სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოიწვიე და თუ დაგამარცხებს, თანამდებობას დავტოვებ" - კადიროვი, ოპოზიციონერ ბლოგერს, 13 წლის ვაჟიშვილთან ორთაბრძოლას სთავაზობს
"გამოიწვიე და თუ დაგამარცხებს, თანამდებობას დავტოვებ" - კადიროვი, ოპოზიციონერ ბლოგერს, 13 წლის ვაჟიშვილთან ორთაბრძოლას სთავაზობს

ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რაზ­მან კა­დი­რო­ვი მზად არის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს, თუ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ბლო­გე­რი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი მის 13 წლის ვაჟ­თან ბრძო­ლას მო­ი­გებს. პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას Instagram-ზე პირ­და­პი­რი ჩარ­თვის დროს ამ­ცნო. რო­გორც ჩანს, კა­დი­რო­ვი ბლო­გერ ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვის მწვა­ვე კრი­ტი­კით და­ი­ღა­ლა და მის გა­ჩე­რე­ბას ამ გზით ცდი­ლობს.

"ადამ, ერთი ბლო­გე­რი შენ ტო­მა­რას გი­წო­დებს. გა­მო­იწ­ვიე ის და თუ და­გა­მარ­ცხებს, რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას დავ­ტო­ვებ. ეს მისი ოც­ნე­ბაა და ჩვენ მას ავუს­რუ­ლებთ. მას აქვს შან­სი იმი­სა, რომ რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნოს,“ - ასე მი­მარ­თავს კა­დი­რო­ვი მის 13 წლის ვაჟს და ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

სა­პა­სუ­ხოდ, აბ­დუ­რახ­მა­ნოვ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა და გა­მოწ­ვე­ვას ირო­ნი­ით უპა­სუ­ხა. მისი თქმით, ბრძო­ლამ­დე კა­დი­რო­ვე­ბის ოჯახ­მა ჯერ ჭარ­ბი წონა უნდა და­ა­მარ­ცხოს. ამ ეტაპ­ზე კი ერ­თდა­ერ­თი შე­ჯიბ­რი, რაც მათ შო­რის შე­საძ­ლე­ბე­ლია შედ­გეს, კატ­ლე­ტე­ბის ჭა­მაა.

რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენტს სა­კუ­თა­რი ვა­ჟის ფი­ზი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რის სჯე­რა. 2021 წლის აპ­რილ­ში ადამ კა­დი­როვ­მა სკან­და­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. საქ­მე იმა­შია, რომ მსაჯ­მა ბრძო­ლა მას შემ­დეგ გა­ა­ჩე­რა და კა­დი­როვს გა­მარ­ჯვე­ბა მის­ცა, როცა კა­დი­რო­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ მას ცემა და­უ­წყო.

რაც შე­ე­ხე­ბა, ბლო­გერ ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნოვს. მისი მტკი­ცე­ბით, 2015 წელს კა­დი­რო­ვის ძმის­შვილ­თან, ის­ლამ­თან კონ­ფლიქ­ტის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და რუ­სე­თი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ოჯა­ხი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ეშ­ვა. კერ­ძოდ, ის პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­ტა­ცეს და გა­აფრ­თხი­ლეს, თუ კრი­ტი­კას არ შე­ეშ­ვე­ბო­და, სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­დე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მან უფრო ხში­რად და­ი­წყო ვი­დე­ობ­ლო­გე­ბის ჩა­წე­რა და რაზ­მან კა­დი­რო­ვის­თვის სიმ­შვი­დის დარ­ღვე­ვა.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­სი­უ­ჟე­ტი

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogita
28

ჩვენს მეზობლად გაურკვეველი ფეოდალური წყობაა და ქართველების უმეტესობაც მასე აზროვნებს

ბეტი
10

მსაჯი ვისი იქნება?

ავტორი:

"გამოიწვიე და თუ დაგამარცხებს, თანამდებობას დავტოვებ" - კადიროვი, ოპოზიციონერ ბლოგერს, 13 წლის ვაჟიშვილთან ორთაბრძოლას სთავაზობს

"გამოიწვიე და თუ დაგამარცხებს, თანამდებობას დავტოვებ" - კადიროვი, ოპოზიციონერ ბლოგერს, 13 წლის ვაჟიშვილთან ორთაბრძოლას სთავაზობს

ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რაზმან კადიროვი მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მის 13 წლის ვაჟთან ბრძოლას მოიგებს. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას Instagram-ზე პირდაპირი ჩართვის დროს ამცნო. როგორც ჩანს, კადიროვი ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვის მწვავე კრიტიკით დაიღალა და მის გაჩერებას ამ გზით ცდილობს.

"ადამ, ერთი ბლოგერი შენ ტომარას გიწოდებს. გამოიწვიე ის და თუ დაგამარცხებს, რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობას დავტოვებ. ეს მისი ოცნებაა და ჩვენ მას ავუსრულებთ. მას აქვს შანსი იმისა, რომ რევოლუცია მოახდინოს,“ - ასე მიმართავს კადიროვი მის 13 წლის ვაჟს და ბრძოლისკენ მოუწოდებს.

საპასუხოდ, აბდურახმანოვმა აღნიშნული წინადადება სერიოზულად არ აღიქვა და გამოწვევას ირონიით უპასუხა. მისი თქმით, ბრძოლამდე კადიროვების ოჯახმა ჯერ ჭარბი წონა უნდა დაამარცხოს. ამ ეტაპზე კი ერთდაერთი შეჯიბრი, რაც მათ შორის შესაძლებელია შედგეს, კატლეტების ჭამაა.

როგორც ჩანს, პრეზიდენტს საკუთარი ვაჟის ფიზიკური სიძლიერის სჯერა. 2021 წლის აპრილში ადამ კადიროვმა სკანდალური გამარჯვება მოიპოვა. საქმე იმაშია, რომ მსაჯმა ბრძოლა მას შემდეგ გააჩერა და კადიროვს გამარჯვება მისცა, როცა კადიროვის მოწინააღმდეგემ მას ცემა დაუწყო.

რაც შეეხება, ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს. მისი მტკიცებით, 2015 წელს კადიროვის ძმისშვილთან, ისლამთან კონფლიქტის გამო იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა და ოჯახი საზღვარგარეთ გაეშვა. კერძოდ, ის პრეზიდენტის დაცვის წევრების მონაწილეობით გაიტაცეს და გააფრთხილეს, თუ კრიტიკას არ შეეშვებოდა, სანანებელი გაუხდებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ მან უფრო ხშირად დაიწყო ვიდეობლოგების ჩაწერა და რაზმან კადიროვისთვის სიმშვიდის დარღვევა.

იხილეთ ვიდეოსიუჟეტი