საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნებიდან" განკვეთილი პოლიტიკოსები - ვის რას აბრალებდნენ და ვინ როგორ "შეაჩვენეს"?
"ქართული ოცნებიდან" განკვეთილი პოლიტიკოსები - ვის რას აბრალებდნენ და ვინ როგორ "შეაჩვენეს"?

9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ბევ­რი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ჩა­მო­შორ­და ან ჩა­მო­ა­ცი­ლეს. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ყო­ფილ გუნდში მე­ო­რედ მოს­ვლაც შეძ­ლო, მა­გა­ლი­თად, მე­ო­რედ გაპ­რე­მი­ე­რე­ბულ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "იმე­დე­ბი იმ­დე­ნად ვერ გა­ა­მარ­თლეს", რომ "ოც­ნე­ბა" მათ სა­მუ­და­მოდ შე­მოს­წყრა...

ambebi,ge გა­გახ­სე­ნებთ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, ვინც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", ფაქ­ტობ­რი­ვად, განკვე­თა.

  • ირაკ­ლი ალა­სა­ნია და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი"

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” 2012 წლის 21 თე­ბერ­ვალს, მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ღიად გა­მო­ვი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ოთხმა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ და­ა­ფუძნა. ესე­ნი იყ­ვნენ: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო”, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია”, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი” და "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი”.

2011 წელს, პო­ლი­ტი­კა­ში შე­მო­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნია ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­ა­ლი­ცი­ურ პარტნი­ო­რად აირ­ჩია. 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ალა­სა­ნი­ამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ჩა­ი­ბა­რა, მის­მა პარ­ტი­ამ კი და­მა­ტე­ბით სამი მი­ნის­ტრის პორთფე­ლი მი­ი­ღო, თუმ­ცა 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ და პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ტო­ვეს.

ამას კი წინ უს­წრებ­და "კა­ბე­ლე­ბის საქ­მის" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სკან­და­ლი, 2014 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­ხე­ლე სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა, იმა­ვე დღეს სა­მი­ნის­ტრომ თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ალა­სა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და მი­ზან­მი­მარ­თულ შე­ტე­ვას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ და პრო­კუ­რა­ტუ­რის ნა­ბი­ჯე­ბი იყო "შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე“. ნო­ემ­ბერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ალა­სა­ნია პოს­ტი­დან გა­და­ა­ყე­ნა. მას მთავ­რო­ბი­დან გაყვნენ მისი გუნ­დის წევ­რე­ბი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გარ­და, რო­მელ­საც ერ­თგუ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შემ­დგომ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­ფა­სა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალა­სა­ნი­ას გუნ­დის წვე­რე­ბის ნა­წი­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­უბ­რუნ­და სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა.

იმ­ჟა­მა­დაც ით­ქვა და დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან კი­დევ უფრო თვალ­ნათ­ლად ჩანს, რომ გარ­და ღია და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გუნ­დის შიგ­ნით, კუ­ლუ­ა­რუ­ლა­დაც ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რად ებ­რძოდ­ნენ, არა­და, თავ­და­პირ­ვე­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით თით­ქოს ასე იყო გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - პრე­მი­ე­რი, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ალა­სა­ნია კი - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბო­და.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შო­რის უთან­ხმო­ე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 2013 წელს, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ა­ლი­ცია ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად არ გა­ნი­ხი­ლავ­და, - ვი­ნა­ი­დან ის ამ ინ­სტი­ტუტს ვერ ერ­გე­ბაო. შემ­დეგ კი ალა­სა­ნი­ას ერთ-ერთი უცხო­უ­რი ვო­ი­ა­ჟი ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გა­ხა­და. სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ალა­სა­ნი­ას დუ­ბა­ი­ში, შემ­დგომ საფ­რან­გეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­ბა­ვი. ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მან ალა­სა­ნი­ას ოჯა­ხის ერ­თგუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ვი­თომ შემ­თხვე­ვით შე­ახ­სე­ნა, რაც ნამ­დვი­ლად უსი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი იყო...

2016 წლის არჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი ალა­სა­ნია არა­თუ პო­ლი­ტი­კი­დან, ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და სა­ერ­თოდ. ის აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის SPConsulting-ის უფ­რო­სი პარტნი­ო­რი გახ­და. მას მერე სულ არის ლა­პა­რა­კი, რომ ის შე­საძ­ლოა კვლავ შე­მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე. ალა­სა­ნი­ას და­სავ­ლეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, აშშ-ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბი აქვს, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი ბოლო ხანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბით.

  • გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის "მი­უ­ღე­ბე­ლი" პრე­ზი­დენ­ტო­ბა

რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­დად­გა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად, მის მემ­კვიდ­რედ ფი­ლო­სო­ფო­სი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ტო­ვა, რომ­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვაც გას­წია, თუმ­ცა მა­ლე­ვე უკვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან 122-ე დღეს, ივა­ნიშ­ვილ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა, რა­საც შემ­დგომ­ში თან­და­თა­ნო­ბით მისი უფ­ლე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვაც მოჰ­ყვა.

ივა­ნიშ­ვილ­მა, პირ­ვე­ლი, რაც მარ­გვე­ლაშ­ვილს და­უ­წუ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც მის პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში დაბ­რუ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

”შე­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რა­ტომ და რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­და პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ერს. მას უნ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ლი­დე­რი ამ გუნ­დის და კონ­სტი­ტუ­ცი­ით ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და. რა უფ­ლე­ბე­ბიც აქვს, ის აქვს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ­ლის თქმი­თაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ა­ნა­წყე­ნა იმან, რომ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მან კი არა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­ა­წე­რა ხელი. მისი მტკი­ცე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ამის უფ­ლე­ბა სწო­რედ ღა­რი­ბაშ­ვილს ჰქონ­და. "ამის შემ­დგომ ილ­ტვო­და მუ­დამ, რომ გა­ე­რო­ში წა­სუ­ლი­ყო. ეს მთავ­რო­ბის გა­და­სა­წყვე­ტი იყო და არ გა­უშ­ვეს. პრე­ზი­დენ­ტი სა­ოც­რად ჯი­უ­ტობ­და და ძა­ლა­დობ­და პირ­და­პირ. ამ წელს მა­ინც წა­ვი­და და შეგ­ვარ­ცხვი­ნა და თავი მოგვჭრა. პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი იყო ეს მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში, ორი უმაღ­ლე­სი დე­ლე­გა­ცია რომ ჩა­დის ერთ ფო­რუმ­ზე. აქაც აჩ­ვე­ნა მან, რა და რო­გორ უღირს,” – ამ­ბობ­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი.

სა­ბო­ლო­ოდ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, დაგ­ვი­ბა­რა, - სხვა­ნა­ი­რად, სხვა ფორ­მით გა­ვაგ­რძე­ლებ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­სო და... წა­ვი­და.

  • UNICEF- ის კვლე­ვას გა­და­ყო­ლი­ლი პრე­მი­ე­რი?

მო­რი­გი "განკვე­თი­ლი" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა 2018 წლის ივ­ნის­ში და­ტო­ვა. კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რეს­თან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქონ­და, რი­თაც მი­ა­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო მის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი.

"ოც­ნე­ბა­ში" კი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ პრე­მი­ე­რი კვი­რი­კაშ­ვი­ლი UNICEF- ის კვლე­ვას გა­და­ა­ყო­ლეს. საქ­მე ისაა, რომ გა­ე­როს ბავ­შვთა ფონდმა 2017 წლის (UNICEF) "მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვა "გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბე გა­ი­ზარ­და. იყო საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ინფლა­ცია და ფა­სე­ბის მა­ტე­ბა კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე და ა.შ., "ოც­ნე­ბა­ში" ამ­ბობ­დნენ, რომ თით­ქოს კვი­რი­კაშ­ვილ­მა გუნდს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა და­უ­მა­ლა, რაც უფრო სა­სა­ცი­ლო არ­გუ­მენ­ტი იყო, ვიდ­რე რე­ა­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი.

