სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი
"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ბავ­შვე­ბის ე.წ. მა­უ­გლის მე­თო­დით ვარ­ჯიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს მე­თო­დი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო ჩა­რე­ვაა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ შე­ის­წავ­ლა მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის თვით­ნე­ბუ­რი ე.წ. მა­უ­გლის მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხი და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტი და­ად­გი­ნა.

შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი წარ­მო­ად­გენს ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცველ ჩა­რე­ვას, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბით მათ ად­რე­ულ ასაკ­ში, მძი­მე და შე­უქ­ცე­ვა­დი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პირს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პე­დი­ატ­რი­ის სა­ე­ქი­მო სპე­ცი­ა­ლო­ბის ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ე.წ. მა­უ­გლის ვარ­ჯი­შე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ­სად არ მო­ი­პო­ვე­ბა. უც­ნო­ბია, თუ რას ემ­ყა­რე­ბა ეს მე­თო­დი, არის თუ არა სად­მე აღ­წე­რი­ლი და აქვს თუ არა მას რა­ი­მე თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი. ხოლო, ის კად­რე­ბი, რაც ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­ში ვრცელ­დე­ბა, მი­უ­თი­თებს, რომ ეს არის ძალ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ახალ­შო­ბი­ლო­ბის ასა­კი­დან და რო­მე­ლიც ბავ­შვის თა­ვის ტვი­ნის და საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია და შე­საძ­ლოა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი ფორ­მა.

ექ­სპერ­ტის თქმით, თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მა ისეთ­მა თით­ქოს უბ­რა­ლო გარ­თო­ბა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გორც თა­მა­შის მიზ­ნით ბავ­შვის ჰა­ერ­ში აგ­დე­ბა და და­ჭე­რაა. თა­ვის ტვინ­სა და თა­ვის ქა­ლას ძვლებს შო­რის მცი­რე სივ­რცეა, შენ­ჯღ­რე­ვა იწ­ვევს თა­ვის ტვი­ნის უხეშ შე­ხე­ბას ძვლებ­თან და მის ტრავ­მი­რე­ბას, რა­საც შე­საძ­ლოა მოჰ­ყვეს თა­ვის ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვა, მისი შე­შუ­პე­ბა და სიკ­ვდი­ლიც კი (შემ­თხვე­ვა­თა 13-23%-ში). გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ძვლე­ბის და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა, თვა­ლის ბა­დუ­რა­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვა, რა­მაც მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ან მისი და­კარ­გვა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დოს მსგავ­სი ტი­პის ჩა­რე­ვებს და არ შე­უქ­მნას ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე.ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფომ მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი ან­ხორ­ცი­ე­ლოს, მსგავ­სი პრაქ­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და შემ­თხვე­ვებ­ზე დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nikolozi
20

sainteresoa am qalb,ra ganatleba aqvs?

 

ლელა
5

ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატი ბავშვების ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს მეთოდი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ჩარევაა.

"საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. მაუგლის მეთოდით მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს. აღნიშნული მეთოდის განმახორციელებელ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ პედიატრიის საექიმო სპეციალობის ექსპერტის შეფასებით, ე.წ. მაუგლის ვარჯიშების შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი. ხოლო, ის კადრები, რაც ინტერნეტ-სივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.

ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა. თავის ტვინსა და თავის ქალას ძვლებს შორის მცირე სივრცეა, შენჯღრევა იწვევს თავის ტვინის უხეშ შეხებას ძვლებთან და მის ტრავმირებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, მისი შეშუპება და სიკვდილიც კი (შემთხვევათა 13-23%-ში). გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ძვლების და რბილი ქსოვილების დაზიანება, ხერხემლის მალების მოტეხილობა, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევა, რამაც მხედველობის გაუარესება ან მისი დაკარგვა გამოიწვიოს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე.ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მუდმივი მონიტორინგი ანხორციელოს, მსგავსი პრაქტიკების გავრცელების პრევენციისა და შემთხვევებზე დროული რეაგირების მიზნით", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

"ქვეყანაში მასიური ვაქცინაციის უახლოეს მომავალში დაიწყება, რეალურია" - რამდენი ვაქცინა შემოვა საქართველოში წლის ბოლომდე და უნდა ატარონ თუ არა აცრილებმა ნიღაბი?

რამდენი ადამიანია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი და რამდენი ინფიცირებული გადის მკურნალობას კლინიკაში - თამარ გაბუნია უახლესი მონაცემებით

მასწავლებელთა აღიარების რეგიონალური კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს