მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)
აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)

მაშ­ვე­ლებ­მა აბას­თუმ­ნის ტყე­ში და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი გუ­შინ იპო­ვეს, ისი­ნი დღეს ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია დაბა აბას­თუ­მან­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის შე­სა­ხებ. ინი­ცი­ა­ტო­რის გად­მო­ცე­მით, 7 ახალ­გაზ­რდა მო­ქა­ლა­ქის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი აბას­თუმ­ნის ტყე-პარკში რამ­დე­ნი­მე დღის წინ წა­ვი­და, თუმ­ცა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და და სა­ჭი­რო იყო მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.

ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სად­გე­ნად სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აბას­თუმ­ნის ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­ინ­ჯე­რებ­მა და­ი­წყეს. ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მაშ­ვე­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის, ნა­სა­ბაჯ­ვა­რის მთის, წყალ­სა­დე­ნის და ზე­კა­რის უღელ­ტე­ხი­ლის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

უწყვე­ტი სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფი ნა­პოვ­ნია უვ­ნებ­ლად. ახალ­გაზ­რდე­ბი ამ დრო­ის­თვის უკვე ჩა­მოყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან უსაფრ­თხო ად­გი­ლას. არც ერთი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 50-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით. ასე­ვე, პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს რე­ინ­ჯერ­თა ჯგუ­ფი და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც თან დარ­თუ­ლი აქვს ახალ­გარზდე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რის ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#
0

მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით დაბრუნდნენ, მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო მათ ძებნაში, ძალიან გაგვეხარდა!

დ გ
71

ეტყობა მწვანე ბალახს ეძებდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)

მაშველებმა აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები გუშინ იპოვეს, ისინი დღეს ჩამოიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას აქვეყნებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.

უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ახალგაზრდები ამ დროისთვის უკვე ჩამოყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან დართული აქვს ახალგარზდებისა და მათი ოჯახის წევრების შეხვედრის ემოციური კადრები.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ

"ნესტიანი კედლები, უჰაერო სივრცე და ფანჯარა, საიდანაც სხივი არადროს შემოდის" - როგორი იყო საბჭოთა პერიოდის საპატიმრო თბილისის ცენტრში - დავით თაბაგარის ფოტოები