სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამორიცხულია, კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს" - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
"გამორიცხულია, კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს" - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

2021 წლის გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი ცნო­ბი­ლია. რო­გორც შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სო­ფიო გორ­გო­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და 2021 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი პირ­ველ ივ­ლისს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყე­ბა.

მი­სი­ვე თქმით,14 ივ­ლი­სი­დან გა­მოც­დებ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან. 28 ივ­ლისს სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დას მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი 27-30 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წელს გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია:

  • ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 38 400-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­ი­ა­რა;
  • სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 3 700-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა;
  • სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის 12 800-ზე მეტი მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტი და­რე­გის­ტრირ­და.

მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის გა­მოც­და­ზე, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და­ზე, ასე­ვე საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რე­გის­ტრა­ცია 28 700-ზე მეტ­მა მსურ­ველ­მა გა­ი­ა­რა - ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არი­ან ის აპ­ლი­კან­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც 2020 წლის 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით და­რე­გის­ტრირ­დნენ საგ­ნობ­რი­ვი ან/და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა­ზე.

გორ­გო­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დის თა­რი­ღის, გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის დრო­ი­სა და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მი­სა­მარ­თის შე­სა­ხებ მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ბა­რათ­ზე, რომ­ლის ამო­ბეჭდ­ვა­საც გა­მო­საც­დე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სა­რე­გის­ტრა­ციო გვერ­დი­დან შეძ­ლე­ბენ.

"გა­მოც­დე­ბი 2021 წელ­საც კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა. ამ სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ცენ­ტრის ვებ და „ფე­ის­ბუქ” გვერ­დებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა გორ­გო­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კო­ვიდ­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მუ­შავ­დე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და­ახ­ლო­ე­ბით, ორ კვი­რა­ში ეცო­დი­ნე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც გა­მოც­დის დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­დას­ტურ­დე­ბათ, გორ­გო­ძის თქმით, ისი­ნი გა­მოც­დას სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რცე­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

"მზად ვართ ასე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად. გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი გან­თავ­სდე­ბი­ან, ვი­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­მოც­დის დღეს და­უ­ფიქ­სირ­დე­ბათ. წელ­საც ისე­ვე, რო­გორც წინა წელს, გვექ­ნე­ბა ფა­რე­ბი და და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მერ­ხი. ვფიქ­რობ, წელს კი­დევ უფრო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით ამ პრო­ცე­სის­თვის, ვიდ­რე შარ­შან ვი­ყა­ვით. ყვე­ლა სა­კი­თხი, რაც კო­ვიდს ეხე­ბა არის იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გაგ­ვი­წე­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რი რე­კო­მენ­და­ცია იგი­ვე დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, და­ზუს­ტდეს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ასე­ვე, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მარ­თვის შე­სა­ხებ გვექ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით ბრი­ფინ­გი, სა­დაც ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რად მო­გახ­სე­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ცენ­ტრი ცდი­ლობს თავი აა­რი­დოს გა­მოც­დის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრს გა­რეთ, მა­გა­ლი­თად, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბას.

„თუ გვე­ყო­ლე­ბა ერ­თზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, ეს იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა­ტუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა სქე­მაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ვფიქ­რობთ, ეს არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო. ასე­ვე, შე­მიძ­ლია პირ­და­პირ და­გი­დას­ტუ­როთ, რომ სახ­ლი­დან ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ და დას­ძი­ნა, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი, რაც ცენ­ტრმა შარ­შან გა­მო­ი­ყე­ნა და­ზუს­ტდეს. "მაგ­რამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც ეხე­ბა პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბას, დის­ტან­ცი­ის დაც­ვას, ფა­რებს, ხე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას, ცხა­დია, ეს დარ­ჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს ჯამ­ში 25 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი იქ­ნე­ბა, ამათ­გან 11 იქ­ნე­ბა თბი­ლის­ში, 3-3 ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში, ხოლო და­ნარ­ჩენ ლო­კა­ცი­ებ­ზე თითო-თითო სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
3

დისტანციურად გამოცდის ჩაბარება 100 პროცენტიანი გრანტია

123
0

უმაღლესს სასწავლებლებშიც, რომლებიც დისტანციურზე არიან შუალედურები და გამოცდები მხოლოდ სააუდიტორიო სივრცეში უნდა ჩატარდეს. დროა უკვე ამ უმსგავსობას ბოლო მოეღოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გამორიცხულია, კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს" - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

"გამორიცხულია, კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს" - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

2021 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

მისივე თქმით,14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის სტატისტიკა ასეთია:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

გორგოძის განცხადებით, დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.

"გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და „ფეისბუქ” გვერდებზე", - აღნიშნა გორგოძემ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, კოვიდდადასტურებული აბიტურიენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მუშავდება, რის შესახებაც აბიტურიენტებს დაახლოებით, ორ კვირაში ეცოდინებათ. რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს ტემპერატურა დაუდასტურდებათ, გორგოძის თქმით, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ.

"მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად. გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე შარშან ვიყავით. ყველა საკითხი, რაც კოვიდს ეხება არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწერა. სავარაუდოდ, ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა, არ გამოვრიცხავ, დაზუსტდეს გარკვეული რეკომენდაციები. ასევე, ინფიცირებული აბიტურიენტების მართვის შესახებ გვექნება დამატებით ბრიფინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ", - განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, ცენტრი ცდილობს თავი აარიდოს გამოცდის საგამოცდო ცენტრს გარეთ, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას.

„თუ გვეყოლება ერთზე მეტი აბიტურიენტი, ეს იქნება პრობლემატური. შესაბამისად, სხვა სქემაა შემუშავებული და ვფიქრობთ, ეს არ გახდება საჭირო. ასევე, შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ, რომ სახლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ განიხილება", - განაცხადა გორგოძემ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული რეკომენდაციების ნაწილი, რაც ცენტრმა შარშან გამოიყენა დაზუსტდეს. "მაგრამ რეკომენდაციები, რაც ეხება პირბადის გამოყენებას, დისტანციის დაცვას, ფარებს, ხელების დამუშავებას, ცხადია, ეს დარჩება", - განაცხადა გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს ჯამში 25 საგამოცდო ცენტრი იქნება, ამათგან 11 იქნება თბილისში, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ლოკაციებზე თითო-თითო საგამოცდო ცენტრი იქნება.

"რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა" - ნოდიკო ტატიშვილი

"მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს... ისე გამირთულდა, ტუჩის ქვეშ, ფაქტობრივად, ახალი ტუჩი ამომდიოდა" - როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