მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა
"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

რამ­დე­ნი­მე დღეა გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნის „ბოლო ზარ­ზე“ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია. გო­გო­ნა სე­ნა­კი­დან არის, წელს წმინ­და ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის მარ­თმა­დი­დებ­ლუ­რი სკო­ლა გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა. მარ­თა­ლია, გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა, მაგ­რამ გო­გო­ნა ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობს, ჭკვი­ა­ნია და ოთხი წლის წინ, პირ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბაც ჰქონ­და.

გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- 20 მა­ისს მქონ­და ბოლო ზარი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის ის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რაც ჩემს ფო­ტო­ებს მოჰ­ყვა. ჩვენ სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა ვართ. მიყ­ვარს სწავ­ლა და 2017 წელს ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სში ჩემს ოთხ თა­ნაკ­ლა­სელ­თან ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვე და "ნა­სა­ში" გა­ვემ­გზავ­რეთ. ჩვე­ნი მენ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი და უტა კი­ლა­სო­ნია, მათი დახ­მა­რე­ბით შევ­ქმე­ნით პრო­ექ­ტი და გა­ვი­მარ­ჯვეთ. "ნა­სა­ში" ერთი კვი­რა ვი­ყა­ვით, ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­ტარ­დე­ბო­და მას­ტერკლა­სე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩვენ შევ­ქმე­ნით ხელ­სა­წყო, რო­მე­ლიც ზო­მავს მი­წის ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას, პროგ­ნო­ზი­რებს მე­წყერს და ინ­ფორ­მა­ცი­ას სმს-ის სა­ხით აწ­ვდის და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას. მა­შინ მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მახ­სენ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი.

- გვან­ცა, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხარ და წელს უნი­ვერ­სის­ტეტ­ში უნდა ჩა­ა­ბა­რო, შერ­ჩე­უ­ლი თუ გაქვს პრო­ფე­სია?

- დიახ, ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე მინ­და ჩა­ვა­ბა­რო, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა საქ­მი­ა­ნო­ბას ავირ­ჩევ. არ მიყ­ვარს წი­ნას­წარ გეგ­მე­ბის და­ლა­გე­ბა. ჩვენ ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი გვაქვს, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა, დედა ექი­მია და ჩემი უფ­რო­სი და, რო­მე­ლიც 25 წლის არის, მას­თან მუ­შა­ობს. მამა ამ ეტაპ­ზე უმუ­შე­ვა­რია, მაგ­რამ კლი­ნი­კას გარ­და სო­ფელ მუ­ხურ­ში გვაქვს სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო „და­დია“. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სო­ფე­ლია მუ­ხუ­რი.

გვან­ცა ჩი­ქო­ვა­ნი, მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად

- გვან­ცა, გა­რეგ­ნო­ბის გამო, ალ­ბათ აქამ­დეც ხში­რად მოხ­ვედ­რილ­ხარ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში...

- მე­რი­დე­ბა, ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ სე­ნაკ­ში ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან კომ­პლი­მენ­ტებს. მას შემ­დეგ, რაც „ნა­სას“ პრო­ექ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ყვე­ლამ გა­მიც­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ფო­ტო­ებს, ის რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა, მთე­ლი ოჯა­ხი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რა თქმა უნდა, თან ძა­ლი­ან გვი­ხა­რია. მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ სით­ბოს­თვის, რა­საც ჩემს მი­მართ გა­მო­ხა­ტა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
9

უნაკლო, ბუნებრივი სილამაზე, წარმატებები ნიჭიერი გოგო.

ნელი
1

არაჩვეულებრივი გოგონაა! საუკეთესო მომავალი ჰქონოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

"ჩემთვის ამხელა გამოხმაურება მოულოდნელი იყო" - ვინ არის ულამაზესი გოგონა "ბოლო ზარიდან", რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

რამდენიმე დღეა გვანცა ჩიქოვანის „ბოლო ზარზე“ გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში პოპულარულია. გოგონა სენაკიდან არის, წელს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა გიმნაზია დაამთავრა. მართალია, გვანცა ჩიქოვანი ყურადღების ცენტრში გარეგნობის გამო მოექცა, მაგრამ გოგონა ძალიან კარგად სწავლობს, ჭკვიანია და ოთხი წლის წინ, პირველი ცხოვრებისეული წარმატებაც ჰქონდა.

გვანცა ჩიქოვანი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- 20 მაისს მქონდა ბოლო ზარი და მოულოდნელი იყო ჩემთვის ის გამოხმაურება, რაც ჩემს ფოტოებს მოჰყვა. ჩვენ სკოლა-გიმნაზიის პირველი გამოშვება ვართ. მიყვარს სწავლა და 2017 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ჩემს ოთხ თანაკლასელთან ერთად გავიმარჯვე და "ნასაში" გავემგზავრეთ. ჩვენი მენტორები იყვნენ დავით სონღულაშვილი და უტა კილასონია, მათი დახმარებით შევქმენით პროექტი და გავიმარჯვეთ. "ნასაში" ერთი კვირა ვიყავით, ყოველდღიურად გვიტარდებოდა მასტერკლასები.

პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელიც ზომავს მიწის ქანების მოძრაობას, პროგნოზირებს მეწყერს და ინფორმაციას სმს-ის სახით აწვდის დარეგისტრირებულ მოსახლეობას. მაშინ მერვე კლასში ვიყავი და ძალიან საინტერესოდ მახსენდება ეს პერიოდი.

- გვანცა, აბიტურიენტი ხარ და წელს უნივერსისტეტში უნდა ჩააბარო, შერჩეული თუ გაქვს პროფესია?

- დიახ, ბიზნეს-ადმინისტრირებაზე მინდა ჩავაბარო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მომავალში რა საქმიანობას ავირჩევ. არ მიყვარს წინასწარ გეგმების დალაგება. ჩვენ ოჯახური ბიზნესი გვაქვს, სტომატოლოგიური კლინიკა, დედა ექიმია და ჩემი უფროსი და, რომელიც 25 წლის არის, მასთან მუშაობს. მამა ამ ეტაპზე უმუშევარია, მაგრამ კლინიკას გარდა სოფელ მუხურში გვაქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო „დადია“. ძალიან ლამაზი სოფელია მუხური.

გვანცა ჩიქოვანი, მშობლებთან და დასთან ერთად

- გვანცა, გარეგნობის გამო, ალბათ აქამდეც ხშირად მოხვედრილხარ ყურადღების ცენტრში...

- მერიდება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ სენაკში ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტებს. მას შემდეგ, რაც „ნასას“ პროექტში ვმონაწილეობდი, ყველამ გამიცნო. რაც შეეხება ჩემს ფოტოებს, ის რა გამოხმაურებაც მოჰყვა, მთელი ოჯახი გაოგნებულები ვართ, რა თქმა უნდა, თან ძალიან გვიხარია. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმ სითბოსთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავენ.

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება