მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან
"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შუქ­რუ­თის 10 ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­ხუ­თე დღეა თბი­ლის­ში, აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან მარ­თა­ვენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას. მათი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი 24-ე დღეა შიმ­ში­ლობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა­გან ხუთ­მა კაც­მა და სამ­მა ქალ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი ამო­ი­კე­რა. პრო­ტეს­ტის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ჩვენ­თან აცხა­დებს, რომ მო­შიმ­ში­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სულ უფრო უა­რეს­დე­ბა. "სას­წრა­ფო სას­წრა­ფო­ზე მო­დის. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ არ მიყ­ვე­ბი­ან. გა­მო­დის, რომ უნდა შე­ვე­წი­როთ ამ უსა­მარ­თლო­ბას", - გვე­უბ­ნე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე. შუქ­რუ­თე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი პრობ­ლე­მე­ბით არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბა, ამი­ტომ სხვა გზა არ დარ­ჩათ - დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნად მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის ელჩთან მი­ვიდ­ნენ.

"ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად არ გა­და­იჭ­რე­ბა ჩვე­ნი პრობ­ლე­მა, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­დან წას­ვლას არ ვა­პი­რებთ. აქე­დან ან გა­თი­შუ­ლებს წაგ­ვიყ­ვა­ნენ, ანაც ცო­ცხლე­ბი წა­ვალთ, პრობ­ლე­მა­მოგ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. მთე­ლი სო­ფე­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას. ნგრე­ვის პრო­ცე­სია და­წყე­ბუ­ლი. არის იმის საფრ­თხე, რომ ერთ დღეს სო­ფე­ლი, უბ­რა­ლოდ, ჩა­ინ­გრეს და მი­წა­ში ჩა­ი­ძი­როს. ვინ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუ ასე მოხ­და? ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ვე­ლი ის არის, რომ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მად­ნის მო­პო­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი არ შე­ჩერ­და, უფრო მე­ტად გა­ა­აქ­ტი­უ­რეს.

დავ­რწმუნ­დით, რომ შუქ­რუთ­ში მცხოვ­რებთ ადა­მი­ა­ნე­ბად არ აღგ­ვიქ­ვა­მენ. ჩვენს სო­ფელ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­მარ­თა­ლი და კონ­სტი­ტუ­ცია. ერთ კომ­პა­ნი­ა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი მთე­ლი სო­ფე­ლი. ისი­ნი ყველ­გან იმას აკე­თე­ბენ, რაც უნ­დათ და რო­გორც უნ­დათ. ამათ არც არა­ვის სა­კუთ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებთ და არც ადა­მი­ა­ნუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი", - ამ­ბობს გი­ორ­გი ნე­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შიმ­ში­ლობს და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი აქვს ამო­კე­რი­ლი.

  • რას ითხო­ვენ შუქ­რუ­თე­ლე­ბი?

გი­ორ­გი ნე­ფა­რი­ძე ამ­ბობს, რომ "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“, მისი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის "შუქ­რუ­თი+“ მეშ­ვე­ო­ბით მა­დანს უკა­ნო­ნო, სწრა­ფი წე­სით მო­ი­პო­ვებს. რის გა­მოც სოფ­ლის ქვეშ 12 გვი­რა­ბია შეჭ­რი­ლი და მათ სახ­ლებს ქვე­მოთ ოთხი მეტ­რის სი­ცა­რი­ე­ლეა.

"რო­დის დაგ­ვენგრე­ვა სახ­ლე­ბი თავ­ზე და ამო­ვი­ხო­ცე­ბით, არ ვი­ცით. ვი­თხოვთ, რომ ელჩმა გვი­შუ­ამ­დგომ­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­თან, რათა და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბით. მო­ვი­თხოვთ, რომ ზა­რა­ლის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო ჩა­ერ­თოს. რათა შე­ა­ფა­სოს ჩვე­ნი ზა­რა­ლი და გად­მოგ­ვე­ცეს შე­სა­ბა­მი­სი კომ­პენ­სა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად. გვინ­და, რომ ეს პრო­ცე­სი იყოს გამჭვირ­ვა­ლე", - ამ­ბობს გი­ორ­გი ნე­ფა­რი­ძე.

შუქ­რუ­თე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი, ის რაც მათი პო­ზი­ცი­ით, ორ­მხრივ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში უნდა ჩა­ი­წე­როს, "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზს“ ერთი კვი­რის წინ გა­უგ­ზავ­ნეს. კომ­პა­ნი­ამ პრო­ცეს­ში სამ­ხა­რა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ჩარ­თვა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ და რა პრინ­ცი­პით აა­ნა­ზღა­უ­რე­ბენ ზა­რალს, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში არ ჩა­უ­წე­რი­ათ. რაც ად­გი­ლობ­რი­ვებს უჩენს გან­ცდას, რომ კომ­პა­ნია მათ ატყუ­ებს.

  • რას სთა­ვა­ზობს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ შუქ­რუ­თე­ლებს

Ambebi. Ge ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა არა­ერ­თგზის და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათ ჩვენს კი­თხვებს არ უპა­სუ­ხეს. ამი­ტომ გთა­ვა­ზობთ მათ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც 31 მა­ისს გა­ავ­რცე­ლეს.

"ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია თა­ნახ­მაა, მცხოვ­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ გან­სა­ზღვროს. მისი თქმით, კომ­პა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის­თვის სრულ მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს.

ჩვენ მათ გა­ვუგ­ზავ­ნეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დრაფ­ტი და მი­ვი­ღეთ მათი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­ღაც ეწე­რა. ჩვენ ისევ იმა­ვეს ვთა­ვა­ზობთ, რომ შე­ვა­ფა­სოთ ზა­რა­ლი სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­თი. ასე­ვე, ჩვენ გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რა­საც ვუ­დებთ მთელ სო­ფელს და ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იცი­ან მათ, იცი­ან თან­ხე­ბი, რო­გორც შე­ფას­და მათი ქო­ნე­ბა და შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ­დე არც მი­ვე­დით მათ­თან. სა­ვა­რა­უ­დოდ, თან­ხის ოდე­ნო­ბა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დათ. თუმ­ცა თან­ხე­ბი მე და­ვა­სა­ხე­ლე - ეს არ არის 10, 15 და 30 ათა­სი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბას­თან, - სა­ხე­ლებს ვერ ვი­ტყვი, - არის 80, 120, 148 ათა­სი ლარი, ზოგ­ჯერ 200 ათას ლარს სცდე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა“, - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გი­ორ­გი ნე­ფა­რი­ძის­თვის ეს გან­ცხა­დე­ბა ხალ­ხის სიც­რუ­ე­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბაა და სხვა არა­ფე­რი. მისი თქმით, შუქ­რუ­თე­ლებ­მა კომ­პა­ნი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ყვე­ლა რე­სურ­სი ამო­წუ­რეს.

"რა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა კომ­პა­ნი­ამ? მერ­წმუ­ნეთ, არა­ფე­რი შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ვინ­მე რომ რა­მეს გვთა­ვა­ზობ­დეს, სამ თვე­ზე მე­ტია კა­რავ­ში ვცხოვ­რობთ და 2018 წლი­დან ნა­ხევ­რად ქუ­ჩა­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, რო­გორ ფიქ­რობთ გვე­ხა­ლი­სე­ბა? სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს ასეთ რის­კის ქვეშ და­ვა­ყე­ნებ­დით? ისი­ნი თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ ხალ­ხი, თით­ქოს რა­მეს გვთა­ვა­ზობ­დნენ და ჩვენ უფრო მეტს ვი­თხოვ­დეთ, იმ­დენს, რაც არ გვე­კუთ­ვნის. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში წე­რია, რომ ანა­ზღა­ურ­დე­ბა მხო­ლოდ ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი. ეს შვი­ლო­ბი­ლი კო­მა­ნია სულ ერთი წე­ლია, რაც ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობს. სახ­ლე­ბი კი 2018 წლი­დან გვენგრე­ვა თავ­ზე. ამი­ტომ მხა­რე უნდა იყოს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის“ და მან აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. " - გვე­უბ­ნე­ბა ნე­ფა­რი­ძე.

  • ამე­რი­კის ელ­ჩის რე­ა­გი­რე­ბა შუქ­რუ­თე­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ზე

აქ­ცი­ის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ელ­ჩოს­თან ყოფ­ნის მე­ო­თხე დღეს, ანუ გუ­შინ, მათ­თან ამე­რი­კის ელ­ჩის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ვი­და და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს უთხრა, რომ კელი დეგ­ნა­ნი პრობ­ლე­მის საქ­მის კურ­სშია და რომ ელჩმა ომ­ბუდსმენს და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თვა და­ა­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
27

ძალიან მაინტერესებს, სახალხო დამცველი საპატრიარქოს რომ უჩხიკინებს, აი აგერ რეალური პრობლემა, ამათ რატომ არ აქცევს ყურადღებას?

მიშა
24

ელჩმა რო დაავალა ჩვენ ორგანიზაციებს გასაგებია, მათი კოლონია ვართ, მაგრამ პრობლემის მოგვარების საბოლოო გადაწყვეტილებაც ამერიკელებზე უნდა იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები მეხუთე დღეა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მართავენ საპროტესტო აქციას. მათი გარკვეული ნაწილი 24-ე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეთაგან ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთან აცხადებს, რომ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. "სასწრაფო სასწრაფოზე მოდის. საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას", - გვეუბნება აქციის მონაწილე. შუქრუთელები ამბობენ, რომ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება, ამიტომ სხვა გზა არ დარჩათ - დახმარების სათხოვნად მეგობარი ქვეყნის ელჩთან მივიდნენ.

"ვიდრე რეალურად არ გადაიჭრება ჩვენი პრობლემა, ამერიკის საელჩოდან წასვლას არ ვაპირებთ. აქედან ან გათიშულებს წაგვიყვანენ, ანაც ცოცხლები წავალთ, პრობლემამოგვარებულები. მთელი სოფელი კატასტროფის წინაშე დგას. ნგრევის პროცესია დაწყებული. არის იმის საფრთხე, რომ ერთ დღეს სოფელი, უბრალოდ, ჩაინგრეს და მიწაში ჩაიძიროს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას თუ ასე მოხდა? ყველაზე დამთრგუნველი ის არის, რომ ჩვენი პროტესტის პარალელურად მადნის მოპოვების სამუშაოები კი არ შეჩერდა, უფრო მეტად გაააქტიურეს.

დავრწმუნდით, რომ შუქრუთში მცხოვრებთ ადამიანებად არ აღგვიქვამენ. ჩვენს სოფელში შექმნილი ვითარება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არავის აინტერესებს ამ ქვეყანაში ადამიანები, სამართალი და კონსტიტუცია. ერთ კომპანიაზეა მორგებული მთელი სოფელი. ისინი ყველგან იმას აკეთებენ, რაც უნდათ და როგორც უნდათ. ამათ არც არავის საკუთრება აინტერესებთ და არც ადამიანური შეხედულებები", - ამბობს გიორგი ნეფარიძე, რომელიც პირველივე დღიდან შიმშილობს და პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

  • რას ითხოვენ შუქრუთელები?

გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზი“, მისი შვილობილი კომპანიის "შუქრუთი+“ მეშვეობით მადანს უკანონო, სწრაფი წესით მოიპოვებს. რის გამოც სოფლის ქვეშ 12 გვირაბია შეჭრილი და მათ სახლებს ქვემოთ ოთხი მეტრის სიცარიელეა.

"როდის დაგვენგრევა სახლები თავზე და ამოვიხოცებით, არ ვიცით. ვითხოვთ, რომ ელჩმა გვიშუამდგომლოს სახელმწიფოსთან, რათა დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემებით. მოვითხოვთ, რომ ზარალის შეფასების პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთოს. რათა შეაფასოს ჩვენი ზარალი და გადმოგვეცეს შესაბამისი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე", - ამბობს გიორგი ნეფარიძე.

შუქრუთელებმა საკუთარი მოთხოვნები, ის რაც მათი პოზიციით, ორმხრივ ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს, "ჯორჯიან მანგანეზს“ ერთი კვირის წინ გაუგზავნეს. კომპანიამ პროცესში სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართვაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა პრინციპით აანაზღაურებენ ზარალს, ხელშეკრულებაში არ ჩაუწერიათ. რაც ადგილობრივებს უჩენს განცდას, რომ კომპანია მათ ატყუებს.

  • რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთელებს

Ambebi. Ge ორი დღის განმავლობაში ცდილობდა "ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებას, თუმცა არაერთგზის დაპირების მიუხედავად, მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ამიტომ გთავაზობთ მათ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც 31 მაისს გაავრცელეს.

"ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, კომპანია თანახმაა, მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, ზიანის ოდენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს. მისი თქმით, კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და პრობლემის მოგვარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

ჩვენ მათ გავუგზავნეთ ხელშეკრულების დრაფტი და მივიღეთ მათი ცვლილებებით, სადაც აბსოლუტურად სხვა რაღაც ეწერა. ჩვენ ისევ იმავეს ვთავაზობთ, რომ შევაფასოთ ზარალი სამხარაულის ბიუროთი. ასევე, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რასაც ვუდებთ მთელ სოფელს და ეს ხელშეკრულება იციან მათ, იციან თანხები, როგორც შეფასდა მათი ქონება და შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებამდე არც მივედით მათთან. სავარაუდოდ, თანხის ოდენობა არ აკმაყოფილებდათ. თუმცა თანხები მე დავასახელე - ეს არ არის 10, 15 და 30 ათასი, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პიროვნებასთან, - სახელებს ვერ ვიტყვი, - არის 80, 120, 148 ათასი ლარი, ზოგჯერ 200 ათას ლარს სცდება ანაზღაურება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გიორგი ნეფარიძისთვის ეს განცხადება ხალხის სიცრუეში შეყვანის მცდელობაა და სხვა არაფერი. მისი თქმით, შუქრუთელებმა კომპანიასთან კომუნიკაციის ყველა რესურსი ამოწურეს.

"რა შემოგვთავაზა კომპანიამ? მერწმუნეთ, არაფერი შემოუთავაზებია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. ვინმე რომ რამეს გვთავაზობდეს, სამ თვეზე მეტია კარავში ვცხოვრობთ და 2018 წლიდან ნახევრად ქუჩაში გვიწევს ცხოვრება, როგორ ფიქრობთ გვეხალისება? საკუთარ სიცოცხლეს ასეთ რისკის ქვეშ დავაყენებდით? ისინი თავიანთი განცხადებებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, თითქოს რამეს გვთავაზობდნენ და ჩვენ უფრო მეტს ვითხოვდეთ, იმდენს, რაც არ გვეკუთვნის. ხელშეკრულებაში წერია, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ მიყენებული ზარალი. ეს შვილობილი კომანია სულ ერთი წელია, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობს. სახლები კი 2018 წლიდან გვენგრევა თავზე. ამიტომ მხარე უნდა იყოს "ჯორჯიან მანგანეზის“ და მან აიღოს საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა. " - გვეუბნება ნეფარიძე.

  • ამერიკის ელჩის რეაგირება შუქრუთელების პრობლემაზე

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, საელჩოსთან ყოფნის მეოთხე დღეს, ანუ გუშინ, მათთან ამერიკის ელჩის წარმომადგენელი მივიდა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ კელი დეგნანი პრობლემის საქმის კურსშია და რომ ელჩმა ომბუდსმენს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიაციის პროცესში ჩართვა დაავალა.

"გამორიცხულია, კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს" - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 6-მა ბავშვმა დატოვა, მუშაობა მიდის კიდევ 10 ბავშვის გაყვანაზე