პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა მის გასაკეთებლად" - რას იხსენებს სააკაშვილი ბათუმის იუსტიციის სახლზე?
"გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა მის გასაკეთებლად" - რას იხსენებს სააკაშვილი ბათუმის იუსტიციის სახლზე?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აშე­ნე­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს.

რო­გორც ის წერს, მსოფ­ლი­ო­ში დღემ­დე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მისი თქმით, მას შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში აღა­რა­ფე­რი კეთ­დე­ბა.

"ათი წლის წინ, ჩვენ გავ­ხსე­ნით ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი. მე კარ­გად მახ­სოვს, ჩემი ბევ­რი მსჯე­ლო­ბა მი­ქე­ლე დე­ლუ­კის­თან, ამ სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტორ­თან იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ სახ­ლის ფორ­მა და ბოლო, ეს დე­ბა­ტე­ბი შედ­გა რეს­ტო­რან "უკ­რა­ი­ნა­ჩკა­ში", რო­მე­ლიც იყო იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მე­ო­რე მხა­რეს და მერე, მე გად­მო­ვაბ­რუ­ნე ბორ­ჯო­მის ბოთ­ლი და ვუ­თხა­რი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და კარ­გი ფორ­მა ამ სახ­ლის გა­სა­კე­თებ­ლად, ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით და მერე, დე­ლუ­კიმ მე­ო­რე დღეს, და­მახ­ვედ­რა უკვე და­ხა­ზუ­ლი ნა­ხა­ზი.

მთა­ვა­რი მა­ინც არ­ქი­ტექ­ტუ­რა არ არის აქ, მთა­ვა­რი არის ში­ნა­არ­სი, ში­ნა­არ­სი არის ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ხალ­ხს, ხალ­ხის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლი, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი არ უნდა შო­უ­ლობ­დნენ ფულს, ხალ­ხის ხარ­ჯზე, და­წყე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი­დან არ უნდა შო­უ­ლობ­დეს და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლით, მა­გა­ლი­თად, იგი­ვე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის, მაგ­რამ ამა­ვე დროს, რა თქმა უნდა, ამ თა­ნამ­შრომ­ლებს უნდა ჰქონ­დეთ კარ­გი ხელ­ფა­სი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე ვი­ცხოვ­რე ამ წე­სე­ბით, გა­ვი­და 10 წელი და სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ღარ იც­ნობ იმ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ბევ­რი რა­ღაც დარ­ჩა შე­უც­ვლე­ლი, ბევ­რი რა­ღაც მა­ინც ჩა­ვა­ბე­ტო­ნეთ თა­ვის დრო­ზე და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ.

მა­ინც დარ­ჩა და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა იმი­სი, რაც იმ წლებ­ში გა­კეთ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ვინ ვე­ღარ ამ­ჩნევს იმის მერე გა­კე­თე­ბულს და ეს დრო­ზე უნდა გა­მო­ვას­წო­როთ, სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს, მსოფ­ლი­ოს­თვის მი­სა­ბა­ძი ქვე­ყა­ნა ხე­ლახ­ლა" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თურქმენბაში
52

გურჯისტანბაში შახინშახი მიშა, ბოთლი გადმოატრიალა, ბრძანება გასცა და უზარმაზარი შენობა აღიმართა რამდენიმე თვეში. იმპერატორი მიშა.

55
43

დაწყნარდი, დამშვიდდი, მუდმივი არაფერია ამ ქვეყანაზე. არც შენ ხარ მუდმივი. სხვა საქმე მოძებნე, აღარაა შენი დრო , დასრულდა. ქართველი ხალხი შენ აღარ გენდობა. სირცხვილია ასე ვერ ისვენებდე კაცი. ძალაუფლებამ ტკბილად იცის და ძნელია როცა კარგავ, მაგრამ მუდმივი არაფერია . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა მის გასაკეთებლად" - რას იხსენებს სააკაშვილი ბათუმის იუსტიციის სახლზე?

"გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა მის გასაკეთებლად" - რას იხსენებს სააკაშვილი ბათუმის იუსტიციის სახლზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბათუმის იუსტიციის სახლის აშენების პერიოდს იხსენებს.

როგორც ის წერს, მსოფლიოში დღემდე აღფრთოვანებას იწვევს მისი ხელისუფლების დროს გაკეთებული საქმეები. მისი თქმით, მას შემდეგ ქვეყანაში აღარაფერი კეთდება.

"ათი წლის წინ, ჩვენ გავხსენით ბათუმის იუსტიციის სახლი. მე კარგად მახსოვს, ჩემი ბევრი მსჯელობა მიქელე დელუკისთან, ამ სახლის არქიტექტორთან იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ სახლის ფორმა და ბოლო, ეს დებატები შედგა რესტორან "უკრაინაჩკაში", რომელიც იყო იუსტიციის სახლის მეორე მხარეს და მერე, მე გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა ამ სახლის გასაკეთებლად, ნახევრად ხუმრობით და მერე, დელუკიმ მეორე დღეს, დამახვედრა უკვე დახაზული ნახაზი.

მთავარი მაინც არქიტექტურა არ არის აქ, მთავარი არის შინაარსი, შინაარსი არის ის, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ხალხისთვის ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა შოულობდნენ ფულს, ხალხის ხარჯზე, დაწყებული პრეზიდენტიდან არ უნდა შოულობდეს და დამთავრებული ყველა თანამშრომლით, მაგალითად, იგივე იუსტიციის სახლების, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ კარგი ხელფასი. მთელი ცხოვრება მე ვიცხოვრე ამ წესებით, გავიდა 10 წელი და საქართველოს ვეღარ იცნობ იმდენად შეიცვალა, მაგრამ ბევრი რაღაც დარჩა შეუცვლელი, ბევრი რაღაც მაინც ჩავაბეტონეთ თავის დროზე და ამით ძალიან ვამაყობ.

მაინც დარჩა დანარჩენ მსოფლიოში აღფრთოვანება იმისი, რაც იმ წლებში გაკეთდა. სამწუხაროდ, ვერავინ ვეღარ ამჩნევს იმის მერე გაკეთებულს და ეს დროზე უნდა გამოვასწოროთ, საქართველო უნდა გახდეს, მსოფლიოსთვის მისაბაძი ქვეყანა ხელახლა" - წერს სააკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო