სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო
"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო

„ამინ­დზე მეტი“ - ასე ჰქვია ახალ გა­და­ცე­მას, უფრო სწო­რად, ამინ­დის პროგ­ნოზს „მთა­ვარ არხზე“, რო­მე­ლიც 9-სა­ა­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბებს, უკვე კარ­გად ცნო­ბილ დუ­ეტს - თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვილ­სა და თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძეს მიჰ­ყავთ. ამინ­დის პროგ­ნო­ზის წაყ­ვა­ნა ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში სი­ახ­ლე არ არის, მაგ­რამ, როცა მას ორი ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი იუ­მო­რის­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით შე­ზა­ვე­ბულს გვაწ­ვდის, პირ­ვე­ლია.

„ამინ­დის პროგ­ნო­ზი სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სი­ა­მო­ვო მო­სას­მე­ნი და სა­ყუ­რე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მისი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს იდეა კი არ­ხის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს - ნიკა გვა­რა­მი­ას გა­უჩ­ნდა. რა­ტომ გა­უჩ­ნდა და რა­ტომ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს გა­ა­მარ­თლებ­და, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ზუს­ტად ამა­შია, მისი ნი­ჭი­ე­რე­ბა და კარ­გი პრო­დი­უ­სე­რუ­ლი ხედ­ვა... რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, ვერ მივ­ხვდი, მე, რო­გორც თა­თუ­ლის, რა შე­იძ­ლე­ბო­და, ამინ­დის წაყ­ვა­ნი­სას გა­მე­კე­თე­ბი­ნა. რაც მთა­ვა­რია, ეს არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სტან­დარ­ტუ­ლი ტექ­სტი... სა­ერ­თოდ, რო­დე­საც მე და თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე ეკ­რან­ზე ერ­თად ვჩნდე­ბით, ყო­ველ­თვის არის მო­ლო­დი­ნი, რომ იქ რა­ღაც მოხ­დე­ბა. ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, იმე­დი მა­ყუ­რებ­ლის­თვის არ უნდა გაგ­ვეც­რუ­ე­ბი­ნა... ისე მოხ­და, რომ პრო­ექ­ტი შედ­გა, გა­მო­ვი­და - იდე­ამ გა­ა­მარ­თლა. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მითრხა, რომ აქამ­დე ამინ­დის პროგ­ნო­ზის­თვის ასე არ დამ­ჯდა­რა და არ უყუ­რე­ბია“ - გვე­უბ­ნე­ბა თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი.

- კი, ეს არ არის ამინ­დის მშრა­ლი პროგ­ნო­ზი...

- რე­ა­ლუ­რად მე და თა­მუ­ნას, რო­გორც მსა­ხი­ო­ბებს, გვი­წევს თა­მა­ში, წამ­ყვა­ნე­ბი კი ვართ, ოღონდ, თა­თუ­ლი და თა­მუ­ნა ვართ. ეს ყვე­ლა­ფე­რი 5 წუთს არ სცდე­ბა... პირ­ვე­ლი­ვე გა­და­ცე­მამ დღის რე­ი­ტინ­გი მო­ი­გო. ისე არ გა­მო­ვი­დეს, რომ თავს ვი­ქებ, უბ­რა­ლოდ, აღ­ვნიშ­ნავ ფაქტს. ეს ყვე­ლა­ფე­რი თან, პა­რა­ლე­ლუ­რად იუ­მო­რით არის შე­ზა­ვე­ბუ­ლი, რაც მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან მოს­წონს.

- მოკ­ლედ, აქ მთა­ვა­რია თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე შედ­გა და რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რია...

- სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა, თა­ვის დრო­ზე, „ღა­მის შოუს“ დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სწო­რად დაგ­ვი­ნა­ხეს და მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. ჩვენც კი მივ­ხვდით, რას ითხოვ­დნენ და გა­მო­ვი­და ის, რაც გა­მო­ვი­და. მგო­ნი, ბუ­ნე­ბის­გან რა­ღაც სა­ჩუ­ქა­რია, რომ ამ წყვილ­ში მე აღ­მოვ­ჩნდი.

- ამინ­დის შე­სა­ფე­რი­სად ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა თქვე­ნი კოს­ტი­უ­მე­ბიც...

- კი, ჩვე­ნი სა­მო­სი ასა­ხავს მზის ჩავ­ლის, ამოს­ვლის, ცის ფე­რებს... სა­ნამ პრო­ექ­ტში დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თვე­ბო­და, ეს სა­კი­თხი მა­ნამ­დე გა­და­წყდა, რომ ყო­ველ დღე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა გვცმო­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ში კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი სოფო ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ას მე­უღ­ლემ ითა­მა­შა. მისი იდე­ით, და­თუ­ნამ მას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვი­დან რის­კი კი იყო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად გა­ა­მარ­თლა. ძა­ლი­ან მომ­წონს.

- ბა­ჩა­ნა ვინ არის? - რო­მელ­საც ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ებთ ხოლ­მე თქვენს ტექ­სტებ­ში?

- ჩვე­ნი პრო­დი­უ­სე­რი, სცე­ნა­რის­ტი არის სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ბექა ყორ­შია. რო­დე­საც შე­ვიკ­რი­ბეთ და იდე­ე­ბი ჩა­მოვ­წე­რეთ, რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, წა­მო­ვიყ­ვი­რე - ერთი ვი­ღაც უნდა გვყავ­დეს, რომ­ლის მი­მართ მუდ­მი­ვად ექ­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს ინ­ტე­რე­სი, რომ კადრს მიღ­მა ვი­ღაც არის-მეთ­ქი. მერე მის სა­ხელ­ზე ვფიქ­რობ­დით. მერე მოდი, კი არ მო­ვი­გო­ნოთ, მარ­თლა იყოს ეს ტიპი-თქო. მოკ­ლედ, ჩვე­ნი ტექ­ნი­კუ­რი პრო­დი­უ­სე­რია ბა­ჩა­ნა, ანუ რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს და ამ ამ­ბავ­მაც გა­ა­მარ­თლა... მოკ­ლედ, სცე­ნარს ბექა ყორ­შია წერს, მაგ­რამ ჩემი და თა­მუ­ნას ჩარ­თუ­ლო­ბა ამ საქ­მე­ში დი­დია.

- სა­ერ­თოდ, ამინ­დი გან­სა­ზღვრავს შენს ხა­სი­ათს?

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამინდს მო­აქვს გან­წყო­ბა. კარ­გი ამინ­დის გამო შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ, თუ ასე­თი დიდი დო­ზით ჩა­ვერ­თვე­ბო­დი ამ ამ­ბავ­ში, არ მე­გო­ნა... რაც ცუდი სუ­ლაც არ არის...

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე:

- რო­დე­საც ნიკა გვა­რა­მი­ას­გან მი­ვი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­უ­თან­ხმე­ბე­ლი რა იყო? სა­სი­ა­მოვ­ნო, მი­სა­ღე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა აღ­მოჩ­ნდა. თან, ჩვენს დუ­ეტს უკვე თხუთ­მეტ­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს, ამ­დე­ნი ხა­ნია, ერ­თად მოვ­დი­ვართ სხვა­დას­ხვა არხზე სხვა­დას­ხვა სე­რი­ალ­ში ვთა­მა­შობ­დით. ერ­თმა­ნე­თი დიდი ხანი რომ არ ვნა­ხოთ (თი­თო­ე­ულს ჩვენ-ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, სამ­სა­ხუ­რე­ბი, გეგ­მე­ბი გვაქვს), მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, რა­ი­მე პრო­ექ­ტში შევ­ხვდეთ, მა­შინ­ვე ფორ­მა­ში ვართ და ერ­თმა­ნეთს ვგრძნობთ. ერ­თმა­ნე­თის წარ­მა­ტე­ბას გან­ვა­პი­რო­ბებთ. უსი­ტყვოდ გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის, პა­ტა­რა იუ­მო­რი გვჭირ­დე­ბა, თუ სად­მე რა­ი­მე რეპ­ლი­კის ჩა­მა­ტე­ბა, თა­ვი­სით მო­დის ყვე­ლა­ფე­რი. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის­გან მო­წო­დე­ბუ­ლი ამინ­დის ზუს­ტი პროგ­ნო­ზი ეკ­რა­ნი­დან არას­დროს წაგ­ვი­კი­თხავს. იქ ჩვე­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო უნა­რე­ბიც უნდა ჩან­დეს, ამი­ტომ, ყვე­ლა­ნა­ირ სი­ტუ­ა­ცი­ას ირ­გებ და რო­გორც შე­სას­რუ­ლე­ბელ როლ­სა და მი­სი­ას, ასე უდ­გე­ბი... პირ­ვე­ლი დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არ იცით, რამ­დე­ნი წე­რი­ლი მოგ­ვდის და რამ­დე­ნი თბი­ლი სი­ტყვას გვეს­მის. თუ ადა­მი­ა­ნებს ასეთ რთულ დრო­ში ამინ­დის ჩვე­ნი გა­მო­ცხა­დე­ბით გა­ვა­ხა­ლი­სებთ, პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას მი­ვა­ნი­ჭებთ, ამას რა სჯო­ბია.

- ამინდს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია შენს ცხოვ­რე­ბა­შიც?

- ერ­თდერ­თი ქარი და მის გამო მტვე­რი რომ ტრი­ა­ლებს ხოლ­მე ჰა­ერ­ში, ეს არ მსი­ა­მოვ­ნებს, - თან, თმა გე­წე­წე­ბა, ტან­საც­მე­ლი გა­გირ­ბის... ზამ­თა­რი, შე­მოდ­გო­მა, გა­ზა­ფხუ­ლი მიყ­ვარს. ზა­ფხულ­ში მზეც მიყ­ვარს, მაგ­რამ ოდ­ნავ დის­კომ­ფორ­ტი მაქვს, როცა დიდი სი­ცხე იწყე­ბა. მაგ დროს, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ქა­ლა­ქი­დან გა­ვი­დე და სა­დაც მეტი ჟანგბა­დია, იქ ვიყო. მთა არის პირ­ვე­ლი ჟანგბა­დის მიმ­ღე­ბი ად­გი­ლი, სა­დაც უნდა წა­ვი­დე და მერე - ზღვა­ზე. წვი­მაც მიყ­ვარს, გა­ზა­ფხუ­ლის ჭექა-ქუ­ხი­ლის არ მე­ში­ნია. მთას კარ­გი წვი­მი­ა­ნი ამინ­დი უხ­დე­ბა... პროგ­ნო­ზის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას სა­ნამ მა­ყუ­რე­ბელს და­ვემ­შვი­დო­ბე­ბით, ხში­რად ვამ­ბობ, - რო­გო­რი ამინ­დიც არ უნდა იყოს, იცო­დეთ, თქვენს ხა­სი­ათ­ზე არ უნდა იმოქ­მე­დოს, ანუ ამინ­დი არ ქმნის ხა­სი­ათს! მომ­წონს ეს დამ­შვი­დო­ბე­ბა.

- სა­მო­სიც მო­იხ­დი­ნეთ...

- ერთი კოს­ტი­უ­მი მზის ჩას­ვლი­საა, მე­ო­რე - ამოს­ვლის და ასე­თი ფე­რე­ბით და გან­წყო­ბით არის თი­თო­ე­უ­ლი შექ­მნი­ლი... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა და სოფო ლი­ლუ­აშ­ვილ­მა იზ­რუ­ნეს. ქალ­ბა­ტონ­მა სო­ფომ ბევ­რი იშ­რო­მა და ახლა კოხ­ტად და კლა­სი­კუ­რად ვართ.

და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი, დი­ზა­ი­ნე­რი:

- „მთა­ვარ არხთან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყო­ველ­თვის მსი­ა­მოვ­ნებს, რად­გან იქ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის მა­ღალ დო­ნე­ზე აქვთ. მუ­შა­ო­ბის დროს პრო­ფე­სი­ო­ნალზ­მი და ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ­ჯე­რად და­მი­რე­კა სო­ფომ, რო­გორც ვიცი, მას სთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა. სო­ფოს­თან მუ­შა­ო­ბა კი­დევ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს, რად­გან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, ზუს­ტად იცის და ზუს­ტად ხვდე­ბა, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ამ ადა­მი­ა­ნის ად­ვი­ლად მეს­მის და სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ის პრო­ექ­ტში ერ­თვე­ბა. მას­თან ერ­თად სა­ბო­ლო­ოდ კარგ შე­დეგს ვი­ღებთ.

- ყო­ვე­ლი დღე არის სხვა­დას­ხვა ფე­რის კოს­ტი­უ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი...

- რად­გან ამინ­დის პროგ­ნო­ზია, ამი­ტომ გა­და­წყდა ასე­თი ფე­რა­დი ყო­ფი­ლი­ყო და მზის, მთის, ღრუბ­ლის სიმ­ბო­ლი­კე­ბი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. ამინ­დის თე­მა­ზე ეს ჩემი პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი იყო. თვი­თონ ამინ­დის წაყ­ვა­ნაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ი­ფიქ­რეს. ამ პროგ­ნოზს დიდი ინ­ტე­რე­სით და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუს­მენ, ვუ­ყუ­რებ. და თან, გე­ნი­ოს, უნი­ჭი­ე­რეს ადა­მი­ა­ნებს მიჰ­ყავთ და ეს ცალ­კე და სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
22

რა დავაშავეთ

irma
13

მართლა კაი პროექტია,,ვითომ არაფერი და რამდენი პოზიტივი და სიყვარული...,წარმატებები.................მადლობა...........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო

"ბევრმა მითხრა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ უყურებია" - თათული ედიშერაშვილისა და თამუნა ნიკოლაძის დუეტმა ახალი ამპლუა მოირგო

„ამინდზე მეტი“ - ასე ჰქვია ახალ გადაცემას, უფრო სწორად, ამინდის პროგნოზს „მთავარ არხზე“, რომელიც 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ მსახიობებს, უკვე კარგად ცნობილ დუეტს - თათული ედიშერაშვილსა და თამუნა ნიკოლაძეს მიჰყავთ. ამინდის პროგნოზის წაყვანა ქართულ სატელევიზიო სივრცეში სიახლე არ არის, მაგრამ, როცა მას ორი ყველასათვის საყვარელი მსახიობი იუმორისტული ელემენტებით შეზავებულს გვაწვდის, პირველია.

„ამინდის პროგნოზი საინტერესო, სასიამოვო მოსასმენი და საყურებელი რომ ყოფილიყო, მისი ერთ-ერთი წამყვანი მე უნდა ვყოფილიყავი. ეს იდეა კი არხის გენერალურ დირექტორს - ნიკა გვარამიას გაუჩნდა. რატომ გაუჩნდა და რატომ იყო დარწმუნებული, რომ ეს გაამართლებდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ზუსტად ამაშია, მისი ნიჭიერება და კარგი პროდიუსერული ხედვა... როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, ვერ მივხვდი, მე, როგორც თათულის, რა შეიძლებოდა, ამინდის წაყვანისას გამეკეთებინა. რაც მთავარია, ეს არ უნდა ყოფილიყო სტანდარტული ტექსტი... საერთოდ, როდესაც მე და თამუნა ნიკოლაძე ეკრანზე ერთად ვჩნდებით, ყოველთვის არის მოლოდინი, რომ იქ რაღაც მოხდება. ამიტომ, ბუნებრივია, იმედი მაყურებლისთვის არ უნდა გაგვეცრუებინა... ისე მოხდა, რომ პროექტი შედგა, გამოვიდა - იდეამ გაამართლა. ბევრმა ადამიანმა მითრხა, რომ აქამდე ამინდის პროგნოზისთვის ასე არ დამჯდარა და არ უყურებია“ - გვეუბნება თათული ედიშერაშვილი.

- კი, ეს არ არის ამინდის მშრალი პროგნოზი...

- რეალურად მე და თამუნას, როგორც მსახიობებს, გვიწევს თამაში, წამყვანები კი ვართ, ოღონდ, თათული და თამუნა ვართ. ეს ყველაფერი 5 წუთს არ სცდება... პირველივე გადაცემამ დღის რეიტინგი მოიგო. ისე არ გამოვიდეს, რომ თავს ვიქებ, უბრალოდ, აღვნიშნავ ფაქტს. ეს ყველაფერი თან, პარალელურად იუმორით არის შეზავებული, რაც მაყურებელს ძალიან მოსწონს.

- მოკლედ, აქ მთავარია თქვენი პარტნიორობა, რომელიც თავიდანვე შედგა და რომელიც საოცარია...

- საერთოდ, ჩვენი პარტნიორობა, თავის დროზე, „ღამის შოუს“ დამსახურებაა. სწორად დაგვინახეს და მადლობა მათ ამისთვის. ჩვენც კი მივხვდით, რას ითხოვდნენ და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. მგონი, ბუნებისგან რაღაც საჩუქარია, რომ ამ წყვილში მე აღმოვჩნდი.

- ამინდის შესაფერისად ყოველდღიურად იცვლება თქვენი კოსტიუმებიც...

- კი, ჩვენი სამოსი ასახავს მზის ჩავლის, ამოსვლის, ცის ფერებს... სანამ პროექტში დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ჩაერთვებოდა, ეს საკითხი მანამდე გადაწყდა, რომ ყოველ დღე განსხვავებული უნდა გვცმოდა, ამ ყველაფერში კი მნიშვნელოვანი როლი სოფო ლილუაშვილმა, ნიკა გვარამიას მეუღლემ ითამაშა. მისი იდეით, დათუნამ მასთან ითანამშრომლა. ეს გადაწყვეტილება თავიდან რისკი კი იყო, მაგრამ რეალურად გაამართლა. ძალიან მომწონს.

- ბაჩანა ვინ არის? - რომელსაც ხშირად მოიხსენიებთ ხოლმე თქვენს ტექსტებში?

- ჩვენი პროდიუსერი, სცენარისტი არის საოცრად ნიჭიერი ჟურნალისტი ბექა ყორშია. როდესაც შევიკრიბეთ და იდეები ჩამოვწერეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა, წამოვიყვირე - ერთი ვიღაც უნდა გვყავდეს, რომლის მიმართ მუდმივად ექნება მაყურებელს ინტერესი, რომ კადრს მიღმა ვიღაც არის-მეთქი. მერე მის სახელზე ვფიქრობდით. მერე მოდი, კი არ მოვიგონოთ, მართლა იყოს ეს ტიპი-თქო. მოკლედ, ჩვენი ტექნიკური პროდიუსერია ბაჩანა, ანუ რეალურად არსებობს და ამ ამბავმაც გაამართლა... მოკლედ, სცენარს ბექა ყორშია წერს, მაგრამ ჩემი და თამუნას ჩართულობა ამ საქმეში დიდია.

- საერთოდ, ამინდი განსაზღვრავს შენს ხასიათს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, ამინდს მოაქვს განწყობა. კარგი ამინდის გამო შეიძლება მიიღო კარგი გადაწყვეტილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ასეთი დიდი დოზით ჩავერთვებოდი ამ ამბავში, არ მეგონა... რაც ცუდი სულაც არ არის...

თამუნა ნიკოლაძე:

- როდესაც ნიკა გვარამიასგან მივიღეთ შემოთავაზება, დაუთანხმებელი რა იყო? სასიამოვნო, მისაღები, კულტურული, გემოვნებიანი შემოთავაზება აღმოჩნდა. თან, ჩვენს დუეტს უკვე თხუთმეტწლიანი ისტორია აქვს, ამდენი ხანია, ერთად მოვდივართ სხვადასხვა არხზე სხვადასხვა სერიალში ვთამაშობდით. ერთმანეთი დიდი ხანი რომ არ ვნახოთ (თითოეულს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება, სამსახურები, გეგმები გვაქვს), მაგრამ საკმარისია, რაიმე პროექტში შევხვდეთ, მაშინვე ფორმაში ვართ და ერთმანეთს ვგრძნობთ. ერთმანეთის წარმატებას განვაპირობებთ. უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, პატარა იუმორი გვჭირდება, თუ სადმე რაიმე რეპლიკის ჩამატება, თავისით მოდის ყველაფერი. სინოპტიკოსებისგან მოწოდებული ამინდის ზუსტი პროგნოზი ეკრანიდან არასდროს წაგვიკითხავს. იქ ჩვენი სამსახიობო უნარებიც უნდა ჩანდეს, ამიტომ, ყველანაირ სიტუაციას ირგებ და როგორც შესასრულებელ როლსა და მისიას, ასე უდგები... პირველი დღიდან მოყოლებული, არ იცით, რამდენი წერილი მოგვდის და რამდენი თბილი სიტყვას გვესმის. თუ ადამიანებს ასეთ რთულ დროში ამინდის ჩვენი გამოცხადებით გავახალისებთ, პოზიტიურ განწყობას მივანიჭებთ, ამას რა სჯობია.

- ამინდს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შენს ცხოვრებაშიც?

- ერთდერთი ქარი და მის გამო მტვერი რომ ტრიალებს ხოლმე ჰაერში, ეს არ მსიამოვნებს, - თან, თმა გეწეწება, ტანსაცმელი გაგირბის... ზამთარი, შემოდგომა, გაზაფხული მიყვარს. ზაფხულში მზეც მიყვარს, მაგრამ ოდნავ დისკომფორტი მაქვს, როცა დიდი სიცხე იწყება. მაგ დროს, ყოველთვის ვცდილობ, ქალაქიდან გავიდე და სადაც მეტი ჟანგბადია, იქ ვიყო. მთა არის პირველი ჟანგბადის მიმღები ადგილი, სადაც უნდა წავიდე და მერე - ზღვაზე. წვიმაც მიყვარს, გაზაფხულის ჭექა-ქუხილის არ მეშინია. მთას კარგი წვიმიანი ამინდი უხდება... პროგნოზის გამოცხადებისას სანამ მაყურებელს დავემშვიდობებით, ხშირად ვამბობ, - როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, იცოდეთ, თქვენს ხასიათზე არ უნდა იმოქმედოს, ანუ ამინდი არ ქმნის ხასიათს! მომწონს ეს დამშვიდობება.

- სამოსიც მოიხდინეთ...

- ერთი კოსტიუმი მზის ჩასვლისაა, მეორე - ამოსვლის და ასეთი ფერებით და განწყობით არის თითოეული შექმნილი... ამ ყველაფერზე დათუნა სულიკაშვილმა და სოფო ლილუაშვილმა იზრუნეს. ქალბატონმა სოფომ ბევრი იშრომა და ახლა კოხტად და კლასიკურად ვართ.

დათუნა სულიკაშვილი, დიზაინერი:

- „მთავარ არხთან“ თანამშრომლობა ყოველთვის მსიამოვნებს, რადგან იქ პროფესიონალები მუშაობენ. ყველაფერი ყოველთვის მაღალ დონეზე აქვთ. მუშაობის დროს პროფესიონალზმი და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამჯერად დამირეკა სოფომ, როგორც ვიცი, მას სთხოვეს დახმარება. სოფოსთან მუშაობა კიდევ განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან გემოვნებიანი ადამიანია, ზუსტად იცის და ზუსტად ხვდება, რა არის გასაკეთებელი. ამ ადამიანის ადვილად მესმის და სასიამოვნოა, როცა ის პროექტში ერთვება. მასთან ერთად საბოლოოდ კარგ შედეგს ვიღებთ.

- ყოველი დღე არის სხვადასხვა ფერის კოსტიუმით გამოხატული...

- რადგან ამინდის პროგნოზია, ამიტომ გადაწყდა ასეთი ფერადი ყოფილიყო და მზის, მთის, ღრუბლის სიმბოლიკები გამოგვეყენებინა. ამინდის თემაზე ეს ჩემი პირველი პროექტი იყო. თვითონ ამინდის წაყვანაც ძალიან საინტერესოდ მოიფიქრეს. ამ პროგნოზს დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვუსმენ, ვუყურებ. და თან, გენიოს, უნიჭიერეს ადამიანებს მიჰყავთ და ეს ცალკე და სასიამოვნო ამბავია.