საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს
სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს

სალ­ვა­დო­რი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ბიტ­კო­ი­ნი გა­დახ­დის ლე­გა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის კონ­გრეს­მა ოთხშა­ბათს მი­ი­ღო და ამით პრე­ზი­დენტ ნა­ი­იბ ბუ­კე­ლეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ამ­ტკი­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის კა­ნო­ნი­ე­რი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბად შე­მო­ღე­ბის მომ­ხრე­ე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არი­ან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში 90 დღე­ში შევა. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ ბიტ­კო­ი­ნი გა­და­ი­ხა­დონ.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, 84 შე­საძ­ლო ხმი­დან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ლე­გა­ლუ­რად ქცე­ვის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვამ 62 ხმა მი­ი­ღო და ამით დე­პუ­ტა­ტებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს ბიტ­კო­ი­ნის კა­ნო­ნი­ერ ვა­ლუ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბას.

"ეს ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­უ­ტანს ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ხელს შე­უ­წყობს ტუ­რიზ­მი­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“, - წერ­და პრე­ზი­დენ­ტი ბუ­კე­ლე "ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში სა­ნამ კონ­გრე­სი მის ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს და­უ­ჭერ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­სპერტთა მო­საზ­რე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ ბიტ­კო­ი­ნის ლე­გა­ლურ ვა­ლუ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა სალ­ვა­დორს მარ­თლაც მო­უ­ტანს ეკო­ნო­მი­კურ წარ­მა­ტე­ბას. ნა­წი­ლის აზ­რით კი, ვი­ნა­ი­დან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა არას­ტა­ბი­ლუ­რია, წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია და შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ პი­რი­ქით, ქვე­ყა­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

მეორე ქვეყანა საქართველო იქნება 

ალექს
0

სალვადორი თურმე სამჯერ ჩვენზე პატარაა და ორჯერ მეტი სახლობს, მშპ სამჯერ მეტი აქვს ჩვენზე !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს

სალვადორი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის კონგრესმა ოთხშაბათს მიიღო და ამით პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს ინიციატივა დაამტკიცა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, კრიპტოვალუტის კანონიერი გადახდის საშუალებად შემოღების მომხრეები აღფრთოვანებულნი არიან. გადაწყვეტილება ძალაში 90 დღეში შევა. კანონის მიხედვით, სხვადასხვა დაწესებულებებში მომსახურების სანაცვლოდ ადამიანებს შეეძლებათ ბიტკოინი გადაიხადონ.

როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, 84 შესაძლო ხმიდან კრიპტოვალუტის ლეგალურად ქცევის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივამ 62 ხმა მიიღო და ამით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბიტკოინის კანონიერ ვალუტად გამოცხადებას.

"ეს ჩვენს ქვეყანას მოუტანს ფინანსურ ინვესტიციებს, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას“, - წერდა პრეზიდენტი ბუკელე "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში სანამ კონგრესი მის ინიციატივას მხარს დაუჭერდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა მოსაზრებები აღნიშნულ თემაზე ორ ნაწილად გაიყო. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ლეგალურ ვალუტად გამოცხადება სალვადორს მართლაც მოუტანს ეკონომიკურ წარმატებას. ნაწილის აზრით კი, ვინაიდან კრიპტოვალუტა არასტაბილურია, წინასწარი შეფასებების გაკეთება რთულია და შესაძლოა, ყოველივემ პირიქით, ქვეყანას ეკონომიკური წარუმატებლობა მოუტანოს.

პირდაპირი ეთერი, სადაც მზის დაბნელების ნახვას და ამ პროცესზე დაკვირვებას შეძლებთ

მე-18 საუკუნის სასახლე ჟენევაში, სადაც პუტინისა და ბაიდენის "ცხელი საუბარი" შედგება - ფოტოები ულამაზესი ისტორიული ადგილიდან

"ცეცხლოვანი რგოლი“ - რა ვიცით მზის დაბნელების შესახებ, რომელსაც დღეს დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახავს