მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს
"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის დღეს კი­ე­ვი­დან ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აყი­რა­ვე­ბას აპი­რებ­და.

რო­გორც მან "ღა­მის კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ეს ინ­ფორ­მა­ცია მა­შინ­დელ პრე­მი­ერს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და­უ­მა­ლეს, რად­გან მის მი­მართ გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი.

მისი გან­მარ­ტე­ბით ეჭ­ვე­ბი "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა" და გა­ხა­რი­ას თან­ხვედრმა გან­ცხა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია.

"გეგ­მა იყო ასე­თი, მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ და­ა­კა­ვებ­და მე­ლი­ას, იწყებ­და სა­უ­ბარს "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა.

ამა­ზე მი­თი­თე­ბით, გახ­სოვთ, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მთავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 18 თე­ბერ­ვალს უკვე, ვერ­და­კა­ვე­ბის სა­ბა­ბით აყა­ლი­ბებ­დნენ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მთავ­რო­ბას ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრე­ბით. ეს ინ­ფორ­მა­ცია კი­ე­ვი­დან გვქონ­და. ჰყავ­დათ ადა­მი­ა­ნე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც აკე­თებ­დნენ გან­ცხა­დე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის და ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­დას­ვლის თა­ო­ბა­ზე.

მე არ ვიცი, პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­თვის ეს ცნო­ბი­ლი იყო თუ არა, მაგ­რამ დას­კვნე­ბი შე­გიძ­ლი­ათ თქვენ გა­მო­ი­ტა­ნოთ. ჩვენ გვქონ­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან და და­ვუ­მა­ლეთ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რად­გან ეჭვი გაჩ­ნდა.

ეჭვი გა­მო­იწ­ვია თან­ხვედ­რამ... იქი­დან (კი­ე­ვი­დან) ამ­ბო­ბენ, რომ 2-3 დღე გვჭირ­დე­ბა და ავა­ყი­რა­ვებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სო და აქ ითხოვს ჩვე­ნი გუნ­დის ერთ-ერთი ლი­დე­რი, გა­უ­გე­ბა­რი მო­ტი­ვით, 2-3 დღით ოპე­რა­ცი­ის გა­და­დე­ბას" - ამ­ბობს კო­ბა­ხი­ძე.

წამ­ყვა­ნი აზუს­ტებს, რომ ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე ბრალ­დე­ბა ექ­სპრე­მი­ე­რის მი­მართ, რა­ზეც კო­ბა­ხი­ძე პა­სუ­ხობს:

"კი, ეგრე გა­მო­დის. ეს იმი­ტა­ცია ხდე­ბა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში, აქე­დან იქით გა­და­დი­ან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ა.შ. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­და­დი­ან რე­ა­ლუ­რი ძა­ლოვ­ნე­ბი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და თავ­დაც­ვის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო 18-19 თე­ბერ­ვალს. ჩვენ­თვის ამ ძა­ლო­ვა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ არის ცნო­ბი­ლი,.

შემ­დე­გი გეგ­მის ნა­წი­ლი იყო ის, რომ 19 თე­ბერ­ვლის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო სარ­ფი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც უნდა დახ­ვედ­როდ­ნენ აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ჩვენ არ ვამ­ტკი­ცებთ, რომ ამას შეძ­ლებ­დნენ ისი­ნი და აა­ყი­რა­ვებ­დნენ მარ­თლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას... თუმ­ცა საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ჯაჭ­ვი იქ­მნე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის" - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
18

გადაშენდით ყველა ერთ დღეს!..ქვეყნისთვის და ხალხისთვის არავის გცალიათ.

ერიჰაა
207

სტალინის დროს რო კერავდნენ საქმეებს, ეგეთი პონტს აწვება. მგონი ესენიც კომუნისტებივით 70 წელი იქნებიან ხელისფლებაში და მერე რა იქნება, აღარავის ადარდებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს

"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების დღეს კიევიდან ინფორმაცია მიიღეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების აყირავებას აპირებდა.

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ეს ინფორმაცია მაშინდელ პრემიერს გიორგი გახარიას დაუმალეს, რადგან მის მიმართ გაჩნდა ეჭვები.

მისი განმარტებით ეჭვები "ნაცმოძრაობისა" და გახარიას თანხვედრმა განცხადებებმა გამოიწვია.

"გეგმა იყო ასეთი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს "ნაცმოძრაობა" იმაზე, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება.

ამაზე მითითებით, გახსოვთ, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. 18 თებერვალს უკვე, ვერდაკავების საბაბით აყალიბებდნენ ალტერნატიულ მთავრობას ე.წ. ძალოვანი მინისტრებით. ეს ინფორმაცია კიევიდან გვქონდა. ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

მე არ ვიცი, პრემიერ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თქვენ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და დავუმალეთ გიორგი გახარიას, რადგან ეჭვი გაჩნდა.

ეჭვი გამოიწვია თანხვედრამ... იქიდან (კიევიდან) ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას" - ამბობს კობახიძე.

წამყვანი აზუსტებს, რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება ექსპრემიერის მიმართ, რაზეც კობახიძე პასუხობს:

"კი, ეგრე გამოდის. ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვანების ვინაობა არ არის ცნობილი,.

შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში, სადაც უნდა დახვედროდნენ აქტივისტები. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას... თუმცა საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

"ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის“ - რას წერს გიორგი გახარია ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