პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

რა­ტომ უნდა ჩა­მო­შორ­დეს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი, რა­ტომ დგას ეს სა­კი­თხი, რა გა­მო­იკ­ვე­თა მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის მხრი­დან?, - ასე უპა­სუ­ხა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, დრო­ე­ბით ხომ არ ჩა­მო­შორ­დე­ბო­და მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატს.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე აცხა­დებს, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს.

„ყვე­ლა­ფერს აქვს ახ­სნა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მინ­და ორი სი­ტყვით გი­თხრათ იმ საქ­მე­ებ­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მო­ვის­მი­ნეთ, რომ თით­ქოს, აქ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. რე­ა­ლუ­რად, ეს საქ­მე­ე­ბი არ იხ­სნე­ბა, გა­უხ­სნე­ლი საქ­მე­ე­ბია იმის გამო, რომ არ არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბა იმ ბრალ­დე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ფსი­ქოტ­რო­პულ მე­დი­კა­მენ­ტებს იღებ­და, მას ჰქონ­და ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. თქვენ უნდა იცო­დეთ, როცა ასეთ სახ­ლში ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნი, მეტ-ნაკ­ლე­ბად ტრავ­მი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ ეს აჟი­ო­ტა­ჟი კი­დევ უფრო ძა­ბავს მათ, ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ ამ ბავ­შვებ­ზე, მხედ­ვე­ლო­ბა­ში სულ გვქონ­დეს, რომ ბავ­შვე­ბი, მო­ზარ­დე­ბი არი­ან და უტაქ­ტოდ დას­მუ­ლი შე­კი­თხვა მათ­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბევ­რი სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი არის აქ და გარ­და ამი­სა, გა­მო­კი­თხვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ძი­ე­ბაც და­წყე­ბუ­ლია, საქ­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­ვან­დოთ და და­ვე­ლო­დოთ, რა შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა. ბავ­შვთა სახ­ლი 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღი­ზარ­და აქ და დად­გა გზა­ზე. ამის გა­თავ­ლის­წი­ნე­ბით გან­ვი­ხი­ლოთ ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რაც ამ ბავ­შვთა სახ­ლს უკავ­შირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, გა­მო­ი­კი­თხა თუ არა მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც ის ბავ­შვებს ეკი­თხე­ბა, უნ­დათ თუ არა პან­სი­ო­ნატ­ში დარ­ჩე­ნა, ჯაღ­მა­ი­ძე აცხა­დებს, რომ არ იცის და „პრო­ცე­სი მი­დის“.

„ეს ინ­ფორ­მა­ცია ალ­ბათ, მივა მე­უ­ფემ­დე და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს არის ისე­თი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ ვი­ცო­დე, ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცი­აა, მე ამ ვი­დე­ო­ში ვე­რა­ფე­რი სა­გან­გა­შო ვერ ვნა­ხე, ბავ­შვს ეკი­თხე­ბი­ან, პა­სუ­ხობს, უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა კარ­გად არ მეს­მის, რა სტან­დარტს გუ­ლის­ხმობს. მე გე­ტყვით, ზე­წო­ლა არის უშ­ნოდ დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი. როცა პა­ტა­რა ბავ­შვს ეკი­თხე­ბი­ან, არის თუ არა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა თქვენ­ზე, აი, ღო­ბი­დან გა­დამძვრა­ლე­ბი ვინც იყ­ვნენ, თუ ოდეს­მე სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ და ამ ბავ­შვებს გა­მო­კი­თხავთ, რას გა­ნიც­დი­ან, როცა ამას ეკი­თხე­ბი­ან, მიხ­ვდე­ბით რე­ა­ლუ­რად რა არის მათ­ზე ზე­წო­ლა.

კი­თხვა­ზე, დრო­ე­ბით, ჩა­მო­შორ­დე­ბა თუ არა, მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი საქ­მი­ა­ნო­ბას, ჯაღ­მა­ი­ძე აცხა­დებს, რომ „ეს სა­კი­თხი რა­ტომ დგას“.

