მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?
ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?

ბე­ლა­რუს­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რებს შო­რის გავ­ლე­ნე­ბის გამო, წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მინ­სკის ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ლი­დერს, კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს საშა კუშ­ნერს, იგი­ვე "პალ­ტოს" იმ დროს და­ესხნენ თავს, რო­დე­საც ცოლ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ქუ­ჩა­ში ძაღლს ასე­ირ­ნებ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რო­დე­საც მას ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, ცოლს უყ­ვი­რო­და და­სახ­მა­რებ­ლად, რომ პო­ლი­ცი­ის­თვის გა­მო­ე­ძა­ხა, რაც ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში მი­უ­ღე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მისი თავ­დას­ხმის უკან კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი ალექ­სან­დრე შულ­ბერ­ტი, იგი­ვე "შულ­ცი" იდგა, რო­მე­ლიც არც ისე დიდი ხნის წინ, სწო­რედ კუშ­ნე­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო.

ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, კუშ­ნე­რის ნო­მერ პირ­ვე­ლო­ბაც ეჭ­ვის ქვეშ დად­გა და მინ­სკის კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში წამ­ყვა­ნი "ფი­გუ­რა" ბა­თუ­მე­ლი მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გახ­და.

"კუშ­ნე­რი 90-იანი წლე­ბი­დან შავი სამ­ყა­როს მე­ფეა. მისი გვარ-სა­ხე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში 90-იანი წლე­ბი­დან არის ცნო­ბი­ლი. ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის "ყო­ფი­ლი შტა­ტი­ა­ნი ქი­ლე­რია..." - წერს lenta.ru მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა­ში, სა­დაც აღ­წე­რი­ლია, თუ რო­გორ იბ­რძვი­ან ბე­ლა­რუს­ში გავ­ლე­ნე­ბის­თვის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი.

საშა კუშ­ნე­რი და ალექ­სან­დრე შულ­ბერ­ტი

"კუშ­ნე­რი, რუ­სე­თის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რის, ძედ ჰა­სა­ნის ფა­ვო­რი­ტი იყო და ე.წ. ქურ­დის ტი­ტუ­ლიც მან­ვე უბო­ძა და იმ­თა­ვით­ვე ორი ბე­ლა­რუ­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რე­ტის - ალექ­სან­დრე ტი­მო­შენ­კოს, იგი­ვე "ტი­მო­ხე­სა" და დმიტ­რი გა­ლე­ე­ვის, იგი­ვე "გა­ლი­უ­სის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ფი­გუ­რად იქცა.

მხარ­და­ჭე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მხრი­დან კუშ­ნე­რის აღი­ა­რე­ბა ყო­ველ­თვის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იდგა. მა­გა­ლი­თად, მისი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, ბად­რი კო­ღუ­აშ­ვი­ლის, იგი­ვე "ქუ­თა­ის­კის", გუ­რამ ჩიხ­ლა­ძის, იგი­ვე "კვე­ჟო­ე­ვი­ჩი­სა" და კა­ხა­ბერ ფარ­ფა­ლი­ას, იგი­ვე "კახა გალ­სკის­თვის". დრო­დად­რო მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტიც მწვავ­დე­ბო­და. არა­და, მას შაქ­რო კა­ლა­შო­ვიც უჭერ­და მხარს, თუმ­ცა კუშ­ნე­რი ხან­და­ხან შე­სა­ბა­მის კრი­ტე­რი­უ­მებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტიც მერ­ყე­ობ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

