პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა
ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა

ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და აკა­დე­მი­კო­სი არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

"ბაბუ - კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთი მსხვერ­პლი. პა­ნაშ­ვი­დი: 30-31 მა­ი­სი. ფა­ნას­კერ­ტე­ლის მე-6 კორ­პუ­სი, მე-11 სა­დარ­ბა­ზო, მე-3 სარ­თუ­ლი.გა­მოს­ვე­ნე­ბა სამ­შა­ბათს, 1 ივ­ნისს, 15:00 სთ-ზე. ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე (სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გვერ­დით).

მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, და­იც­ვათ უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, რათა ხელი არ შე­ვუ­წყოთ სა­ზა­რე­ლი ვირუ­სის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბას.

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ბა­ბუს ყვე­ლა მე­გო­ბარს, გვერ­დში მდგომს, სტუ­დენტს, კო­ლე­გას და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ვის­გა­ნაც მას სიყ­ვა­რუ­ლი და და­ფა­სე­ბა უგ­რძვნია" - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, რამ­დე­ნი­მე დარ­გობ­რი­ვი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, 600-მდე ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი იყო.

1963 წლი­დან დღემ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­მეც­ნი­ე­რო-ფა­უ­ნის­ტურ ექ­სპე­დი­ცი­ებს კავ­კა­სი­ა­ში, ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ციმ­ბირ­ში, შო­რე­ულ და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. მოვ­ლი­ლი აქვს დე­და­მი­წის ყვე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი ზონა. ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რან­ზე, 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს „პირ­ვე­ლი არ­ხის“ ტე­ლე­ვი­ზი­ით, „ბუ­ნე­ბის კარს“ უძღვე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

მაგრად მეწყინა! ძალიან კარგი ადამინი იყო!

თინა
0
სამწუხაროა.ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული😢😢😢
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა

ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსით გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი შვილიშვილი ავრცელებს.

"ბაბუ - კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი. პანაშვიდი: 30-31 მაისი. ფანასკერტელის მე-6 კორპუსი, მე-11 სადარბაზო, მე-3 სართული.გამოსვენება სამშაბათს, 1 ივნისს, 15:00 სთ-ზე. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაში, ვაჟა ფშაველას გამზირზე (სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით).

მისი გულშემატკივრების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ყველა რეკომენდაცია, რათა ხელი არ შევუწყოთ საზარელი ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას.

ძალიან დიდი მადლობა ბაბუს ყველა მეგობარს, გვერდში მდგომს, სტუდენტს, კოლეგას და ნებისმიერ ადამიანს, ვისგანაც მას სიყვარული და დაფასება უგრძვნია" - წერია ინფორმაციაში.

არნოლდ გეგეჭკორი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი იყო.

1963 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. მოვლილი აქვს დედამიწის ყველა ბუნებრივი ზონა. ეს ის ადამიანია, რომელიც ტელეეკრანზე, 32 წლის განმავლობაში, საქართველოს „პირველი არხის“ ტელევიზიით, „ბუნების კარს“ უძღვებოდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს - რა ვითარებაა ხეობაში