სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოტივირებული ვართ, ძალიან მალე გავხდეთ ნატო-ს წევრები, საერთოა ჩვენი სწრაფვაც ევროკავშირისკენ" - უკრაინის პრემიერის ვიზიტის დეტალები და ძირითადი მესიჯები
"მოტივირებული ვართ, ძალიან მალე გავხდეთ ნატო-ს წევრები, საერთოა ჩვენი სწრაფვაც ევროკავშირისკენ" - უკრაინის პრემიერის ვიზიტის დეტალები და ძირითადი მესიჯები

სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დე­ნის შმი­გა­ლი სტუმ­რობს. უკ­რა­ი­ნელ კო­ლე­გას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მას­პინ­ძლობს.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. შეს­რულ­და ორი­ვე ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნე­ბი, რის შემ­დე­გაც პრე­მი­ე­რებს შო­რის ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რა და­ი­წყო.

"ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი იყო ჩვე­ნი სწრაფ­ვა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, - ამის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დე­ნის შმი­გალ­თან ერ­თობ­ლი­ვი ბრი­ფინ­გი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი.

„მე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ იგი დღეს სტუმ­რობს ჩვენს ქვე­ყა­ნას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს ქვეყ­ნებს აქვს ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ჩვენს ხალ­ხებს შო­რის არ­სე­ბობს ძა­ლი­ან თბი­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და ამას ადას­ტუ­რებს ჩვე­ნი დღვან­დე­ლი ვი­ზი­ტიც. უკ­რა­ი­ნა-სა­ქა­არ­თვე­ლოს აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი და ჩვენ დღეს გან­ვი­ხი­ლეთ არა­ერ­თი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა არამ­ხო­ლოდ ორ­მხრივ, არა­მედ მრა­ვალ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვე­ბიც და პრობ­ლე­მე­ბის გაგ­ვაჩ­ნია, რო­გო­რიც არის რუ­სე­თის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი და ოკუ­პა­ცი­ი­ის მძი­მე შე­დე­გე­ბი. ჩემს კო­ლე­გას­თან, რა თქმა უნდა, მე გა­მოვ­ხა­ტე ჩვე­ნი ღრმა შეშ­ფო­თე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­თან და დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გამო. მე მას და­ვუ­დას­ტუ­რე ჩვე­ნი მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი სა­კი­თხი იყო ჩვე­ნი სწრაფ­ვა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, რა თქმა უნდა, ორი­ვე ქვე­ყა­ნა არის მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა და ჩვენ ამ სა­კი­თხზე ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 17 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლომ, უკ­რა­ი­ნამ და მოლ­დო­ვამ ხელი მო­ა­წე­რა მე­მო­რან­დუმს „ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს“ და­ფუძ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დია. ჩვენ ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხი, ორი­ვე ქვე­ყა­ნა ასე­ვე ვართ ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ მალე გავ­ხდეთ ნატო-ს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მო­კავ­ში­რე­ებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა გახ­დე­ბი­ან ნატო-ს წევ­რე­ბი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­მა ქვეყ­ნებ­მა ამ გზა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წი­ეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გან­ვი­ხი­ლეთ სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. უკ­რა­ი­ნა არის სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც ტოპ ათე­ულ­ში შე­დის და ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რო­მე­ლიც ჩემს კო­ლე­გას­თან ერ­თად და­ვი­სა­ხეთ, რომ გა­ვა­ორ­მა­გოთ სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის.

ასე­ვე აღ­ვნიშ­ნეთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ტრან­სპორ­ტის, ლო­გის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ტუ­რიზ­მი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტი გვყავს უკ­რა­ი­ნი­დან და მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით კი­დევ მეტი უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტის მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე რომ, კი­დევ ერთხელ, მინ­და დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა შე­ვა­ჯა­მო - ჩვენ გვაქვს აბოს­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ფუნ­და­მენ­ტი იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვენს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ისე­დაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კი­დევ უფრო მე­ტად გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და პარტნი­ო­რო­ბა. მად­ლო­ბას ვე­ტყვი ჩემს კო­ლე­გას, მე­გო­ბარს ჩა­მობ­რძა­ნე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, ეს არ არის მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი, ეს დას­ტურ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბით, ფაქ­ტე­ბით და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბით", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც დე­ნის შმი­გალ­მა აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში, აი­ძუ­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს უფრო მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლონ უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში, მათ შო­რის, ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

„უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს კო­ლე­გას, ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ტრა­დი­ცი­უ­ლი სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის­თვის, მე­გობ­რუ­ლი და კონ­სტრუქ­ტი­უ­ლი ატ­მოს­ფე­როს­თვის, რომ­ლი­თაც დახ­ვდნენ უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას თბი­ლის­ში. ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც და­ემ­თხვა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, ეს ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა.

უკ­რა­ი­ნის ხალ­ხის სა­ხე­ლით, მინ­და ქარ­თველ ხალ­ხს ვუ­სურ­ვო მშვი­დო­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ­მა და ქარ­თუ­ლად აღ­ნიშ­ნა: „სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს“.

მი­სი­ვე თქმით, ამ რთუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც პირ­ველ რიგ­ში უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს, მისი ვი­ზი­ტი სა­ქათ­ვე­ლო­ში იძენს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას.

„ჩვენ ვხე­დავთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს ხალ­ხებს შო­რის უფრო დიდ იმ­პულსს იძენს, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი ქვეყ­ნე­ბის ბიზ­ნე­სის­თვის და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლო სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან, ეს არ არის მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი, ეს დას­ტურ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბით, ფაქ­ტე­ბით და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბით.

დღე­ვან­დე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ემაყ­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბე­ბის ერ­თობ­ლივ მიზ­ნებს, ევ­რო­კავ­შირ­ში და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ვარ ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის შეს­ვლა ეს მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია, ჩვე­ნი მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ამის­თვის მი­აღ­წი­ონ სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უმს.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის, ქმე­დე­ბე­ბის და ხედ­ვე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტი­ო­რო­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, უკ­რა­ი­ნამ, სა­ქარ­თვე­ლომ და მოლ­დო­ვამ შექ­მნეს „ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრიო“, რო­მე­ლიც, ერ­თის მხრივ, ხაზს უს­ვამს ევ­რო­პულ მის­წრა­ფე­ბებს ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის და მათ ამ­ბი­ცი­ებს, რომ გახ­დნენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი. მე­ო­რე მხრივ, იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, უფრო ეფექ­ტუ­რად მო­ემ­ზა­დონ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის­თვის, კერ­ძოდ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის სა­კი­თხებ­თან უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი მიმ­დი­ნა­რე ქმე­დე­ბე­ბი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში აი­ძუ­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს უფრო მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლონ უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში, მათ შო­რის, ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ასე­ვე შეხ­ვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, კახა კუ­ჭა­ვას, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია მე­ო­რეს.

დე­ნის შმი­გა­ლი, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად, პა­ტივს მი­ა­გებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის და­ღუ­პულ გმირ­თა ხსოვ­ნას და გმირ­თა მო­ე­დან­ზე მე­მო­რი­ალს გვირ­გვი­ნით შე­ამ­კობს.

დე­ნის შმი­გა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წუ­ხელ ჩა­მოფ­რინ­და. მას თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი დახ­ვდა.

უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ დას­რულ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კულუმბეგოვია
15

ორი მარიონეტი ერთმანეთს ხვდება ნეტა რომელიმე რამეს წარმოადგენდეთ) 

???
24

ილუზიებში ნუ გადავარდებით, ნატოში ჩვენს ქვეყანას მანამდე არავინ მიიღებს, სანამდე სადაო გვექნება ტერიტორიები. აკი გვითხრეს კიდეც, რომ თუ ტერიტორიებს დათმობთ, დღესვე მიგიღებთ ნატოშიო!

ავტორი:

"მოტივირებული ვართ, ძალიან მალე გავხდეთ ნატო-ს წევრები, საერთოა ჩვენი სწრაფვაც ევროკავშირისკენ" - უკრაინის პრემიერის ვიზიტის დეტალები და ძირითადი მესიჯები

"მოტივირებული ვართ, ძალიან მალე გავხდეთ ნატო-ს წევრები, საერთოა ჩვენი სწრაფვაც ევროკავშირისკენ" - უკრაინის პრემიერის ვიზიტის დეტალები და ძირითადი მესიჯები

საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სტუმრობს. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრემიერებს შორის ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.

"ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები.

„მე მოხარული ვარ, რომ იგი დღეს სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყნებს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ძალიან თბილი მეგობრული ურთიერთობა და ამას ადასტურებს ჩვენი დღვანდელი ვიზიტიც. უკრაინა-საქაართველოს აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი საერთო ინტერესი და ჩვენ დღეს განვიხილეთ არაერთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ჩვენ საერთო გამოწვევებიც და პრობლემების გაგვაჩნია, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციიის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან, რა თქმა უნდა, მე გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ ამ საკითხზე ბუნებრივია, ბევრი ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, რომ 17 მაისს, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ხელი მოაწერა მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი, ორივე ქვეყანა ასევე ვართ ძალიან მოტივირებული, რომ მალე გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრები. მოგეხსენებათ, რომ ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება - საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები და წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა ამ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენი ამოცანაა, რომელიც ჩემს კოლეგასთან ერთად დავისახეთ, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით, სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და მოხარული ვიქნებით კიდევ მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა დღევანდელი შეხვედრა შევაჯამო - ჩვენ გვაქვს აბოსლუტურად ყველა მექანიზმი, ძალიან ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. მადლობას ვეტყვი ჩემს კოლეგას, მეგობარს ჩამობრძანებისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დენის შმიგალმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, აიძულებენ უკრაინას და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით.

„უპირველესყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქტიული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ორმაგად სასიამოვნოა.

უკრაინის ხალხის სახელით, მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა და ქართულად აღნიშნა: „საქართველოს გაუმარჯოს“.

მისივე თქმით, ამ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება კორონავირუსს, მისი ვიზიტი საქათველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ქვეყნების ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის.

უკრაინა-საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით.

დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ემაყრება, პირველ რიგში, უკრაინის და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

დარწმუნებული, ვარ ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა ეს მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ ამისთვის მიაღწიონ საჭირო კრიტერიუმს.

მინდა აღვნიშნო, ჩვენი პოზიციების, ქმედებების და ხედვების აღმოსავლეთ პარტიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს „ასოცირებული ტრიო“, რომელიც, ერთის მხრივ, ხაზს უსვამს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენი ქვეყნების და მათ ამბიციებს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, კერძოდ რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან უფრო დიდი ყურადღების გამახვილება.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მიმდინარე ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ უკრაინას და საქართველოს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით“, - აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

დენის შმიგალი საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"თბილისის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს, "ოცნების" საარჩევნო შტაბს კი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს" - რა ხდება მმართველ პარტიაში?

"მე და ნიკა მელია შევრიგდით... ჩვენს შორის გაირკვა რაღაცები" - ალეკო ელისაშვილი