ამი­ტომ, ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის თან­და­თან პა­ტივ­სა­ცე­მი გახ­და შულ­ცის კან­დი­და­ტუ­რა, რო­მელ­საც კუშ­ნერ­თან პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის შემ­დეგ, თა­ვი­ანთ წრე­ში შე­მოყ­ვა­ნას ჰპირ­დე­ბი­ან შაქ­რო მა­ლა­დოი, ბად­რი სუ­ხუმსკი, მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე (რომ­ლის გავ­ლე­ნებ­საც გა­აფრ­თე­ბუ­ლი ებ­რძვის გუ­და­უ­თე­ლი ე.წ. ავ­ტო­რი­ტე­ტი რაულ ბარცბა) და ტა­რი­ელ ონი­ა­ნი. თუ ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­იხ­რე­ბა სას­წო­რის პინა, ეს ბე­ლა­რუს­ში უდი­დე­სი გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე ბა­თუ­მე­ლი გო­რა­ძის პო­ზი­ცი­ებ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა" - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, კუშ­ნერს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ხელს აფა­რებ­დნენ.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ყო­ფილ ბოს­ზე თავ­დამ­სხმე­ლი შულ­ცის აღ­ზე­ვე­ბა კლა­ნებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბას გა­ამ­წვა­ვებს. პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბას არ აპი­რებს კუშ­ნე­რიც, რო­მელ­მაც თა­ვის მხარ­დამ­ჭერს ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს, ვლა­დი­მირ ჟუ­რა­კოვ­სკის, ნიკო დგე­ბუ­ა­ძეს და რომა დმიტ­რი­ევს უთხრა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ვის უცე­მია და ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი ავ­ტო­რი­ტე­ტის და­საქ­ვე­ი­თებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბე­ლა­რუს­ში, ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ამინდს ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ქმნი­ან, რომ­ლე­ბიც უფრო მას­შტა­ბურ პერ­სო­ნებ­თან არი­ან ალი­ან­სში.

"ასე რომ, ახლა კუშ­ნე­რი­სა და შულ­ცის ინ­ტრიგ­ნუ­ლი პერ­სო­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი "კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს" წევ­რე­ბი ბე­ლა­რუს­ში (და არა მხო­ლოდ) გავ­ლე­ნე­ბის­თვის იბ­რძვი­ან.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი ლი­დე­რო­ბას არა­ვის უთ­მო­ბენ, ძალ­ზე უსუ­სუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გუ­და­უ­თე­ლი აფხა­ზის, რაულ ბარცბას, იგი­ვე პი­ზას მცდე­ლო­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პირ­ვე­ლო­ბა რე­გი­ონ­ში და ქარ­თველ ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს, რო­გორც ჰპირ­დე­ბო­და, "ფეხი ამო­აკ­ვე­თი­ნოს".

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
158

ქართველი ჟურნალისტების და ზოგიერთი სამართალდამცველების ფანტაზიებს საზღვარი არ აქვთ. ბუზისგან სპილოს წარმოაჩენენ და ,, ურჩხულით,, აშინებენ ევროპელებს,, ძალიან საშიში ,, ქართველებით და ეხმარებიან გაქცეული და გაჭირვებული ქართველების დაჭერაში ! .. ამით კი აჩვენებენ რომ ,, პარტნიორები არიან ევროპისთვის!! 

სად არის ადამიანის უფლებები????

კ ო მ ბ ლ ე
19

...უუუუუუხ! თქვენი ჭირიმე ქართველებო! მეორე სერიაში შულცი კვდება, რობიზონა, თუ პალტო? და კიდო, კადრში ბერია და დიდი სტალინი, თუ გამოჩნდება, სტალინი?!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?

ქართველი "ქურდების" მორიგი ბრძოლა გავლენებისთვის - ვინ გახდება კუშნერი-შულცის დაპირისპირების შემდეგ მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა"?

ბელარუსში ე.წ. კრიმინალური სამყაროს წევრებს შორის გავლენების გამო, წლების წინ დაწყებული დაპირისპირება გრძელდება. რამდენიმე ხნის წინ მინსკის ე.წ. კრიმინალური სამყაროს ლიდერს, კანონიერ ქურდს საშა კუშნერს, იგივე "პალტოს" იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ცოლთან ერთად, საკუთარი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა.

თვითმხილველების თქმით, როდესაც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ცოლს უყვიროდა დასახმარებლად, რომ პოლიციისთვის გამოეძახა, რაც ე.წ. კრიმინალურ სამყაროში მიუღებელი საქციელია. ერთ-ერთი ვერსიით, მისი თავდასხმის უკან კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი ალექსანდრე შულბერტი, იგივე "შულცი" იდგა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, სწორედ კუშნერის დაქვემდებარებაში იყო.

ამ ფაქტის შემდეგ, კუშნერის ნომერ პირველობაც ეჭვის ქვეშ დადგა და მინსკის კრიმინალურ სამყაროში წამყვანი "ფიგურა" ბათუმელი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" გახდა.

"კუშნერი 90-იანი წლებიდან შავი სამყაროს მეფეა. მისი გვარ-სახელი პოსტსაბჭოთა სივრცეში 90-იანი წლებიდან არის ცნობილი. ის ორგანიზებული დანაშაულების "ყოფილი შტატიანი ქილერია..." - წერს lenta.ru მის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალაში, სადაც აღწერილია, თუ როგორ იბრძვიან ბელარუსში გავლენებისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელი ე.წ. კანონიერი ქურდები.

საშა კუშნერი და ალექსანდრე შულბერტი

"კუშნერი, რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის, ძედ ჰასანის ფავორიტი იყო და ე.წ. ქურდის ტიტულიც მანვე უბოძა და იმთავითვე ორი ბელარუსი კრიმინალური ავტორეტის - ალექსანდრე ტიმოშენკოს, იგივე "ტიმოხესა" და დმიტრი გალეევის, იგივე "გალიუსის" მოწინააღმდეგე ფიგურად იქცა.

მხარდაჭერის მიუხედავად, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების მხრიდან კუშნერის აღიარება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მაგალითად, მისი პრივილეგიები მიუღებელი იყო, ბადრი კოღუაშვილის, იგივე "ქუთაისკის", გურამ ჩიხლაძის, იგივე "კვეჟოევიჩისა" და კახაბერ ფარფალიას, იგივე "კახა გალსკისთვის". დროდადრო მათ შორის კონფლიქტიც მწვავდებოდა. არადა, მას შაქრო კალაშოვიც უჭერდა მხარს, თუმცა კუშნერი ხანდახან შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და მისი ავტორიტეტიც მერყეობდა", - წერს გამოცემა.

ამიტომ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის თანდათან პატივსაცემი გახდა შულცის კანდიდატურა, რომელსაც კუშნერთან პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, თავიანთ წრეში შემოყვანას ჰპირდებიან შაქრო მალადოი, ბადრი სუხუმსკი, მერაბ ჯანგველაძე (რომლის გავლენებსაც გააფრთებული ებრძვის გუდაუთელი ე.წ. ავტორიტეტი რაულ ბარცბა) და ტარიელ ონიანი. თუ ვის სასარგებლოდ გადაიხრება სასწორის პინა, ეს ბელარუსში უდიდესი გავლენების მქონე ბათუმელი გორაძის პოზიციებზე მნიშვნელოვნად აისახება" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, კუშნერს ადგილობრივი სამართალდამცველები ხელს აფარებდნენ.

მისივე ცნობით, ყოფილ ბოსზე თავდამსხმელი შულცის აღზევება კლანებს შორის განხეთქილებას გაამწვავებს. პოზიციების დათმობას არ აპირებს კუშნერიც, რომელმაც თავის მხარდამჭერს ე.წ. კანონიერ ქურდებს, ვლადიმირ ჟურაკოვსკის, ნიკო დგებუაძეს და რომა დმიტრიევს უთხრა, რომ სინამდვილეში არავის უცემია და ეს ყველაფერი მისი ავტორიტეტის დასაქვეითებლად გამოიყენეს.

გამოცემის ცნობით, ბელარუსში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში ამინდს ქართველი კანონიერი ქურდები ქმნიან, რომლებიც უფრო მასშტაბურ პერსონებთან არიან ალიანსში.

"ასე რომ, ახლა კუშნერისა და შულცის ინტრიგნული პერსონებით, ქართული "კრიმინალური სამყაროს" წევრები ბელარუსში (და არა მხოლოდ) გავლენებისთვის იბრძვიან.

რუსული მედიის ცნობით, ამ პირობებში, როდესაც ქართველი კრიმინალები ლიდერობას არავის უთმობენ, ძალზე უსუსურად გამოიყურება გუდაუთელი აფხაზის, რაულ ბარცბას, იგივე პიზას მცდელობა, შეინარჩუნოს პირველობა რეგიონში და ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს, როგორც ჰპირდებოდა, "ფეხი ამოაკვეთინოს".