სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა შემეძლო და ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ქუჩის ბიჭი მათე" ჩცდ-დან
"წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა შემეძლო და ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ქუჩის ბიჭი მათე" ჩცდ-დან

"სიყ­ვა­რუ­ლი სამ­ყა­რო­სა­ვით უკი­დე­გა­ნო და უსას­რუ­ლოა. ვერ აღ­წერ, მაგ დროს რას გრძნობ, ვერ გად­მოს­ცემ, სი­ტყვე­ბი ჯერ არ მო­გო­ნი­ლა, ეს უნდა აგ­რძნო­ბი­ნო", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი დათა ჩა­ჩუა. არის თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რას საყ­ვე­დუ­რობს დედა, რა არ მოს­წონს სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში, რა მოს­წონს და რას თვლის თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუს­ტედ? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...2003 წლის 1-ლი ივ­ნი­სი.

- მო­მა­ვალ­ში მინ­და გა­მო­ვი­დე...

- ...მსა­ხი­ო­ბი. სხვა ვა­რი­ანტს არც გან­ვი­ხი­ლავ. ბევ­რი წე­ლია, ეს სურ­ვი­ლი მაქვს. მსა­ხი­ო­ბი ძმა მყავს, სულ მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე 7 წლის ასაკ­ში ვი­თა­მა­შე, მას შემ­დეგ 12 წელი გა­ვი­და და ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი კი არ გა­მი­ნელ­და, უფრო და უფრო გა­მიმ­ძაფ­რდა, მით უმე­ტეს მას შემ­დეგ, რაც "თე­სე­ა­ში" გა­და­მი­ღეს და ახლა "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ვთა­მა­შობ.

- სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"...

- "თე­სე­ას" გა­და­ღე­ბა რომ დას­რულ­და, გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი, იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია მე­ნატ­რე­ბო­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოტა უსაქ­მოდ ვი­ყა­ვი, მინ­დო­და, კა­მე­რით გა­და­ღე­ბა მეს­წავ­ლა. ეს პრო­ფე­სია რომ ამეთ­ვი­სე­ბი­ნა, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სე­რი­ალ­ზე "თე­სე­ას" გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. ერთ დღეს ოფის­ში ვი­ყა­ვი და ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მი­თხრა, მოდი, კას­ტინ­გი გა­ი­ა­რეო. მი­ვე­დი, გა­ვი­ა­რე და მალე მა­თეს როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, თუმ­ცა "თე­სე­ა­ში" გა­და­ღე­ბის სი­ხა­რუ­ლი ვერ გა­და­ფა­რა, მა­შინ ჩემ­თვის ეს ამ­ბა­ვი დიდი შოკი იყო.

- მა­თეს როლ­ში მა­ყუ­რე­ბელ­მა...

- ...კარ­გად მი­მი­ღო, მაგ­რამ ყვე­ლა ვა­ჟი­კოს მე­ძა­ხის, ეს პერ­სო­ნა­ჟი ახ­სოვთ.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს ძმას. მე რომ ამ სფე­რო­ში ვარ, ეს გი­ორ­გი ჩა­ჩუ­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ხში­რად კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით მი­ყუ­რებს, რჩე­ვებს მაძ­ლევს და ეს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რომ ვარ ხა­ლი­სი­ა­ნი და ნი­ჭი­ე­რი (ნი­ჭი­ე­რე­ბა­ზე ხაზ­გას­მა თა­ვის ქე­ბად არ ჩა­მით­ვა­ლოთ). ყო­ველ­თვის ბევ­რი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს და ყვე­ლა ინ­ტე­რესს ბო­ლომ­დე ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...მჯე­რა, რომ ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა და სი­ხა­რუ­ლი წინ მე­ლო­დე­ბა. "თე­სე­ა­ში" რომ გა­და­მი­ღეს და ეკ­რან­ზე გა­მოვ­ჩნდი, "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა, უეც­რად ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, ეს მო­მენ­ტი მქონ­და, მაგ­რამ არ ვიცი, წარ­მა­ტე­ბა რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს. მგო­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბის გზას ვად­გა­ვარ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ და ვეც­დე­ბი, რომ ასე იყოს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ახლა, ასეთ რთულ დროს, მა­ინც იმას ვა­კე­თებ, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ეკ­რან­ზე რო­დე­საც ჩემს თავს ვუ­ყუ­რებ, მაქვს სურ­ვი­ლი, მო­მა­ვალ­ში უფრო და უფრო კარ­გად ვი­თა­მა­შო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...გამ­ბე­დო­ბა არ მაკ­ლია, მაგ­რამ მკაც­რად ვა­კონ­ტრო­ლებ, სი­თა­მა­მე უზ­რდე­ლო­ბა­ში არ ამე­რი­ოს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ზოგ­ჯერ ბუ­ზღუ­ნა და წუ­წუ­ნა ვარ. როცა გუ­ლით მინ­და, რა­ღაც გა­ვა­კე­თო, როცა კონ­კრე­ტულ საქ­მეს ვგეგ­მავ და ისე არ გა­მომ­დის, რო­გორც ჩა­ვი­ფიქ­რე, ამ დროს ბუ­ზღუნს ვი­წყებ.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვი­ღებ, რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბას, რომ­ლი­თაც ცხოვ­რე­ბას ვსწავ­ლობ.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...წლე­ბის წინ, ადა­მი­ან­თან პლუ­სე­ბის და­სა­წე­რად რა­ღა­ცის თქმა, გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო. ამ თვი­სე­ბამ ერთ დღეს თავი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამო­მა­ყო­ფი­ნა. მა­შინ მივ­ხვდი, გა­ვი­აზ­რე, რომ მო­მა­ვალ­ში ასე აღარ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, ეს ჩვე­ვა წარ­სულ­ში დავ­ტო­ვე.

- პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ის ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს. შე­მიძ­ლია, უცხო­საც ვა­პა­ტიო, მაგ­რამ გა­აჩ­ნია და­ნა­შა­ულს და მისი მხრი­დან სი­ნა­ნუ­ლის შეგ­რძნე­ბას.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...იმე­დი მაქვს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვიქ­ნე­ბი. ერთხელ და­მე­სიზ­მრა, დიდ დარ­ბაზ­ში, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე, ძლი­ე­რი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის თან­ხლე­ბით, "პაკ­ლონ­ზე" გა­მოვ­დი­ო­დი (იცი­ნის), მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე თავს ვხრი­დი.

- ვიბ­ნე­ვი...

- ...როცა ვნერ­ვი­უ­ლობ. ერთხელ გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, ჩემი პირ­ვე­ლი პირ­და­პი­რი ეთე­რი იყო, ჟარ­გო­ნი წა­მომ­ცდა და ეს რომ გა­ვი­აზ­რე, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი. მერე ეს გა­და­ცე­მა რომ ვნა­ხე და ჩემს თავს ვუ­ყუ­რე, უც­ნა­უ­რი მი­მი­კა მქონ­და. ბევ­რი ვი­ცი­ნე.

- ვნა­ნობ...

- ...ვინ­მეს თუ ვე­ჩხუ­ბე, რამე ვა­წყე­ნი­ნე, ძა­ლი­ან ვნა­ნობ, მერე მივ­დი­ვარ და ბო­დიშს ვუხ­დი, ამის გა­კე­თე­ბა არ მი­ჭირს.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და...

- ...არ იყოს პან­დე­მია, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დე. მახ­სოვს, ჩემ­თან პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ რომ ჩა­წე­რე, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, მაგ დროს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნია
0

უპირობოდ დიდი მომავალი აქვს ამ ბავშვს, ისეთი ნიჭიერია. წარმატებები ყველაფერში...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა შემეძლო და ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ქუჩის ბიჭი მათე" ჩცდ-დან

"წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა შემეძლო და ამან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდო" - როგორია რეალურ ცხოვრებაში "ქუჩის ბიჭი მათე" ჩცდ-დან

"სიყვარული სამყაროსავით უკიდეგანო და უსასრულოა. ვერ აღწერ, მაგ დროს რას გრძნობ, ვერ გადმოსცემ, სიტყვები ჯერ არ მოგონილა, ეს უნდა აგრძნობინო", - ამბობს მსახიობი დათა ჩაჩუა. არის თუ არა შეყვარებული, რას საყვედურობს დედა, რა არ მოსწონს საკუთარ ხასიათში, რა მოსწონს და რას თვლის თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2003 წლის 1-ლი ივნისი.

- მომავალში მინდა გამოვიდე...

- ...მსახიობი. სხვა ვარიანტს არც განვიხილავ. ბევრი წელია, ეს სურვილი მაქვს. მსახიობი ძმა მყავს, სულ მსახიობებისა და რეჟისორების გარემოცვაში ვიყავი. პირველად სცენაზე 7 წლის ასაკში ვითამაშე, მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ამ პროფესიისადმი ინტერესი კი არ გამინელდა, უფრო და უფრო გამიმძაფრდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც "თესეაში" გადამიღეს და ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" ვთამაშობ.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- "თესეას" გადაღება რომ დასრულდა, გადასაღები მოედანი, იქაური სიტუაცია მენატრებოდა. ამ მიმართულებით ცოტა უსაქმოდ ვიყავი, მინდოდა, კამერით გადაღება მესწავლა. ეს პროფესია რომ ამეთვისებინა, სერიალის გადაღებებზე სიარული დავიწყე. მოგეხსენებათ, ამ სერიალზე "თესეას" გადამღები ჯგუფი მუშაობს. ერთ დღეს ოფისში ვიყავი და ეკა მჟავანაძემ მითხრა, მოდი, კასტინგი გაიარეო. მივედი, გავიარე და მალე მათეს როლზე დამამტკიცეს. ძალიან გამიხარდა, თუმცა "თესეაში" გადაღების სიხარული ვერ გადაფარა, მაშინ ჩემთვის ეს ამბავი დიდი შოკი იყო.

- მათეს როლში მაყურებელმა...

- ...კარგად მიმიღო, მაგრამ ყველა ვაჟიკოს მეძახის, ეს პერსონაჟი ახსოვთ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ძმას. მე რომ ამ სფეროში ვარ, ეს გიორგი ჩაჩუას დამსახურებაა. ხშირად კრიტიკული თვალით მიყურებს, რჩევებს მაძლევს და ეს პროფესიულ ზრდაში ძალიან მეხმარება.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ხალისიანი და ნიჭიერი (ნიჭიერებაზე ხაზგასმა თავის ქებად არ ჩამითვალოთ). ყოველთვის ბევრი რამ მაინტერესებს და ყველა ინტერესს ბოლომდე ვიკმაყოფილებ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მჯერა, რომ ეს სიამოვნება და სიხარული წინ მელოდება. "თესეაში" რომ გადამიღეს და ეკრანზე გამოვჩნდი, "ინსტაგრამზე" გამომწერების რაოდენობამ მოიმატა, უეცრად ძალიან პოპულარული გავხდი, ეს მომენტი მქონდა, მაგრამ არ ვიცი, წარმატება რამდენად შეიძლება ეწოდოს. მგონია, რომ წარმატების გზას ვადგავარ, ყოველ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები, რომ ასე იყოს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ახლა, ასეთ რთულ დროს, მაინც იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ეკრანზე როდესაც ჩემს თავს ვუყურებ, მაქვს სურვილი, მომავალში უფრო და უფრო კარგად ვითამაშო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...გამბედობა არ მაკლია, მაგრამ მკაცრად ვაკონტროლებ, სითამამე უზრდელობაში არ ამერიოს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ ბუზღუნა და წუწუნა ვარ. როცა გულით მინდა, რაღაც გავაკეთო, როცა კონკრეტულ საქმეს ვგეგმავ და ისე არ გამომდის, როგორც ჩავიფიქრე, ამ დროს ბუზღუნს ვიწყებ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვიღებ, როგორც გამოცდილებას, რომლითაც ცხოვრებას ვსწავლობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...წლების წინ, ადამიანთან პლუსების დასაწერად რაღაცის თქმა, გაკეთება შემეძლო. ამ თვისებამ ერთ დღეს თავი ცუდ მდგომარეობაში ამომაყოფინა. მაშინ მივხვდი, გავიაზრე, რომ მომავალში ასე აღარ უნდა მოვქცეულიყავი, ეს ჩვევა წარსულში დავტოვე.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი მიყვარს. შემიძლია, უცხოსაც ვაპატიო, მაგრამ გააჩნია დანაშაულს და მისი მხრიდან სინანულის შეგრძნებას.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...იმედი მაქვს, წარმატებული მსახიობი ვიქნები. ერთხელ დამესიზმრა, დიდ დარბაზში, უამრავი ადამიანის წინაშე, ძლიერი აპლოდისმენტების თანხლებით, "პაკლონზე" გამოვდიოდი (იცინის), მადლიერების ნიშნად მაყურებლის წინაშე თავს ვხრიდი.

- ვიბნევი...

- ...როცა ვნერვიულობ. ერთხელ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი იყო, ჟარგონი წამომცდა და ეს რომ გავიაზრე, ვინერვიულე, ძალიან დავიბენი. მერე ეს გადაცემა რომ ვნახე და ჩემს თავს ვუყურე, უცნაური მიმიკა მქონდა. ბევრი ვიცინე.

- ვნანობ...

- ...ვინმეს თუ ვეჩხუბე, რამე ვაწყენინე, ძალიან ვნანობ, მერე მივდივარ და ბოდიშს ვუხდი, ამის გაკეთება არ მიჭირს.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...არ იყოს პანდემია, ზღვის სანაპიროზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდე. მახსოვს, ჩემთან პირველი ინტერვიუ რომ ჩაწერე, ზღვის სანაპიროზე ვიმყოფებოდი, მაგ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი...წაიკითხეთ სრულად

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?