მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა" - ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსით დაინფიცირდა
"მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა" - ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ჟურ­ნა­ლის­ტი სოფო ზუ­რე­ბი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის გამო, კლი­ნი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პოსტს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს:

"პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე - სად გაქ­რა სოფო?

მად­ლო­ბა, რომ ასე გიყ­ვარ­ვართ. ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, მაგ­რამ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერს და მკი­თხუ­ლობს, მო­ვიკ­რი­ბე ძალა და აქ დავ­წერ, აქამ­დე ამის თავი უბ­რა­ლოდ არ მქონ­და.

ერთი წელი მსდია კო­რო­ნამ ფეხ­და­ფეხ და მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ და­მე­წია, როცა აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა ჩემი ასა­კობრვი კა­ტე­გო­რი­ის­თვის. ნუ "ფა­ი­ზე­რი" და "ას­ტრა­ზე­ნე­კა" ასა­კობ­რი­ვად ვერ, მაგ­რამ ჩი­ნუ­რი "სი­ნო­ფარ­მის" უცებ­შევ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის ძი­ე­ბა­შიც უშე­დე­გოდ გა­ვა­ტა­რე ერთი კვი­რა კომ­პი­უ­ტერ­თან და ყო­ველ­თვის "ცხვირ­წინ ამა­ცა­ლეს" თბი­ლის­ში ან თბი­ლი­სი­დან 2 სა­ა­თის სა­ვალ­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი. მოკ­ლედ, ვერ ვი­ყო­ჩა­ღე და აი, სწო­რედ ხელ­ჩაქ­ნე­ულს და "ფა­ი­ზე­რის ივ­ლი­სის" მომ­ლო­დი­ნეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მე­წია კო­რო­ნა­ვირუ­სი.

დღეს მე-15 დღეა სრუ­ლი კოშ­მა­რის - სი­ცხე ისევ მაქვს, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა 39 რო­გორც პირ­ვე­ლი 11 დღე მუდ­მი­ვად. რომ მე­გო­ნა გა­ვუ­ძე­ლი და წა­ვი­და-მეთ­ქი, მა­შინ აღარ მეყო ჰა­ე­რი და კლი­ნი­კა დამ­ჭირ­და. კი­დევ კარ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მოვ­ხვდი. სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად შრო­მო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და თან შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­დით. ამა­ში პი­რა­დად ჯერ კი­დევ დე­კემ­ბერ­ში დავ­რწმუნ­დი, როცა აქ მამა გა­მო­მი­ჯან­მრთე­ლეს კო­რო­ნას­გან. დამ­ჯე­რი პა­ცი­ენ­ტი ვარ და მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. რო­დის? მალე! თა­რიღს ნუ მკი­თხავთ, კო­რო­ნას თურ­მე თა­რი­ღე­ბის დათ­ქმა არ უყ­ვარს მი­ხა­რია, რომ კლას­ტე­რი არ მყავს. შა­ბათს ამი­წია სი­ცხემ და ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი არ გა­დავ­დე.

#აი­ცე­რით #სუ­ლერ­თი­ა­რა­მე­თი

ახ­ლან­დელ ფო­ტოს არ დავ­დებ. აი, ასე უნდა ვიყო მალე - ჩემს თავს პი­რო­ბა პირ­ვე­ლი დღი­დან მი­ვე­ცი.

#შეხ­ვედ­რამ­დე", - წერს სოფო ზუ­რა­ბი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნობი
21

სანთელს დავანთებ შენთვის, სოფო!

............
31

ძალიან კარგი გოგოა, მალე გამოჯანმრთელებს ვუსურვებთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა" - ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

"მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა" - ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსის გართულების გამო, კლინიკაში აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს:

"პასუხი კითხვაზე - სად გაქრა სოფო?

მადლობა, რომ ასე გიყვარვართ. ახლობლებმა იციან, მაგრამ იმდენი ადამიანი მწერს და მკითხულობს, მოვიკრიბე ძალა და აქ დავწერ, აქამდე ამის თავი უბრალოდ არ მქონდა.

ერთი წელი მსდია კორონამ ფეხდაფეხ და მაინცდამაინც მაშინ დამეწია, როცა აცრის შესაძლებლობა გაჩნდა ჩემი ასაკობრვი კატეგორიისთვის. ნუ "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" ასაკობრივად ვერ, მაგრამ ჩინური "სინოფარმის" უცებშევსებული ადგილების ძიებაშიც უშედეგოდ გავატარე ერთი კვირა კომპიუტერთან და ყოველთვის "ცხვირწინ ამაცალეს" თბილისში ან თბილისიდან 2 საათის სავალზე პოტენციური თავისუფალი ადგილი. მოკლედ, ვერ ვიყოჩაღე და აი, სწორედ ხელჩაქნეულს და "ფაიზერის ივლისის" მომლოდინეს რამდენიმე დღეში დამეწია კორონავირუსი.

დღეს მე-15 დღეა სრული კოშმარის - სიცხე ისევ მაქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, არა 39 როგორც პირველი 11 დღე მუდმივად. რომ მეგონა გავუძელი და წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა. კიდევ კარგი ბოჭორიშვილის კლინიკაში მოვხვდი. საუკეთესო პროფესიონალების გარემოცვაში, რომლებიც 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენლად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად და თან შესანიშნავად გამოსდით. ამაში პირადად ჯერ კიდევ დეკემბერში დავრწმუნდი, როცა აქ მამა გამომიჯანმრთელეს კორონასგან. დამჯერი პაციენტი ვარ და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. როდის? მალე! თარიღს ნუ მკითხავთ, კორონას თურმე თარიღების დათქმა არ უყვარს მიხარია, რომ კლასტერი არ მყავს. შაბათს ამიწია სიცხემ და ოჯახის წევრებსაც კი არ გადავდე.

#აიცერით #სულერთიარამეთი

ახლანდელ ფოტოს არ დავდებ. აი, ასე უნდა ვიყო მალე - ჩემს თავს პირობა პირველი დღიდან მივეცი.

#შეხვედრამდე", - წერს სოფო ზურაბიანი.

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"

"მე და კრავაიკო" - ანა დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას საყვედურობს გიორგი უშიკიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს?