პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე
"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, წლის ბო­ლოს პან­დე­მია პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ იქ­ნე­ბა.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ გან­მარ­ტა, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა.

ამას­თან, ცერ­ცვა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა ვაქ­ცი­ნებს საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ი­ღებს და მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბა.

„არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ იქ­ნე­ბა, უწყვე­ტი მო­მა­რა­გე­ბა გვექ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნის, წვდო­მა შე­უ­ზღუ­და­ვი და თან დიდი არ­ჩევ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა. იგეგ­მე­ბა „ფა­ი­ზე­რის“ შე­მო­ტა­ნაც, მათ შო­რის, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, სა­დღაც ერთ მი­ლი­ონ დო­ზამ­დე, ან 700 000 დო­ზამ­დე, ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, 12 წლის ზე­მოთ მო­ზარ­დე­ბიც აიც­რან, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ „ფა­ი­ზერს“ აქვს მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვა 18 წელს ქვე­მოთ ახალ­გაზ­რდე­ბის აც­რა­ზე. სხვა ვაქ­ცი­ნებს ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის ნე­ბარ­თვა არ აქვს.

წლის ბო­ლოს პან­დე­მია პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, აი და­ახ­ლო­ე­ბით, ისე­თი, რო­გო­რიც იყო შარ­შან გა­ზა­ფხულ­ზე, ზა­ფხულ­ში, ან მე­ო­რე ტალ­ღის შემ­დეგ თე­ბერ­ვალ-მარ­ტში, გვექ­ნე­ბა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შემ­თხვე­ვე­ბი, ეს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა სა­დაც თუნ­დაც, 100%-იანი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­დე­ბა, კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი ამას იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­დე­ბა, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბა ამას ვერ იგ­რძნობს, და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ეკო­ნო­მი­კა იქ­ნე­ბა გახ­სნი­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა უკვე და­ფიქ­სირ­და, არ­ნა­ხუ­ლი ზრდა - 44%-იანი ზრდა მა­ის­ში და იქ­ნე­ბა კი­დევ უფრო მეტი, ანუ წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო და­უბ­რუნ­დე­ბა ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
13

ჯიგარი ხარ, თენგიზ, ამას რომ ბლუმბერგზე გაიგებენ, სამ ლარს ჩამოსცდება დოლარი....

Tamari
33

Magaria!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

"წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება" - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იქნება და საქართველო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, ქვეყანა ვაქცინებს საკმაოდ დიდი რაოდენობით მიიღებს და მოსახლეობას არჩევნის დიდი საშუალებაც ექნება.

„არანაირი შეზღუდვა არ იქნება, უწყვეტი მომარაგება გვექნება ვაქცინის, წვდომა შეუზღუდავი და თან დიდი არჩევნის საშუალება იქნება. იგეგმება „ფაიზერის“ შემოტანაც, მათ შორის, დიდი რაოდენობით, სადღაც ერთ მილიონ დოზამდე, ან 700 000 დოზამდე, ეს საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ზემოთ მოზარდებიც აიცრან, რადგან ჯერჯერობით, მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს მიღებული ნებართვა 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდების აცრაზე. სხვა ვაქცინებს ჯერჯერობით, ამის ნებართვა არ აქვს.

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, იქნება ერთეული შემთხვევები, აი დაახლოებით, ისეთი, როგორიც იყო შარშან გაზაფხულზე, ზაფხულში, ან მეორე ტალღის შემდეგ თებერვალ-მარტში, გვექნება მცირე რაოდენობით შემთხვევები, ეს ყველა ქვეყანაში იქნება სადაც თუნდაც, 100%-იანი ვაქცინაცია ჩატარდება, კლინიკური სექტორი ამას იმდენად წარმატებით გაუმკლავდება, რომ პრაქტიკულად, მოსახლეობა ამას ვერ იგრძნობს, დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკა იქნება გახსნილი, ეკონომიკური ზრდა უკვე დაფიქსირდა, არნახული ზრდა - 44%-იანი ზრდა მაისში და იქნება კიდევ უფრო მეტი, ანუ წლის ბოლოს საქართველო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"მივმართავ მოსახლეობას, არავითარ შემთვევაში არ გაიტეხონ გული..." - თენგიზ ცერცვაძის განცხადება დაგვიანებულ ვაქცინაციაზე

"ერთი თვე კლინიკაში იმყოფებოდა..." - ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის გადაფარვის მცდელობაა... ეს ყველაფერი რისკის შემცველია" - როგორ აფასებს კულუმბეგოვი შეზღუდვების შემსუბუქებას?