პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR
სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" (PHR) ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნი­დან ყვე­ლა ბავ­შვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

გან­ცხა­დე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ა­კე­თეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით 4 ივ­ნისს მი­მარ­თეს და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნი­დან ყვე­ლა ბავ­შვი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვეს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ ჯერი მათ­ზეა და თუ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ შშმ პი­რებს გა­იყ­ვანს, ეს და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბის საფრ­თხის შემ­ცველ გა­რე­მო­ში და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბა. მისი თქმით, დღეს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლია, რათა ყვე­ლა ბავ­შვი სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ვი­დეს.

„ჩვენ მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს, რომ ამ პან­სი­ო­ნატ­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არის პრაქ­ტი­კუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი, რომ ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა რის­კის ქვე­შაა, რაც ქმნის სა­ფუძ­ველს, რომ სა­ხელ­მწი­ფომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იმოქ­მე­დოს და ბავ­შვე­ბი გა­ნა­რი­დოს საფრ­თხის შემ­ცველ გა­რე­მოს. მო­სა­მარ­თლე დაგ­ვე­თან­ხმა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ნა­წილ­ში და გვი­თხრა, რომ წარ­მოდ­გე­ნილ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა, მას, რა თქმა უნდა, გა­უ­ჩი­ნა ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბით არის სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კი. ყვე­ლა ბავ­შვთან და­კავ­ში­რე­ბით - მო­სა­მარ­თლეს არ და­უ­ზუს­ტე­ბია, რომ მხო­ლოდ შშმ ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბით ხე­დავს რისკს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას - „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სარ­ჩე­ლის აღ­ძვრის უფ­ლე­ბა აქვს მხო­ლოდ შე­ზღუ­დუ­ლი შე­სა­ძებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­თან და ზრა­დას­რულ შშმ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტექ­ნი­კუ­რად ვერ ვიქ­ნე­ბო­დით მო­სარ­ჩე­ლე სხვა ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბით. თუ სა­ხელ­მწი­ფო გა­ბე­დავს და ამ ტექ­ნი­კურ ნა­წილს გა­მო­ი­ყე­ნებს იმგვა­რად, რომ ზო­გი­ერთ ბავ­შვს გა­იყ­ვანს საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გა­რე­მო­დან და ზო­გი­ერთს და­ტო­ვებს მარ­ტო იმის გამო, რომ შშმ სტა­ტუ­სი არ აქვს, ეს იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცველ გა­რე­მო­ში, რაც ახა­ლი სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ეს არის დის­კრი­მი­ნა­ცია“,- გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააჰ!..
144

რამდენი ბავშვია სულ და სად უნდა წაიყვანონ ასე სპონტანურად?

ნანა
119

ანტიქრისტიანულ ძალებს ვერ მოუნელებიათ, რომ ბავშვებს ქრისტიანებად ზრდიან. მოგეკითხებათ, სატანის მოციქულებო! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

განცხადება ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლოს შუამდგომლობით 4 ივნისს მიმართეს და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ჯერი მათზეა და თუ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დაწესებულებიდან მხოლოდ შშმ პირებს გაიყვანს, ეს დანარჩენი ბავშვების საფრთხის შემცველ გარემოში დატოვება იქნება. მისი თქმით, დღეს ყველანაირი საფუძველია, რათა ყველა ბავშვი სტატუსის მიუხედავად დაწესებულებიდან გავიდეს.

„ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ ამ პანსიონატში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არის პრაქტიკულად დასაბუთებული ეჭვი, რომ ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა, რაც ქმნის საფუძველს, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს და ბავშვები განარიდოს საფრთხის შემცველ გარემოს. მოსამართლე დაგვეთანხმა აბსოლუტურად ყველა ნაწილში და გვითხრა, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, მას, რა თქმა უნდა, გაუჩინა ვარაუდის საფუძველი, რომ დიდი ალბათობით, ამ ბავშვებთან მიმართებით არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკი. ყველა ბავშვთან დაკავშირებით - მოსამართლეს არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებით ხედავს რისკს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციას - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კანონმდებლობის საფუძველზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ შეზღუდული შესაძებლობის მქონე ბავშვებთან და ზრადასრულ შშმ პირებთან დაკავშირებით, ტექნიკურად ვერ ვიქნებოდით მოსარჩელე სხვა ბავშვებთან მიმართებით. თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ სტატუსი არ აქვს, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება იმიტომ, რომ ეს არის დისკრიმინაცია“,- განაცხადა აბაშიძემ.

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს