პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა" - ირაკლი კობახიძე
"17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა" - ირაკლი კობახიძე

"ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 17-18 თე­ბერ­ვალს გა­ხა­რი­ამ პირ­და­პირ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­მა­ში ითა­მა­შა. რა­ტომ გა­ა­კე­თა? ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ? ამ კი­თხვებ­ზე მან უნდა უპა­სუ­ხოს", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თე­მამ აქ­ტუ­ა­ლო­ბა "უღიმ­ღა­მო პრე­ზენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ და­კარ­გა".

"ჩვენ ვხე­დავთ ვინ აპი­ა­რებს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას. ეს არის ორი ტე­ლე­ვი­ზია - "ტვ პირ­ვე­ლი" და "ფორ­მუ­ლა". აქ არის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი. ნათ­ლად იკი­თხე­ბა თუ ვის­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რია. ეს კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს იმ ეჭ­ვებს, რაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 17-18 თე­ბერ­ვალ­თან, რა­ტომ ითა­მა­შა მან სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­მა­ში 17-18 თე­ბერ­ვალს - პირ­ველ რიგ­ში, მას მო­უ­წევს ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და მძაფრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

17-18 თე­ბერ­ვლის მოვ­ლე­ნე­ბი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­მაშ­ში შეს­ვლა და შემ­დეგ უკვე მისი გა­პი­ა­რე­ბა "ტვ პირ­ვე­ლი" და "ფორ­მუ­ლას" მხრი­დან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის ლო­გი­კურ ჯაჭვს და მას ამ კი­თხვებ­ზე ბუ­ნებ­რი­ვია მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მან უნდა გას­ცემს პა­სუ­ხი მათ შო­რის კი­თხვას - რა­ტომ არ­წმუ­ნებ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას, ჩვენ­ზე აქ­ტი­უ­რად, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ნიკა მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტი მოხ­სნი­ლი. იმ 6-მა დე­პუ­ტატ­მაც, რო­მე­ლიც ახლა სხვა რა­ღა­ცებს სა­უბ­რობს, ხმა მის­ცა და მხა­რი და­უ­ჭი­რა იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას. რა­ტომ იყო აქ­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნის ნა­წილ­ში და შემ­დეგ რა­ტომ ითხოვ­და მე­ლი­ას არ და­კა­ვე­ბას? - ამ კი­თხვას ხომ უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, მაგ­რამ მას ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ვერ ექ­ნე­ბა, რად­გან არის პირ­და­პი­რი ლო­გი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მის ქმე­დე­ბებს შო­რის - იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნის დროს და შემ­დეგ 17-18 თე­ბერ­ვალს. რა იყო ამ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­ზე­ზი, ამას ბუ­ნებ­რი­ვია პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს. გვაქვს ჩვე­ნი ეჭ­ვე­ბი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­სუ­ხი მის­გან მო­ვის­მი­ნოთ.

ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 17-18 თე­ბერ­ვალს გა­ხა­რა­ი­ამ პირ­და­პირ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­მა­ში ითა­მა­შა. რა­ტომ გა­ა­კე­თა? ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ? ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ ხდე­ბა "ტვ პირ­ვე­ლი­სა" და "ფორ­მუ­ლას" მიერ მისი გა­პი­ა­რე­ბა და ა.შ. ამ კი­თხვებ­ზე მან უნდა უპა­სუ­ხოს.

რაც შე­ე­ხე­ბა მის გან­ცხა­დე­ბას კო­რუფ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან ეუბ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო კო­რუფ­ცია, დღეს ის სა­უბ­რობს კო­რუფ­ცი­ა­ზე რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მა­ზე. ჰკი­თხეთ მას რო­დის ტყუ­ო­და, სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნას­თან თუ როცა ამ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებ­და. ან მა­შინ იტყუ­ე­ბო­და, როცა ამ­ბობ­და, რომ კო­რუფ­ცია არაა ქვე­ყა­ნა­ში, ან ახლა იტყუ­ე­ბა, როცა ამ­ბობს, რომ თით­ქოს ეს არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა. მას და­უს­ვით ეს კი­თხვა"- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ტი­ის "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია ორი დღის წინ გა­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bes
74

გახარია დაგამთავრებთ მალე იცი და ძაან ნერვიულობ თმაქოჩორა.

არქიფო
14

უკუღმაა ეგ ასინეთა უკუღმა,ხომ გაიგე. ვიცით ბატონებო ვიცით.აღარავის სჯერა ბიძინასი და მისი მოსწავლეების ზღაპრების.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა" - ირაკლი კობახიძე

"17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა" - ირაკლი კობახიძე

"ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა? ნებსით თუ უნებლიეთ? ამ კითხვებზე მან უნდა უპასუხოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას თემამ აქტუალობა "უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ დაკარგა".

"ჩვენ ვხედავთ ვინ აპიარებს გიორგი გახარიას. ეს არის ორი ტელევიზია - "ტვ პირველი" და "ფორმულა". აქ არის ყველაფერი ნათელი. ნათლად იკითხება თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში 17-18 თებერვალს - პირველ რიგში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17-18 თებერვლის მოვლენები იყო სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება "ტვ პირველი" და "ფორმულას" მხრიდან, ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და მას ამ კითხვებზე ბუნებრივია მოუწევს პასუხის გაცემა. მან უნდა გასცემს პასუხი მათ შორის კითხვას - რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოხსნილი. იმ 6-მა დეპუტატმაც, რომელიც ახლა სხვა რაღაცებს საუბრობს, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას. რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას? - ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის - იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზი, ამას ბუნებრივია პასუხი უნდა გაეცეს. გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია პასუხი მისგან მოვისმინოთ.

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარაიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა? ნებსით თუ უნებლიეთ? ნებსით თუ უნებლიედ ხდება "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მიერ მისი გაპიარება და ა.შ. ამ კითხვებზე მან უნდა უპასუხოს.

რაც შეეხება მის განცხადებას კორუფციასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ ის პარლამენტის წევრებს საპარლამენტო ტრიბუნიდან ეუბნებოდა, რომ საქართველოში არ იყო კორუფცია, დღეს ის საუბრობს კორუფციაზე როგორც მნიშვნელოვან პრობლემაზე. ჰკითხეთ მას როდის ტყუოდა, საპარლამენტო ტრიბუნასთან თუ როცა ამ განცხადებას აკეთებდა. ან მაშინ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ კორუფცია არაა ქვეყანაში, ან ახლა იტყუება, როცა ამბობს, რომ თითქოს ეს არის სისტემური პრობლემა. მას დაუსვით ეს კითხვა"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარტიის "საქართველოსთვის" ოფიციალური პრეზენტაცია ორი დღის წინ გამართა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

საპარლამენტო ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს“ გრიგოლ ვაშაძე შეუერთდა - ფრაქციაში 3 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული

"გაუტკბათ ამათ "ამნისტიების ჩადება", მიქარავენ, დაგიჭერენ, ბრალს წაგიყენებენ და მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს, არანაირი ამნისტია არ მინდა!" - გიგი უგულავა