სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა... საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო მიეცემა" - პრემიერი
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა... საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო მიეცემა" - პრემიერი

დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, ვი­ნა­ი­დან, ხელს ვა­წერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით, მი­ე­ცე­მა 483 მი­ლი­ო­ნი ევრო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (AFD) შო­რის 2021-2023 წლე­ბის­თვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი და პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.„დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა, ვი­ნა­ი­დან, ხელს ვა­წერთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით, მე­ცე­მა 483 მი­ლი­ო­ნი ევრო.ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

აქე­დან 33 მი­ლი­ო­ნი ევრო არის გრან­ტი, რო­მე­ლიც გა­და­ე­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას. ჩვენ გვაქვს ბრწყინ­ვა­ლე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან. მას შემ­დეგ, რაც სა­ა­გენ­ტომ 2017 წელს გახ­სნა რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სი, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და და გა­ფარ­თოვ­და. სა­ა­გენ­ტოს პორ­ტფე­ლი ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით 480 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს. საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი და პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მინ­და ასე­ვე მად­ლი­ე­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და ახლა უკვე პოსტპან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ გა­სულ წელს მი­ვი­ღეთ 190 მი­ლი­ო­ნი ევ­როს დახ­მა­რე­ბა, რაც მთავ­რო­ბას და­ეხ­მა­რა პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი, ასე­ვე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ასე­ვე, მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, 483 მი­ლი­ო­ნი ევ­როს დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი და პროგ­რა­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებ­ში, მათ შო­რის, ენერ­გე­ტი­კის, კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის, ჯან­დაც­ვის, გა­რე­მოს დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ირი­გა­ცი­ის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„დღე­ვან­დე­ლი მე­მო­რან­დუ­მით, ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 483 მი­ლი­ო­ნი ევ­როს და­ფი­ნან­სე­ბა და­ი­წყე­ბა და ჩვენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და­ვი­წყებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის და პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია ენერ­გე­ტი­კა, კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ჯან­დაც­ვა, გა­რე­მოს დაც­ვა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, ირი­გა­ცია, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სხვა.მე მინ­და კი­დევ ერთხელ მად­ლი­ე­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბა. მად­ლო­ბა საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კას და ფრანგ ხალ­ხს, საფ­რან­გე­თის ელჩს, რომ­ლის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა და პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მე მჯე­რა, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს ჩვენს შო­რის არ­სე­ბულ ბრწყინ­ვა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

2021-2023 წლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (AFD) შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მო­ე­წე­რა. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, შემ­დგო­მი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ საფ­რან­გე­თის­გან დახ­მა­რე­ბის სა­ხით უნდა მი­ი­ღოს 483 მი­ლი­ო­ნი ევ­როს და­ფი­ნან­სე­ბა.

აქე­დან 33 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი გრან­ტის სა­ხით. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ პრაქ­ტი­კუ­ლად ორ­მაგ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი მას­შტა­ბი.შე­თან­ხმე­ბის მი­ზა­ნია, 2021-2023 წლებ­ში სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო სფე­რო­ე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მე­ბის გან­სა­ზღვრა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა ერ­თგვა­რი დე­მონ­სტრი­რე­ბაა იმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა, რაც ამ ეტა­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს აქვს საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან.შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­ი­ცავს ისეთ პრი­ო­რი­ტე­ტულ სფე­რო­ებს, რო­გო­რი­ცაა: სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა, კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა, მმარ­თვე­ლო­ბა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და ჯან­დაც­ვა.2021-2023 წლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მა, ასე­ვე, მო­ი­ცავს პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებს ენერ­გე­ტი­კის, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, სა­ნი­ტა­რუ­ლი სექ­ტო­რის, წყლის რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და ირი­გა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.შე­თან­ხმე­ბას ხელი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა და საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (AFD) რე­გი­ო­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა სე­სი­ლი კუპ­რიმ მო­ა­წე­რეს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
svano magarski
5

au, ramden saats ikidi....

ეკე
2

და ეგ ფული თქვენს ჯიბეებში წამოვა 

ავტორი:

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა... საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო მიეცემა" - პრემიერი

"დღეს მნიშვნელოვანი დღეა... საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო მიეცემა" - პრემიერი

დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მეცემა 483 მილიონი ევრო.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

აქედან 33 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს გახსნა რეგიონული ოფისი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად დაახლოებით 480 მილიონ ევროს შეადგენს. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება. მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პერიოდში და ახლა უკვე პოსტპანდემიის პერიოდში.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გასულ წელს მივიღეთ 190 მილიონი ევროს დახმარება, რაც მთავრობას დაეხმარა პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში, როგორც სოციალური, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაში. ასევე, მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 483 მილიონი ევროს დახმარების ფარგლებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები განხორციელდება სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, წყალმომარაგებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

„დღევანდელი მემორანდუმით, ამ ორი წლის განმავლობაში, 483 მილიონი ევროს დაფინანსება დაიწყება და ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების და პროგრამების განხორციელებას. ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ირიგაცია, წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა.მე მინდა კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო საფრანგეთის მთავრობის დახმარება. მადლობა საფრანგეთის რესპუბლიკას და ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ელჩს, რომლის უშუალო ჩართულობით ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. მე მჯერა, რომ დღევანდელი დღე კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს შორის არსებულ ბრწყინვალე ურთიერთობას და თანამშრომლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება.

აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ პრაქტიკულად ორმაგდება თანამშრომლობის აქამდე არსებული მასშტაბი.შეთანხმების მიზანია, 2021-2023 წლებში სააგენტოსთან თანამშრომლობის საორიენტაციო სფეროებისა და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა. წარმოდგენილი შეთანხმების გაფორმება ერთგვარი დემონსტრირებაა იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აქვს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან.შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, რეგიონული განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა.2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, წყლის რესურსების მართვისა და ირიგაციის მიმართულებებით.შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილი კუპრიმ მოაწერეს.

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია

"შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე" - რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება"?

"შეშფოთებული ვარ საქართველოში მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო..." - ევროპარლამენტარის კრიტიკული პოსტი