პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად
5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად

ზა­ფხუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის სე­ზო­ნია. რო­გორც კი ივ­ნი­სი დგე­ბა, მა­შინ­ვე რთულ­დე­ბა სამ­სა­ხურ­ში სხვა­დას­ხვა და­ვა­ლე­ბებ­ზე კონ­ცენ­ტრა­ცია, შეხ­ვედ­რე­ბის მოს­მე­ნა და დედ­ლა­ი­ნე­ბის გულ­დას­მით შეს­რუ­ლე­ბა. ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან, სკო­ლის არ­და­დე­გე­ბი­დან მო­დის: ზა­ფხუ­ლი ხომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის, გარ­თო­ბის და სი­ახ­ლე­ე­ბის შეგ­რძნე­ბის დროა და სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა სულ უფრო და უფრო გვი­ჭირს.

ამ ზა­ფხუ­ლის მთა­ვა­რი გეგ­მაა, ყო­ვე­ლი შა­ბა­თი და კვი­რა პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ და შვე­ბუ­ლე­ბაც დავ­გეგ­მოთ: ახლა ხომ მთე­ლი წლის სამ­ყო­ფი გა­მოც­დი­ლე­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბი და ცოდ­ნა უნდა და­ვაგ­რო­ვოთ. რამ­დე­ნი ახა­ლი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძია გა­ს­ა­სინ­ჯი, რამ­დე­ნი სურ­ნე­ლი აღ­მო­სა­ჩე­ნი, რამ­დე­ნი ად­გი­ლი მო­სა­ნა­ხუ­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა დიდ­ხანს ნა­ნატ­რი დას­ვე­ნე­ბა ხში­რად სუ­ლაც არ მი­დის ისე, რო­გორც დავ­გეგ­მეთ. გა­გი­გი­ათ ფრა­ზა "მოგ­ზა­ურ­თა დი­ა­რეა"? ის მოგ­ზა­ურ­თა თით­ქმის ნა­ხე­ვარს ემარ­თე­ბა. ალ­ბათ თქვენც ერთხელ მა­ინც მო­წამ­ლულ­ხართ დას­ვე­ნე­ბი­სას. იმი­სათ­ვის, რომ ამ ზა­ფხულს თა­ვი­დან ავი­რი­დოთ მო­წამ­ვლა, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას გა­გი­ზი­ა­რებთ.

1. და­ლი­ეთ მხო­ლოდ სუფ­თა წყა­ლი

თუ აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხართ ონ­კა­ნის წყლის სი­სუფ­თა­ვე­ში, უცხო ქა­ლაქ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას სჯობს წყა­ლი ბოთ­ლით შე­ი­ძი­ნოთ. ჩაი და ყა­ვაც ბოთ­ლის წყლით მო­იმ­ზა­დეთ. კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვაც ასე­ვე უსაფრ­თხოდ, სუფ­თა წყლით სჯობს, ისე­ვე, რო­გორც ხილ-ბოსტნე­უ­ლის გა­რე­ცხვა. მო­წამ­ვლის მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ წყა­ლია ხოლ­მე.

2. შე­არ­ჩი­ეთ უსაფრ­თხო კერ­ძე­ბი

მოგ­ზა­უ­რო­ბის მთა­ვა­რი პეწი ახა­ლი გე­მო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ლო­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის გა­სინ­ჯვაა. თუმ­ცა ხში­რად ხდე­ბა, რომ ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი მი­უჩ­ვე­ველ საკ­ვებს რთუ­ლად ერე­ვა. პრო­დუქ­ტის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა მისი მომ­ზა­დე­ბის წე­სის გა­მოც შეგ­ვექ­მნას პრობ­ლე­მე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა გე­მო­თი ისე დავ­ტკბეთ, რომ შვე­ბუ­ლე­ბის ბო­ლომ­დე არ მი­ვე­ჯაჭ­ვოთ იმ ად­გილს, სა­დაც მე­ფე­ნიც კი თა­ვის ფე­ხით და­დი­ან. ამი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მი­ვირ­თმევთ, მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა ყვე­ლა სა­შიშ ბაქ­ტე­რი­ას კლავს და გა­და­მუ­შა­ვე­ბას უფრო იოლს ხდის. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­სა და კვერ­ცხს ეხე­ბა: მო­ე­რი­დეთ უმ კვერ­ცხს, ტარ­ტარს, სე­ვი­ჩეს და ა.შ, ანუ კერ­ძებს, სა­დაც ხორ­ცი, თევ­ზი და კვერ­ცხი საკ­მა­რი­სად არაა თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

3. აირ­ჩი­ეთ ხილ-ბოსტნე­უ­ლი, რო­მე­ლიც იფრ­ცქვნე­ბა

თუ ვერ ახერ­ხებთ ხილ-ბოსტნე­უ­ლის კარ­გად გა­რე­ცხვას, სჯობს ისე­თი ხი­ლით ისუსნა­ოთ, რო­მელ­საც კანი მთლი­ა­ნად ეფრ­ცქვნე­ბა: ამით თა­ვი­დან აი­რი­დებთ იმ ბაქ­ტე­რი­ებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა პრო­დუქ­ტის კან­ზე იყოს.

4. მი­ი­ღეთ თრე­ველ­ფა­გი

თრე­ველ­ფა­გი, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რებს სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან იცავს, შედ­გე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის­გან (ფა­გე­ბის­გან), რომ­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რად ანად­გუ­რე­ბენ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ებს და იცა­ვენ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის, დი­ა­რე­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან. თრე­ველ­ფა­გის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი ოჯა­ხის­თვის: ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა, 3 წლის ასა­კის მოგ­ზა­უ­რი­დან ზე­მოთ.

თრე­ველ­ფა­გი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არამ­ხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლოდ, არა­მედ წი­ნას­წარ თავ­დაც­ვის მიზ­ნი­თაც. ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­მა­რა­გეთ ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლამ­დე და შე­ირ­გეთ დას­ვე­ნე­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბი­სას გა­ე­ცა­ნით ინ­სტრუქ­ცი­ას, გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მი­მარ­თეთ ექიმს.

5. და­ი­ცა­ვით ჰი­გი­ე­ნა

ამის შეხ­სე­ნე­ბა გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ ალ­ბათ აღა­რა­ვის სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც: ხე­ლე­ბის და­ბა­ნა მუ­დამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მარ­ტივ მოქ­მე­დე­ბას მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან კი არა, უამ­რა­ვი სხვა პრობ­ლე­მის­გან შე­უძ­ლია დაგ­ვიც­ვას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ბავ­შვებს და ას­წავ­ლეთ მათ, რო­გორ და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი სწო­რად.

და­მა­ტე­ბით შე­გიძ­ლი­ათ თრე­ველ­ფა­გის Facebook გვერ­დი­დან უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვა მი­ი­ღოთ:

ამ მარ­ტი­ვი რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ ზა­ფხულს დას­ვე­ნე­ბა­საც შე­ვირ­გებთ და მო­წამ­ვლა­საც თა­ვი­დან ავი­რი­დებთ.

წყა­რო: on.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად

5 რჩევა მოგზაურობისას მოწამვლის თავიდან ასარიდებლად

ზაფხული მოგზაურობის სეზონია. როგორც კი ივნისი დგება, მაშინვე რთულდება სამსახურში სხვადასხვა დავალებებზე კონცენტრაცია, შეხვედრების მოსმენა და დედლაინების გულდასმით შესრულება. ალბათ ეს ყველაფერი ბავშვობიდან, სკოლის არდადეგებიდან მოდის: ზაფხული ხომ გაკვეთილების დასრულების, გართობის და სიახლეების შეგრძნების დროა და სახლში გაჩერება სულ უფრო და უფრო გვიჭირს.

ამ ზაფხულის მთავარი გეგმაა, ყოველი შაბათი და კვირა პროდუქტიულად გამოვიყენოთ და შვებულებაც დავგეგმოთ: ახლა ხომ მთელი წლის სამყოფი გამოცდილება, სიახლეები და ცოდნა უნდა დავაგროვოთ. რამდენი ახალი და გემრიელი კერძია გასასინჯი, რამდენი სურნელი აღმოსაჩენი, რამდენი ადგილი მოსანახულებელი.

