საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „უნივერსიადა 2021“-ზე სამი ოქრო მოიპოვა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „უნივერსიადა 2021“-ზე სამი ოქრო მოიპოვა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა, „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ა­და-2021“-ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ გუნ­დურ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სპორ­ტულ სა­ხე­ო­ბებ­ში, ამ ეტაპ­ზე, 3 ოქრო, 3 ვერ­ცხლი და 6 ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ა­და 2021“-ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შვიდ­კა­ცა მო­რაგ­ბე­თა გუნ­დი.

სტუ-ის მო­რაგ­ბე­თა გუნ­დის გარ­და, ჩემ­პი­ო­ნო­ბა ქვი­შის ფრენ­ბურთში სტუ-ის ვაჟ­თა გუნ­დმაც მო­ი­პო­ვა და მო­რაგ­ბე­ე­ბის მსგავ­სად, ოქრო და­ი­სა­კუთ­რა. ქვი­შის ფრენ­ბურთში სტუ-ის გო­გო­ნა­თა გუნ­დი კი მე-2 ად­გილ­ზე გა­ვი­და და ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­გო.

მე­სა­მე ოქრო მო­ი­პო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, ძი­უ­დოსტმა საბა ინა­ნე­იშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც 100+ კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­ა­მარ­ცხა.

ძი­უ­დოს სა­ხე­ო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზეს და ვერ­ცხლის მედ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ სტუ-ის სტუ­დენ­ტე­ბი: ვა­ლე­რი არ­ხო­ზაშ­ვი­ლი - 60 კგ და ემ­ზარ კო­კო­ლაშ­ვი­ლი - 100 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებ­ში, ხოლო ბრინ­ჯაო მო­ი­გეს სტუ-ის სტუ­დენ­ტებ­მა: თა­მაზ ჯა­ხაშ­ვილ­მა და ბად­რი ხა­ტის­კაც­მა - 100+ კგ, თორ­ნი­კე გვი­ჭი­ან­მა - 81 კგ, გი­ორ­გი მუ­ლა­ძემ - 100 კგ, და­ვით ჩუტ­კე­რაშ­ვილ­მა - 73 კგ, ილია ბა­თუ­რიშ­ვილ­მა - 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ძი­უ­დოს სა­ხე­ო­ბის გუნ­დურ ჩათ­ვლა­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო დრო­ე­ბით შე­წყვე­ტი­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა ისევ გა­ნახ­ლდა და „უნი­ვერ­სი­და 2021“-ში სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სპორ­ტუ­ლი გუნ­დი ჩა­ერ­თო.

„ჩვენ 13-ე სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკვე სამი ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოქ­როს მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს ჩვენ­მა მო­რაგ­ბე­თა გუნ­დმა და ქვი­შის ფრენ­ბურთში ვაჟ­თა გუნ­დმა. ასე­ვე, ოქ­როს მფლო­ბე­ლი გახ­და ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი ძი­უ­დო­ში. მო­მა­ვალ წელს, ზა­ფხულ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლო­ნეთ­ში, ევ­რო­პის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტუ­რი უნი­ვერ­სი­ა­და ტარ­დე­ბა, „სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ა­და-2021“ კი შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პია, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

„სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ა­და-2021“, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 25 მა­ისს და­ი­წყო და 30 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მას­შტა­ბუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის, კულ­ტუ­რი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო და თბი­ლი­სის მე­რი­აა.

NS

ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „უნივერსიადა 2021“-ზე სამი ოქრო მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „უნივერსიადა 2021“-ზე სამი ოქრო მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, „საქართველოს უნივერსიადა-2021“-ის ფარგლებში ჩატარებულ გუნდურ და ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში, ამ ეტაპზე, 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვეს. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა და „საქართველოს უნივერსიადა 2021“-ის ჩემპიონი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შვიდკაცა მორაგბეთა გუნდი.

სტუ-ის მორაგბეთა გუნდის გარდა, ჩემპიონობა ქვიშის ფრენბურთში სტუ-ის ვაჟთა გუნდმაც მოიპოვა და მორაგბეების მსგავსად, ოქრო დაისაკუთრა. ქვიშის ფრენბურთში სტუ-ის გოგონათა გუნდი კი მე-2 ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიგო.

მესამე ოქრო მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ძიუდოსტმა საბა ინანეიშვილმა, რომელმაც 100+ კგ წონით კატეგორიაში ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა.

ძიუდოს სახეობაში წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ სტუ-ის სტუდენტები: ვალერი არხოზაშვილი - 60 კგ და ემზარ კოკოლაშვილი - 100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ბრინჯაო მოიგეს სტუ-ის სტუდენტებმა: თამაზ ჯახაშვილმა და ბადრი ხატისკაცმა - 100+ კგ, თორნიკე გვიჭიანმა - 81 კგ, გიორგი მულაძემ - 100 კგ, დავით ჩუტკერაშვილმა - 73 კგ, ილია ბათურიშვილმა - 90 კგ წონით კატეგორიებში. საერთო ჯამში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძიუდოს სახეობის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ კოვიდპანდემიის გამო დროებით შეწყვეტილი საუნივერსიტეტო სპორტული ცხოვრება ისევ განახლდა და „უნივერსიდა 2021“-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სპორტული გუნდი ჩაერთო.

„ჩვენ 13-ე სპორტულ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე სამი ოქროს მედლის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლები მოიპოვეს ჩვენმა მორაგბეთა გუნდმა და ქვიშის ფრენბურთში ვაჟთა გუნდმა. ასევე, ოქროს მფლობელი გახდა ჩვენი სტუდენტი ძიუდოში. მომავალ წელს, ზაფხულში, სავარაუდოდ, პოლონეთში, ევროპის საერთაშორისო სტუდენტური უნივერსიადა ტარდება, „საქართველოს უნივერსიადა-2021“ კი შესარჩევი ეტაპია, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები წარმატებით ასპარეზობენ“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

„საქართველოს უნივერსიადა-2021“, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 25 მაისს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. მასშტაბური საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიების მხარდამჭერები კი საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის მერიაა.

NS

სწრაფი ონლაინ სესხები: რა პრიორიტეტებით გამოირჩევა სფეის სესხი

საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"გასამდა....გავღარიბდით, დავობლდით" - როგორ ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას