პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვების პროდუქტების ქართული ბრენდი, რომელიც დროის და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ
კვების პროდუქტების ქართული ბრენდი, რომელიც დროის და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და არა­გა­ნახ­ლე­ბა­დი რე­სურ­სი, რო­მელ­საც ვხარ­ჯავთ - დროა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს. ყო­ველ­დღი­უ­რად უსარ­გებ­ლო და ხან­და­ხან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ ყო­ფით სა­კი­თხებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი ეს უძ­ვირ­ფა­სე­სი რე­სურ­სი, შე­იძ­ლე­ბა უფრო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი და მენ­ტო­რე­ბი წიგ­ნებს წე­რენ, შემ­დეგ ჩვენ მათ მე­თო­დებს ვკი­თხუ­ლობთ და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და­ნერგვას ვცდი­ლობთ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს შე­მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და სა­მუ­შაო გრა­ფიკს, და­ზოგ­ვა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ჭკვი­ა­ნუ­რია და მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს.

მა­გა­ლი­თად, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სხვა­დას­ხვა მარ­კეტ­ში ერ­თსა და იმა­ვე საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი გან­სხვავ­დე­ბა და შე­და­რე­ბას ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სის - დრო­ის რე­სურ­სის და­ხარ­ჯვა სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია პირ­და­პირ იქ შე­ვი­ძი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი, სა­დაც ვი­ცით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ბალ ფა­სად შე­მოგ­ვთა­ვა­ზე­ბენ. ასე­თი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი არის „2 ნა­ბი­ჯი“, რო­მე­ლიც და­ზოგ­ვის ტრენ­დს მიჰ­ყვე­ბა. ერთი და იგი­ვე გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტში იმა­ზე მე­ტის გა­დახ­და, ვიდ­რე ის რე­ა­ლუ­რად ღირს, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს. და­ზოგ­ვის ტრენ­დის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა „2 ნა­ბი­ჯ­მა“, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის დრო­ის და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის და­ზოგ­ვის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი სა­ვაჭ­რო ნიშ­ნის ქვეშ წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრენ­დი - „ზოგე“ შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა.

რა არის „ზოგე“, რა­ტომ შე­იქ­მნა ის და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს მას?

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასა­წო­ნი პრო­დუქ­ცია დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა COVID-19-ის პან­დე­მი­ამ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის უმ­კაც­რე­სად დაც­ვა იმ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლი გა­ხა­და, რომ მისი შე­ძე­ნის პრო­ცე­სი ერ­თგვარ საფრ­თხეს ქმნის. ამას­თან, მომ­ხმა­რებ­ლებს უწევთ პრო­დუქ­ცი­ის ასა­წო­ნად რიგ­ში დგო­მა, რაც ასე­ვე პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს და დრო­საც გვა­კარ­გი­ნებს. ამას­თან, თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა „2 ნა­ბი­ჯის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, „ზო­გეს“ ბრენ­დი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია. „ზოგე“ ყვე­ლა იმ პრო­დუქ­ცი­ას მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც „2 ნა­ბი­ჯში“ მა­ნამ­დე წო­ნით იყი­დე­ბო­და: ფქვი­ლი, შა­ქა­რი, შვრი­ის ფან­ტე­ლი, ბრინ­ჯი, წი­წი­ბუ­რა, მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი, მა­კა­რო­ნის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა, სი­მინ­დის ფქვი­ლი, სი­მინ­დის ღერ­ღი­ლი და ლო­ბიო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით „ზო­გეს“ ბრენ­დს და­ე­მა­ტა კვერ­ცხის წარ­მო­ე­ბა. „ზო­გეს“ პრო­დუქ­ცია უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნო­ბი და სან­დო ხა­რის­ხია, მხო­ლოდ გა­მარ­ტი­ვე­ბულ შე­ფუთ­ვა­ში. ნამ­დვი­ლად არ ღირს ერ­თსა და იმა­ვე პრო­დუქ­ტში მე­ტის გა­დახ­და მხო­ლოდ ძვი­რი­ა­ნი შე­ფუთ­ვის გამო.

და­ზოგ­ვის ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს დაგ­რო­ვე­ბის ბა­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად და­გეხ­მა­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ქუ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნო, რაც ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლია, რომ სწო­რად ხარ­ჯო შენი დრო და ფი­ნან­სე­ბი.

ნე­ბის­მი­ე­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის დრო­ი­სა და ფუ­ლის და­ზოგ­ვა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - და­ზო­გი­ლი დრო­ის უფრო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­ზო­გი­ლი თან­ხა კი შე­გიძ­ლია კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნო, ან სუ­ლაც დას­ვე­ნე­ბის­თვის, ახა­ლი ნივ­თის შე­სა­ძე­ნად ან სხვა სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის და­ხარ­ჯო. ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვა მეტი და­ცუ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბას გაძ­ლევს.

ბევრ ჩვენ­განს და­ზოგ­ვა, ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი­დან ან დი­ვი­დენ­დი­დან მსხვი­ლი თან­ხის გა­და­დე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნია, თუმ­ცა ეს ასე არ არის, ამა­ში ზო­გი­ერ­თი ჭკვი­ა­ნუ­რი სა­ბან­კო სერ­ვი­სიც გვარ­წმუ­ნებს, მა­გა­ლი­თად ე.წ. ყუ­ლა­ბა, რომ­ლის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მა­დაც, ყო­ვე­ლი ტრან­ზაქ­ცი­ი­სას გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­და­დე­ბას ვა­ხერ­ხებთ, თა­ნაც სარ­გე­ბე­ლი გვე­რი­ცხე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაც და­ვაგ­რო­ვოთ.

ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, ფი­ნან­სე­ბის და დრო­ის და­ზოგ­ვის სხვა­დას­ხვა მე­თო­დის და­ნერგვა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
1

სანამ 2-ნაბიჯში იყიდებოდა ასაწონი პროდუქტი ყველაფერი გაცილებით იაფი იყო,,მას მერე რაც აწონვა აიკრძალა და თვითონ შეფუთეს ყველაფერი გაორმაგდა,,,ისევ ასაწონი სკობდა....

ანზორი
1

ამიტომაც ხალხი ყიდულობს სხვა მარკეტებში, სადაც ასაწონი პროდუქციაა.

უფრო იაფი გამოდის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კვების პროდუქტების ქართული ბრენდი, რომელიც დროის და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ

კვების პროდუქტების ქართული ბრენდი, რომელიც დროის და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ

ყველაზე მნიშვნელოვანი და არაგანახლებადი რესურსი, რომელსაც ვხარჯავთ - დროა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ყოველდღიურად უსარგებლო და ხანდახან გამაღიზიანებელ ყოფით საკითხებზე დახარჯული ეს უძვირფასესი რესურსი, შეიძლება უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ.

ამის შესახებ ცნობილი მენეჯერები და მენტორები წიგნებს წერენ, შემდეგ ჩვენ მათ მეთოდებს ვკითხულობთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას ვცდილობთ. მნიშვნელობა არ აქვს შემოსავლის რაოდენობასა და სამუშაო გრაფიკს, დაზოგვა ნებისმიერ შემთხვევაში ჭკვიანურია და მეტ შესაძლებლობებს გვაძლევს.

მაგალითად, რიგ შემთხვევებში სხვადასხვა მარკეტში ერთსა და იმავე საკვებ პროდუქტებზე ფასები განსხვავდება და შედარებას ყველაზე ძვირფასის - დროის რესურსის დახარჯვა სჭირდება. ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ იქ შევიძინოთ ყველაფერი, სადაც ვიცით, რომ აუცილებლად დაბალ ფასად შემოგვთავაზებენ. ასეთი სუპერმარკეტების ქსელი არის „2 ნაბიჯი“, რომელიც დაზოგვის ტრენდს მიჰყვება. ერთი და იგივე გემოვნური თვისებებისა და ხარისხის პროდუქტში იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე ის რეალურად ღირს, ფინანსური რესურსის არასწორად გამოყენებას ნიშნავს. დაზოგვის ტრენდის გათვალისწინებით, მაღაზიათა ქსელმა „2 ნაბიჯმა“, პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა მომხმარებლისთვის დროის და ფინანსური რესურსის დაზოგვის ეფექტური საშუალება, საკუთარი სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოებული ბრენდი - „ზოგე“ შეეთავაზებინა.

რა არის „ზოგე“, რატომ შეიქმნა ის და რა უპირატესობები აქვს მას?

ჩვენს ქვეყანაში ასაწონი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა COVID-19-ის პანდემიამ ჰიგიენის ნორმების უმკაცრესად დაცვა იმდენად აუცილებელი გახადა, რომ მისი შეძენის პროცესი ერთგვარ საფრთხეს ქმნის. ამასთან, მომხმარებლებს უწევთ პროდუქციის ასაწონად რიგში დგომა, რაც ასევე პანდემიასთან დაკავშირებით გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს და დროსაც გვაკარგინებს. ამასთან, თანამშრომელთა შრომის გამარტივება „2 ნაბიჯის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, „ზოგეს“ ბრენდი სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ზოგე“ ყველა იმ პროდუქციას მოიცავს, რომელიც „2 ნაბიჯში“ მანამდე წონით იყიდებოდა: ფქვილი, შაქარი, შვრიის ფანტელი, ბრინჯი, წიწიბურა, მანანის ბურღული, მაკარონის სხვადასხვა სახეობა, სიმინდის ფქვილი, სიმინდის ღერღილი და ლობიო, მოგვიანებით „ზოგეს“ ბრენდს დაემატა კვერცხის წარმოება. „ზოგეს“ პროდუქცია უკვე ყველასათვის ნაცნობი და სანდო ხარისხია, მხოლოდ გამარტივებულ შეფუთვაში. ნამდვილად არ ღირს ერთსა და იმავე პროდუქტში მეტის გადახდა მხოლოდ ძვირიანი შეფუთვის გამო.

დაზოგვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს დაგროვების ბარათები, რომელიც პერიოდულად დაგეხმარება გარკვეული პროდუქტები ქულებით შეიძინო, რაც ერთგვარი მოტივატორი და წამახალისებელია, რომ სწორად ხარჯო შენი დრო და ფინანსები.

ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის დროისა და ფულის დაზოგვა რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი - დაზოგილი დროის უფრო ეფექტურად გამოყენება არის შესაძლებელი, დაზოგილი თანხა კი შეგიძლია კრიტიკულ სიტუაციაში გამოიყენო, ან სულაც დასვენებისთვის, ახალი ნივთის შესაძენად ან სხვა საჭიროებისთვის დახარჯო. ფინანსების დაზოგვა მეტი დაცულობისა და თავისუფლების შეგრძნებას გაძლევს.

ბევრ ჩვენგანს დაზოგვა, ყოველთვიური ხელფასიდან ან დივიდენდიდან მსხვილი თანხის გადადება წარმოუდგენია, თუმცა ეს ასე არ არის, ამაში ზოგიერთი ჭკვიანური საბანკო სერვისიც გვარწმუნებს, მაგალითად ე.წ. ყულაბა, რომლის პირობების თანახმადაც, ყოველი ტრანზაქციისას გარკვეული ოდენობის თანხის გადადებას ვახერხებთ, თანაც სარგებელი გვერიცხება, საბოლოოდ კი შეიძლება საკმაოდ სოლიდური თანხაც დავაგროვოთ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფინანსების და დროის დაზოგვის სხვადასხვა მეთოდის დანერგვა, საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად დადებითად აისახება.

R

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

„მასტერშეფის“ ისტორიაში ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი იქნება!“ - 20 ივნისს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება

5 ნივთი თქვენს მაგიდაზე, რომელიც სამუშაო პროცესს უფრო პროდუქტიულს გახდის