საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი
"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბას.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა კი­დევ ერთხელ, ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს იმ რე­ა­ლურ რისკსა და საფრ­თხე­ზე, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კუ­თხით არ­სე­ბობს.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ სარ­ჩელ­ზე ა(ა)იპ ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნი­დან არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­სრუ­ლე­ბას.

სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა კი­დევ ერთხელ, ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს იმ რე­ა­ლურ რისკსა და საფრ­თხე­ზე, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კუ­თხით არ­სე­ბობს და სა­ჭი­რო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მხრი­დან დრო­ულ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბას. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ პან­სი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არა­თუ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არას­რულ­წლო­ვან­თა ინ­ტე­რე­სებს და არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს, საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის კუ­თხით.

არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბა­ში საფრ­თხის შემ­ცვე­ლად აფა­სებს პან­სი­ონ­ში არ­სე­ბულ ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას და მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა აღ­ქმულ იქ­ნეს, რომ თით­ქოს საფრ­თხე მხო­ლოდ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ წარ­მო­ად­გენს სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­სარ­ჩე­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე სუ­ბი­ექტს, რო­მელ­საც მო­სარ­ჩე­ლის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლო, შე­ზღუ­დუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო პან­სი­ონ­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, აღ­დგე­ნის შემ­დეგ კი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა შე­ფერ­ხე­ბე­ბით და არას­რულ­ფა­სოვ­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც არას­რუ­წლო­ვან­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის აშ­კა­რა ხარ­ვე­ზებ­ზე მე­ტყვე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ შე­საძ­ლოა, შშმ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათი რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მეტი იყოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს გან­ჩი­ნე­ბის ყვე­ლა ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე გავ­რცე­ლე­ბი­სა და პან­სი­ო­ნი­დან თი­თო­ე­უ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­მოყ­ვა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რათა მოხ­დეს ბავ­შვე­ბის დრო­უ­ლი შე­ფა­სე­ბა და მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზს უს­ვამს, რომ ბავ­შვე­ბის პან­სი­ო­ნი­დან გა­მოყ­ვა­ნი­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ზრუნ­ვა­ში გან­თავ­სე­ბის პრო­ცე­სი უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს არას­რულ­წლო­ვან­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინ­ტერ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით, რათა მათ შო­რის, მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამ­წვა­ვე­ბა. ყო­ველ­გვა­რი და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე, მულ­ტი­დი­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მით უნდა მოხ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის და მისი ოჯა­ხის შე­ფა­სე­ბა და უპი­რა­ტე­სად უნდა იქ­ნეს გან­ხი­ლუ­ლი ბავ­შვე­ბის ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ე­რე­ბა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის­კენ, რათა მყი­სი­ე­რად, ბავ­შვე­ბის ინ­ტერ­სე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით მოხ­დეს სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

25 წელი ან უვადო!
307

დიახ! ვინც ეს გაამწესა ომბუდსმენად იმათ 25 წელი ან უვადო! 

ავტორი:

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ეხმაურება და აუცილებლად მიიჩნევს, სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე ა(ა)იპ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოყვანასთან დაკავშირებით და აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.

არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს. საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე.

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერსებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"