მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?
"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?

პან­დე­მი­ა­ში თე­ატ­რი გა­ჩერ­და, ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა ჰქონ­და... ცოტა ხნის წინ ამუ­შავ­და, მაგ­რამ მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით. გლო­ბა­ლურ­მა პრობ­ლე­მამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ა­ზა­რა­ლა... დღეს მა­ყუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი პრობ­ლე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი, დარ­ბაზ­ში საათ-ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე პირ­ბა­დე­ა­ფა­რე­ბუ­ლი ზის. ის­მის არა­ერ­თი კი­თხვა - ამ უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რამ­დე­ნად უნდა მას იმა­ვე რე­პერ­ტუ­ა­რის, იმ პი­ე­სე­ბის ხილ­ვა, რა­საც პან­დე­მი­ამ­დე ნა­ხუ­ლობ­და? უნდა ასა­ხოს თუ არა თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ატრმა კა­ცობ­რი­ო­ბის ეს უდი­დე­სი პრობ­ლე­მა სცე­ნა­ზე?

ამ და სხვა სა­კი­თხზე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­წი­ლი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

თა­თუ­ლი ედიშ­რაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ვი­საც რისი დად­გმა უნდა, ამის უფ­ლე­ბას და სურ­ვილს ვერ წა­არ­თმევ, დად­გას თუნ­დაც ჩე­ხო­ვი, შექ­სპი­რი, კლდი­აშ­ვი­ლი. ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამ­ბა­ვია. აქ ვფიქ­რობ, სხვა რამ არის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ფორ­მა­ტი, ხედ­ვე­ბი, შიდა მე­ნე­ჯმენ­ტი. ეს თუ არ შე­იც­ვა­ლა, ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას თე­ატ­რი დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლებს, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ამ რე­ა­ლუ­რად რა­ღა­ცე­ბი და­აჩ­ქა­რა, შეც­ვა­ლა, ცხოვ­რე­ბა­ში ზო­გა­დად ფუნ­ქცი­ე­ბიც კი გა­და­ა­ნაც­ვლა და ბევ­რი რამ დაგ­ვა­ნახ­ვა. ვი­ღაც დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო, ვი­ღა­ცას ოპ­ტი­მიზ­მის გრძნო­ბა გა­უღ­ვი­ვა, რად­გა­ნაც მიხ­ვდა, რომ ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა არ ღირ­და და რა­ღაც ახა­ლი უნდა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა. ჩემი აზ­რით, ქარ­თულ თე­ატ­რში დიდი ხა­ნია, დად­გა დრო, რომ რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლოს, უმე­ტე­სად - ფორ­მე­ბი, თო­რემ რე­პერ­ტუ­ა­რი, რო­გორც ვთქვი, რე­ჟი­სო­რე­ბის ნე­ბაა და სურ­ვი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც თა­მა­ნედ­რო­ვე­ო­ბა­ში წა­მო­ი­წია, ესეც უნდა პა­სუ­ხობ­დეს დროს, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ.

- ანუ პან­დე­მი­ის თე­მამ სცე­ნა­ზეც უნდა გა­და­ი­ნაც­ვლოს?

- აუ­ცი­ლე­ბალდ უნდა ით­ქვას, ოღონდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი ფორ­მე­ბით და ხერ­ხე­ბით! პან­დე­მი­ის­გან და­ზაფ­რუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი თე­ატ­რში რომ მო­დის, სამი სა­ა­თი პი­ე­სას რომ აყუ­რე­ბი­ნო, ამის­თვის უნდა გქონ­დეს ხერ­ხე­ბი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა დარ­ბაზ­ში ვერ გა­ა­ჩე­რო, რად­გა­ნაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მით ისე­დაც და­ზაფ­რუ­ლია და ამ "რა­ღა­ცებ­ში“ თა­ვის თავი ვერ იპო­ვოს.

- კი, მა­ყუ­რე­ბელს სპექ­ტაკ­ლი იმი­ტომ უყ­ვარს, რომ იქ თა­ვის თავს, იმ ემო­ცი­ას ეძებს, რაც სჭირ­დე­ბა...

- კი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, როცა თე­ატ­რში მოვ­ლენ, მათ შე­სა­ტყვი­სი სათ­ქმე­ლი დახ­ვდეს, რაც სჭირ­დე­ბათ. ვი­მე­ო­რებ, აქ მა­სა­ლა­ში კი არა, სათ­ქმელ­ში და გა­მო­ხატ­ვის ხერ­ხებ­შია მნიშ­ვნი­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა, სი­ახ­ლეა შე­სა­ტა­ნი. ეს რე­ა­ლუ­რად, პირ­ველ რიგ­ში, მსა­ხი­ობ­საც და­ა­ინ­ტე­რე­სებს. ხომ უნდა მო­უნ­დეს ამის თქმა და თა­მა­ში და შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვია, მისი ნახ­ვის სურ­ვი­ლი მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­უჩ­ნდე­ბა.

ეკა ჩხე­ი­ძე:

- ზო­გა­დად პე­სი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა მაქვს. ალ­ბათ, ასეა ბევ­რი და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში... ამ ცხოვ­რე­ბა­ში თე­ატ­რის პერ­სპექ­ტი­ვის წარ­მოდ­გე­ნა ცოტა მი­ჭირს, რად­გან თე­ატ­რი და ჩვე­ნი პრო­ფე­სია, რო­გორც ადრე, ისე მგო­ნი, არა­ვის სჭირ­დე­ბა. არა­და, ახლა პრო­ფე­სი­ას ვერ შე­ვიც­ვლი, იმის ჰო­ბიც არ მაქვს, რომ მა­გა­ლი­თად, ვკე­რო ან ვქსო­ვო, უფრო სწო­რად ასე­თი სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია, ანუ რა­ღა­ცით რომ ჩა­ვა­ნაც­ვლო... პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უმე­ტე­სად კი­თხვით, სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე ამა თუ იმ სპექ­ტაკ­ლის ყუ­რე­ბით უფრო ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში დრო მეტი მქონ­და, სახ­ლში გახ­ლდით, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ვა­ფა­სე და იმა­ზეც დავ­ფიქ­რდი, თე­ატ­რი იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც აქამ­დე იყო, კი­დევ უნდა თუ არა ვინ­მეს? მსოფ­ლიო შე­არ­ყია ამ­ხე­ლა ემო­ცი­ურ­მა სტრეს­მა. ამის მერე ალ­ბათ მა­ყუ­რე­ბელს სხვა რამ უნდა შევ­თა­ვა­ზოთ...

- დრა­მა­ტურ­გი­ამ უნდა იმუ­შა­ვოს, მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბი ვე­რა­ფერს იზამს...

- კი, ზო­გა­დად მე­ფიქ­რე­ბა იმა­ზე, მა­ყუ­რე­ბელს რა უნდა მი­ვა­წო­დოთ და რით უნდა და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ. ისევ იმ სპექ­ტაკ­ლე­ბით, იმ ტემ­პო­რიტ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს ვი­თომ? არა­ფე­რი მომ­ხდა­რა და არ შე­ვიმ­ჩნი­ოთ ეს უდი­დე­სი ამ­ბა­ვი? არ ვიცი, მე არ ვარ რე­ჟი­ო­სო­რი, უბ­რა­ლოდ ასე ვფიქ­რობ და ეს არის... თუმ­ცა მა­ინც მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღა­ცის­თვის ხდე­ბა. რა­ღაც ტვინ­ში უნდა გა­დაბ­რუნ­დეს, ვნა­ხოთ...

- მარ­თლაც, დიდ­ხანს მო­გი­წი­ათ მსა­ხი­ო­ბებს სცე­ნის, მა­ყუ­რებ­ლი­სა და ტა­შის გა­რე­შე ყოფ­ნა...

- სპორ­ტსმენ­მა რომ არ ივარ­ჯი­შოს, და­ახ­ლო­ე­ბით ამას ჰგავს. ამ გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ზო­გი­ერთ მსა­ხი­ობს გა­უჩ­ნდა ჩემ­ნა­ი­რი აზ­რე­ბი, რად­გან მათ ცხოვ­რე­ბა­ში სხვა ეტა­პი დად­გა.

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, თე­ატრმ­ცოდ­ნე:

- ხში­რად სვა­მენ კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, რო­დის და რა ფორ­მით გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა თე­ატ­რი პან­დე­მი­ას. მო­გეხ­სნე­ბათ, თე­ატ­რი, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, იქ­მნე­ბა დრა­მა­ტურ­გი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. ის სინ­თე­ზუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბაა და აერ­თი­ა­ნებს ხე­ლო­ვან­თა შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს და რე­სურ­სებს, ამი­ტო­მაც თუ არ და­ი­წე­რე­ბა პი­ე­სე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბიც ვერ და­იდ­გმე­ბა. აქ მე­ო­რე სა­კი­თხია: გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნას სჭირ­დე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა, შე­ფა­სე­ბა, შეს­წავ­ლა, ეს კი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც დროს მო­ი­თხოვს. თე­ატ­რი ვე­რას­დროს რე­ა­გი­რებს მოვ­ლე­ნა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად.

პან­დე­მია უნდა გახ­დეს ეტა­პი ძვე­ლის და­ვი­წყე­ბის და ახ­ლის და­წყე­ბის, თუ ისევ იგი­ვე რე­პერ­ტუ­არს შეს­თა­ვა­ზებს თე­ატ­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელს, მა­შინ თე­ატ­რი პუბ­ლი­კას და­კარ­გავს, რად­გან გაჩ­ნდა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და თე­ატ­რი ვალ­დე­ბუ­ლია, უპა­სუ­ხოს ამ გა­მოწ­ვე­ვებს. სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ, ყვე­ლა­ზე უპ­რი­ა­ნი კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის სპექ­ტაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, ამავდრო­უ­ლად თე­ატ­რი უნდა გა­და­იტ­ვირ­თოს, გა­ნახ­ლდეს არა მხო­ლოდ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, არა­მედ ტექ­ნი­კუ­რად, უნდა შე­იც­ვა­ლოს ძვე­ლი, დროს­თან შე­უ­სა­ბა­მო ტექ­ნო­ლო­გია თა­ნა­მედ­რო­ვე­თი. ამი­ტო­მაც, მა­ყუ­რებ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად ახლა სწო­რედ ამ ორი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად. პოსტპან­დე­მი­უ­რი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის პე­რი­ო­დი კი იქ­ნე­ბა რთუ­ლი, რად­გან თე­ატრს ბევრ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წევს.

ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- ისე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია, რა გი­თხრათ, არ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ან­დრეი ჟოლ­ტა­კის ფან­ტას­ტი­კუ­რი სპექ­ტაკ­ლია, მაგ­რამ რო­გორ გა­ნაგ­რძობს ის არ­სე­ბო­ბას, არც ეს ვიცი... ორ მოქ­მე­დე­ბაა, საათ-ნა­ხე­ვა­რი შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე გრძელ­დე­ბა. ორ მოქ­მე­დე­ბა­ზე, შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე პირ­ბა­დით დას­ვა მა­ყუ­რე­ბე­ლი, არ არის ად­ვი­ლი. რას შე­ე­ხე­ბა რე­პერ­ტუ­არს, რა თქმა უნდა, თე­ატრმა ეს გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მა უნდა შე­იმ­ჩნი­ოს. ხე­ლოვ­ნე­ბამ თუ არ უპა­სუ­ხა იმ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, რაც არის, ჩემი აზ­რით, ის ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის. ეს რაც მალე მოხ­დე­ბა, მით უკე­თე­სი და ყვე­ლა მოგ­ვი­წევს ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ამ გლო­ბა­ლურ­მა პრობ­ლე­მამ დე­და­მი­წა შე­არ­ყია და თავ­ზა­რი დაგ­ვცა. გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა - უამ­რა­ვი ტრა­გე­დია და­ატ­რი­ალ­და... ქარ­თულ დრა­მა­ტურ­გი­ა­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, 2020 წლის თე­ბერ­ვლამ­დე რაც იყო, რა­ზეც ბო­ლოს ვამ­ბობ­დით კი­დეც, რომ თით­ქოს, გარ­შე­მო რა­ღაც უკვე ამო­ი­წუ­რაო და ამ თავ­ზარ­დამ­ცემ­მა და დე­და­მი­წის შემრყევ­მა მოვ­ლე­ნამ მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­სო­რებს, სცე­ნოგ­რა­ფებს, სცე­ნა­რის­ტებს, მხატ­ვრებს, მუ­სი­კო­სებს მწერ­ლებს - ყვე­ლას თა­ვი­დან და­ბა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა. ალ­ბათ ბევ­რი ფილ­მი, სპექ­ტაკ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბი წა­მო­ვა...

ჯერ რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვია თა­ვად ფრა­ზა - "დარ­ჩი სახ­ლში“. ვინ რო­გორ და­ი­წყო სახ­ლში ასე ცხოვ­რე­ბა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვა კუ­თხით გა­იც­ნო. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ ამოტ­რი­ალ­და მე­გობ­რე­ბის, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი რომ შე­იქ­მნას სცე­ნა­ზე თუ კი­ნო­ში, ამ პან­დე­მი­ას თუ მი­ე­ძღვნე­ბა, სი­ა­მო­ვე­ბით ვი­თა­მა­შებ და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ჩემ­თვის ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი ინ­სპი­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბა და ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­წყე­ბა იქ­ნე­ბა...

- მაგ­რამ ჯერ მგო­ნი, დუმს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა...

- იმი­ტომ, რომ ჯერ პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს და ბევ­რი რამ გა­ურ­კვე­ვი­ლია. იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მალე (დრო კი გა­ი­წე­ლა) იქ­ნე­ბა... რაც თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ამ­ხე­ლა პა­უ­ზა არ მქო­ნია, 12- 3 თვე სცე­ნის გა­რე­შე ვი­ყა­ვი. წელს კი აპ­რილ­ში სპექ­ტაკ­ლი რომ ვი­თა­მა­შე, ამ ემო­ცი­ას ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. ჩემი თავი და­ვი­ნა­ხე, ანუ ძვე­ლი თა­მუ­ნა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და თა­მუ­ნას­თან შეხ­ვედ­რა...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
38

სანამ თეატრში სტურუა მაფიზობს, მუსიკაში კახიძე, ხოლო სპორტის მინისტრი მკვდარ კულტურას პატრონობს, არაფერი გამოვა! ისევ ნაფტალინის სუნიანი და ჩრჩილდაჭმული უსახობა იქნება და იქნება....

ია
0

ბოლო წლებია თეატრიდან გაკვირვებული გამოვდიოდი, რადგან სპექტაკლების უმეტესობა არ ვარგა. ვფიქრობ რეჟისორებს უჭირთ, უინტერესო პიესებს ირჩევენ და დადგმის ნიჭიც არა აქვთ. აბა უინტერესო პიესა, რომ ჭკვიანური მოეჩვენება, ესეიგი ინტელექტში მოიკოჭლებს და ასეთმა პიროვნებამ რა ლამაზი სპექტაკლი უნდა დადგას? იყო დრო ბილეთები არ იყო თეატრებში, რომელი ერთი ჩამოვთვალო? " ხანუმა", ეზოში ავი ძაღლია, იეთიმ გურჯი...... ა.შ. მთავარია საინტერესო შინაარსის პიესები... მსახიობები თითქმის ყველა ნიჭიერია, მაგრამ......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?

"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?

პანდემიაში თეატრი გაჩერდა, ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა... ცოტა ხნის წინ ამუშავდა, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით. გლობალურმა პრობლემამ ყველაზე მეტად ამ სფეროს წარმომადგენლები დააზარალა... დღეს მაყურებელი უამრავი პრობლებით დამძიმებული, დარბაზში საათ-ნახევრის მანძილზე პირბადეაფარებული ზის. ისმის არაერთი კითხვა - ამ უმძიმეს სიტუაციაში რამდენად უნდა მას იმავე რეპერტუარის, იმ პიესების ხილვა, რასაც პანდემიამდე ნახულობდა? უნდა ასახოს თუ არა თანამედროვე თეატრმა კაცობრიობის ეს უდიდესი პრობლემა სცენაზე?

ამ და სხვა საკითხზე ქართველი მსახიობების ნაწილი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

თათული ედიშრაშვილი, მსახიობი:

- ვისაც რისი დადგმა უნდა, ამის უფლებას და სურვილს ვერ წაართმევ, დადგას თუნდაც ჩეხოვი, შექსპირი, კლდიაშვილი. ეს შემოქმედებითი ამბავია. აქ ვფიქრობ, სხვა რამ არის უფრო მნიშვნელოვანი - ფორმატი, ხედვები, შიდა მენეჯმენტი. ეს თუ არ შეიცვალა, ამ მოცემულობას თეატრი დიდხანს ვერ გაუძლებს, რადგანაც პანდემიამ რეალურად რაღაცები დააჩქარა, შეცვალა, ცხოვრებაში ზოგადად ფუნქციებიც კი გადაანაცვლა და ბევრი რამ დაგვანახვა. ვიღაც დეპრესიაში ჩააგდო, ვიღაცას ოპტიმიზმის გრძნობა გაუღვივა, რადგანაც მიხვდა, რომ ხელის ჩაქნევა არ ღირდა და რაღაც ახალი უნდა მოეფიქრებინა. ჩემი აზრით, ქართულ თეატრში დიდი ხანია, დადგა დრო, რომ რაღაცები შეიცვალოს, უმეტესად - ფორმები, თორემ რეპერტუარი, როგორც ვთქვი, რეჟისორების ნებაა და სურვილი. ბუნებრივია, ეს პრობლემები, რამაც თამანედროვეობაში წამოიწია, ესეც უნდა პასუხობდეს დროს, რომელშიც ვცხოვრობთ.

- ანუ პანდემიის თემამ სცენაზეც უნდა გადაინაცვლოს?

- აუცილებალდ უნდა ითქვას, ოღონდ, ეს ყველაფერი ახალი ფორმებით და ხერხებით! პანდემიისგან დაზაფრული მაყურებელი თეატრში რომ მოდის, სამი საათი პიესას რომ აყურებინო, ამისთვის უნდა გქონდეს ხერხები. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დარბაზში ვერ გააჩერო, რადგანაც უამრავი პრობლემით ისედაც დაზაფრულია და ამ "რაღაცებში“ თავის თავი ვერ იპოვოს.

- კი, მაყურებელს სპექტაკლი იმიტომ უყვარს, რომ იქ თავის თავს, იმ ემოციას ეძებს, რაც სჭირდება...

- კი. აუცილებელია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, როცა თეატრში მოვლენ, მათ შესატყვისი სათქმელი დახვდეს, რაც სჭირდებათ. ვიმეორებ, აქ მასალაში კი არა, სათქმელში და გამოხატვის ხერხებშია მნიშვნილოვანი ცვლილება, სიახლეა შესატანი. ეს რეალურად, პირველ რიგში, მსახიობსაც დააინტერესებს. ხომ უნდა მოუნდეს ამის თქმა და თამაში და შემდეგ ბუნებრივია, მისი ნახვის სურვილი მაყურებელსაც გაუჩნდება.

ეკა ჩხეიძე:

- ზოგადად პესიმისტური განწყობა მაქვს. ალბათ, ასეა ბევრი და არა მარტო საქართველოში... ამ ცხოვრებაში თეატრის პერსპექტივის წარმოდგენა ცოტა მიჭირს, რადგან თეატრი და ჩვენი პროფესია, როგორც ადრე, ისე მგონი, არავის სჭირდება. არადა, ახლა პროფესიას ვერ შევიცვლი, იმის ჰობიც არ მაქვს, რომ მაგალითად, ვკერო ან ვქსოვო, უფრო სწორად ასეთი სურვილი არ გამჩენია, ანუ რაღაცით რომ ჩავანაცვლო... პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, უმეტესად კითხვით, სხვადასხვა საიტზე ამა თუ იმ სპექტაკლის ყურებით უფრო ვიყავი დაკავებული. ამ პერიოდში დრო მეტი მქონდა, სახლში გახლდით, რაღაცები გადავაფასე და იმაზეც დავფიქრდი, თეატრი იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იყო, კიდევ უნდა თუ არა ვინმეს? მსოფლიო შეარყია ამხელა ემოციურმა სტრესმა. ამის მერე ალბათ მაყურებელს სხვა რამ უნდა შევთავაზოთ...

- დრამატურგიამ უნდა იმუშავოს, მხოლოდ მსახიობი ვერაფერს იზამს...

- კი, ზოგადად მეფიქრება იმაზე, მაყურებელს რა უნდა მივაწოდოთ და რით უნდა დავაინტერესოთ. ისევ იმ სპექტაკლებით, იმ ტემპორიტმით უნდა გაგრძელდეს ვითომ? არაფერი მომხდარა და არ შევიმჩნიოთ ეს უდიდესი ამბავი? არ ვიცი, მე არ ვარ რეჟიოსორი, უბრალოდ ასე ვფიქრობ და ეს არის... თუმცა მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. რაღაც ტვინში უნდა გადაბრუნდეს, ვნახოთ...

- მართლაც, დიდხანს მოგიწიათ მსახიობებს სცენის, მაყურებლისა და ტაშის გარეშე ყოფნა...

- სპორტსმენმა რომ არ ივარჯიშოს, დაახლოებით ამას ჰგავს. ამ გაჩერების შემდეგ ზოგიერთ მსახიობს გაუჩნდა ჩემნაირი აზრები, რადგან მათ ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა.

ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე:

- ხშირად სვამენ კითხვას იმის შესახებ, როდის და რა ფორმით გამოეხმაურება თეატრი პანდემიას. მოგეხსნებათ, თეატრი, როგორც ხელოვნება, იქმნება დრამატურგიაზე დაყრდნობით. ის სინთეზური ხელოვნებაა და აერთიანებს ხელოვანთა შემოქმედებით იდეებს და რესურსებს, ამიტომაც თუ არ დაიწერება პიესები, სპექტაკლებიც ვერ დაიდგმება. აქ მეორე საკითხია: გარკვეულ მოვლენას სჭირდება დაკვირვება, შეფასება, შესწავლა, ეს კი პროცესია, რომელიც დროს მოითხოვს. თეატრი ვერასდროს რეაგირებს მოვლენაზე ოპერატიულად.

პანდემია უნდა გახდეს ეტაპი ძველის დავიწყების და ახლის დაწყების, თუ ისევ იგივე რეპერტუარს შესთავაზებს თეატრები მაყურებელს, მაშინ თეატრი პუბლიკას დაკარგავს, რადგან გაჩნდა ახალი გამოწვევები, ახალი მოთხოვნები საზოგადოებაში და თეატრი ვალდებულია, უპასუხოს ამ გამოწვევებს. სტრესულ სიტუაციაში, როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყველაზე უპრიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლები იქნება, ამავდროულად თეატრი უნდა გადაიტვირთოს, განახლდეს არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ტექნიკურად, უნდა შეიცვალოს ძველი, დროსთან შეუსაბამო ტექნოლოგია თანამედროვეთი. ამიტომაც, მაყურებლის დასაბრუნებლად ახლა სწორედ ამ ორი ამოცანის გადაჭრა მიმაჩნია მიზანშეწონილად. პოსტპანდემიური ქართული თეატრის პერიოდი კი იქნება რთული, რადგან თეატრს ბევრ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.

ბუბა ჭოღოშვილი, მსახიობი:

- ისეთი რეგულაციებია, რა გითხრათ, არ ვიცით, რა იქნება. მაგალითად, ანდრეი ჟოლტაკის ფანტასტიკური სპექტაკლია, მაგრამ როგორ განაგრძობს ის არსებობას, არც ეს ვიცი... ორ მოქმედებაა, საათ-ნახევარი შესვენების გარეშე გრძელდება. ორ მოქმედებაზე, შესვენების გარეშე პირბადით დასვა მაყურებელი, არ არის ადვილი. რას შეეხება რეპერტუარს, რა თქმა უნდა, თეატრმა ეს გლობალური პრობლემა უნდა შეიმჩნიოს. ხელოვნებამ თუ არ უპასუხა იმ ყოველდღიურობას, რაც არის, ჩემი აზრით, ის ხელოვნება არ არის. ეს რაც მალე მოხდება, მით უკეთესი და ყველა მოგვიწევს ამის გათვალისწინება.

თამუნა ნიკოლაძე, მსახიობი:

- ამ გლობალურმა პრობლემამ დედამიწა შეარყია და თავზარი დაგვცა. გარდაცვალება, სიკვდილიანობა - უამრავი ტრაგედია დაატრიალდა... ქართულ დრამატურგიაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში, 2020 წლის თებერვლამდე რაც იყო, რაზეც ბოლოს ვამბობდით კიდეც, რომ თითქოს, გარშემო რაღაც უკვე ამოიწურაო და ამ თავზარდამცემმა და დედამიწის შემრყევმა მოვლენამ მსახიობებს, რეჟისორებს, სცენოგრაფებს, სცენარისტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს მწერლებს - ყველას თავიდან დაბადების საშუალება მოგვცა. ალბათ ბევრი ფილმი, სპექტაკლი სერიოზული თემები წამოვა...

ჯერ რამხელა ამბავია თავად ფრაზა - "დარჩი სახლში“. ვინ როგორ დაიწყო სახლში ასე ცხოვრება, ოჯახის წევრები სხვა კუთხით გაიცნო. მოკლედ, ბევრი რამ ამოტრიალდა მეგობრების, დედმამიშვილების ცხოვრებაში. კარგი ქართული პროდუქტი რომ შეიქმნას სცენაზე თუ კინოში, ამ პანდემიას თუ მიეძღვნება, სიამოვებით ვითამაშებ და ქართულ რეალობაში ჩემთვის ეს აბსოლუტურად ახალი ინსპირაციის საშუალება, ხელახლა დაბადება და ახალი სიცოცხლის დაწყება იქნება...

- მაგრამ ჯერ მგონი, დუმს ამ მიმართულებით საზოგადოება...

- იმიტომ, რომ ჯერ პანდემია მძვინვარებს და ბევრი რამ გაურკვევილია. იმედი მაქვს, ძალიან მალე (დრო კი გაიწელა) იქნება... რაც თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ამხელა პაუზა არ მქონია, 12- 3 თვე სცენის გარეშე ვიყავი. წელს კი აპრილში სპექტაკლი რომ ვითამაშე, ამ ემოციას ვერაფერი შეედრება. ჩემი თავი დავინახე, ანუ ძველი თამუნა, ძალიან გამიხარდა თამუნასთან შეხვედრა...

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები