საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა" - ბადრი ჯაფარიძე
"გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა" - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია ხე­ლოვ­ნუ­რად არის შე­მოყ­ვა­ნი­ლი პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­თა­მა­შედ, რო­მე­ლიც მის კრი­ტი­კა­საც ვერ ბე­დავს.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მას ე.წ. მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი პი­რა­დად გა­დას­ცა.

„ჩვენ რომ გვყავ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, რა თქმა უნდა, და­ად­გენ­და, ვისი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბია ამ წე­რილ­ზე. სა­ბო­ლო­ოდ ხომ გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­მარ­თლე იცო­დეს. სი­მარ­თლე არის ერთი, ეს მუ­ქა­რის წე­რი­ლი იყო მის­გან ჩემ­ზე პი­რა­დად გად­მო­ცე­მუ­ლი. მას უნდა ეყოს გამ­ბე­და­ო­ბა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრას. ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი მისი მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გზე­ბი სა­მო­მავ­ლოდ გა­და­იკ­ვე­თოს და პარტნი­ო­რე­ბიც გახ­დნენ, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ „მა­ტყუ­ა­რა პარტნი­ო­რი ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია“.

„სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ მა­ტყუ­ა­რა პარტნი­ო­რი მყავ­დეს. პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა სი­მარ­თლე თქვას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ო­რი გყავ­დეთ, რომ­ლის­გა­ნაც სულ ტყუ­ილს ელო­დე­ბით. თუ ნდო­ბა არ არ­სე­ბობს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ მხა­რეს­თან იპარტნი­ო­რო. ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ტყუ­ილს ვხე­დავ მისი მხრი­დან, თუ და­ვი­ნა­ხავ, რომ ის გულ­წრფე­ლად იტყვის, რა­ტომ გად­მოგ­ვცა ეს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რა­ტომ გა­ა­ჩე­რა ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი... მან პი­რა­დად მომ­ცა წე­რი­ლი, ამას სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ გამ­ბე­და­ო­ბა აკ­ლია თქვას, და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და ეს გა­ა­კე­თა, მაგ­რამ უნდა თქვას, ვინ და­ა­ვა­ლა ამ წე­რი­ლის გად­მო­ცე­მა“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მან ასე­ვე ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა და­ა­ზი­ა­ნა.

„გა­ხა­რი­ას არ რცხვე­ნია იმის, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბით ამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვე­ყა­ნას. უკვე რამ­დე­ნი დრო გა­ვი­და, წელს პრო­ექ­ტის გა­ჩე­რე­ბი­დან 2 წელი შეს­რულ­დე­ბა, რამ­ხე­ლა ზი­ა­ნი მი­ი­ღო ქვე­ყა­ნამ. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლის პრე­ტენ­ზია აქვს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­ცდა უნდა ჰქონ­დეთ. სწო­რედ იმის გამო, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, ხელი შეგ­ვშლო­და ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ჩვენ ამას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით და თან პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­კუ­რა­ტუ­რა დაგ­ვდევ­და და სა­სა­მარ­ლო­ებ­ზე დაგ­ვა­ტა­რებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­მა­ლე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და“, -გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

„ლე­ლოს“ ლი­დე­რის თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ თურ­მე ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცია იყო.

„მარ­ტი­დან აყ­ვავ­და კო­რუფ­ცია და თე­ბერ­ვლამ­დე, როცა ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, მა­ნამ­დე კო­რუფ­ცია არ იყო? თუ რო­გორ არის, კო­რუფ­ცია იყო და თვალს ხუ­ჭავ­და, არა­ფერს აკე­თებ­და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის­თვის?!“,-გან­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
195
მევახშე ჯაფარიძე რა გამბედაობაზე საუბრობს.
irakli
13

და ლონდონში რაგითხრეს გახარიას თითიაო? ხო გააგზავნეთ ექსპერტიზაზე არმოსულა პასუხი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა" - ბადრი ჯაფარიძე

"გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა" - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ხელოვნურად არის შემოყვანილი პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის მოთამაშედ, რომელიც მის კრიტიკასაც ვერ ბედავს.

ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.

„ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადოებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გზები სამომავლოდ გადაიკვეთოს და პარტნიორებიც გახდნენ, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „მატყუარა პარტნიორი ვერ წარმოუდგენია“.

„სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, რომ მატყუარა პარტნიორი მყავდეს. პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანმა სიმართლე თქვას. როგორ შეიძლება პარტნიორი გყავდეთ, რომლისგანაც სულ ტყუილს ელოდებით. თუ ნდობა არ არსებობს, როგორ შეიძლება ასეთ მხარესთან იპარტნიორო. ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ მისი მხრიდან, თუ დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმოგვცა ეს წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი... მან პირადად მომცა წერილი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას, დავუშვი შეცდომა და ეს გააკეთა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებამ ქვეყანა დააზიანა.

„გახარიას არ რცხვენია იმის, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერებით ამხელა ზიანი მიაყენა ქვეყანას. უკვე რამდენი დრო გავიდა, წელს პროექტის გაჩერებიდან 2 წელი შესრულდება, რამხელა ზიანი მიიღო ქვეყანამ. ჩემი აზრით, ადამიანებს, ვისაც პოლიტიკაში შემოსვლის პრეტენზია აქვს, პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეთ. სწორედ იმის გამო, მან ყველაფერი გააკეთა, ხელი შეგვშლოდა ჩვენს საქმიანობაში, ჩვენ ამას ვახორციელებდით და თან პარალელურად, პროკურატურა დაგვდევდა და სასამარლოებზე დაგვატარებდნენ. მიუხედავად ამისა, გამალებული მუშაობა მიმდინარეობდა“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე ქვეყანაში კორუფცია იყო.

„მარტიდან აყვავდა კორუფცია და თებერვლამდე, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კორუფცია არ იყო? თუ როგორ არის, კორუფცია იყო და თვალს ხუჭავდა, არაფერს აკეთებდა კორუფციასთან ბრძოლისთვის?!“,-განცხადა ჯაფარიძემ.

"რა სამშობლოს უღალატა? ეს პარანოიაა..." - გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადების შესახებ

ვინ როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გიორგი გახარიას შესახებ - ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები

რა წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში და რომელია ის 4 მიმართულება, სადაც ქვეყანაში, ანგარიშის მიხედვით, პროგრესია