მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?
რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ონ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან შე­სუ­ლი და იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას სწავ­ლო­ბენ. სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ერთი სა­ერ­თო მი­ზა­ნი აქვთ - გა­არ­კვი­ონ რა ხდე­ბა პან­სი­ონ­ში, მარ­თლა ძა­ლა­დო­ბენ თუ არა იქ ბავ­შვებ­ზე.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად უკვე ოთხი წე­ლია შსს იძი­ებს სის­ხლის სა­მარ­თლის 4 საქ­მეს, რო­მე­ლიც უწყე­ბამ პან­სი­ო­ნის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ძრა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა ვერ­ცერ­თი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რის მი­ზე­ზა­დაც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძე საქ­მე­ში საკ­მა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა სტან­დარ­ტის არარ­სე­ბო­ბას ასა­ხე­ლებს.

ოთხი­ვე საქ­მე პან­სი­ო­ნის აღ­საზ­რდელ­თა მი­მართ სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მას ეხე­ბა, მათ შო­რის ერთი საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლი­თაც არის აღ­ძრუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი წყვე­ტის შემ­დეგ ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა სახ­ლში პირ­ვე­ლად 4 ივ­ნისს შე­ვი­და.

ბოლო 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყე­ბას არა­ნა­ი­რი ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცია, მათ შო­რის, არც სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­სა­უბ­რე­ბა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია პან­სი­ო­ნატ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებ­თან. ხან­გრძლივ პა­უ­ზას სა­ა­ა­გენ­ტო­ში პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბით ხსნი­ან. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა სახ­ლში არ­სე­ბულ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ზე ჯერ კი­დევ 2015 წლი­დან ლა­პა­რა­კობს, იძ­ლე­ბუ­ლია მოვ­ლე­ნებს შო­რი­დან და­აკ­ვირ­დეს, რად­გან წლე­ბია პან­სი­ონ­ში არ უშ­ვე­ბენ. ნინო ლომ­ჯა­რია ფიქ­რობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი სა­ერ­თო საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი სა­ბო­ლო­ოდ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და მათ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბით მოკ­ვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ.

რა ხდე­ბა ახლა პან­სი­ონ­ში?

ამ დრო­ის­თვის პან­სი­ო­ნის და­ტო­ვე­ბის სურ­ვი­ლი 16-მა ბავ­შვმა გა­მოთ­ქვა. სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტომ ისი­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან 4 ივ­ნისს გა­იყ­ვა­ნა. უწყე­ბის ამ რე­ა­გი­რე­ბამ მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­იწ­ვია. იმა­ვე დღეს მან ბავ­შვე­ბი და­ი­ბა­რა და კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე ეკი­თხე­ბო­და, სურ­დათ თუ არა პან­სი­ო­ნის და­ტო­ვე­ბა. ატი­რე­ბუ­ლი და აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში სურ­დათ პან­სი­ო­ნი­დან წას­ვლა, თუ მათ მშობ­ლე­ბი წა­იყ­ვან­დნენ. ამ გა­მო­კი­თხვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი მე­უ­ფემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა, რა­საც ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა.

"პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბით­ვის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა არის კი­დევ ერთი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ პან­სი­ონ­ში ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბენ. იგი მო­ი­თხოვს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის სა­ხელ­ზე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­ი­ცეს და მას ბავ­შვებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა აეკ­რძა­ლოს. „ეს ბოლო ორი ვი­დეო მო­სა­მარ­თლეს სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე უდევს. კად­რე­ბი აჩ­ვე­ნებს იმას, რომ მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი ემო­ცი­უ­რად ძა­ლა­დობს ბავ­შვებ­ზე, რაც დას­ჯა­დი და­ნა­შა­უ­ლია. სა­სამ­რთლო იმ­სჯე­ლებს გა­იყ­ვა­ნოს თუ არა ყვე­ლა ბავ­შვი პან­სი­ო­ნი­დან. გარ­და ამი­სა, გა­ე­როს კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს ამ პან­სი­ო­ნის და­ხურ­ვის შე­სა­ხებ ძი­რი­თად სარ­ჩელს. სა­მარ­თლი­ან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი, რაც დე­და­მი­წის ზურ­გზე არ­სე­ბობს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია. ვე­ლო­დე­ბით შე­დეგს. „ - აცხა­დებს ანა აბა­ში­ძე.

რას ყვე­ბი­ან თა­ვად ბავ­შვე­ბი?

მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა პან­სი­ო­ნის კარი ყვე­ლა მე­დი­ის­თვის ჩა­კე­ტა, გარ­და რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი­სა. მისი ნდო­ბის ობი­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“, რო­მელ­მაც პან­სი­ო­ნი­დან შემ­ზა­რა­ვი ცნო­ბე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ ჩა­წე­რი­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი აღ­მზრდელ­თა მხრი­დან ღირ­სე­ბის­შემ­ლა­ხავ მო­პყრო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

"მე მთე­ლი სა­ღა­მო და­მა­ყე­ნეს მუხ­ლებ­ზე. არ და­მა­ძი­ნეს. ანუ ცოტა ხომ ვცელ­ქობთ ბავ­შვე­ბი და ჩემი ჯგუ­ფე­ლე­ბი, ყვე­ლა, და­ა­ყე­ნეს სა­ღა­მოს მუხ­ლებ­ზე და მას­წავ­ლებ­ლებ­მა გვი­თხრეს, თუ სა­ბა­ნი გა­დაგ­ვძვრე­ბა, დაგ­ვა­ფა­რე­თო. ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც მსგავს რა­ღა­ცებს აკე­თებ­და. მთელ სა­ღა­მოს არ გვა­ძი­ნებ­დნენ. როცა ჩაგ­ვე­ძი­ნე­ბო­და, "პოლ­ზე“ ხომ ვი­ყა­ვით მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქი­ლე­ბი და პირ­და­პირ დაგ­ვარ­ტყამ­დნენ წელ­ზე ხელს. ბევ­რჯერ, ტე­ლე­ვი­ზორ­თან რომ ვის­ხე­დით ხოლ­მე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე შე­მოგ­ვა­დე­ბი­ნებ­დნენ ფე­ხებს და მა­სა­ჟებს გვა­კე­თე­ბი­ნებ­დნენ, სა­ნამ არ მო­ბეზ­რდე­ბო­დათ" - ყვე­ბი­ან ბავ­შვე­ბი ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნი­დან.

ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მე­ლიც წლე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს პან­სი­ო­ნის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, გეგ­მი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 4 ივ­ნისს იყო შე­სუ­ლი.

კლი­ნი­კის ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა პო­ლი­კარ­პე დო­ლი­ძემ Ambebi.ge -სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­მა­ლა პან­სი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით.

"მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე და წეს­რი­გია. ყვე­ლა სა­ჭი­რო პი­რო­ბა­აა იქ ბავ­შვე­ბის­თვის შექ­მნი­ლი. ჩა­დით და ნა­ხეთ. 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხე­ლაც არ მი­ეჭ­ვია, რომ ბავ­შვებ­ზე ვინ­მე ძა­ლა­დობ­და. ძა­ლი­ან ლა­ღე­ბი ჩან­დნენ ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში" - ამ­ბობს ექი­მი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ზე

ის, რა­საც ახლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი პან­სი­ონ­ში აკე­თე­ბენ, გა­ე­რომ სა­ხელ­მწი­ფოს ჯერ კი­დევ 7 მა­ისს და­ა­ვა­ლა. PHR-ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ე­როს ბავ­შვთა კო­მი­ტეტ­მა დრო­ე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მოს­ცა, რომ­ლი­თაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 5 მა­ი­სის სა­ჩი­ვა­რი და მთავ­რო­ბას ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატ­ში, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის მიერ, მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ა­ვა­ლა.

"სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო მო­ნი­ტო­რინ­გის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნატ­ში ბავ­შვის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა“ – გა­ნა­ცხა­დეს გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში თით­ქმის ერთი თვის წინ. სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­მა კი სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც მე­დი­ამ სა­კითხს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­ა­ნი­ჭა და აქ­ტი­უ­რი გა­შუ­ქე­ბა და­ი­წყო. აქვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ომ­ბუდსმენს, რო­გორც „შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე“ უწყე­ბას პან­სი­ონ­ში შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კვლავ არ ეძ­ლე­ვა. წა­მე­ბის მსხვერ­პლთა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭომ 4 ივ­ნისს უკი­დუ­რე­სი შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო და სა­ხელ­მწი­ფოს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. "IRCT შო­კი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიერ მარ­თულ ნი­ნოწ­მინ­დის თავ­შე­სა­ფარ­ში ბავ­შვთა წა­მე­ბი­სა და ცუ­დად მო­პყრო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გად­მო­ცე­მე­ბით" - წე­რია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სი­ახ­ლე­ებ­ში.

"ეს არის წა­მე­ბა და ცუ­დად მო­პყრო­ბა, რამე სხვა არ გე­გო­ნოთ. ბავ­შვთა ზრუნ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა ნე­ბის­მი­ერ­მა ინ­სტი­ტუ­ცი­ამ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და და­იც­ვას მათი (ბავ­შვე­ბის) ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვას რე­გუ­ლა­რუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი­თა და ძა­ლა­დო­ბის დას­ჯით",– თქვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ას­გერ კი­ა­ე­რუმ­მა.

ამ ეტაპ­ზე სა­პატ­რი­არ­ქო ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში 5 მსხვილ ბავ­შვთა პან­სი­ონს ფლობს. და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუ რამ­დე­ნი ბავ­შვი ცხოვ­რობს უწყე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nuca
90

იმაზე რატომ არ აღშფოთდა სახალხო დამცველი ვაიჟურნალისტები ღობეზე რომ გადაძვრნენ და ბავშვებს ზომბებს ეძახდნენ.

goga
13

სახელმწიფოს არ სცალია მსგავსი საქმეებისთვის. სახელმწიფოს წარმომადგენლები იპარავენ რაც შეუძლიათ სწრაფად, რომ რაც შეიძლება ბევრის მოპარვა მოასწრონ სანამ აქვთ საშუალება. 

ავტორი:

რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან შესული და იქ არსებულ ვითარებას სწავლობენ. სოციალურ მუშაკებს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებსა და სამართალდამცავებს ერთი საერთო მიზანი აქვთ - გაარკვიონ რა ხდება პანსიონში, მართლა ძალადობენ თუ არა იქ ბავშვებზე.

ამის პარალელურად უკვე ოთხი წელია შსს იძიებს სისხლის სამართლის 4 საქმეს, რომელიც უწყებამ პანსიონის ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების მიმართვის საფუძველზე აღძრა. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერცერთი საქმის გამოძიება, რის მიზეზადაც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქმეში საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტის არარსებობას ასახელებს.

ოთხივე საქმე პანსიონის აღსაზრდელთა მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ ძალადობის სხვადასხვა ფორმას ეხება, მათ შორის ერთი საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მუხლითაც არის აღძრული. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო თითქმის ერთწლიანი წყვეტის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში პირველად 4 ივნისს შევიდა.

ბოლო 10 თვის განმავლობაში, უწყებას არანაირი ტიპის კომუნიკაცია, მათ შორის, არც სატელეფონო გასაუბრება არ ჩაუტარებია პანსიონატში მცხოვრებ ბავშვებთან. ხანგრძლივ პაუზას საააგენტოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარებით ხსნიან. სახალხო დამცველი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ მძიმე ვითარებაზე ჯერ კიდევ 2015 წლიდან ლაპარაკობს, იძლებულია მოვლენებს შორიდან დააკვირდეს, რადგან წლებია პანსიონში არ უშვებენ. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ საზოგადოებაში შექმნილი საერთო საპროტესტო მუხტი საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და მათ არსებული ვითარების შესაბამისი სტანდარტებით მოკვლევის შესაძლებლობა მიეცემათ.

რა ხდება ახლა პანსიონში?

ამ დროისთვის პანსიონის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ისინი დაწესებულებიდან 4 ივნისს გაიყვანა. უწყების ამ რეაგირებამ მეუფე სპირიდონის წინააღმდეგობა გამოიწვია. იმავე დღეს მან ბავშვები დაიბარა და კამერების წინაშე ეკითხებოდა, სურდათ თუ არა პანსიონის დატოვება. ატირებული და აცახცახებული ბავშვები ამბობდნენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში სურდათ პანსიონიდან წასვლა, თუ მათ მშობლები წაიყვანდნენ. ამ გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მეუფემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც ბავშვთა უფლებადამცველების აღშფოთება მოჰყვა.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებითვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს ვიდეომასალა არის კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ პანსიონში ბავშვებზე ძალადობენ. იგი მოითხოვს მეუფე სპირიდონის სახელზე შემაკავებელი ორდერი გამოიცეს და მას ბავშვებთან მიახლოება აეკრძალოს. „ეს ბოლო ორი ვიდეო მოსამართლეს სამუშაო მაგიდაზე უდევს. კადრები აჩვენებს იმას, რომ მეუფე სპირიდონი ემოციურად ძალადობს ბავშვებზე, რაც დასჯადი დანაშაულია. სასამრთლო იმსჯელებს გაიყვანოს თუ არა ყველა ბავშვი პანსიონიდან. გარდა ამისა, გაეროს კომიტეტი განიხილავს ამ პანსიონის დახურვის შესახებ ძირითად სარჩელს. სამართლიან ქვეყანაში არსებული ყველა მექანიზმი, რაც დედამიწის ზურგზე არსებობს, გამოყენებულია. ველოდებით შედეგს. „ - აცხადებს ანა აბაშიძე.

რას ყვებიან თავად ბავშვები?

მეუფე სპირიდონმა პანსიონის კარი ყველა მედიისთვის ჩაკეტა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. მისი ნდობის ობიექტი აღმოჩნდა ტელეკომპანია „იმედი“, რომელმაც პანსიონიდან შემზარავი ცნობები გამოიტანა. ტელეკომპანიის მიერ ჩაწერილი ბენეფიციარები აღმზრდელთა მხრიდან ღირსებისშემლახავ მოპყრობაზე ლაპარაკობენ.

"მე მთელი საღამო დამაყენეს მუხლებზე. არ დამაძინეს. ანუ ცოტა ხომ ვცელქობთ ბავშვები და ჩემი ჯგუფელები, ყველა, დააყენეს საღამოს მუხლებზე და მასწავლებლებმა გვითხრეს, თუ საბანი გადაგვძვრება, დაგვაფარეთო. ორი მასწავლებელი იყო, რომელიც მსგავს რაღაცებს აკეთებდა. მთელ საღამოს არ გვაძინებდნენ. როცა ჩაგვეძინებოდა, "პოლზე“ ხომ ვიყავით მუხლებზე დაჩოქილები და პირდაპირ დაგვარტყამდნენ წელზე ხელს. ბევრჯერ, ტელევიზორთან რომ ვისხედით ხოლმე, მასწავლებლები მუხლებზე შემოგვადებინებდნენ ფეხებს და მასაჟებს გვაკეთებინებდნენ, სანამ არ მობეზრდებოდათ" - ყვებიან ბავშვები ნინოწმინდის პანსიონიდან.

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც წლებია სამედიცინო მომსახურებას უწევს პანსიონის ბენეფიციარებს, გეგმიურ შემოწმებაზე დაწესებულებაში 4 ივნისს იყო შესული.

კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოლიკარპე დოლიძემ Ambebi.ge -სთან საუბარში აღფრთოვანება ვერ დამალა პანსიონში არსებული ვითარებით.

"მაქსიმალური სისუფთავე და წესრიგია. ყველა საჭირო პირობააა იქ ბავშვებისთვის შექმნილი. ჩადით და ნახეთ. 3 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მიეჭვია, რომ ბავშვებზე ვინმე ძალადობდა. ძალიან ლაღები ჩანდნენ ჩვენთან ურთიერთობაში" - ამბობს ექიმი.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ნინოწმინდის პანსიონზე

ის, რასაც ახლა სახელმწიფო უწყებები პანსიონში აკეთებენ, გაერომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ 7 მაისს დაავალა. PHR-ის მიმართვის საფუძველზე გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაციის 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

"სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება“ – განაცხადეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში თითქმის ერთი თვის წინ. სახელმწიფო სტრუქტურებმა კი საკუთარი მოვალეობის შესრულება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც მედიამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და აქტიური გაშუქება დაიწყო. აქვე, აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენს, როგორც „შესაბამისი უფლებამოსილების მქონე“ უწყებას პანსიონში შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევა. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ 4 ივნისს უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო და სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა. "IRCT შოკირებულია საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის თავშესაფარში ბავშვთა წამებისა და ცუდად მოპყრობის შემთხვევების გადმოცემებით" - წერია ორგანიზაციის სიახლეებში.

"ეს არის წამება და ცუდად მოპყრობა, რამე სხვა არ გეგონოთ. ბავშვთა ზრუნვაზე პასუხისმგებელმა ნებისმიერმა ინსტიტუციამ უნდა შეინარჩუნოს და დაიცვას მათი (ბავშვების) ადამიანთა უფლებები. პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ მათი უფლებები დაიცვას რეგულარული მონიტორინგითა და ძალადობის დასჯით",– თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასგერ კიაერუმმა.

ამ ეტაპზე საპატრიარქო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 მსხვილ ბავშვთა პანსიონს ფლობს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს უწყების დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში, ამ ეტაპზე უცნობია.

"გასამდა....გავღარიბდით, დავობლდით" - როგორ ეხმიანება სალომე ზურაბიშვილი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

"გაიხსენეს ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელთან შეხვედრის შემდეგ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"