Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?
ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

რუ­სულ ჟურ­ნალ "დო­მაშ­ნი ოჩაგ­ში" ("Домашний очаг" - იბეჭ­დე­ბა ორ თვე­ში ერთხელ, სა­რე­დაქ­ციო ოფი­სი - მოს­კოვ­ში), გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით - "ყვე­ლა­ზე მტკი­ცე ქორ­წი­ნე­ბა: ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის ოჯა­ხუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო - ლე­გენ­და­რუ­ლი თბი­ლი­სე­ლი დონ­ჟუ­ა­ნი ბუბა ყო­ველ­თვის ეძებ­და ქალს, ვის­თანც ცხოვ­რე­ბა სა­ი­მე­დო და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და... და როცა ასე­თი ქალი იპო­ვა, იგი იდე­ა­ლუ­რი მე­ო­ჯა­ხე გახ­და" (ავ­ტო­რი - ლა­რი­სა ხო­მა­ი­კო).

შე­გახ­სნებთ, ბუბა კი­კა­ბი­ძის მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძეა, რომ­ლის პირ­ვე­ლი ქმა­რიც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გუ­რამ სა­ღა­რა­ძე გახ­ლდათ.

"ცხოვ­რე­ბაა, აბა, რო­გორ?! ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის. მე ისე­თი კაცი ვარ, როცა რამე მინ­და, ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ. ვარ ზარ­მა­ცი, გან­ძრე­ვა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ თუ რა­ღაც და­ვი­წყე, იმ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან. გუ­რამ სა­ღა­რა­ძე და ირი­ნა უკვე აღარ იყ­ვნენ ერ­თად. ის რომ ჩემი მე­გო­ბა­რი ყო­ფი­ლი­ყო, ეგ არ მოხ­დე­ბო­და. სრუ­ლი­ად უცხო­ე­ბი ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნე­თის­თვის. უკვე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ, პა­ტივს ვცემ­დი და სულ ეგ იყო. მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძეს ჰკი­თხეთ ეგ ამ­ბე­ბი, მე ნუ მა­ლა­პა­რა­კებთ. ისე, რომ იცო­დეთ, არც მე და არც ის ამ ქა­ლის ფრჩხი­ლის ფა­სად არ ვღირ­დით. ყო­ველ­თვის ბევ­რად მაღ­ლა იდგა ორი­ვე­ზე.

წლე­ბია ერთი ქალი მიყ­ვარს. მე ერ­თგუ­ლი ქმა­რი ვარ, აქეთ-იქით მორ­ბე­ნა­ლი კა­ცე­ბი არ მიყ­ვარს. მოს­კო­ვის შო­უ­ბიზ­ნეს­შია მო­და­ში, ძმა­კა­ცი ძმა­კა­ცის ცოლ­თან რომ და­დის და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მაგ­რამ ისე უნდა გა­ა­კე­თო, რომ სხვას ცხოვ­რე­ბა არ და­უნ­გრიო.

ჩემი ცოლი ტვი­ნით გა­ტე­ნი­ლი ქა­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა და უერ­თგუ­ლე­სი ადა­მი­ა­ნია. გა­და­სა­რე­ვი დე­დაა. ჩემი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მას­ზე ჭკუ­ას კარ­გა­ვენ", - გა­ნუ­ცხა­და წლე­ბის წინ ჟურ­ნალ "სარ­კეს" ბუბა კი­კა­ბი­ძემ.

გთა­ვა­ზობთ რუ­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე­ო­დე­ნი შე­მოკ­ლე­ბით:

"თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე მხო­ლოდ ორ­ჯერ იყო ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი: ერთხელ - ბავ­შვო­ბა­ში, მე­ო­რედ - ბუ­და­პეშ­ტში, ქუ­ჩის არე­უ­ლო­ბე­ბის დროს. პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­დან მას ფეხ­ზე ტატუ დარ­ჩა, მე­ო­რე­დან კი - შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი, სახ­ლი, ბაღი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

  • "ზ+ვ" და სხვა ის­ტო­რი­ე­ბი

ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს ფეხ­ზე ტატუ აქვს - "ზ+ვ", რო­მე­ლიც მან ათი წლის ასაკ­ში გა­ი­კე­თა. იმ დროს თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და ზოია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ლო­ლა­კის უბან­ში. "ზ+ვ" ნიშ­ნავს "ზოია+ვახ­ტანგს", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი, უპა­სუ­ხო ბავ­შვუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის სა­მახ­სოვ­როა. ამ პირ­ვე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ის შემ­დეგ ვახ­ტან­გის გული დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი რჩე­ბო­და. იგი უკვე თბი­ლი­სის ფი­ლარ­მო­ნი­ის სო­ლის­ტი იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში უსა­ზღვრო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და (ისე ვე­რა­ვინ ბა­ძავ­და ლუი არმსტრონგს, რო­გორც ვახ­ტან­გი), მაგ­რამ ის ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მელ­საც ვახ­ტან­გი შე­იყ­ვა­რებ­და, ჰო­რი­ზონტზე ჯერ კი­დევ არ ჩან­და.

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მას ფე­რად-ფე­რა­დი ფარ­ვა­ნე­ბი­ვით დას­დევ­დნენ - ბევრ ქალს სურ­და უცო­ლო მუ­სი­კოს-მომ­ღერ­ლის მე­გო­ბა­რი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ ვახ­ტან­გი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­ურ­ბო­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბუბა (ბავ­შვო­ბა­ში შერ­ქმე­უ­ლი ამ სა­ხე­ლით იც­ნობ­და მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო), შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქარ­თვე­ლი კა­ზა­ნო­ვას ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და - ხში­რად ხდე­ბო­და ტაქ­სით დევ­ნა, ფან­ჯრე­ბი­დან გად­მოხ­ტო­მა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა ცო­ლე­ბის მიერ მო­ტყუ­ე­ბულ ქმრებ­თან... ერ­თმა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, მაგ­რამ სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ან­მა ქალ­მა ვახ­ტანგს კი­ნა­ღამ ყელი გა­მო­ღად­რა სა­მარ­თებ­ლით, მაგ­რამ ბოლო მო­მენ­ტში სიყ­ვა­რულ­მა (თუ სიბ­რა­ლულ­მა) სძლია და და­ინ­დო...

  • ჩა­ხუ­ტე­ბა ბუ­და­პეშ­ტში

ასე გა­ვი­და თით­ქმის ათი წელი. ისე ჩან­და, რომ ვახ­ტან­გი სა­მუ­და­მოდ უცოლ­შვი­ლო დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხ­ვდა და მიხ­ვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახ­დე­ბო­და. ირი­ნა თბი­ლი­სის აკა­დე­მი­უ­რი სა­ო­პე­რო თე­ატ­რის პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა იყო, ზრდი­და რვა წლის გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და სა­ერ­თოდ არ შე­დი­ო­და ლე­გენ­და­რუ­ლი ბუ­ბას თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა რაზმში... მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ ისი­ნი ერ­თად აღ­მოჩ­ნდნენ ბუ­და­პეშ­ტში, გას­ტროლ­ზე და იქ, უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ერთ სა­ღა­მოს მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა და­ირ­ღვა: ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა სიგ­ნა­ლი ჩარ­თეს, ხალ­ხი ყვი­რო­და, სა­დღაც გარ­ბო­და...

შემ­დეგ მათ გა­ი­გეს, რომ იმ დღეს ამე­რი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტი ჯონ კე­ნე­დი მოკ­ლეს... ირი­ნა და ვახ­ტან­გი ხალ­ხის მჭიდ­რო ტალ­ღა­ში მოხ­ვდნენ. მან გამ­ხდარ ბა­ლე­რი­ნას ხელი მოხ­ვია და მიხ­ვდა, რომ გაშ­ვე­ბა აღარ უნ­დო­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ომში კოხტა და უშიშარი
206

ამის ფილმები და სიმღერები არ მევასება მიმიო ხოლ საერთოდ არ მაქვს ნანახი 

ანუ...
55

თუ ადამიანს ვინმე არ მოსწონს აუცილებლად პოლიტიკური სარჩული უნდა დაედოს???

კიკაბიძე არის და იქნება ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი! და ეს მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. და მისი არ მოწონებაც შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. სიმშვიდეს გისურვებთ და ყველას ჩვენ სიყვარულით ცხოვრებას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

რუსულ ჟურნალ "დომაშნი ოჩაგში" ("Домашний очаг" - იბეჭდება ორ თვეში ერთხელ, სარედაქციო ოფისი - მოსკოვში), გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ყველაზე მტკიცე ქორწინება: ვახტანგ კიკაბიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო - ლეგენდარული თბილისელი დონჟუანი ბუბა ყოველთვის ეძებდა ქალს, ვისთანც ცხოვრება საიმედო და საინტერესო იქნებოდა... და როცა ასეთი ქალი იპოვა, იგი იდეალური მეოჯახე გახდა" (ავტორი - ლარისა ხომაიკო).

შეგახსნებთ, ბუბა კიკაბიძის მეუღლე ირინა ქებაძეა, რომლის პირველი ქმარიც ცნობილი მსახიობი გურამ საღარაძე გახლდათ.

"ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან. გურამ საღარაძე და ირინა უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.

წლებია ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. მოსკოვის შოუბიზნესშია მოდაში, ძმაკაცი ძმაკაცის ცოლთან რომ დადის და ა.შ. ყველაფერი ხდება, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას ცხოვრება არ დაუნგრიო.

ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია, საინტერესო პიროვნება და უერთგულესი ადამიანია. გადასარევი დედაა. ჩემი შვილები და შვილიშვილები მასზე ჭკუას კარგავენ", - განუცხადა წლების წინ ჟურნალ "სარკეს" ბუბა კიკაბიძემ.

გთავაზობთ რუსული ჟურნალის პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

"თავის სიცოცხლეში ვახტანგ კიკაბიძე მხოლოდ ორჯერ იყო ძალიან შეყვარებული: ერთხელ - ბავშვობაში, მეორედ - ბუდაპეშტში, ქუჩის არეულობების დროს. პირველი სიყვარულიდან მას ფეხზე ტატუ დარჩა, მეორედან კი - შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სახლი, ბაღი და ბედნიერება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

  • "ზ+ვ" და სხვა ისტორიები

ვახტანგ კიკაბიძეს ფეხზე ტატუ აქვს - "ზ+ვ", რომელიც მან ათი წლის ასაკში გაიკეთა. იმ დროს თბილისში ცხოვრობდა ზოია, ძალიან ლამაზი გოგონა, ყველაზე პოპულარული სოლოლაკის უბანში. "ზ+ვ" ნიშნავს "ზოია+ვახტანგს", რომელიც პირველი, უპასუხო ბავშვური სიყვარულის სამახსოვროა. ამ პირველი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ ვახტანგის გული დიდი ხნის განმავლობაში თავისუფალი რჩებოდა. იგი უკვე თბილისის ფილარმონიის სოლისტი იყო და საქართველოში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა (ისე ვერავინ ბაძავდა ლუი არმსტრონგს, როგორც ვახტანგი), მაგრამ ის ერთადერთი ქალი, რომელსაც ვახტანგი შეიყვარებდა, ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანდა.

თაყვანისმცემლები მას ფერად-ფერადი ფარვანებივით დასდევდნენ - ბევრ ქალს სურდა უცოლო მუსიკოს-მომღერლის მეგობარი გამხდარიყო, მაგრამ ვახტანგი ახლო ურთიერთობებს გაურბოდა. რასაკვირველია, ბუბა (ბავშვობაში შერქმეული ამ სახელით იცნობდა მას მთელი საქართველო), შეიძლება ითქვას, ქართველი კაზანოვას ცხოვრებით ცხოვრობდა - ხშირად ხდებოდა ტაქსით დევნა, ფანჯრებიდან გადმოხტომა, ურთიერთობების გარკვევა ცოლების მიერ მოტყუებულ ქმრებთან... ერთმა შეყვარებულმა, მაგრამ საშინლად ეჭვიანმა ქალმა ვახტანგს კინაღამ ყელი გამოღადრა სამართებლით, მაგრამ ბოლო მომენტში სიყვარულმა (თუ სიბრალულმა) სძლია და დაინდო...

  • ჩახუტება ბუდაპეშტში

ასე გავიდა თითქმის ათი წელი. ისე ჩანდა, რომ ვახტანგი სამუდამოდ უცოლშვილო დარჩებოდა, მაგრამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხვდა და მიხვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახდებოდა. ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ზრდიდა რვა წლის გოგონას პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა...

შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს... ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა. გააგრძელეთ კითხვა