საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება და ამ ნაწილში ვიწონებთ პრემიერის განცხადებას" - რას პასუხობს ვარლამ გოლეთიანი ღარიბაშვილს?
"ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება და ამ ნაწილში ვიწონებთ პრემიერის განცხადებას" - რას პასუხობს ვარლამ გოლეთიანი ღარიბაშვილს?

სა­ერ­თოდ არ ეცო­დი­ნე­ბო­დათ ქვეყ­ნის რა ინ­ტე­რე­სე­ბი ეწი­რე­ბო­და, რომ არა ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი და თურ­მე იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ეწი­რე­ბო­და, რომ ასე ეს პრო­ექ­ტი ვე­ღარ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და, რა თქმა უნდა, ამ ნა­წილ­ში მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და ვი­წო­ნებთ პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას,- ამის შე­სა­ხებ „რი­ო­ნის ხე­ო­ბის“ მცველ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით „ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ გაგ­რძელ­დე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, გო­ლე­თი­ა­ნის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­მი­ერ­მა "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" პრო­ექ­ტის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბით აღი­ა­რა, მა­ინც არ ჩათ­ვა­ლა „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“ იმ სრულ­ფა­სო­ვან მხა­რედ, რომ­ლის­თვი­საც ინ­ვეს­ტორ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბამ­დე აზრი უნდა ეკი­თხათ პრო­ექ­ტში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სრულ სპექტრთან და­კავ­ში­რე­ბით.

"თქვენ გახ­სოვთ პრე­მი­ე­რის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც ის ამ­ბობ­და, რომ ეს არის ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი გარე ძა­ლე­ბის­გან და ძი­რი­თა­დად მო­ი­აზ­რე­ბენ ხოლ­მე ჩვენს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს და დღეს ვნა­ხეთ, რომ მისი მხრი­დან შე­ფას­და, რო­გორც მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა - ნა­მახ­ვა­ნი და აქვე ის­მის კი­თხვა, ვინ და­ა­ყე­ნა ეს სა­კი­თხი პრობ­ლე­მუ­რად ანუ სა­ი­დან გა­ი­გეს სა­ერ­თოდ ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ თუ არა ამ პრო­ტეს­ტის­გან? რო­გო­რი იყო მისი შე­ფა­სე­ბა პირ­ველ დღე­ებ­ში, რო­დე­საც მე­ო­რედ გაპ­რე­მი­ერ­და და რა არის დღეს მისი გან­ცხა­დე­ბა და ის აც­დე­ნა რაც არის შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­ში, რომ თა­ვი­დან ვი­ყა­ვით მარ­თუ­ლი, დღეს ვართ გულ­წრფე­ლი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­მელ­მაც ისეთ რთულ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დათ­მო­ბას გა­და­არ­ჩი­ნა ქვე­ყა­ნა, რომ ამ ფორ­მით ახლა ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა?

ამის­თვის მე გიხ­დით პრე­მი­ე­რის მა­გივ­რად მად­ლო­ბას, პი­რა­დად თქვენ, რომ უზ­რუნ­ველ­ყა­ვით ეს პრო­ცე­სი და რომ არა თქვე­ნი დგო­მა და ჩარ­თუ­ლო­ბა, ეს პრო­ცე­სი აქამ­დე არ მო­ვი­დო­და. თუმ­ცა მე­ო­რე მხა­რეც აქვს ამ ყვე­ლა­ფერს, ჩვენ რო­გორც ამ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მომ­ჩენ ხალ­ხს, დღის წეს­რიგ­ში დამ­ყე­ნე­ბელს და აქამ­დე მომ­ტანს ამ ბრძო­ლი­სა და პრო­ტეს­ტი­სა, არ გვთვლი­ან მა­ინც იმ­დე­ნად სრულ­ფა­სო­ვან მხა­რედ, რომ სრუ­ლი სპექტრი წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ პრობ­ლე­მე­ბის და ყვე­ლა აქ­ცენ­ტი დავ­სვათ. ისე წა­ვიდ­ნენ ინ­ვეს­ტორ­თან სა­სა­უბ­როდ, იმ რიგი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ჩვენ­თან არ მო­სუ­ლან და არ უკი­თხავთ, რა გვაქვს სათ­ქმე­ლი სა­ბო­ლოო ჯამ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღი­ა­რე­ბე­ბი გვაქვს სა­ხე­ზე და ჩვენ­თვის პირ­ვე­ლი არ არის, რა აღი­ა­რე­ბებ­საც ვის­მენთ,“- გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ეტა­პის­თვის, „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია, რად­გან ხე­ო­ბა­ში კომ­პა­ნი­ას "ენ­კას" მუ­შა­ო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

"ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია და ხე­ო­ბა­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. დღე­ვან­დელ დღეს 7 ლო­კა­ცი­ა­ზე ხე­ო­ბა დაბ­ლო­კი­ლია და ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს ეს პრო­ცე­სი და მინ­და ასე­თი თხოვ­ნა გა­ვაჟ­ღე­რო, ჩვენ ამ ლო­კა­ცი­ე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და, ვა­პი­რებთ გარ­კვე­უ­ლი გან­რი­გი გა­ვა­კე­თოთ ამის­თვის. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვარ­გებთ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფალ დროს ამ გან­რიგს და უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ლო­კა­ცი­ებ­ზე. ვი­წყებთ ამ ცხრი­ლე­ბის შედ­გე­ნას და გთხოვთ, რომ მოგ­ვმარ­თოთ, ვი­საც სურ­ვი­ლი გაქვთ,“- გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ პი­რო­ბე­ბით, რა პი­რო­ბე­ბიც დღეს არის „ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, პრო­ექ­ტი არ გაგ­რძელ­დე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებს ინ­ვეს­ტორ­თან და იმე­დოვ­ნებს, რომ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბით აშენ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხალ­ხის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
90

ისევე როგორც ანაკლია !

