საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ დგას საქართველოს გვერდით და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას" - რა გზავნილები ჩამოიტანა ბაიდენის მთავრობის მაღალჩინოსანმა აშშ-დან
"აშშ დგას საქართველოს გვერდით და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას" - რა გზავნილები ჩამოიტანა ბაიდენის მთავრობის მაღალჩინოსანმა აშშ-დან

ბა­ი­დენ-ჰა­რი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად შავი ზღვის რე­გი­ონ­ში, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, ფი­ლიპ რი­კერ­მა მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის ცენ­ტრში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნი­სა, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა.

"ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი თბი­ლის­ში სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ბლინ­კე­ნის სა­ხე­ლით, ამ დრომ­დე გვქონ­და საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და გა­სულ შე­მოდ­გო­მა­ზეც, რო­დე­საც აქ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი პომ­პეო იმ­ყო­ფე­ბო­და. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ აქ ვარ და მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას მი­ღე­ბის­თვის. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ვი­ზი­ტი და­გეგ­მი­ლი იყო 2020 წლის მარ­ტში, თუმ­ცა კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო მოგ­ვი­წია მისი გა­და­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ სი­ტუ­ა­ცია ამ კუ­თხით უკე­თეს­დე­ბა.

ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ რა თქმა უნდა, გა­ვაგ­რძე­ლებ შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­ვემ­გზავ­რე­ბი ბა­ქო­სა და ერე­ვან­ში და იქი­დან კვლავ უკან დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით.

ბა­ი­დენ-ჰა­რი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად შავი ზღვის რე­გი­ონ­ში. ნამ­დვი­ლად მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს ასე­თი პი­რის­პი­რი შეხ­ვედ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ჩემი ვი­ზი­ტის გზავ­ნი­ლი გახ­ლავთ, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, უსაფრ­თხო და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნი­სა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ კონ­ტექ­სტში 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მებს.

რა თქმა უნდა, მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ჩვენ ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას. მე რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ღებ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­დან. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ პრო­ცეს­ში ვი­თა­მა­შეთ როლი, როცა საქ­მე ეხე­ბო­და ოპო­ზი­ცი­ა­სა და მმარ­თველ პარ­ტი­ას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას, რაც დას­რულ­და ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხი­დან ახა­ლი გზის პოვ­ნით. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა ამ პარ­ტი­ამ იმუ­შა­ოს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად და გა­ა­კე­თონ ის საქ­მე, რა მო­თხოვ­ნა­საც უყე­ნე­ბენ მათ თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლე­ბი. აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა პარ­ტი­ას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვით მოქ­მე­დე­ბის­კენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შემ­ცირ­დეს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დონე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამა­ზე პარ­ტი­ებ­მა უნდა იმუ­შა­ონ, იმი­ტომ, რომ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, აქ არის 3 ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი: ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც არის პრობ­ლე­მა­ტუ­რი თუმ­ცა, სა­კი­თხი უნდა გა­და­წყდეს და მოხ­დეს ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, შემ­დე­გომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბია სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ფი­ლიპ რი­კერ­მა.

მან რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცია დაგ­მო.

"დღეს მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან. შეხ­ვედ­რე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ­დი, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც კო­ვი­დის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და რა თქმა უნდა, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვედ­რა­ზე შე­ვახ­სე­ნე და უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ას შევ­ხვდე­ბი, მა­თაც შე­ვახ­სე­ნებ, რომ კომ­პრო­მი­სი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ მრა­ვალ­პარ­ტი­ულ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა.

ჩემი გზავ­ნი­ლი ახ­ლაც და მას შემ­დეგ, რაც კვლავ დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, გახ­ლავთ ის, რომ აშშ დგას სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით და მხარს უჭერს ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და გმობს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და რი­კერ­მა.

მისი თქმით, აშშ მტკი­ცედ უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

ამას­თან, ფი­ლიპ რი­კერ­მა პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ხა­ტა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის და მათი წვლი­ლის მი­მართ, რომ­ლე­ბიც მათ სხვა­დას­ხვა მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­აქვთ.

"აშშ მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მათ შო­რის ნატო-ში. ჩვენ ერ­თგუ­ლი ვართ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­ნა­ცხა­დის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კო­ვი­დის კუ­თხით. აშშ მხარ­ში უდ­გას სა­ქარ­თვე­ლოს და ვაქ­ცი­ნით და­ვეხ­მა­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი იმ ქვეყ­ნებ­ში, ვინც მი­ი­ღებს გა­მო­ყო­ფი­ლი 25 მი­ლი­ო­ნი დო­ზი­დან გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ აშშ გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სურ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას, რომ მათ იცხოვ­რონ გან­ვი­თა­რე­ბულ და წარ­მა­ტე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ა­ში, ჩვენ თქვენს გვერ­დით ვიქ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და რი­კერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
24

მისასალმებელია, რომ ახალი ტერმინოლოგით, გმობს და არ შფოთდება, ჩვენი ოკუპაციით.

დ გ
19

დაგმობა და აღშფოთება რომ.შველოდეს საქმეს კარგი იქნებოდა

ავტორი:

"აშშ დგას საქართველოს გვერდით და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას" - რა გზავნილები ჩამოიტანა ბაიდენის მთავრობის მაღალჩინოსანმა აშშ-დან

"აშშ დგას საქართველოს გვერდით და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას" - რა გზავნილები ჩამოიტანა ბაიდენის მთავრობის მაღალჩინოსანმა აშშ-დან

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანია უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნისა, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმება.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სახელით, ამ დრომდე გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოში. საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა მქონდა გასულ შემოდგომაზეც, როდესაც აქ სახელმწიფო მდივანი პომპეო იმყოფებოდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მიღებისთვის. თავდაპირველად ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო 2020 წლის მარტში, თუმცა კოვიდით გამოწვეული სიტუაციის გამო მოგვიწია მისი გადადება, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ამ კუთხით უკეთესდება.

ამ პრესკონფერენციის შემდეგ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ შეხვედრებს საქართველოში. მივემგზავრები ბაქოსა და ერევანში და იქიდან კვლავ უკან დავბრუნდები საქართველოში გარკვეული პერიოდით.

ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციისთვის საქართველო რჩება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად შავი ზღვის რეგიონში. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მაქვს ასეთი პირისპირი შეხვედრების შესაძლებლობა.

ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს წარმატება როგორც განვითარებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნისა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს.

რა თქმა უნდა, მის განხორციელებაზე ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას. მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საელჩოდან. მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში ვითამაშეთ როლი, როცა საქმე ეხებოდა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების წარმოებას, რაც დასრულდა ამ პოლიტიკური ჩიხიდან ახალი გზის პოვნით. ახლა საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პარტიამ იმუშაოს კონსტრუქციულად და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავისი ამომრჩევლები. აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს პოლარიზაციის დონე საქართველოში და ამაზე პარტიებმა უნდა იმუშაონ, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, აქ არის 3 ძირითადი კომპონენტი: ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც არის პრობლემატური თუმცა, საკითხი უნდა გადაწყდეს და მოხდეს ამნისტიის კანონის მიღება, შემდეგომ განხორციელება და შემდეგი საკითხებია საარჩევნო და სასამართლო რეფორმები“, - აღნიშნა ფილიპ რიკერმა.

მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დაგმო.

"დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, როდესაც კოვიდისგან გამოწვეული სიტუაციაა, ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე შევახსენე და უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციას შევხვდები, მათაც შევახსენებ, რომ კომპრომისი აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი დემოკრატიული განვითარებისას, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

ჩემი გზავნილი ახლაც და მას შემდეგ, რაც კვლავ დავბრუნდები საქართველოში, გახლავთ ის, რომ აშშ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას", - განაცხადა რიკერმა.

მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ამასთან, ფილიპ რიკერმა პატივისცემა გამოხატა ქართველი ჯარისკაცების და მათი წვლილის მიმართ, რომლებიც მათ სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით შეაქვთ.

"აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, მათ შორის ნატო-ში. ჩვენ ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განაცხადის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა კოვიდის კუთხით. აშშ მხარში უდგას საქართველოს და ვაქცინით დავეხმარებით. საქართველო იქნება პირველი იმ ქვეყნებში, ვინც მიიღებს გამოყოფილი 25 მილიონი დოზიდან გარკვეულ რაოდენობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს, ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას, რომ მათ იცხოვრონ განვითარებულ და წარმატებულ დემოკრატიაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით", - განაცხადა რიკერმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე საქართველოში ყოფილი ელჩი წარადგინა

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