„რა­ტომ უნდა ჩა­მო­შორ­დეს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი, რა­ტომ დგას ეს სა­კი­თხი, რა გა­მო­იკ­ვე­თა მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის მხრი­დან, გა­მო­ძი­ე­ბას და­ვე­ლო­დოთ. შე­იძ­ლე­ბა დარ­წმუ­ნე­ბით ით­ქვას, რომ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი, და­ვე­ლო­დოთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, არი­ან სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ისი­ნი და­დე­ბენ დას­კვნას“, - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით, პან­სი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ჯა­როდ, ბავ­შვე­ბის თან­დას­წრე­ბით უკავ­შირ­დე­ბა გარ­კვე­ულ პი­რებს, ასე­ვე, ეკი­თხე­ბა ბავ­შვებს აქვთ თუ არა სურ­ვი­ლი და­ტო­ვონ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. თვალ­სა­ჩი­ნოა, რომ ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან ძლი­ერ სტრეს­ში, ტი­რი­ან და არ არი­ან და­ცუ­ლი ზე­წო­ლი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის­გან.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ონ­ში მყო­ფი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის გან­გრძო­ბად უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
54

ხელშეუხებლობაში დარწმუნება და ქედმაღლობა. სამწუხაროდ ეს არის ბევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ქმედება.სახელმწიფოს კი კრიჭა აქვს შეკრული.

თომა
75

ანაფორაში გამოწყობილი ნაცისტები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"გავრცელებულ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რა გამოიკვეთა მისი მხრიდან?" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რატომ დგას ეს საკითხი, რა გამოიკვეთა მეუფე სპირიდონის მხრიდან?, - ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვას, დროებით ხომ არ ჩამოშორდებოდა მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს.

როგორც ჯაღმაიძე აცხადებს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„ყველაფერს აქვს ახსნა და ხშირ შემთხვევაში, გამოჩნდება, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. მინდა ორი სიტყვით გითხრათ იმ საქმეებზე, რომლის შესახებაც მოვისმინეთ, რომ თითქოს, აქ მძიმე დანაშაულებზე იყო საუბარი. რეალურად, ეს საქმეები არ იხსნება, გაუხსნელი საქმეებია იმის გამო, რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებებისა, რომელიც წამოყენებული იყო, ჩატარებულია ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტიზები, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, მას ჰქონდა ექიმის დანიშნულება. თქვენ უნდა იცოდეთ, როცა ასეთ სახლში ხვდება ადამიანი, მეტ-ნაკლებად ტრავმირებულია, ამიტომ ეს აჟიოტაჟი კიდევ უფრო ძაბავს მათ, ერთად ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, მხედველობაში სულ გვქონდეს, რომ ბავშვები, მოზარდები არიან და უტაქტოდ დასმული შეკითხვა მათთვის დამაზიანებელია.

იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელი არის აქ და გარდა ამისა, გამოკითხვაც მიმდინარეობს, ძიებაც დაწყებულია, საქმე პროფესიონალებს მივანდოთ და დაველოდოთ, რა შედეგები იქნება. ბავშვთა სახლი 24 წლის განმავლობაში არსებობს და უამრავი ადამიანი აღიზარდა აქ და დადგა გზაზე. ამის გათავლისწინებით განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც ამ ბავშვთა სახლს უკავშირდება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა მეუფე სპირიდონი გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ის ბავშვებს ეკითხება, უნდათ თუ არა პანსიონატში დარჩენა, ჯაღმაიძე აცხადებს, რომ არ იცის და „პროცესი მიდის“.

„ეს ინფორმაცია ალბათ, მივა მეუფემდე და გაითვალისწინებს. ეს არის ისეთი სტანდარტები, რომელიც შეიძლება არ ვიცოდე, ჩემი პირადი პოზიციაა, მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს, უბრალოდ, შეიძლება კარგად არ მესმის, რა სტანდარტს გულისხმობს. მე გეტყვით, ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები. როცა პატარა ბავშვს ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე, აი, ღობიდან გადამძვრალები ვინც იყვნენ, თუ ოდესმე საშუალება მოგეცემათ და ამ ბავშვებს გამოკითხავთ, რას განიცდიან, როცა ამას ეკითხებიან, მიხვდებით რეალურად რა არის მათზე ზეწოლა.

კითხვაზე, დროებით, ჩამოშორდება თუ არა, მეუფე სპირიდონი საქმიანობას, ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ეს საკითხი რატომ დგას“.

„რატომ უნდა ჩამოშორდეს მეუფე სპირიდონი, რატომ დგას ეს საკითხი, რა გამოიკვეთა მეუფე სპირიდონის მხრიდან, გამოძიებას დაველოდოთ. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დაუსაბუთებელია ყველაფერი, დაველოდოთ, პროფესიონალები მუშაობენ, არიან სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და ისინი დადებენ დასკვნას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

საქართველოს სახალხო დამცველმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.

სოხუმში ყოფილი საკონდიტრო ქარხნის შენობაში მასშტაბური ხანძარი

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება" - ანდრია ჯაღმაიძე

"13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება" - კახა კალაძე