სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?
"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?

სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რეა რე­გი­ონ­ში, ამი­ტომ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი უნდა გახ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი რობ პორ­ტმა­ნი გა­მო­ცე­მა Wall Street Journal-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წერს, სა­დაც ის ჯო ბა­ი­დენ­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თულ ვი­ზიტ­ზე სა­უბ­რობს.

“გა­სულ კვი­რას აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში გა­ვემ­გზავ­რე სე­ნა­ტო­რე­ბის მცი­რე, ორ­პარ­ტი­ულ ჯგუფ­თან ერ­თად, რომ შევ­ხვედ­რო­დი უკ­რა­ი­ნის, ლიტ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რებს. ეს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი აშშ-ის სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი გახ­დნენ, რად­გან მათ მო­ქა­ლა­ქე­ებს სურ­დათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბით და კე­თილ­დღე­ო­ბით. მაგ­რამ მათ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. რაც ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თებ­ლად მეჩ­ვე­ნა, იყო ამ ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი რუ­სე­თის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი რუ­სე­თის მხრი­დან მზარ­დი ზე­წო­ლის წი­ნა­შე დგას, მათ შო­რის სა­ზღვრებ­ზე სამ­ხედ­რო საფრ­თხე­ე­ბი, კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი. უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს უკა­ნო­ნოდ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას და მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას,“- წერს ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში შტა­ტე­ბის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რეა და შტა­ტებ­მა ხელი უნდა შე­უ­წყოს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე 2008 წელს უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს, სამ­ხრეთ ოსეთ­თან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­სა­ზღვრო ხაზს ვეს­ტუმ­რე და უშუ­ა­ლოდ გავ­ხდი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ის და უკა­ნო­ნო ანექ­სი­ის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მიზ­ნით "ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის“ მცდე­ლო­ბე­ბის მოწ­მე. სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რეა რე­გი­ონ­ში, ამი­ტომ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი უნდა გახ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და სხვა ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან, ჩვენ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა სა­არ­ჩევ­ნო, სა­სა­მარ­თლო და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც უფრო უსაფრ­თხო მო­მავ­ლის­თვი­საა სა­ჭი­რო. რო­გორც უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უნდა მო­უ­წო­დოს ნატო-ს, უზ­რუნ­ველ­ყოს წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ხელი უნდა შე­უ­წყოს 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ორი­ვე ქვეყ­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე და­ყე­ნე­ბა ხელს შე­უ­წყობს მათ დაც­ვას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან,“- წერს სე­ნა­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს რა ჭირი გვჭირს ტოოოოოოოო
0

ნატო არა NATO ესაა სწორი აბრევიატურა ინგლისურ ენაზე, ფრანგულად კი OTAN ქართულად NATO იშიფრება, როგორც ,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია'' თუ გინდათ წეროთ ქართულად მაშინ ეს შეამოკლეთ. 

აკი
5

ჩვენ რას გვეუბნები, იმ თქვენს ბრეჟნევს უთხარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?

"ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის" - რას წერს სენატორი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა?

საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი გამოცემა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, სადაც ის ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრასა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიზიტზე საუბრობს.

“გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში გავემგზავრე სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად, რომ შევხვედროდი უკრაინის, ლიტვისა და საქართველოს ლიდერებს. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათ მოქალაქეებს სურდათ დემოკრატიული მომავალი მეტი თავისუფლებით და კეთილდღეობით. მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რაც ამ მოგზაურობის დროს ყველაზე შემაშფოთებლად მეჩვენა, იყო ამ ახალგაზრდა დემოკრატიების დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის განახლებული მცდელობა. თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, მათ შორის საზღვრებზე სამხედრო საფრთხეები, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები. უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას,“- წერს ამერიკელი სენატორი.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში შტატების ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დადებული პირობის შესრულებას.

"საქართველოში ყოფნის დროს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ვესტუმრე და უშუალოდ გავხდი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის და უკანონო ანექსიის ლეგიტიმაციის მიზნით "ბორდერიზაციის“ მცდელობების მოწმე. საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრისას, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის აუცილებლობა საარჩევნო, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, რაც უფრო უსაფრთხო მომავლისთვისაა საჭირო. როგორც უკრაინის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატო-ს, უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ხელი უნდა შეუწყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პირობის შესრულებას. ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაყენება ხელს შეუწყობს მათ დაცვას რუსეთის აგრესიისგან,“- წერს სენატორი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"თუ საქართველოში შიდა არეულობა იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება გართულდება" - რა განაცხადა  ლიეტუვის პრეზიდენტმა?

"როცა სიტუაცია არაჯანსაღია, ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩარევა ადეკვატურია... სიცრუის დეტექტორიც უნდა დავაყენოთ" - "ოცნების" დეპუტატი