სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა
"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

"ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტომ“ (EMA) ევ­რო­კავ­შირ­ში 12-15 წლის ასა­კის მო­ზარ­დებ­ში Pfizer/BioNTech-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ამ­ტკი­ცა. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, EMA-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კო­მი­ტეტ­მა რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა „Comirnaty“ 12-15 წლის ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­შიც გა­მო­ი­ყე­ნონ. ის უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია 16 წელს ზე­მოთ ასა­კის პირ­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის.

"Comirnaty-ის გა­მო­ყე­ნე­ბა 12 – დან 15 წლამ­დე ბავ­შვებ­ში ისე­ვე მოხ­დე­ბა, რო­გორც 16 და ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში. იგი კეთ­დე­ბა მკლა­ვის კუნ­თებ­ში ორი ინექ­ცი­ის სა­ხით, სამი კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით“, - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა შე­მოწ­მდა 12-15 წლის ასა­კის 2 260 მო­ზარ­დში. კვლე­ვი­სას 1 005 მო­ზარდს ვაქ­ცი­ნა გა­უ­კე­თეს და მათ­გან არც ერთს ვირუ­სი არ გა­მო­უვ­ლინ­და, რაც ვაქ­ცი­ნის 100%-იან ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. ხოლო მათ­გან, ვინც პლა­ცე­ბო მი­ი­ღო, ვირუ­სი 16 მო­ზარდს და­უ­დას­ტურ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა გვერ­დით ეფექ­ტებს, ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­შიც, ისე­ვე, რო­გორც 16 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებ­ში, გა­მო­ხა­ტუ­ლია ტკი­ვი­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის არე­ში, სი­სუს­ტე, თა­ვის და კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და სი­ცხე. ეს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი მსუ­ბუ­ქად ან სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზეა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ქრე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში.

სა­ბო­ლო­ოდ, ევ­რო­პის წამ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ას­კვნა, რომ Pfizer-ის ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში აღე­მა­ტე­ბა რის­კებს.

ეს პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნაა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ 12-15 წლის ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის აც­რე­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა. ამ თვის და­სა­წყის­ში შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 12-დან 15 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დებ­ში სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის უკვე და­ამ­ტკი­ცა Pfizer / BioNTech-ის ვაქ­ცი­ნა, მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი სარ­გე­ბე­ლი აჭარ­ბებს პო­ტენ­ცი­ურ რის­კებს.

*-
0

xo aba ra....xom unda daamaxinjon genofondi....milionian qveynebs kidev ra da erTma cicqnqa saqarTvelom ra hqnas raa?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

"ევროპის წამლის სააგენტომ" 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

"ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) ევროკავშირში 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, EMA-ს მედიკამენტების კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა „Comirnaty“ 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაშიც გამოიყენონ. ის უკვე დამტკიცებულია 16 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვაქცინაციისთვის.

"Comirnaty-ის გამოყენება 12 – დან 15 წლამდე ბავშვებში ისევე მოხდება, როგორც 16 და ზემოთ ასაკის ადამიანებში. იგი კეთდება მკლავის კუნთებში ორი ინექციის სახით, სამი კვირის ინტერვალით“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ვაქცინის ეფექტურობა შემოწმდა 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდში. კვლევისას 1 005 მოზარდს ვაქცინა გაუკეთეს და მათგან არც ერთს ვირუსი არ გამოუვლინდა, რაც ვაქცინის 100%-იან ეფექტურობაზე მეტყველებს. ხოლო მათგან, ვინც პლაცებო მიიღო, ვირუსი 16 მოზარდს დაუდასტურდა.

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, ისევე, როგორც 16 წელს ზემოთ ადამიანებში, გამოხატულია ტკივილი ვაქცინაციის არეში, სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქად ან საშუალო დონეზეა გამოვლენილი და ქრება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში.

საბოლოოდ, ევროპის წამლების სააგენტომ დაასკვნა, რომ Pfizer-ის ვაქცინის სარგებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში აღემატება რისკებს.

ეს პირველი ვაქცინაა, რომელიც ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიის აცრებისთვის ოფიციალურად დაამტკიცა. ამ თვის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში საგანგებო გამოყენებისათვის უკვე დაამტკიცა Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მედიკამენტების მარეგულირებელმა სამსახურმა განაცხადა, რომ მისი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკებს.

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

აგვისტოდან იტალიაში "მწვანე საშვის" გარეშე თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს აღარ დაუშვებენ - რა რეგულაციებს აწესებს ქვეყნის მთავრობა

ინდონეზიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავს თავისივე ცოლად ასაღებდა და თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა - რა მოხდა ბორტზე