შემ­დგომ­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­მარ­ტე­ბით, კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი იყო არა სი­ღა­რი­ბის შე­სა­ხებ UNICEF-ის კვლე­ვა, არა­მედ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბან­კებ­თან.

"ჩვენ ბან­კებ­თან მი­მარ­თე­ბით უფრო მეტი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა გვჭირ­დე­ბო­და. სა­ბან­კო პო­ლი­ტი­კის კუ­თხით რა­ღა­ცე­ბი იყო შე­საც­ვლე­ლი და გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მაგ­რამ ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ამ და­პი­რის­პი­რე­ბის, სა­ვა­რა­უ­დოდ, იყო ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი. რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 2018 წლის 12 ივ­ნი­სის კრე­ბა­ზე, რო­მელ­საც პარ­ტი­ის 100-ზე მეტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ეს­წრე­ბო­და, პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პი­რა­დად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ანაკ­ლი­ის პორ­ტის მხარ­დამ­ჭერ მოქ­მე­დე­ბებ­ში და ახლო კავ­შირ­ში კონ­სორ­ცი­უ­მის ინ­ვეს­ტორ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან. ბა­ტო­ნი კვი­რი­კაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რი­დან მე­ო­რე დღეს გა­დად­გა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად 2015 წლის 30 დე­კემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე ის იყო ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ის სა­ბან­კო სფე­რო­ში მუ­შა­ობ­და და 2011 წლამ­დე ივა­ნიშ­ვი­ლის კუთ­ვნილ "ქარ­თუ ბანკს” მარ­თავ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2018 წელსვე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ცალ­კე­ულ მო­ხე­ლე­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბა/გაფ­ლან­გვის ფაქ­ტებ­ზე. ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა იყო, რომ ამ საქ­მე­ე­ბით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კვი­რი­კაშ­ვი­ლის და­შან­ტა­ჟე­ბა სცა­და, რათა მას მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კის­კენ გა­ხედ­ვა ვე­ღარ გა­ე­ბე­და.

  • უვა­დო მო­სა­მარ­თლე­ებს შე­წი­რუ­ლი "ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", მის­მა ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ და­ტო­ვა, რა­საც წინ დიდი ბა­ტა­ლი­ე­ბი უძღვო­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის იდე­ა­ლებს და თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აცდა, ჩვენ გვაქვს დღეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სხვა­ო­ბა… ის რაც ჩვენ შევ­ქმე­ნით, შორს არის იმ იდე­ა­ლე­ბის­გან, რა­საც ეფუძ­ნე­ბო­და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია", - გა­ნა­ცხა­და მან. ბე­სე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, მისი გუნ­დი­დან წას­ვლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ადე­იშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნის შე­ჩე­რე­ბა­ზე უარი იყო. (უმ­რავ­ლე­სო­ბამ ჩა­აგ­დო მისი და კი­დევ 8 დე­პუ­ტა­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონ-პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­სა­მარ­თლოს I და II ინ­სტან­ცი­ებ­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის უვა­დოდ და­ნიშ­ვნა 2025 წლამ­დე უნდა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო). რო­გორც ეკა ბე­სე­ლია ამ­ბობ­და, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი იყო.

ბე­სე­ლი­ამ ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "პო­ლი­ტი­კუ­რი უმ­წი­ფა­რო­ბა" უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ის პარ­ლა­მენ­ტში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის სტა­ტუ­სით დარ­ჩე­ბა და სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ნაგ­რძობ­და, ვი­საც იდე­ა­ლე­ბის­თვის არას­დროს უღა­ლა­ტია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბე­სე­ლი­ას ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოჩ­ნდა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი კად­რე­ბი. ბევ­რს დღემ­დე სჯე­რა, რომ ბე­სე­ლია ურ­ჩო­ბის­თვის ასე სწო­რედ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან და­სა­ჯეს. ზო­გა­დად ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში "გა­ჟონ­ვის" თემა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა.

  • გა­ხა­რი­ას "შეჩ­ვე­ნე­ბა"

"თე­ბერ­ვალ­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ქმე­დე­ბა იყო სა­კუ­თა­რი გუნ­დის ღა­ლა­ტი. და რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს იყო სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფოს პირ­და­პი­რი ღა­ლა­ტი", - ასე შე­რა­ცხა მო­ღა­ლა­ტედ არ­ცთუ დიდი ხნის წინ სა­უ­კე­თე­სო პრე­მი­ე­რად და კრი­ზის­მე­ნე­ჯე­რად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ექ­სპრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია რამ­დე­ნი­მე თვის წინ პო­ლი­ტი­კი­დან უკვე მე­ო­რედ წა­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მას გა­ხა­რი­ას "შეჩ­ვე­ნე­ბა­ში" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არც სხვა ლი­დე­რე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან, არა­და, მათ­გან მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­ხა­რია ბევ­რს თა­ვი­დან სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი ეგო­ნა, ზოგს ეს დღე­საც სჯე­რა, ივა­ნიშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­დავდ: "შე­ვი­ტყვე მო­ა­რუ­ლი, თუ შეგ­ნე­ბუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის შე­სა­ხებ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ, თით­ქოს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტია ჩემი ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტია. რად­გან ვხე­დავ მცდე­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კი­დან გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით, ჩემი სა­ხე­ლი კვლა­ვაც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რონ..."

"იცით, გუ­გუ­ლი არის ფრინ­ვე­ლი, რო­მელ­საც უყ­ვარს არ­წი­ვის ბუ­დე­ში კვერ­ცხის და­დე­ბა. ამის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. მცდე­ლო­ბა ჩვენ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და­ვას­რუ­ლეთ. პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ას­რუ­ლა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად“, - ეს კი პარ­ტი­ის ამ­ჟა­მინ­დელ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ხმა­უ­რი­ა­ნად და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა. გა­ხა­რი­ამ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, რომ მას გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა იმ ფორ­მით და იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და.

მისი თქმით, გა­დად­გო­მის მი­ზე­ზია ის, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუნდთან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წია.

წას­ვლი­დან 4 თვე­ში გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" და­ა­ფუძნა და გა­დად­გო­მის მი­ზე­ზე­ბი გა­ნავ­რცო. "გა­დავ­დე­ქი იმი­ტომ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებს და­შორ­და. რა­ტომ­ღაც ჩა­ით­ვა­ლა, რომ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­თან ბრძო­ლა ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ვიდ­რე ჩვე­ნი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყო­ველ­დღი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე ზრუნ­ვა", - აღ­ნიშ­ნა მან.

ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, გა­ხა­რია თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში პრობ­ლე­მებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შე­უქ­მნის, ამი­ტო­მაც ის მმარ­თვე­ლი გუნ­დის­თვის თა­ვის ტკი­ვი­ლად იქცა და მათ­გან წა­მო­სულ­მა ბრალ­დე­ბებ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კო­ბა­ხი­ძემ ექ­სპრე­მი­ერს სა­ხელ­წი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი, რო­მელ­საც მი­სი­ვე თქმით, თე­ბერ­ვალ­ში, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გეგ­მავ­და. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ "შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცის ბოდ­ვა" უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანანო
0

მომწყინდა რუსული ისტერია. სხვაზე ნაკლებად არ ვარ რუსეთზე გაბრაზებული. მაგრამ პოლიტიკოსს ვინ მისცა გაბრაზების დემონსტრირების უფლება. ჩვენი მიწის დაბრუნება და ქვეყნის ეკონომიკის არსებობა რუსეთის გარეშე შეუძლებელია. მე ველი ხელისუფლებას, რომელიც რუსეთთან საუბარს შეძლებს და არა ამ მარგინალი "ხოშტარიებისავით" რევოლუციების მოწყობას.

ზურაბ
17

პოლიტიკა სექსი არ არის ყველა ნასიამოვნები რომ დარჩეს,გარდა ამისა არსებობს წყალქეშა დინებები,რომელთა არსებობა უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე რასაც ჩვენ ვუყურებთ.ბევრი მაგალითია იმისა რომ გუშინდელი მეგობარი ისე გამოგითხრის ძირს, რომ ხელისუფლებასაც დაგაკარგვინებს და შეიძლება სიცოცხლეც გადააყოლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ქართული ოცნებიდან" განკვეთილი პოლიტიკოსები - ვის რას აბრალებდნენ და ვინ როგორ "შეაჩვენეს"?

"ქართული ოცნებიდან" განკვეთილი პოლიტიკოსები - ვის რას აბრალებდნენ და ვინ როგორ "შეაჩვენეს"?

9-წლიანი მმართველობის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" ბევრი მაღალჩინოსანი ჩამოშორდა ან ჩამოაცილეს. რამდენიმე მათგანმა ყოფილ გუნდში მეორედ მოსვლაც შეძლო, მაგალითად, მეორედ გაპრემიერებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ბიძინა ივანიშვილის "იმედები იმდენად ვერ გაამართლეს", რომ "ოცნება" მათ სამუდამოდ შემოსწყრა...

ambebi,ge გაგახსენებთ რამდენიმე მაღალჩინოსანს, ვინც "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, განკვეთა.

  • ირაკლი ალასანია და "თავისუფალი დემოკრატები"

მოგეხსენებათ, კოალიცია "ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, "რესპუბლიკური პარტია”, "თავისუფალი დემოკრატები” და "ეროვნული ფორუმი”.

2011 წელს, პოლიტიკაში შემოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოალიციურ პარტნიორად აირჩია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ალასანიამ თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა, მისმა პარტიამ კი დამატებით სამი მინისტრის პორთფელი მიიღო, თუმცა 2014 წლის ნოემბერში ირაკლი ალასანიამ და პოლიტიკურმა პარტია "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვეს.

ამას კი წინ უსწრებდა "კაბელების საქმის" გახმაურებული სკანდალი, 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა, იმავე დღეს სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები. მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და პროკურატურის ნაბიჯები იყო "შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა. მას მთავრობიდან გაყვნენ მისი გუნდის წევრები, თეა წულუკიანის გარდა, რომელსაც ერთგულება ბიძინა ივანიშვილმა შემდგომში განსაკუთრებულად დაუფასა. აღსანიშნავია, რომ ალასანიას გუნდის წვერების ნაწილი დროთა განმავლობაში დაუბრუნდა სახელისუფლო პარტიას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.

იმჟამადაც ითქვა და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო თვალნათლად ჩანს, რომ გარდა ღია დაპირისპირებისა, ირაკლი ალასანიას გუნდის შიგნით, კულუარულადაც ძალიან ბინძურად ებრძოდნენ, არადა, თავდაპირველი კოალიციური თანამშრომლობით თითქოს ასე იყო გადაწყვეტილი, რომ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი - პრემიერი, დავით უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია კი - "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა.

ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას შორის უთანხმოება, სავარაუდოდ, სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წელს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია ირაკლი ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად არ განიხილავდა, - ვინაიდან ის ამ ინსტიტუტს ვერ ერგებაო. შემდეგ კი ალასანიას ერთ-ერთი უცხოური ვოიაჟი ივანიშვილმა საჯარო განხილვის საგანი გახადა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მედიისთვის ცნობილი გახდა ალასანიას დუბაიში, შემდგომ საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ამბავი. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მან ალასანიას ოჯახის ერთგულების მნიშვნელობა ვითომ შემთხვევით შეახსენა, რაც ნამდვილად უსიამოვნო მოსასმენი იყო...

2016 წლის არჩვენების შემდეგ ირაკლი ალასანია არათუ პოლიტიკიდან, ქვეყნიდან წავიდა საერთოდ. ის აშშ-ში გაემგზავრა და საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა. მას მერე სულ არის ლაპარაკი, რომ ის შესაძლოა კვლავ შემობრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ალასანიას დასავლეთში, განსაკუთრებით, აშშ-ში მნიშვნელოვანი კავშირები აქვს, როგორც ამბობენ, მისი ამერიკელი მეგობრები ბოლო ხანს განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული მისი პოლიტიკური გააქტიურებით.

  • გიორგი მარგველაშვილის "მიუღებელი" პრეზიდენტობა

როდესაც ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მის მემკვიდრედ ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დატოვა, რომლის გაპრეზიდენტებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევაც გასწია, თუმცა მალევე უკვე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 122-ე დღეს, ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რასაც შემდგომში თანდათანობით მისი უფლებების მაქსიმალური შეზღუდვაც მოჰყვა.

ივანიშვილმა, პირველი, რაც მარგველაშვილს დაუწუნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მის პრეზიდენტის სასახლეში დაბრუნებას უკავშირდებოდა.

”შევახსენებ საზოგადოებას, თუ რატომ და როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტი პრემიერს. მას უნდოდა ყოფილიყო ლიდერი ამ გუნდის და კონსტიტუციით ამას არ იმსახურებდა. რა უფლებებიც აქვს, ის აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც მარგველაშვილი გაანაწყენა იმან, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე მან კი არა, ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. მისი მტკიცებით, კონსტიტუციურად ამის უფლება სწორედ ღარიბაშვილს ჰქონდა. "ამის შემდგომ ილტვოდა მუდამ, რომ გაეროში წასულიყო. ეს მთავრობის გადასაწყვეტი იყო და არ გაუშვეს. პრეზიდენტი საოცრად ჯიუტობდა და ძალადობდა პირდაპირ. ამ წელს მაინც წავიდა და შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა. პირველი პრეცედენტი იყო ეს მსოფლიო ისტორიაში, ორი უმაღლესი დელეგაცია რომ ჩადის ერთ ფორუმზე. აქაც აჩვენა მან, რა და როგორ უღირს,” – ამბობდა მარგველაშვილზე ივანიშვილი.

საბოლოოდ, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, დაგვიბარა, - სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურსო და... წავიდა.

  • UNICEF- ის კვლევას გადაყოლილი პრემიერი?

მორიგი "განკვეთილი" პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის ივნისში დატოვა. კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პარტია "ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, რითაც მიანიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.

"ოცნებაში" კი ამტკიცებდნენ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი UNICEF- ის კვლევას გადააყოლეს. საქმე ისაა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა 2017 წლის (UNICEF) "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა "გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. იყო საკმაოდ მაღალი ინფლაცია და ფასების მატება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და ა.შ., "ოცნებაში" ამბობდნენ, რომ თითქოს კვირიკაშვილმა გუნდს ეს მდგომარეობა დაუმალა, რაც უფრო სასაცილო არგუმენტი იყო, ვიდრე რეალობის ამსახველი.

შემდგომში ირაკლი კობახიძის გამარტებით, კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო არა სიღარიბის შესახებ UNICEF-ის კვლევა, არამედ მისი დამოკიდებულება ბანკებთან.

"ჩვენ ბანკებთან მიმართებით უფრო მეტი ეფექტიანობა გვჭირდებოდა. საბანკო პოლიტიკის კუთხით რაღაცები იყო შესაცვლელი და გამოსასწორებელი და მამუკა ბახტაძის ინიციატივებმა ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვალა", - განაცხადა კობახიძემ.

მაგრამ ძირითადი მიზეზი ამ დაპირისპირების, სავარაუდოდ, იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. როგორც შემდგომ გაირკვა, "ქართული ოცნების" 2018 წლის 12 ივნისის კრებაზე, რომელსაც პარტიის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის მხარდამჭერ მოქმედებებში და ახლო კავშირში კონსორციუმის ინვესტორ მამუკა ხაზარაძესთან. ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან სწორედ ამ შეხვედრიდან მეორე დღეს გადადგა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი. პოლიტიკაში მოსვლამდე ის საბანკო სფეროში მუშაობდა და 2011 წლამდე ივანიშვილის კუთვნილ "ქართუ ბანკს” მართავდა.

