სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე
"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე COVID-19-ის ე.წ. ინ­დუ­რი და ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი შტა­მე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს გან­მარ­ტავს.

ის აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს და ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი მსოფ­ლი­ოს 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია და სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი გავ­რცე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი არ­სე­ბობს.

მი­სი­ვე თქმით, COVID გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის­გა­ნაც იცავს, თუმ­ცა, ნაკ­ლე­ბად.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს.

ცერ­ცვა­ძის თქმით­ვე, COVID გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მის­გან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იცავს, ვიდ­რე სხვა შტა­მე­ბის­გან.

„ბოლო დროს მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­სახ­ლე­ო­ბა დიდ ინ­ტე­რესს იჩენს COVID-19-ის გა­მომ­წვე­ვი ვირუ­სის SARS-CoV-2-ის სხვა­დას­ხვა შტა­მის მი­მართ, რა­მე­თუ, მათ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე.

ზო­გა­დად, ვირუ­სებს ახა­სი­ა­თებთ მუ­ტა­გე­ნე­ზი, ანუ მუ­ტა­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნის პრო­ცე­სი, რაც გუ­ლის­ხმობს ცვლი­ლე­ბებს ვირუ­სის გე­ნომ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ვირუ­სის ან­ტი­გე­ნურ სტრუქ­ტუ­რა­ში. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც SARS-CoV-2-ია. მუ­ტა­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს მცი­რე, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად არ ახ­დენს გავ­ლე­ნას ვირუ­სის თვი­სე­ბებ­ზე და ხში­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი რჩე­ბა და უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლად შეც­ვა­ლოს ვირუ­სის ან­ტი­გე­ნუ­რი სტრუქ­ტუ­რა და წარ­მოშ­ვას ახა­ლი შტა­მი.

სა­დღე­ი­სოდ ცნო­ბი­ლია SARS-CoV-2-ის 10-მდე სხვა­დას­ხვა შტა­მი, რო­მელ­თან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ით­ვლე­ბა ხუთი შტა­მი: ე.წ. ჩი­ნუ­რი (სა­წყი­სი შტა­მი), ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი, ე.წ. ბრა­ზი­ლი­უ­რი, ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი და ე.წ. ინ­დუ­რი - იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იქნა ეს შტა­მი პირ­ვე­ლად ნა­ნა­ხი. აგ­რეთ­ვე აშშ-სთვის ლო­კა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ე.წ. კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი შტა­მი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შტა­მე­ბი მო­იხ­სე­ნი­ე­ბა არა ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბით, არა­მედ სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­დე­ბით, მაგ., ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის კო­დია B.1.617, ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის - B.1.1.7 და ა.შ. გარ­და ამი­სა, სულ ახ­ლა­ხანს თი­თო­ე­ულ შტამს ჯან­მო-მ მი­ა­ნი­ჭა და­სა­ხე­ლე­ბა ბერ­ძნუ­ლი ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით: Alpha - ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი, Beta - სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი შტა­მი, Gamma - ბრა­ზი­ლი­უ­რი შტა­მი, Delta - ინ­დუ­რი შტა­მი და Epsilon - კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი შტა­მი და ა.შ.

ეს შტა­მე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა სიხ­ში­რით გვხვდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად დო­მი­ნი­რებს ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი (Alpha) და ე.წ. ჩი­ნუ­რი (სა­წყი­სი) შტა­მი. თუმ­ცა, ცალ­კე­ულ ავად­მყო­ფებ­ში უკვე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი (Delta) და ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მე­ბი.

მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სი სა­დღე­ი­სოდ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ე.წ. ინ­დუ­რი (Delta) და ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მე­ბის მი­მართ, ამი­ტომ დღე­ვან­დელ პოს­ტში შე­ვე­ხე­ბით ამ შტა­მე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. ძი­რი­თა­დად შე­ვეც­დე­ბით ვუ­პა­სუ­ხოთ იმ კი­თხვებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე უფრო ხში­რად ის­მე­ბა.

ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი გა­მოვ­ლინ­და 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ინ­დო­ეთ­ში, მაგ­რამ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და 2021 წლის აპ­რილ-მა­ის­ში. სა­დღი­სოდ ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი გავ­რცე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი. სულ ახ­ლა­ხან იგი და­უ­დას­ტურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ 5 COVID პა­ცი­ენტს, რო­მელ­თა­გან 2 სა­ქარ­თვე­ლოს, ხოლო 3 უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მას გა­ნას­ხვა­ვებს სხვა შტა­მე­ბის­გან ჯერ კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი არ არის და კვლე­ვის პრო­ცეს­შია. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მას შე­იძ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს შემ­დე­გი თვი­სე­ბე­ბი:

ე.წ. ინ­დურ შტამს სა­ვა­რა­უ­დოდ ახა­სი­ა­თებს ჩვე­უ­ლებ­რივ სტან­დარ­ტულ (ჩი­ნურ) შტამ­თან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლი გა­დამ­დებ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის უნა­რი.

ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი სა­ვა­რა­უ­დოდ, სტან­დარ­ტულ­თან (ჩი­ნურ­თან) შე­და­რე­ბით უფრო მე­ტად ას­ნე­ბოვ­ნებს ახალ­გაზ­რდა და ბავ­შვთა ასა­კის პი­რებს. შე­საძ­ლოა, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს იმით, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცენ­ტი ბევ­რად და­ბა­ლია.

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტულ ცხო­ვე­ლებ­ში იწ­ვევ­და სტან­დარ­ტულ (ჩი­ნურ) შტამ­თან შე­და­რე­ბით უფრო მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას, თუმ­ცა, რამ­დე­ნად ვრცელ­დე­ბა ეს ადა­მი­ა­ნებ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის.

COVID გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი იცავს ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის­გა­ნაც, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ ნაკ­ლე­ბად.

დღეს არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბიც ასე­ვე პო­ტენ­ცი­უ­რად შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იცა­ვენ ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის­გან, თუმ­ცა, ახ­ლა­ხან აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ უჩ­ვე­ნა, რომ Pfizer-ის ვაქ­ცი­ნა ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის­გან იცავს 93%-ით, ხოლო ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის­გან - 88%-ით.

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კულ (Beta) შტამს, იგი პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლე­ნილ იქნა ჯერ კი­დევ 2020 წლის მა­ის­ში, მაგ­რამ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში. სა­დღე­ი­სოდ ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს 30-მდე ქვე­ყა­ნა­ში. მისი გავ­რცე­ლე­ბის რის­კი სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა, იგი შე­და­რე­ბით მცი­რეა. სულ ახ­ლა­ხანს ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მი და­უ­დას­ტურ­და სა­ქარ­თვე­ლოს ერთ მო­ქა­ლა­ქეს. სხვა შემ­თხვე­ვე­ბი ჯერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის.

ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიც ჯერ­ჯე­რო­ბით ბო­ლომ­დე კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი არ არის და კვლე­ვის პრო­ცეს­შია. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მას შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­სი­ა­თებ­დეს შემ­დე­გი თვი­სე­ბე­ბი: და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კულ (Beta) შტამს ახა­სი­ა­თებს ჩვე­უ­ლებ­რივ სტან­დარ­ტულ (ჩი­ნურ) შტამ­თან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლი (და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ით) გა­დამ­დებ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის უნა­რი.

ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.

COVID გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, ისე­ვე რო­გორც კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა, ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მის­გან შე­და­რე­ბით (ზო­მი­ე­რად) ნაკ­ლე­ბად იცავს, ვიდ­რე სხვა შტა­მე­ბის­გან.

დღეს არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბიც ასე­ვე შე­და­რე­ბით (ზო­მი­ე­რად) ნაკ­ლე­ბად იცა­ვენ ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი შტა­მის­გან, ვიდ­რე სხვა შტა­მე­ბის­გან.

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტი­ა­ნია ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი შტა­მის მი­მართ. გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს კომ­პა­ნია Regeron-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კოქ­ტე­ი­ლი.

ახლა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი: ე.წ. ინ­დუ­რი (Delta) და ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი (Beta) შტა­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს ვერ გა­ვა­კე­თებთ. ერ­თა­დერ­თი უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ სი­ფხიზ­ლე და უფრო მკაც­რად და­ვიც­ვათ არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი - პირ­ველ რიგ­ში, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა და თა­ვის არი­დე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის­გან. შე­სა­ბა­მის­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რათა შეძ­ლე­ბი­სა­მებრ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ე.წ. ინ­დუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი შტა­მის სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბა - კერ­ძოდ, ეპიდ­კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე პი­რებ­ზე, სა­დაც ეს შტა­მე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული
1

სა გევიქცე ...

აკი
18

მაშინ რისთვისღა ცრით ამ შხამით ხალხს, თუ მაგ შტამს არ შველის, ჩინური შტამი ისეც აღარაა.

ავტორი:

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ის ე.წ. ინდური და ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებებს განმარტავს.

ის აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

ცერცვაძის განმარტებით, ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია და საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი არსებობს.

მისივე თქმით, COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი ე.წ. ინდური შტამისგანაც იცავს, თუმცა, ნაკლებად.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამით გამოწვეული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან დაკავშირებით დადასტურებული მონაცემები არ არსებობს.

ცერცვაძის თქმითვე, COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამისგან შედარებით ნაკლებად იცავს, ვიდრე სხვა შტამებისგან.

„ბოლო დროს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მოსახლეობა დიდ ინტერესს იჩენს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის სხვადასხვა შტამის მიმართ, რამეთუ, მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დაავადების მიმდინარეობაზე.

ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ მუტაგენეზი, ანუ მუტაციების წარმოქმნის პროცესი, რაც გულისხმობს ცვლილებებს ვირუსის გენომში და შესაბამისად, ვირუსის ანტიგენურ სტრუქტურაში. გამონაკლისი არც SARS-CoV-2-ია. მუტაციები შეიძლება იყოს მცირე, რომელიც პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ვირუსის თვისებებზე და ხშირად შეუმჩნეველი რჩება და უფრო სერიოზული მუტაციები, რომელსაც შეუძლია სერიოზულად შეცვალოს ვირუსის ანტიგენური სტრუქტურა და წარმოშვას ახალი შტამი.

სადღეისოდ ცნობილია SARS-CoV-2-ის 10-მდე სხვადასხვა შტამი, რომელთან ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ხუთი შტამი: ე.წ. ჩინური (საწყისი შტამი), ე.წ. ბრიტანული, ე.წ. ბრაზილიური, ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ე.წ. ინდური - იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იქნა ეს შტამი პირველად ნანახი. აგრეთვე აშშ-სთვის ლოკალურად მნიშვნელოვანი ე.წ. კალიფორნიული შტამი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად შტამები მოიხსენიება არა ქვეყნის დასახელებით, არამედ სპეციალური კოდებით, მაგ., ე.წ. ინდური შტამის კოდია B.1.617, ბრიტანული შტამის - B.1.1.7 და ა.შ. გარდა ამისა, სულ ახლახანს თითოეულ შტამს ჯანმო-მ მიანიჭა დასახელება ბერძნული ანბანის მიხედვით: Alpha - ბრიტანული შტამი, Beta - სამხრეთ აფრიკული შტამი, Gamma - ბრაზილიური შტამი, Delta - ინდური შტამი და Epsilon - კალიფორნიული შტამი და ა.შ.

ეს შტამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. საქართველოში ამჟამად დომინირებს ე.წ. ბრიტანული შტამი (Alpha) და ე.წ. ჩინური (საწყისი) შტამი. თუმცა, ცალკეულ ავადმყოფებში უკვე დაფიქსირებულია ე.წ. ინდური შტამი (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამები.

მოსახლეობის ინტერესი სადღეისოდ განსაკუთრებით მაღალია ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამების მიმართ, ამიტომ დღევანდელ პოსტში შევეხებით ამ შტამების თავისებურებებს. ძირითადად შევეცდებით ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად ისმება.

ე.წ. ინდური შტამი გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში, მაგრამ აქტუალური გახდა 2021 წლის აპრილ-მაისში. სადღისოდ ე.წ. ინდური შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და არსებობს საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი. სულ ახლახან იგი დაუდასტურდა საქართველოში მყოფ 5 COVID პაციენტს, რომელთაგან 2 საქართველოს, ხოლო 3 უცხოეთის მოქალაქეა. ე.წ. ინდური შტამის თავისებურებები, რომელიც მას განასხვავებს სხვა შტამებისგან ჯერ კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

ე.წ. ინდურ შტამს სავარაუდოდ ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი გადამდებლობა და შესაბამისად, უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. ინდური შტამი სავარაუდოდ, სტანდარტულთან (ჩინურთან) შედარებით უფრო მეტად ასნებოვნებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ამ კატეგორიის ადამიანებში ვაქცინაციის პროცენტი ბევრად დაბალია.

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. ინდური შტამი ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევდა სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა, რამდენად ვრცელდება ეს ადამიანებზე დადგენილი არ არის.

COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი იცავს ე.წ. ინდური შტამისგანაც, მაგრამ სავარაუდოდ ნაკლებად.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე პოტენციურად შედარებით ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან, თუმცა, ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ე.წ. ბრიტანული შტამისგან იცავს 93%-ით, ხოლო ე.წ. ინდური შტამისგან - 88%-ით.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც პოტენციურად შედარებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. ინდური შტამის მიმართ.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს, იგი პირველად გამოვლენილ იქნა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, მაგრამ აქტუალური გახდა 2020 წლის დეკემბერში. სადღეისოდ ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. მისი გავრცელების რისკი საქართველოშიც არსებობს, თუმცა, იგი შედარებით მცირეა. სულ ახლახანს ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს. სხვა შემთხვევები ჯერ დაფიქსირებული არ არის.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამის თავისებურებებიც ჯერჯერობით ბოლომდე კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შესაძლებელია ახასიათებდეს შემდეგი თვისებები: დადასტურებულია, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი (დაახლოებით 50%-ით) გადამდებლობა და შესაბამისად, უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამით გამოწვეული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან დაკავშირებით დადასტურებული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს.

COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი, ისევე როგორც კონვალესცენტის პლაზმა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამისგან შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავს, ვიდრე სხვა შტამებისგან.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავენ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისგან, ვიდრე სხვა შტამებისგან.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. გამონაკლისი შეიძლება იყოს კომპანია Regeron-ის მიერ წარმოებული მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი.

ახლა, როგორი იქნება რეკომენდაციები: ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამებით გამოწვეული COVID-19-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები - პირველ რიგში, პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან. შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეძლებისამებრ თავიდან ავირიდოთ ე.წ. ინდური და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელება - კერძოდ, ეპიდკონტროლის გამკაცრება იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე, სადაც ეს შტამები გავრცელებულია“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

"მივმართავ მოსახლეობას, არავითარ შემთვევაში არ გაიტეხონ გული..." - თენგიზ ცერცვაძის განცხადება დაგვიანებულ ვაქცინაციაზე

"ერთი თვე კლინიკაში იმყოფებოდა..." - ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის გადაფარვის მცდელობაა... ეს ყველაფერი რისკის შემცველია" - როგორ აფასებს კულუმბეგოვი შეზღუდვების შემსუბუქებას?