საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?
"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?
  • ფო­ტო­კო­ლა­ჟი: პრო­ტეს­ტი, თურ­ქე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გა­ნი

თურ­ქუ­ლი გა­ზე­თი "ჰუ­რი­ე­თი“ («Hürriyet») სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის გამო მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს ეხ­მა­უ­რე­ბა დ 9 ივ­ნისს, აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "კაშ­ხა­ლის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (ავ­ტო­რი - ნერ­დუნ ჰა­სი­ოღ­ლუ).

გა­გაც­ნობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ტექსტს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ზი­სი და­ი­წყო კაშ­ხა­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის გამო, რო­მე­ლიც თურ­ქუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის ენკა-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­საც შე­ე­ხო. ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ იმ მიზ­ნით, რომ მშე­ნებ­ლო­ბას უარი ეთ­ქვას და რად­გა­ნაც მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს, ამ­ჯე­რად თურ­ქი მუ­შე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც და­ი­წყეს მოქ­მე­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის ქცე­ვამ თურ­ქი მუ­შე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნა, ჩვე­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გა­ნი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ნუ­ცხა­და - "თქვენ თურქ მუ­შებს კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ელა­პა­რა­კოთ“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბის გამო კრი­ზი­სი გა­სულ კვი­რას გამ­წვავ­და. პრობ­ლე­მის ის­ტო­რია ასე­თია: 2019 წელს ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­შიც თურ­ქულ­მა კომ­პა­ნი­ამ ენკა-მ და ნორ­ვე­გი­ულ­მა ენერ­გო­კომ­პა­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვეს, 730 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბით.

მაგ­რამ როცა მდი­ნა­რე რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა და­ი­წყო, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, რო­მე­ლიც მე­ვე­ნა­ხე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­ი­თხო­ვა. აპ­რილ­ში, როცა კრი­ზი­სი გამ­წვავ­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა ერთი წლით შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა კაშხლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა ჯგუფ­მა პრო­ტეს­ტის გაგ­რძე­ლე­ბა მა­ინც გა­და­წყვი­ტა და პრო­ექ­ტის გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვა.

  • "და­უშ­ვე­ბე­ლია!“

მას შემ­დეგ, რაც გა­სუ­ლი კვი­რას სი­ტუ­ა­ცია სა­გან­გა­შო გახ­და, თბი­ლის­ში თურ­ქე­თის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის ეკ­რა­ნი­დან გა­ნა­ცხა­და:

"ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" კაშხლის პრო­ექ­ტის სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნეს ქარ­თველ ხალ­ხსა და კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის, კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ღიად ვიმ­სჯე­ლოთ, მაგ­რამ კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი თურ­ქი მუ­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბი­ან, მუ­ქა­რის მი­ზა­ნი არ უნდა იყ­ვნენ, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია“.

თუმ­ცა, იმ დროს, როცა ელჩი ფატ­მა ჯე­რენ იაზ­გა­ნი ქარ­თველ ხალ­ხს მი­მარ­თავ­და, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ლი­დერ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა წინა პლან­ზე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა წა­მო­ა­ყე­ნა. ამ­ჟა­მად უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დან­ზე ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მინოვიჩი
42

ჯერ სად ხართ, ვარლამები ისეთებს დაატრიალებენ...ამათ კიდე ძინავთ ზეზეულად

საოცარია
7

რა უნდა ნამახვანში თურქ მუშებს. ინჟინერ ტექნიკური პერსონა კი ბატონო, მაგრამ საქართველოში მუშა დაილია? ქართველები სამუშაოს გერმანიის ყანებში ეძებენ აქ კი თურქებს ასაქმებენ. ამიტომ არის სწორედ იმ ხელშეკრულების ხელის მომწერები სამაგალითოდ დასასჯელი, ასეთ პირობებს რომ მოაწრეს ხელი. აქ თუ ადგილობრივი არ დასაქმდება, რიონის ხეობა დაიტბორება და დენსაც თავის ნებაზე მოიხმარენ, მაშინ საქართველოს რა სარგებელი ექნება? ინვესტორი ვალდებული უნდა იყოს მუშათა კონტინგენტის 80% ადგილზე გადაამზადოს. მშნებლობის დასრულების შემდეგაც პერსონალის 80% ადგილობრივი კადრებით დააკომპლექტოს. სხავა შემთხვევაში საქართველო უცხოელების დასაქმების პოლიგონად იქცევა, რაც დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც მალე აისახება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?

"თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“ - რას წერს თურქული გაზეთი "ნამახვანჰესის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?
  • ფოტოკოლაჟი: პროტესტი, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი

თურქული გაზეთი "ჰურიეთი“ («Hürriyet») საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება დ 9 ივნისს, აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებული კრიზისი საქართველოში“ (ავტორი - ნერდუნ ჰასიოღლუ).

გაგაცნობთ პუბლიკაციის ტექსტს:

"საქართველოში კრიზისი დაიწყო კაშხალის მშენებლობის პროექტის გამო, რომელიც თურქული სამშენებლო კომპანიის ენკა-ს თანამშრომლებსაც შეეხო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინონ იმ მიზნით, რომ მშენებლობას უარი ეთქვას და რადგანაც მიზანს ვერ მიაღწიეს, ამჯერად თურქი მუშების წინააღმდეგაც დაიწყეს მოქმედება. მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ქცევამ თურქი მუშების მდგომარეობას საფრთხე შეუქმნა, ჩვენი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ქართული ტელევიზიით გამოვიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა - "თქვენ თურქ მუშებს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ელაპარაკოთ“.

საქართველოში ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის გამო კრიზისი გასულ კვირას გამწვავდა. პრობლემის ისტორია ასეთია: 2019 წელს ქვეყნის მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა კაშხლის მშენებლობის თაობაზე, რომელშიც თურქულმა კომპანიამ ენკა-მ და ნორვეგიულმა ენერგოკომპანიამ გაიმარჯვეს, 730 მილიონი დოლარის ინვესტიციის შეთავაზებით.

მაგრამ როცა მდინარე რიონის ხეობაში პროექტის რეალიზება დაიწყო, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც მევენახეობით არის დაკავებული, ჰესის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. აპრილში, როცა კრიზისი გამწვავდა, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება კაშხლის მშენებლობა ერთი წლით შეჩერებულიყო, თუმცა კაშხლის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა პროტესტის გაგრძელება მაინც გადაწყვიტა და პროექტის გაუქმება მოითხოვა.

  • "დაუშვებელია!“

მას შემდეგ, რაც გასული კვირას სიტუაცია საგანგაშო გახდა, თბილისში თურქეთის ელჩმა საქართველოს ტელევიზიის ეკრანიდან განაცხადა:

"ნამახვანჰესის" კაშხლის პროექტის საკითხი შეიძლება განხილული იქნეს ქართველ ხალხსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის, კონტრაქტის პირობებზე შეიძლება ღიად ვიმსჯელოთ, მაგრამ კაშხლის მშენებლობაზე დასაქმებული თურქი მუშები, რომლებიც საქართველოში ვალდებულების შესასრულებლად იმყოფებიან, მუქარის მიზანი არ უნდა იყვნენ, ეს დაუშვებელია“.

თუმცა, იმ დროს, როცა ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ქართველ ხალხს მიმართავდა, საპროტესტო აქციის ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა წინა პლანზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. ამჟამად უსაფრთხოების დაცვას სამშენებლო მოედანზე ქართული პოლიცია უზრუნველყოფს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ქართული კულტურის სფეროში ღრმა კვალის დამტოვებელი... პიროვნულადაც გამორჩეული..." - პატრიარქის სამძიმრის წერილი ზურაბ ბაკურაძის ახლობლებს

"ცხოვრების ბოლო აკორდი...ტკივილიანი ბოლო ტაში" - ზურა ბაკურაძე სამების ტაძრიდან მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

მომღერალი ზურაბ ბაკურაძე დაკრძალეს - კადრები სამების ტაძრიდან