხმა­გე­ბა, რომ გა­ვი­დეთ სა­ბო­ლოო სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ბა­თუმ­ში უნდა შე­იქ­მნას ერთი ან ორი დიდი ამცრე­ლი სივ­რცე, ივ­ლი­სი­დან ჩვენ მზად­ყოფ­ნა უნდა გვქონ­დეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ჩა­ტარ­დეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა და მათ შო­რის, აჭა­რა­ში უნდა ტარ­დე­ბო­დეს ყო­ველ­დღი­უ­რად 2000-დან 3000-მდე აცრა. ამის ყვე­ლა შე­საძლლებ­ლო­ბა აჭა­რის სა­მე­დი­ცი­ნო ქსელს აქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მი­ზა­ნი შეს­რულ­დე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

თურქები აცერით როგორც დაასახლეთ ისე მოსთხოვეთ.

ნატა
5

ყველა შეზღუდვები მოიხსნა ტურისტებს ველოდებიზთ აგვიხსნარ გამყრელიძემ კომენდატის საათს რატომ არ ხსნის სთქვარ მიზეზი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაშიც,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდდება ეპიდსიტუაცია და მისი ყველა პარამეტრი, მათ შორის ინციდენტობისა და ახალ შემთხვევათა მაჩვენებელი.

"მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. ეპიდსიტუცია მშვიდდება მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე. დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში და გუშინდელი მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშიდების საფუძველს არ გვაძლევს,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აცრა სწორედ აჭარაშია ჩატარებული და ამ დროისთვის 19 ათასი აცრაა გაკეთებული. თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეყნის მიზანია, რომ ჯამში 1700 000 ადამიანის აცრა მოხდეს, აქედან აჭარაში 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.

„აცრილია თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი აჭარაში, 19 ათასი აცრაა გაკეთებული ამ ხნის განმავლობაში და სწორედ ჩვენი დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულებაა, შეფასდეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენს სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად ეპიდსიტუაცია და მეორე მთავარი საკითხი არის, აცრების ინტენსიფიცირება, რამეთუ პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის 1 700 000 ადამიანის აცრა და აჭარაში მომავალი 6 თვის განმავლობაში ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია, დაახლოებით, 350 ათასი აცრის ჩატარება. დღეს 4 სამედიცინო დაწესებულებაში ვიყავით, საკმაოდ კარგად არის იმუნიზაციის პროცესი ორგანიზებული ყველა ამ დაწესებულებაში. თითქმის არც ერთი სერიოზული გართულების შემთხვევა არ ყოფილა, ამავე დროს, ყველა დაწესებულება აღჭურვლია შესაბამისად, რომ სწრაფი პასუხი იყოს თუ სერიოზული გართულება იქნება. აჭარაში დღეს ადმინისტრირდება 3 ვაქცინა - სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა. მაგრამ ივლისიდან გვჭირდება ჩვენი ძალებისა და რესურსების გაოთხმაგება, რომ გავიდეთ საბოლოო სამიზნე მაჩვენებელზე. ბათუმში უნდა შეიქმნას ერთი ან ორი დიდი ამცრელი სივრცე, ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა და მათ შორის, აჭარაში უნდა ტარდებოდეს ყოველდღიურად 2000-დან 3000-მდე აცრა. ამის ყველა შესაძლლებლობა აჭარის სამედიცინო ქსელს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი შესრულდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?

"ხელისუფლებას ვაძლევთ 10-დღიან ვადას, გააუქმოს ე.წ. პრაიდი, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია" - ლევან ვასაძე

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