საინტერესოა, რომ 2018 წელსვე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ ამ საქმეებით "ქართულმა ოცნებამ" კვირიკაშვილის დაშანტაჟება სცადა, რათა მას მომავალში პოლიტიკისკენ გახედვა ვეღარ გაებედა.

  • უვადო მოსამართლეებს შეწირული "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი

2019 წლის თებერვალში პარტია "ქართული ოცნება", მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დატოვა, რასაც წინ დიდი ბატალიები უძღვოდა. "ქართული ოცნება" პირველი ოქტომბრის იდეალებს და თავის ღირებულებებს აცდა, ჩვენ გვაქვს დღეს ღირებულებათა სხვაობა… ის რაც ჩვენ შევქმენით, შორს არის იმ იდეალებისგან, რასაც ეფუძნებოდა ეს პოლიტიკური პარტია", - განაცხადა მან. ბესელიას განმარტებით, მისი გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი მმართველი გუნდის მიერ სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარი იყო. (უმრავლესობამ ჩააგდო მისი და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონ-პროექტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო). როგორც ეკა ბესელია ამბობდა, ეს კანონპროექტი მისთვის გადამწყვეტი იყო.

ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელების ამ გადაწყვეტილებას "პოლიტიკური უმწიფარობა" უწოდა და განაცხადა, რომ ის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება და სამართლებრივ ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად განაგრძობდა, ვისაც იდეალებისთვის არასდროს უღალატია. საინტერესოა, რომ ბესელიას ამ გადაწყვეტილებამდე, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები. ბევრს დღემდე სჯერა, რომ ბესელია ურჩობისთვის ასე სწორედ მმართველი გუნდიდან დასაჯეს. ზოგადად ფარული ჩანაწერების საჯარო სივრცეში "გაჟონვის" თემა ამ პოლიტიკური გუნდის უდიდესი პრობლემაა.

  • გახარიას "შეჩვენება"

"თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი", - ასე შერაცხა მოღალატედ არცთუ დიდი ხნის წინ საუკეთესო პრემიერად და კრიზისმენეჯერად გამოცხადებული ექსპრემიერი გიორგი გახარია რამდენიმე თვის წინ პოლიტიკიდან უკვე მეორედ წასულმა ბიძინა ივანიშვილმა. მას გახარიას "შეჩვენებაში" "ქართული ოცნების" არც სხვა ლიდერები ჩამორჩებიან, არადა, მათგან მოღალატედ გამოცხადებული გახარია ბევრს თავიდან სწორედ ივანიშვილის პროექტი ეგონა, ზოგს ეს დღესაც სჯერა, ივანიშვილის ამ განცხადების მიუხედავდ: "შევიტყვე მოარული, თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ..."

"იცით, გუგული არის ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას. მცდელობა ჩვენ ძალიან მარტივად დავასრულეთ. პარტიის დამფუძნებელმაც ეს ყველაფერი დაასრულა ძალიან მარტივად“, - ეს კი პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხმაურიანად დატოვა თანამდებობა. გახარიამ ბრიფინგზე განმარტა, რომ მას გაუმართლებლად მიაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება იმ ფორმით და იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე არსებობდა.

მისი თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

წასვლიდან 4 თვეში გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა და გადადგომის მიზეზები განავრცო. "გადავდექი იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს დაშორდა. რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა", - აღნიშნა მან.

ექსპერტების ვარაუდით, გახარია თვითმართველობის არჩევნებში პრობლემებს "ქართულ ოცნებას" შეუქმნის, ამიტომაც ის მმართველი გუნდისთვის თავის ტკივილად იქცა და მათგან წამოსულმა ბრალდებებმაც არ დააყოვნა. რამდენიმე დღის წინ, კობახიძემ ექსპრემიერს სახელწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი, რომელსაც მისივე თქმით, თებერვალში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას გიორგი გახარიამ "შეშინებული კაცის ბოდვა" უწოდა.