სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნაღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის მე­სა­მე დო­ზის და­მა­ტე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა და ვაი-ვიში გა­მო­იწ­ვია მე­სა­მე ანუ ბუს­ტე­რუ­ლი დო­ზის და­მა­ტე­ბის თე­მამ... ზოგი იბ­რა­ლებს, მე ხომ ამას ვი­ძახ­დიო, ზო­გიც ანერ­ვი­ულ­და თან­და­თან გვა­პა­რე­ბე­ნო... ეს თემა "ფა­ი­ზე­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა 15 აპ­რილს გა­აჟ­ღე­რა, შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ძა­ლი­ან ძვე­ლი ამ­ბა­ვია და გუ­ლის­ხმობს არა შე­მად­გენ­ლო­ბით იგი­ვე ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას, არა­მედ ახა­ლი ე.წ. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის ბუს­ტერს. თუმ­ცა ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია, ასე რომ ჯერ გა­ვი­კე­თოთ ის, რაც გვაქვს და იმე­დია, გვექ­ნე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ ერ­თად "ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ" აი - და მო­ი­პო­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბა!" - წერს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

"ალ­ბათ, ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა მე­სა­მე დოზა, რომ უფრო მყა­რი ხე­ლოვ­ნუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი შე­იქ­მნას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში - სა­ერ­თა­შო­რი­სო და მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბა ფიქ­რობს, რომ ასე მარ­ტი­ვად კო­ვი­დი არ დამ­თავ­რდე­ბა და ჩვენ დიდი ალ­ბა­თო­ბით, კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად დაგ­ვჭირ­დე­ბა, სა­ნამ ბუ­ნებ­რი­ვად არ მოხ­დე­ბა ვირუ­სის ვირუ­ლენ­ტო­ბის შემ­ცი­რე­ბა", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გუ­შინ ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის­ტო­რი­ა­ში არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნებ­ზე ყო­ფი­ლი­ყო მო­თხოვ­ნა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ბევ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბუს­ტერ დო­ზებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში და დიდი ალ­ბა­თო­ბით, მე­სა­მე ბუს­ტერ დოზა ალ­ბათ, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ერთ-ერთი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია შე­საძ­ლოა, იქ­ცეს სე­ზო­ნურ ინ­ფექ­ცი­ად, რო­მელ­საც დას­ჭირ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად თითო ინექ­ცია ისე­ვე, რო­გორც გრი­პის დროს.

ამ ეტაპ­ზე ორ­ჯე­რა­დად აც­რილ ადა­მი­ა­ნებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა, თუ რამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უნარ­ჩურ­დე­ბათ მათ იმუ­ნი­ტე­ტი, ამა­ზე ბევ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა მი­დის. უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ მე­სა­მე, იგი­ვე ბუს­ტერ დოზა ბევრ ვაქ­ცი­ნა­ზე და უმ­რავ­ლეს ვაქ­ცი­ნებ­ზე სა­ჭი­რო გახ­დე­ბა. ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა გახ­ლავთ ის, რომ ალ­ბათ, ჩვენ დაგ­ვჭირ­დე­ბა მე­სა­მე დოზა, რომ უფრო მყა­რი ხე­ლოვ­ნუ­რი იმუ­ნი­ტე­ტი შე­იქ­მნას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. არ არის დად­გე­ნი­ლი მე­სა­მე ბუს­ტერ დოზა რა პე­რი­ოდ­ში უნდა გა­კეთ­დეს - ბუს­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზე­მოთ.

უნდა შე­იქ­მნას შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გე­ბი, მაგ­რამ იქამ­დე დრო აქვს ქვე­ყა­ნას. დღე­ვან­დე­ლი გათ­ვლე­ბით, სა­დღაც 3 600 000-მდე დოზა უნდა მი­ი­ღოს ქვე­ყა­ნამ და შემ­დეგ ეს მო­წო­დე­ბე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს. ეს რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე მოხ­დეს, ამა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაქ­ცინმწარ­მო­ებ­ლე­ბის გეგ­მე­ბი მი­უ­თი­თებს - არ ყო­ფი­ლა ის­ტო­რი­ა­ში, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ვაქ­ცი­ნებ­ზე ყო­ფი­ლი­ყო მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ წლი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ვაქ­ცი­ნებ­ზე არის 3-4 მი­ლი­არ­დი დო­ზის ფარ­გლებ­ში, წელს მსოფ­ლი­ოს 11 მი­ლი­არ­დი დოზა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტ­ზე იგეგ­მე­ბა.

დღეს და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მდე ვაქ­ცი­ნაა მსოფ­ლი­ო­ში უკვე სხვა­დას­ხვა ბა­ზის კვლე­ვებ­ში და აქე­დან თუ არ ვცდე­ბი, 30-მდე ვაქ­ცი­ნა უკვე კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­შია გა­და­სუ­ლი, ამი­ტომ სა­ერ­თა­შო­რი­სო და მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბა ფიქ­რობს იმას, რომ ასე მარ­ტი­ვად არ დამ­თავ­რდე­ბა კო­ვი­დი და ჩვენ დიდი ალ­ბა­თო­ბით, კო­ვიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბი დაგ­ვჭირ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­ნამ რა თქმა უნდა, ბუ­ნებ­რი­ვად არ მოხ­დე­ბა ვირუ­სის ვირუ­ლენ­ტო­ბის იმ­დე­ნად შემ­ცი­რე­ბა, რომ ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის­თვის საფრ­თხეს აღარ წარ­მო­ად­გენ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
19

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, რა უნდა აგვიხსნას კულუმბეგოვმა, თავისთვის არაფერი იცის

Zlatan straianovich
8

Bidzina kulumbegovi aris unikaluri adamiani. Icis ar icis yvelaferze sheudzlia laparaki. Klasikuri gagebis demagogo

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის დამატების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ... ზოგი იბრალებს, მე ხომ ამას ვიძახდიო, ზოგიც ანერვიულდა თანდათან გვაპარებენო... ეს თემა "ფაიზერის" ხელმძღვანელმა 15 აპრილს გააჟღერა, შესაბამისად, უკვე ძალიან ძველი ამბავია და გულისხმობს არა შემადგენლობით იგივე ვაქცინის გაკეთებას, არამედ ახალი ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტების ბუსტერს. თუმცა ბევრი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ასე რომ ჯერ გავიკეთოთ ის, რაც გვაქვს და იმედია, გვექნება და სამომავლოდ ერთად "ვინერვიულოთ" აი - და მოიპოვე თავისუფლება!" - წერს კულუმბეგოვი.

"ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში - საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს, რომ ასე მარტივად კოვიდი არ დამთავრდება და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად დაგვჭირდება, სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის შემცირება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნა.

"საერთაშორისო სამეცნიერო ბევრი კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში მსოფლიოში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ, საჭირო იქნება. ერთ-ერთი შეხედულებაა, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს.

ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი, ამაზე ბევრი დაკვირვება მიდის. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა ბევრ ვაქცინაზე და უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. არ არის დადგენილი მესამე ბუსტერ დოზა რა პერიოდში უნდა გაკეთდეს - ბუსტერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს 6-დან 8 თვის ზემოთ.

უნდა შეიქმნას შესაბამისი მარაგები, მაგრამ იქამდე დრო აქვს ქვეყანას. დღევანდელი გათვლებით, სადღაც 3 600 000-მდე დოზა უნდა მიიღოს ქვეყანამ და შემდეგ ეს მოწოდებები უნდა გაგრძელდეს. ეს რომ შესაძლებელია ასე მოხდეს, ამაზე საერთაშორისო ვაქცინმწარმოებლების გეგმები მიუთითებს - არ ყოფილა ისტორიაში, რომ ამ რაოდენობის ვაქცინებზე ყოფილიყო მოთხოვნილება. ჩვეულებრივ წლიური მოთხოვნილება ვაქცინებზე არის 3-4 მილიარდი დოზის ფარგლებში, წელს მსოფლიოს 11 მილიარდი დოზა სჭირდება, მაგრამ წარმოების მოცულობა გაცილებით მეტზე იგეგმება.

დღეს დაახლოებით, 200-მდე ვაქცინაა მსოფლიოში უკვე სხვადასხვა ბაზის კვლევებში და აქედან თუ არ ვცდები, 30-მდე ვაქცინა უკვე კლინიკურ კვლევებშია გადასული, ამიტომ საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და ჩვენ დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად, სანამ რა თქმა უნდა, ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის იმდენად შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"მეხის გავარდნასავით იყო, ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"სრული თავზარი! კეთილი მეგობარი, გემრიელი დრამერი, ასე აბსურდულად დაკარგული..." - ვინ იყო კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი ადამიანი