იოანე
22

როგორც იქნა გალღვა ყინული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება და ამ ნაწილში ვიწონებთ პრემიერის განცხადებას" - რას პასუხობს ვარლამ გოლეთიანი ღარიბაშვილს?

"ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება და ამ ნაწილში ვიწონებთ პრემიერის განცხადებას" - რას პასუხობს ვარლამ გოლეთიანი ღარიბაშვილს?

საერთოდ არ ეცოდინებოდათ ქვეყნის რა ინტერესები ეწირებოდა, რომ არა ჩვენი პროტესტი და თურმე იმდენად მნიშვნელოვანი ინტერესები ეწირებოდა, რომ ასე ეს პროექტი ვეღარ განხორციელდება და, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში მისასალმებელია და ვიწონებთ პრემიერის განცხადებას,- ამის შესახებ „რიონის ხეობის“ მცველმა ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება არ გაგრძელდება.

ამასთანავე, გოლეთიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა "ნამახვანჰესის" პროექტის ირგვლივ არსებული პროტესტის მნიშვნელობა საკუთარი განცხადებით აღიარა, მაინც არ ჩათვალა „რიონის ხეობის მცველები“ იმ სრულფასოვან მხარედ, რომლისთვისაც ინვესტორთან მოლაპარაკებამდე აზრი უნდა ეკითხათ პროექტში არსებული პრობლემების სრულ სპექტრთან დაკავშირებით.

"თქვენ გახსოვთ პრემიერის პირველი განცხადება, როდესაც ის ამბობდა, რომ ეს არის ინსპირირებული პროტესტი გარე ძალებისგან და ძირითადად მოიაზრებენ ხოლმე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და დღეს ვნახეთ, რომ მისი მხრიდან შეფასდა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა - ნამახვანი და აქვე ისმის კითხვა, ვინ დააყენა ეს საკითხი პრობლემურად ანუ საიდან გაიგეს საერთოდ ამ პრობლემის შესახებ თუ არა ამ პროტესტისგან? როგორი იყო მისი შეფასება პირველ დღეებში, როდესაც მეორედ გაპრემიერდა და რა არის დღეს მისი განცხადება და ის აცდენა რაც არის შეფასების ნაწილში, რომ თავიდან ვიყავით მართული, დღეს ვართ გულწრფელი პროტესტის მონაწილეები, რომელმაც ისეთ რთულ სახელმწიფო ინტერესების დათმობას გადაარჩინა ქვეყანა, რომ ამ ფორმით ახლა ამ ხელშეკრულების გაგრძელება აღარ შეიძლება?

ამისთვის მე გიხდით პრემიერის მაგივრად მადლობას, პირადად თქვენ, რომ უზრუნველყავით ეს პროცესი და რომ არა თქვენი დგომა და ჩართულობა, ეს პროცესი აქამდე არ მოვიდოდა. თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ჩვენ როგორც ამ პრობლემების აღმომჩენ ხალხს, დღის წესრიგში დამყენებელს და აქამდე მომტანს ამ ბრძოლისა და პროტესტისა, არ გვთვლიან მაინც იმდენად სრულფასოვან მხარედ, რომ სრული სპექტრი წარმოვაჩინოთ პრობლემების და ყველა აქცენტი დავსვათ. ისე წავიდნენ ინვესტორთან სასაუბროდ, იმ რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენთან არ მოსულან და არ უკითხავთ, რა გვაქვს სათქმელი საბოლოო ჯამში. მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე და ჩვენთვის პირველი არ არის, რა აღიარებებსაც ვისმენთ,“- განაცხადა გოლეთიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, „რიონის ხეობის მცველების მიზანი მიღწეულია, რადგან ხეობაში კომპანიას "ენკას" მუშაობა შეჩერებულია.

"ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მიღწეულია და ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. დღევანდელ დღეს 7 ლოკაციაზე ხეობა დაბლოკილია და ნამდვილად მუშაობს ეს პროცესი და მინდა ასეთი თხოვნა გავაჟღერო, ჩვენ ამ ლოკაციების გასაძლიერებლად გვჭირდება ადამიანური რესურსი და, ვაპირებთ გარკვეული განრიგი გავაკეთოთ ამისთვის. მაქსიმალურად მოვარგებთ ადამიანების თავისუფალ დროს ამ განრიგს და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას ლოკაციებზე. ვიწყებთ ამ ცხრილების შედგენას და გთხოვთ, რომ მოგვმართოთ, ვისაც სურვილი გაქვთ,“- განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებით, რა პირობებიც დღეს არის „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთან და იმედოვნებს, რომ უკეთესი პირობებით აშენდება აღნიშნული პროექტი, რომელიც ხალხის საუკეთესო ინტერესებზე იქნება გათვლილი.

სემეკი ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალ პერიოდში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

მოქალაქეებს, რომლებიც "ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი შესაძლოა, “სინოფარმით“, ან "სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ

რესტორნებს მუშაობის უფლება ღამის 12:00 საათამდე ექნებათ