პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან, ბევრი წელი არ გვინდოდა შვილი... შემდეგ იყო პატარა პრობლემები" - არჩილ სოლოღაშვილი წარსულზე, მეუღლესა და ახალდაბადებულ შვილზე
"თავიდან, ბევრი წელი არ გვინდოდა შვილი... შემდეგ იყო პატარა პრობლემები" - არჩილ სოლოღაშვილი წარსულზე, მეუღლესა და ახალდაბადებულ შვილზე

მსა­ხი­ო­ბი არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუცა ქავ­თა­რა­ძე რვაწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, 1 მარტს პირ­ვე­ლი შვი­ლის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. წყვილს ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე და­არ­ქვეს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, პა­ტა­რა სა­ნიმ მათი ცხოვ­რე­ბა ამო­ატ­რი­ა­ლა. ბავ­შვის გაზ­რდა­ში ჩარ­თუ­ლია აჩი­კოც, რო­მელ­მაც ოჯა­ხის ახალ წევ­რზე, ემო­ცი­ებ­ზე და წარ­სულ­ზე გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" ისა­უბ­რა:

- თა­ვი­დან არ გვინ­დო­და [შვი­ლი] ბევ­რი წელი. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მეც, ნუ­ცაც... როცა ერ­თმა­ნეთს ვხე­დავ­დით, ისე იყო, რომ მოდი რა გვეჩ­ქა­რე­ბა ერ­თმა­ნე­თით დავ­ტკბეთ. ახლა მე­ბა­ნა­ლუ­რე­ბა ყვე­ლა სი­ტყვა, მაგ­რამ ასე იყო.

შემ­დეგ, როცა მივ­ხვდით, რომ შემ­დე­გი ეტა­პის ჯერი მო­ვი­და ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა იყო პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც და­ჭირ­და გარ­კვე­უ­ლი დრო და შემ­დეგ ამ ბიჭ­მა გა­მო­ა­ნა­თა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

ჯერ სამი თვი­საც არ არის. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია. ახლა უფრო ვეხ­მა­რე­ბი ნუ­ცას მის აღ­ზრდა­ში. ახა­ლი იმი­ჯი მაქვს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ზო­გა­დად, ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ ხდე­ბა როცა უნდა მოხ­დეს. მა­შინ გაჩ­ნდა სანი, როცა უნდა გა­ჩე­ნი­ლი­ყო. ახლა რომ მივ­ხვდი რა სი­ა­მოვ­ნე­ბაა და რა კარ­გია, ყო­ფი­ლი­ყო 8-10 წლის წი­ნაც-თქო ვამ­ბობ, მაგ­რამ ასე მოხ­და" - ამ­ბობს არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი.

მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რო­გორც გა­იც­ნო მომ­ხიბ­ვლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და რო­გორ და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი.

"გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვით ხორ­ვა­ტი­ა­ში. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დით, თე­ატ­რის ეზო­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იყო, და­ი­ბა­რეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. მა­შინ ისე მოხ­და, რომ მა­გი­და­თან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით. მო­ვი­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დრო, მა­ნამ­დე ვხე­დავ­დი, რომ ვი­ღაც მა­გა­რი რუ­ჯით, გრძე­ლით თმით დარ­ბო­და. მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. მა­შინ უბ­რა­ლოდ რეს­პო­დენ­ტი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ნუ­ცამ ჩა­წე­რა.

ამის შემ­დეგ გა­დის სამი წელი და და­ვი­წყე "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ო­ბა, დი­ლის გა­და­ცე­მა­ში. მა­შინ­დელ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გვჭირ­დე­ბო­და და დაგ­ვა­მა­ტეს "კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი. ერთ-ერთი იყო ნუცა.

ნუცა ბა­თუ­მი­დან იყო ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი, მა­ში­ნაც მა­გა­რი დამ­წვა­რი იყო და ზედ­მე­ტი რუ­ჯის­გან სა­ხე­ზე ლაქა ჰქონ­და. თა­ვის მოვ­ლა ჩემი საყ­ვა­რე­ლი მხა­რეა. იმ წუ­თას აღ­მო­მაჩ­ნდა სა­ხის ზეთი, რო­მე­ლიც ამ ლა­ქის მო­სა­შო­რებ­ლად მი­ვე­ცი ნუ­ცას... შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით და მერე უკვე მო­ვე­დით აქამ­დე, სა­დაც ახლა ვართ" - ამ­ბობს სო­ლო­ღაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ნუცა .ბედნიერება თქვენ ჩემი საყვარელი ჟურნალისტი

ნი
0

და მერე რა ჯობია ამდენი ხნის ნაცნობობის და თანაცხოვრების შემდეგ პატარა რომ შეემატება ოჯახს... უფრო მყარი ოჯახი გექნებათ, ვიდრე 9თვის თავზე შვილი უნდა იყოსო და მერე არიან გაურკვევლობაში.... ბედნიერება და კიდევ ბევრი შვილი თქვენ

ავტორი:

"თავიდან, ბევრი წელი არ გვინდოდა შვილი... შემდეგ იყო პატარა პრობლემები" - არჩილ სოლოღაშვილი წარსულზე, მეუღლესა და ახალდაბადებულ შვილზე

"თავიდან, ბევრი წელი არ გვინდოდა შვილი... შემდეგ იყო პატარა პრობლემები" - არჩილ სოლოღაშვილი წარსულზე, მეუღლესა და ახალდაბადებულ შვილზე

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ, 1 მარტს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

როგორც ამბობენ, პატარა სანიმ მათი ცხოვრება ამოატრიალა. ბავშვის გაზრდაში ჩართულია აჩიკოც, რომელმაც ოჯახის ახალ წევრზე, ემოციებზე და წარსულზე გადაცემა "სთორიში" ისაუბრა:

- თავიდან არ გვინდოდა [შვილი] ბევრი წელი. ძალიან დატვირთულები ვიყავით მეც, ნუცაც... როცა ერთმანეთს ვხედავდით, ისე იყო, რომ მოდი რა გვეჩქარება ერთმანეთით დავტკბეთ. ახლა მებანალურება ყველა სიტყვა, მაგრამ ასე იყო.

შემდეგ, როცა მივხვდით, რომ შემდეგი ეტაპის ჯერი მოვიდა ცხოვრებაში, თუმცა იყო პატარა პრობლემები, რომელსაც დაჭირდა გარკვეული დრო და შემდეგ ამ ბიჭმა გამოანათა ჩვენს ცხოვრებაში.

ჯერ სამი თვისაც არ არის. ძალიან კარგი ბიჭია. ახლა უფრო ვეხმარები ნუცას მის აღზრდაში. ახალი იმიჯი მაქვს, რომელიც ძალიან მომეწონა. ზოგადად, ყველაფერი მაშინ ხდება როცა უნდა მოხდეს. მაშინ გაჩნდა სანი, როცა უნდა გაჩენილიყო. ახლა რომ მივხვდი რა სიამოვნებაა და რა კარგია, ყოფილიყო 8-10 წლის წინაც-თქო ვამბობ, მაგრამ ასე მოხდა" - ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.

მან ასევე გაიხსენა, როგორც გაიცნო მომხიბვლელი ჟურნალისტი და როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი.

"გასტროლზე ვიყავით ხორვატიაში. როდესაც დავბრუნდით, თეატრის ეზოში პრესკონფერენცია იყო, დაიბარეს ტელევიზიები. მაშინ ისე მოხდა, რომ მაგიდათან შემოქმედებითი ჯგუფი ვიყავით. მოვიდა ინტერვიუების დრო, მანამდე ვხედავდი, რომ ვიღაც მაგარი რუჯით, გრძელით თმით დარბოდა. მიიქცია ჩემი ყურადღება. მაშინ უბრალოდ რესპოდენტი ვიყავი, რომელიც ნუცამ ჩაწერა.

ამის შემდეგ გადის სამი წელი და დავიწყე "რუსთავი 2"-ში მუშაობა, დილის გადაცემაში. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჟურნალისტები გვჭირდებოდა და დაგვამატეს "კურიერის" ჟურნალისტი. ერთ-ერთი იყო ნუცა.

ნუცა ბათუმიდან იყო ახალი ჩამოსული, მაშინაც მაგარი დამწვარი იყო და ზედმეტი რუჯისგან სახეზე ლაქა ჰქონდა. თავის მოვლა ჩემი საყვარელი მხარეა. იმ წუთას აღმომაჩნდა სახის ზეთი, რომელიც ამ ლაქის მოსაშორებლად მივეცი ნუცას... შემდეგ დავმეგობრდით და მერე უკვე მოვედით აქამდე, სადაც ახლა ვართ" - ამბობს სოლოღაშვილი.

"ნენეტოს ვერავინ ნახულობდა და ცოტა შეგვეშინდა... იყო სოციალური პრობლემებიც"  - რას ჰყვება ცნობილი მსახიობი, რომელმაც თვეების შვილისთვის სახლის თეატრი შექმნა

რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში