პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში - "რა თქმა უნდა, ერევა, მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი"
მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში - "რა თქმა უნდა, ერევა, მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი"

"ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლად ვგრძნობ თავს სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მელ­საც ჩემი ეში­ნია", - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ - ქა­ლა­ქი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ამ­ბობს, მთავ­რო­ბის პრობ­ლე­მაა, თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ეში­ნია.

"თუ შსს-ს, ან მთავ­რო­ბას ჩემი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ეში­ნია, რომ მე გავ­ლე­ნას მო­ვახ­დენ, ცუ­დია, იმა­თი პრობ­ლე­მაა. ვცხოვ­რობ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე ვარ, მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლად ვგრძნობ თავს ასეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მელ­საც ჩემი ეში­ნია. ყვე­ლა­ზე უფრო მე­ში­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც ჩემი ეში­ნი­ათ, რად­გან მე არ ვარ სა­ში­ში“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, ერე­ვა თუ არა ეკ­ლე­სია სა­ე­რო საქ­მე­ებ­ში და პო­ლი­ტი­კა­ში.

"თქვენ ახლა ისეთ კი­თხვას მის­ვამთ, რომ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხით ჩა­ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში, ჩა­ვე­რე­ვი ეკ­ლე­სი­ის და სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რაც არ უნდა გი­პა­სუ­ხოთ. რა თქმა უნდა, ერე­ვა, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ არ ჩა­ე­რი­ოს. ახლა გავ­ჩუმ­დე ან რა­ღა­ცა გი­თხრათ, ისევ პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვაა, მე რომ გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სი­ნო­დის ერთ-ერთ სხდო­მა­ზე მღვდელმთავ­რე­ბი შე­თან­ხმდნენ, რომ არ უნდა აკე­თონ პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი და კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში არ უნდა ჩა­ე­რი­ონ.

"ჩვენ ყვე­ლამ ამ ოქმს ხელი მო­ვა­წე­რეთ. ანუ, ეს არის ეკ­ლე­სი­ის სა­ერ­თო პო­ზი­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის გა­დაც­დო­მებს, რო­მე­ლიც ხდე­ბა ეკ­ლე­სი­ა­შიც, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ხდე­ბა ერ­შიც, პო­ლი­ტი­კა­შიც, თქვენ სფე­რო­შიც. ეს არის დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მელ­ზეც შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა და დას­ძი­ნა, რომ მისი ოც­ნე­ბაა, იცხოვ­როს სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ში.

კი­თხვა­ზე, ერე­ვა თუ არა არ­ჩევ­ნებ­ში ეკ­ლე­სია, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა გა­ნა­ცხა­და:

"რა თქმა უნდა, ერე­ვა, რათ უნდა ამას ლა­პა­რა­კი. მი­თხა­რით, რო­გორ გა­ვა­კე­თო, არ ჩა­ვე­რიო და არ ჩა­ვე­რე­ვი, რო­გორც ვქნა ეს. ჩემი მრევ­ლი მე­კი­თხე­ბა აზრს, ვის მივ­ცემ ხმას, არ ვე­უბ­ნე­ბი. ყვე­ლა ხე­დავს რა ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ცალ­კე­ულ პარ­ტი­ებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა
2

სახელმწიფო - ფააფუუ. გააქრეს სახელმწიფო, ირანი ვართ ფაქტიურად. 

123
2

20 წელია მრევლი ვარ და არც არავის უთქვია ამას მიეცი ხმა ან იმასო. ან რა უფლება აქვთ ვინმე სასულიერო პირს თავისი ნება მომახვიოს. გარდა დარიგებისა. ის სასულიერო პირიუ არი ნაძირალა და განსაკვეთი ეკლესიიდან ვინც თავის მრევლს ეტყვის ამა თუ იმ პარტიას მიეცი ხმაო.ვატოპედის წინამძღვარმა მამ ეფრემმა კარგი ამბავი მოყვა.ბერძენი ცოლქმარი შვეიცარიაში აპირებდა წასვლას,ცოლი ეუბნება ქმარს ჯერ კურთხევას ავიღებ მოძვრისაგანო,ქმარმა კი უთხრა,მაშინ წადი და შენ მოძღვარს გაყევი ცოლადო. და მამა ეფრემი ასკვნის,თქვენ ერის ხალხი ბერები არა ხართო რომ მოძღვრის კურთხევას საჭიროებდეთო.მოძღვართან აღსარებაა საჭირო და გონივრული დარიგების გათველისწინება და მეტი არაფერი,არ არის ზედმეტობაში და ფანატიზმში გადავარდნა. მითუმეტეს მე რომელ პარტიას მივცემ ხმას

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში - "რა თქმა უნდა, ერევა, მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი"

მეუფე ნიკოლოზი კითხვაზე, ერევა თუ არა ეკლესია არჩევნებში - "რა თქმა უნდა, ერევა, მითხარით, როგორ გავაკეთო, რომ არ ჩავერიო და არ ჩავერევი"

"ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს სახელმწიფოში, რომელსაც ჩემი ეშინია", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ - ქალაქი“ განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, მთავრობის პრობლემაა, თუ სასულიერო პირების ეშინია.

"თუ შსს-ს, ან მთავრობას ჩემი, სასულიერო პირის ეშინია, რომ მე გავლენას მოვახდენ, ცუდია, იმათი პრობლემაა. ვცხოვრობ ამ სახელმწიფოში, სახელმწიფოს მოქალაქე ვარ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს ასეთ სახელმწიფოში, რომელსაც ჩემი ეშინია. ყველაზე უფრო მეშინია იმ ადამიანების, ვისაც ჩემი ეშინიათ, რადგან მე არ ვარ საშიში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ერევა თუ არა ეკლესია საერო საქმეებში და პოლიტიკაში.

"თქვენ ახლა ისეთ კითხვას მისვამთ, რომ ამ კითხვაზე პასუხით ჩავერევი პოლიტიკაში, ჩავერევი ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა გიპასუხოთ. რა თქმა უნდა, ერევა, რადგან შეუძლებელია, შეუძლებელია, რომ არ ჩაერიოს. ახლა გავჩუმდე ან რაღაცა გითხრათ, ისევ პოლიტიკაში ჩარევაა, მე რომ განცხადება გავაკეთო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სინოდის ერთ-ერთ სხდომაზე მღვდელმთავრები შეთანხმდნენ, რომ არ უნდა აკეთონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებები და კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიონ.

"ჩვენ ყველამ ამ ოქმს ხელი მოვაწერეთ. ანუ, ეს არის ეკლესიის საერთო პოზიცია. რაც შეეხება კონკრეტული პიროვნებების მიერ სხვადასხვა ხარისხის გადაცდომებს, რომელიც ხდება ეკლესიაშიც, რადგან ადამიანები ვართ, ხდება ერშიც, პოლიტიკაშიც, თქვენ სფეროშიც. ეს არის დარღვევები, რომელზეც შესაბამისი რეაგირება უნდა არსებობდეს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და დასძინა, რომ მისი ოცნებაა, იცხოვროს სამართლებრივ სახელმწიფოში.

კითხვაზე, ერევა თუ არა არჩევნებში ეკლესია, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა:

"რა თქმა უნდა, ერევა, რათ უნდა ამას ლაპარაკი. მითხარით, როგორ გავაკეთო, არ ჩავერიო და არ ჩავერევი, როგორც ვქნა ეს. ჩემი მრევლი მეკითხება აზრს, ვის მივცემ ხმას, არ ვეუბნები. ყველა ხედავს რა ურთიერთობა მაქვს ხელისუფლებასთან, ცალკეულ პარტიებთან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.