პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ აწერს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს
რატომ არ აწერს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს

პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის აზრი იყო შემ­დე­გი, რომ "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­აგ­რძე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა იმ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც დღეს შე­იქ­მნა, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პარ­ტია იმის გამო არ აწერს მე­დი­ა­ტო­რე­ბის მხრი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ დო­კუ­მენტს ხელს, რომ ამ­ნის­ტი­ის სა­კი­თხზე არ­ცერთ ვერ­სი­ას არ იზი­ა­რებს.

"რაც შე­ე­ხე­ბა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს, პო­ლიტ­საბ­ჭომ იმ­სჯე­ლა, არა­ერ­თხელ და­მი­ფიქ­სი­რე­ბია, რომ ამ დო­კუ­მენ­ტში არის ერთი ძა­ლი­ან მი­უ­ღე­ბე­ლი სა­კი­თხი, ეს არის ამ­ნის­ტია, რო­მე­ლიც თვი­თონ ნიკა მე­ლი­ას­თვის იყო მი­უ­ღე­ბე­ლი და მან ეს სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე არა­ერ­თხელ და­ა­ფიქ­სი­რა. მე თუ მკი­თხავთ, ამ­ნის­ტი­ის დო­კუ­მენ­ტის არც ერთი ვა­რი­ან­ტი ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი არ არის. ამი­ტომ, ჩვენ ვიმ­სჯე­ლეთ და მი­ვე­დით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე.

ასე­ვე, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ მო­მა­ვალ სტრა­ტე­გი­ა­ზე, რო­გორ უნდა შე­ვი­დეს პარ­ტია ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­ა­ში, რო­გორ უნდა იყოს, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვა­წერთ თუ არა შე­თან­ხმე­ბას ხელს, 43 პრო­ცენ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლა პარ­ტი­ამ, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ვერ აი­ღოს. ამი­ტომ, ჩვენ ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო, დიდი ბრძო­ლა გვაქვს წინ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ დარ­ჩეს არ­ცერთ ეტაპ­ზე, არ­ცერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­ფორ­ტი და არც ერთი ხმა", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რით პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ემ­ხრო­ბო­და.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ პარ­ტი­ამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი პარ­ტი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მან გან­მარ­ტა, რომ ამ ეტაპ­ზე და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, რო­დის და რა ფორ­მით და­ი­წყებს პარ­ტია სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში შე­დის, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მე­დი­ა­ცი­ით მი­ღე­ბულ დო­კუ­მენტს ხელს არ აწერს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვალიკო ცირამუა
169

ტროცკისტებიც კი ანგელოზები იყვნენ თქვენთან შედარებით.

 

ერმონია
1

თუ გახსოვთ კლინტონს კითხეს, მარიხუანა თუ მოგიწევიაო? კიო კოლეჯში ერთხელო, მაგრამ ნაფაზი არ დამირტყიაო. ეგრეა ნაცების საქმეც, გინდა მოაწერონ, გინდა არა, პატრონი აღარა ყავთ უკვე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რატომ არ აწერს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს

რატომ არ აწერს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს

პოლიტსაბჭოზე უმრავლესობის აზრი იყო შემდეგი, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა იმ ახალი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს შეიქმნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია იმის გამო არ აწერს მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს, რომ ამნისტიის საკითხზე არცერთ ვერსიას არ იზიარებს.

"რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, პოლიტსაბჭომ იმსჯელა, არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ ამ დოკუმენტში არის ერთი ძალიან მიუღებელი საკითხი, ეს არის ამნისტია, რომელიც თვითონ ნიკა მელიასთვის იყო მიუღებელი და მან ეს სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დააფიქსირა. მე თუ მკითხავთ, ამნისტიის დოკუმენტის არც ერთი ვარიანტი ჩემთვის მისაღები არ არის. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ მომავალ სტრატეგიაზე, როგორ უნდა შევიდეს პარტია ბრძოლის სტრატეგიაში, როგორ უნდა იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვაწერთ თუ არა შეთანხმებას ხელს, 43 პროცენტი უზრუნველყოს ყველა პარტიამ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ აიღოს. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო, დიდი ბრძოლა გვაქვს წინ.

საპარლამენტო საქმიანობა ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" არ დარჩეს არცერთ ეტაპზე, არცერთი მიმართულებით კომფორტი და არც ერთი ხმა", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევით და მოსახლეობასთან შეხვედრით პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას ემხრობოდა.

"მოხარული ვარ, რომ პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა დეკანოიძემ.

მან განმარტა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, როდის და რა ფორმით დაიწყებს პარტია საპარლამენტო საქმიანობას.

ცნობისთვის, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ესენი ყოფილან ქეციანები..." - რას აცხადებს თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?