თუმცა დიდხანს ნანატრი დასვენება ხშირად სულაც არ მიდის ისე, როგორც დავგეგმეთ. გაგიგიათ ფრაზა "მოგზაურთა დიარეა"? ის მოგზაურთა თითქმის ნახევარს ემართება. ალბათ თქვენც ერთხელ მაინც მოწამლულხართ დასვენებისას. იმისათვის, რომ ამ ზაფხულს თავიდან ავირიდოთ მოწამვლა, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

1. დალიეთ მხოლოდ სუფთა წყალი

თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ხართ ონკანის წყლის სისუფთავეში, უცხო ქალაქში მოგზაურობისას სჯობს წყალი ბოთლით შეიძინოთ. ჩაი და ყავაც ბოთლის წყლით მოიმზადეთ. კბილების გახეხვაც ასევე უსაფრთხოდ, სუფთა წყლით სჯობს, ისევე, როგორც ხილ-ბოსტნეულის გარეცხვა. მოწამვლის მთავარი დამნაშავე, ხშირ შემთხვევაში, სწორედ წყალია ხოლმე.

2. შეარჩიეთ უსაფრთხო კერძები

მოგზაურობის მთავარი პეწი ახალი გემოების აღმოჩენა და ლოკალური პროდუქტების გასინჯვაა. თუმცა ხშირად ხდება, რომ ჩვენი ორგანიზმი მიუჩვეველ საკვებს რთულად ერევა. პროდუქტის განსხვავებულობასთან ერთად, შეიძლება მისი მომზადების წესის გამოც შეგვექმნას პრობლემები. შესაძლებელია, რომ ყველა გემოთი ისე დავტკბეთ, რომ შვებულების ბოლომდე არ მივეჯაჭვოთ იმ ადგილს, სადაც მეფენიც კი თავის ფეხით დადიან. ამისათვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული. თერმული დამუშავება ყველა საშიშ ბაქტერიას კლავს და გადამუშავებას უფრო იოლს ხდის. ეს განსაკუთრებით ხორცპროდუქტებსა და კვერცხს ეხება: მოერიდეთ უმ კვერცხს, ტარტარს, სევიჩეს და ა.შ, ანუ კერძებს, სადაც ხორცი, თევზი და კვერცხი საკმარისად არაა თერმულად დამუშავებული.

3. აირჩიეთ ხილ-ბოსტნეული, რომელიც იფრცქვნება

თუ ვერ ახერხებთ ხილ-ბოსტნეულის კარგად გარეცხვას, სჯობს ისეთი ხილით ისუსნაოთ, რომელსაც კანი მთლიანად ეფრცქვნება: ამით თავიდან აირიდებთ იმ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება პროდუქტის კანზე იყოს.

4. მიიღეთ თრეველფაგი

თრეველფაგი, მსოფლიოში პირველი ბუნებრივი საშუალება, რომელიც მოგზაურებს საშიში ინფექციებისგან იცავს, შედგება სპეციალურად შერჩეული ბაქტერიოფაგებისგან (ფაგებისგან), რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და იცავენ ადამიანის ორგანიზმს საკვებისმიერი ინტოქსიკაციის, დიარეისა და ინფექციებისგან. თრეველფაგის მიღება შესაძლებელია მთელი ოჯახისთვის: ყველაზე პატარა, 3 წლის ასაკის მოგზაურიდან ზემოთ.

თრეველფაგი გამოიყენება არამხოლოდ სამკურნალოდ, არამედ წინასწარ თავდაცვის მიზნითაც. ამიტომ აუცილებლად მოიმარაგეთ ქალაქგარეთ გასვლამდე და შეირგეთ დასვენება.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

5. დაიცავით ჰიგიენა

ამის შეხსენება გლობალური პანდემიის წელიწადნახევრის შემდეგ ალბათ აღარავის სჭირდება, მაგრამ მაინც: ხელების დაბანა მუდამ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მარტივ მოქმედებას მხოლოდ კორონავირუსისგან კი არა, უამრავი სხვა პრობლემისგან შეუძლია დაგვიცვას. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს და ასწავლეთ მათ, როგორ დაიბანონ ხელები სწორად.

დამატებით შეგიძლიათ თრეველფაგის Facebook გვერდიდან უამრავი სასარგებლო რჩევა მიიღოთ:

ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით, ამ ზაფხულს დასვენებასაც შევირგებთ და მოწამვლასაც თავიდან ავირიდებთ.

წყარო: on.ge

11 ივნისი - „ჯინო ფერედაისის“ გრანდიოზული გახსნა და საჩუქრები ყველა სტუმარს

პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა