სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი
"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი

ამ დრო­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არა­ნა­ი­რად საკ­მა­რი­სი არ არის. დღემ­დე არ ვი­ცით, თუ რა ეტაპ­ზე გა­უ­კეთ­და მე­გის ად­რე­ნა­ლი­ნი. ექ­სპერ­ტი­ზა ჩუ­მა­დაა და არ იძ­ლე­ვა პა­სუხს, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი 27 წლის ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა ვახო ბა­რა­მაშ­ვილ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­დამ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ: გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი და ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე, რომ­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს, რომ მეგი ცუ­დად გახ­და და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კლი­ნი­კა მა­ინც და­ტო­ვეს.

„ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამ დრო­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არა­ნა­ი­რად საკ­მა­რი­სი არ არის. რაც გვაქვს, აქე­დან უნდა ამო­ვი­დეთ, ვიმ­სჯე­ლოთ... გა­მო­ი­კი­თხნენ გარ­კვე­უ­ლი მოწ­მე­ე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. ამას­თან, გარ­კვე­უ­ლი მოწ­მე­ე­ბი ცრუ ჩვე­ნე­ბებს იძ­ლე­ოდ­ნენ.

ამ წუ­თის­თვის, დღემ­დე არ ვი­ცით, თუ რა ეტაპ­ზე გა­უ­კეთ­და მე­გის ად­რე­ნა­ლი­ნი. მოწ­მე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის სივ­რცე­ში მე­გის ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­კე­თე­ბია. ბექა ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას უწევ­და მე­გის, პირ­ველ რიგ­ში ად­რე­ნა­ლი­ნი რა­ტომ არ გა­უ­კე­თა? და რა­ტომ გა­უ­კე­თა დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი? ასე­ვე, ბა­ტო­ნი ბექა იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირი არ არის, ის არ არის იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში არა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, უბ­რა­ლოდ, შემ­თხვე­ვით და­ი­ნა­ხა ცუ­დად გამ­ხდა­რი ადა­მი­ა­ნი და მისი დახ­მა­რე­ბა და­ი­წყო და შე­სა­ბა­მი­სად, სტან­დარ­ტულ ალერ­გი­ას უმ­კურ­ნა­ლა.

ზო­გა­დად ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­დამ­ზა­დე­ბა გავ­ლი­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ: გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი და ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე, რომ­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს რომ მეგი ცუ­დად გახ­და, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კლი­ნი­კა მა­ინც და­ტო­ვეს და მეგი მა­ინც მი­ა­ტო­ვეს. გა­მო­ვი­და, რომ პა­ცი­ენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ვერ მი­ი­ღო. ესაა რაც ამ წუ­თას დგინ­დე­ბა.

ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა: ხვალ რომ ისევ ტრა­გე­დია მოხ­დეს, ვინ იქ­ნე­ბა ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?! - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, 27 წლის ექთა­ნი მეგი ბაქ­რა­ძე, რო­მელ­საც „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და, თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ინესა
0

კი მაგრამ, ხომ ითქვა, რომ ემბოლიით დაიღუპა და არა ალერგიული შოკით. როგორც მახსოვს, რატიანიც ამ ვერსიისკენ იყო.

ავტორი:

"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი

"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. ექსპერტიზა ჩუმადაა და არ იძლევა პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ექთნის გარდაცვალების დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს, რომ მეგი ცუდად გახდა და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არანაირად საკმარისი არ არის. რაც გვაქვს, აქედან უნდა ამოვიდეთ, ვიმსჯელოთ... გამოიკითხნენ გარკვეული მოწმეები, ამოღებული იქნა გარკვეული მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები. ამასთან, გარკვეული მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ.

ამ წუთისთვის, დღემდე არ ვიცით, თუ რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი. მოწმეები ამბობენ, რომ იმუნიზაციის სივრცეში მეგის ადრენალინი არ გაკეთებია. ბექა ლიპარტელიანმა, რომელიც დახმარებას უწევდა მეგის, პირველ რიგში ადრენალინი რატომ არ გაუკეთა? და რატომ გაუკეთა დექსამეტაზონი? ასევე, ბატონი ბექა იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული პირი არ არის, ის არ არის იმუნიზაციის პროცესში არაფერზე პასუხისმგებელი პირი, უბრალოდ, შემთხვევით დაინახა ცუდად გამხდარი ადამიანი და მისი დახმარება დაიწყო და შესაბამისად, სტანდარტულ ალერგიას უმკურნალა.

ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადება გავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს რომ მეგი ცუდად გახდა, ადგილზე იმყოფებოდნენ და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს და მეგი მაინც მიატოვეს. გამოვიდა, რომ პაციენტმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ესაა რაც ამ წუთას დგინდება.

ძალიან ლოგიკური კითხვა ჩნდება: ხვალ რომ ისევ ტრაგედია მოხდეს, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?! - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

"ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება" - გახარიას გუნდმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR