მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - უკრაინელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო
"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - უკრაინელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო

30 წლის უკ­რა­ი­ნელ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა ივან ბო­ბკომ თა­ვის ყო­ფილ კლუბ ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" ფი­ფა­ში დავა მო­უ­გო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, იმე­რულ­მა გუნ­დმა ფეხ­ბურ­თელს ხელ­ფა­სი არ გა­და­უ­ხა­და. ფეხ­ბურ­თელ­მა თა­ვის ად­ვო­კატ­თან ერ­თად "ტორ­პე­დოს" წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, რომ მზად იყო, ჯა­მა­გი­რის ნა­ხე­ვა­რი აეღო, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ამ თან­ხის გა­დახ­და­ზეც უარი გა­ნა­ცხა­დეს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბო­ბკომ და მის­მა ად­ვო­კატ­მა ფი­ფას მი­მარ­თეს და და­ვაც მო­ი­გეს, რის შე­დე­გა­დაც "ტორ­პე­დო" ფეხ­ბურ­თელს კომ­პენ­სა­ცი­ას გა­და­უხ­დის.

"კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შევ­ხვდი და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან დიდი თან­ხის პა­ტი­ე­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა და შემ­დეგ საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ჩავ­რთე.

გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, ძა­ლი­ან მიყ­ვარს "ტორ­პე­დო", სამ­წვრთნე­ლო შტა­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ამ გუნ­დის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მაგ­რამ მე არ­სე­ბო­ბა მინ­დო­და.

ქუ­თა­ის­ში ორ­სულ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი... ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელს ვე­სა­უბ­რე, რომ ხელ­ფა­სის ნა­ხე­ვა­რი მო­ე­ცათ, თუმ­ცა რა­ღაც ზღაპ­რებს მიყ­ვე­ბოდ­ნენ.

სხვა გზა არ მქონ­და და ფი­ფა­ში ვი­ჩივ­ლე. რო­გორც ვიცი, კი­დევ ერთი ლე­გი­ო­ნე­რი მარ­კო­ვი­ჩი აპი­რებს მსგავს ქმე­დე­ბას", - ამ­ბობს ბო­ბკო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
1

კაცი ხარ კაცური...

ფეხბურთელი
2

ტორპედოს გარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც უჩივლეთ. კორუფციის ჭაობი.უმაქნისი სამარცხვინო ფეხბურთი.....

ავტორი:

"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - უკრაინელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო

"უცხო ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე" - უკრაინელმა ლეგიონერმა "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო

30 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან ბობკომ თავის ყოფილ კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, იმერულმა გუნდმა ფეხბურთელს ხელფასი არ გადაუხადა. ფეხბურთელმა თავის ადვოკატთან ერთად "ტორპედოს" წარმომადგენლებს უთხრა, რომ მზად იყო, ჯამაგირის ნახევარი აეღო, თუმცა ქუთაისელებმა ამ თანხის გადახდაზეც უარი განაცხადეს.

აქედან გამომდინარე, ბობკომ და მისმა ადვოკატმა ფიფას მიმართეს და დავაც მოიგეს, რის შედეგადაც "ტორპედო" ფეხბურთელს კომპენსაციას გადაუხდის.

"კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი თანხის პატიებაც მინდოდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და შემდეგ საქმეში ადვოკატი ჩავრთე.

გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მიყვარს "ტორპედო", სამწვრთნელო შტაბი და განსაკუთრებით, ამ გუნდის გულშემატკივარი, მაგრამ მე არსებობა მინდოდა.

ქუთაისში ორსულ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი... ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომ ხელფასის ნახევარი მოეცათ, თუმცა რაღაც ზღაპრებს მიყვებოდნენ.

სხვა გზა არ მქონდა და ფიფაში ვიჩივლე. როგორც ვიცი, კიდევ ერთი ლეგიონერი მარკოვიჩი აპირებს მსგავს ქმედებას", - ამბობს ბობკო. წაიკითხეთ სრულად

ჩაშლილი ქორწილი, მიტოვებული საქმრო და გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული - როგორ იქცა ედასა და სერქანის ზღაპრული ამბავი სინამდვილედ

"ვილი აქ ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა" - რას ამბობს ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მწვრთნელზე

"80 წლის ქალმა ჩვენთვის გაამზადა საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ" - კოვიდით ინფიცირებულ ახალგაზრდაზე მეზობლის მზრუნველობისა და სიკეთის ამბავი