პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყავით ფხიზლად! ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა" - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
"იყავით ფხიზლად! ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა" - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა.

მისი თქმით, კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ ამით ქარ­თულ ჯან­დაც­ვას სა­ხე­ლი შე­უ­ლა­ხონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კა და­თე­სონ.

"ადა­მი­ა­ნე­ბო! იყა­ვით ფხიზ­ლად, მაგ­რამ იმე­დი­ა­ნად!

ა.წ. 11-13 მა­ისს და სხვა დღე­ებ­ში „მთა­ვარ­მა არ­ხმა“ და „TV პირ­ველ­მა“ პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის, მათ შო­რის ექი­მე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დიდი ზარ­ზე­ი­მით აც­ნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო COVID სიკ­ვდი­ლო­ბით 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა?! რომ ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ პან­დე­მი­ის მარ­თვა­ში სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­დეს, ქვე­ყა­ნა­ში COVID აპო­კა­ლიფ­სია, ინ­დო­ეთ­ზე უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა?! ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ თრომ­ბო­ზით კაცი გარ­და­იც­ვა­ლა?! და ა.შ.

ამ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ჰე­ბელ­სის პრინ­ცი­პით "თუ იტყვი დიდ ტყუ­ილს და ხში­რად გა­ი­მე­ო­რებ, ბო­ლოს და ბო­ლოს ხალ­ხი მას და­ი­ჯე­რებს“. თუმ­ცა ის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ასე ურ­ცხვად ტყუ­იან, იმ­დე­ნად ამაზ­რზე­ნი არ არის, რო­გორც ის, თუ რა უდი­დე­სი კმა­ყო­ფი­ლე­ბით აკე­თე­ბენ ისი­ნი ამას.

ალ­ბათ, ასე­თი­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩერ­ნო­ბი­ლის მსგავ­სი ტრა­გე­დია მოხ­დე­ბო­და, ან მე­ტე­ო­რი­ტი ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. სა­ი­დან ამ­დე­ნი ბოღ­მა და ღვარ­ძლი? ჩვენს ოპო­ნენ­ტებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ყვე­ლაფ­რის გა­მარ­თლე­ბა იმით, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია. სრუ­ლი სი­მარ­თლეა, მაგ­რამ კრი­ტი­კუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია უნდა აკ­რი­ტი­კებ­დეს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს და არა მიღ­წე­ვებს და მი­თუ­მე­ტეს არ უნდა იგო­ნებ­დეს ისეთ ფაქ­ტებს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას თრგუ­ნავს და სტრეს­ში ამ­ყო­ფებს.

COVID-19 სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვაა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და მას ვერ უმკლავ­დე­ბი­ან ან ძნე­ლად უმკლავ­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც კი. და როცა სა­ქარ­თვე­ლოს მსგა­ვი შე­ზღუ­დუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნა ახერ­ხებს, რომ COVID პან­დე­მი­ის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ძი­რი­თა­დი პა­რა­მეტ­რით (ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გარ­და) ჰქონ­დეს ევ­რო­პის და ამე­რი­კის ბევრ ქვე­ყა­ნა­ზე უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვფიქ­რობთ, ეს მხარ­და­ჭე­რას და თა­ნად­გო­მას იმ­სა­ხუ­რებს და არა ლან­ძღვა-გი­ნე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო შე­ექ­მნა ეფექ­ტი­ა­ნი COVID-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხუ­რი, რა­საც უდი­დე­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი და მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და თავ­და­დე­ბა დას­ჭირ­და და ამის გა­კე­თე­ბა სუ­ლაც არ იყო ისე იოლი, რო­გორც ამას ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ვაი ექ­სპერ­ტე­ბი დი­ლე­ტან­ტუ­რად გვი­ყი­ჟი­ნე­ბენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხალ­ხმა იცო­დეს სი­მარ­თლე იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ამ ვაი ექ­სპერ­ტე­ბის და ვაი ექი­მე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას თვი­თონ არა­ფე­რი, აბ­სუ­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ საქ­მის და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

მათ არ გა­უ­ტა­რე­ბი­ათ და არ გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ არ­ცერ­თი მძი­მე COVID ავად­მყო­ფი, არ გა­უ­თე­ნე­ბი­ათ ღა­მე­ე­ბი COVID კლი­ნი­კებ­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­ებ­ში, არ მი­უ­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მძი­მე სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებ­ში და ეპიდ­კონ­ტროლ­ში. მათ ერთ წუ­თი­თაც არ უთ­ქვამთ უარი თა­ვი­ანთ კომ­ფორტზე, მსუ­ყე ჰო­ნო­რა­რებ­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. მათ­გან წლი­ნა­ხევ­რის მან­ძი­ლე ერთი ღი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბაც კი არ შე­მო­სუ­ლა.

მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში პო­ზი­ო­რო­ბა, უსაგ­ნო კრი­ტი­კა და ქი­ლი­კი. ეს იმას ჰგავს, რომ ომის დროს სა­კუ­თარ სახ­ლში ბუ­ხარ­თან მო­კა­ლა­თე­ბულ­მა პი­რებ­მა თო­ფის და­ჭე­რა ას­წავ­ლონ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე მებ­რძოლ მე­ომ­რებს. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რა დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა ამათ ხელ­ში. სა­ქარ­თვე­ლომ შეძ­ლო ადექ­ვა­ტუ­რი და არა­იშ­ვი­ა­თად წინმსწრე­ბი ზო­მე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნა პან­დე­მი­ის ყვე­ლა ეტაპ­ზე. მოკ­ლე დრო­ში პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გა მა­ნამ­დე უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და მოვ­ლა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით, გა­ნა­ვი­თა­რა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გა­და­ამ­ზა­და ექი­მე­ბი.

შე­იქ­მნა 64 რე­გი­ო­ნუ­ლი ე.წ. „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“ და ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“ 300 ექი­მით, რო­მე­ლიც აზღვევს სხვა „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბის“ მუ­შა­ო­ბას. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლომ ლა­მის ერ­თა­დერ­თმა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში შეს­ძლო თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა პან­დე­მი­ის ე.წ. პირ­ვე­ლი ტალ­ღა (2020 წლის გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ში), მარ­თა­ლია მძი­მედ, შე­ფერ­ხე­ბე­ბით და ხარ­ვე­ზე­ბით, მაგ­რამ მა­ინც უკე­თე­სად და ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ბევ­რმა გან­ვი­თა­რე­ბულ­მა ქვე­ყა­ნამ გა­არ­თვა თავი უმ­ძი­მეს ე.წ. მე­ო­რე ტალ­ღას“ (2020 წლის შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი), მი­აღ­წია სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მე­ო­რე ტალ­ღის შემ­დეგ, ხოლო ამ­ჟა­მად წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღას და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რიგი ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო დაგ­ვი­ან­და მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია, შე­ზღუდ­ვე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რია და პირ­ბა­დე­ე­ბის მოხ­მა­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, და­ბა­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მო­ა­ხერ­ხა ჩვე­ნი ზო­მის ქვეყ­ნის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის COVID სა­წო­ლე­ბის (7 ათა­სამ­დე) მო­ბი­ზი­ლე­ბა, შექ­მნა ე.წ. COVID სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი, რაც ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მაა და მთე­ლი მსოფ­ლიო იწო­ნებს, მსუ­ბუ­ქი ავად­მყო­ფე­ბის ბი­ნა­ზე მარ­თვა ე.წ. „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, პა­ცი­ენ­ტთა დიდი ნა­კა­დე­ბის გა­მარ­თუ­ლი მარ­თვა, გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღის დროს, როცა ყო­ველ­დღი­უ­რად 15-16 ათა­სი აქ­ტი­უ­რი COVID ავად­მყო­ფი გვყავს და სის­ტე­მა მა­ინც შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს, რისი ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნებ­სა და კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში) მხო­ლოდ 42 ავად­მყო­ფი გარ­და­იც­ვა­ლა - გა­ცი­ლე­ბით შე­უ­და­რებ­ლად ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ცერ­თი COVID ავად­მყო­ფი არ დარ­ჩე­ნი­ლა ექი­მის (სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის) გა­რე­შე, არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა სა­წო­ლე­ბის, მათ შო­რის სა­რე­ნი­მა­ციო სა­წო­ლე­ბის და სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის, ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის (დე­ფი­ცი­ტის) გამო.

ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში და რო­გორ ფიქ­რობთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით გა­კეთ­და, თუ ცი­დან ჩა­მო­ვარ­და?რა სინ­დი­სით გვა­და­რე­ბენ ინ­დო­ეთს, სა­დაც COVID ავად­მყო­ფე­ბი მა­სი­უ­რად კვდე­ბი­ან სახ­ლებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფოს ეზო­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში, სა­დაც ტყე­ებ­ში ხე­ებს ჭრი­ან და ქუ­ჩებ­ში ახ­დე­ნენ გარ­დაც­ვლილ­თა კრე­მა­ცი­ას და მა­ინც ვერ აუ­დი­ან ამას და მდი­ნა­რე გან­გში ყრი­ან გვა­მებს.

სა­ქარ­თვე­ლოს COVID სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ერ­თა­დერ­თი სუს­ტი ად­გი­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ტა­ნა, თუმ­ცა ესეც თან­და­თან სწორ­დე­ბა, შექ­მნი­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პუნ­ქტე­ბის გა­მარ­თუ­ლი ქსე­ლი შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვილ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მომ­სა­ხუ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას. უკვე ხდე­ბა დღე­ში 3-4 ათა­სი ადა­მი­ნის აცრა, მალე ეს რი­ცხვი გა­ორ­მაგ­დე­ბა და გვაქვს ყვე­ლა პი­რო­ბა, რომ წლის ბო­ლოს­თვის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სულ ცოტა 65%.ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნა­რა­ტი­ვია, რომ ჩვენ­თან COVID-ს მარ­თვა­ში ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ლო­ქ­და­უ­ნე­ბის და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ხარ­ჯზე მი­იღ­წე­ვა.

მო­იყ­ვა­ნენ ერთ მა­გა­ლითს ერთ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ერთი კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვის გა­უქ­მე­ბა­ზე და თვალს ხუ­ჭა­ვენ იმა­ზე, რომ იგი­ვე ქვე­ყა­ნა­ში ან სხვა ქვეყ­ნებ­ში სხვა გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბია. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა თქმა უნდა, ლო­ქ­და­უ­ნე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი იყო, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უფრო რბი­ლი ვიდ­რე ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სიკ­ვდი­ლო­ბას. არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში COVID -თან ბრძო­ლას არ აფა­სე­ბენ მხო­ლოდ ერთი დღის ან ერთ კვი­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით.სა­ქარ­თვე­ლო COVID გარ­დაც­ვლილ­თა 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით ევ­რო­პა­ში არა პირ­ველ, არა­მედ 29-ე ად­გილ­ზეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე ევ­რო­პის 28 ქვე­ყა­ნა­ზე (აგ­რეთ­ვე ამე­რი­კა­ზე) ნაკ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი გვყავს. ვი­საც არ სჯე­რა, მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია შე­ა­მოწ­მოს.და ბო­ლოს, COVID ავად­მყო­ფე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის ხა­რის­ხის ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი და ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი COVID შემ­თხვე­ვი­დან სიკ­ვდი­ლო­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­დღე­ი­სოდ 1,38%-ია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი 100 COVID ავად­მყო­ფი­დან 98.62% გა­დარ­ჩა.

COVID ავად­მყო­ფის გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლით (და­ბა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბით) სა­ქარ­თვე­ლო სჯობ­ნის ევ­რო­პის 38 ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს 118 ქვე­ყა­ნას.მო­ვიყ­ვან რა­მო­დე­ნი­მე კონ­კრე­ტულ მა­გა­ლითს ევ­რო­პის წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი­დან და ჩვე­ნი უშუ­ა­ლო მე­ზობ­ლე­ბი­დან. სა­დღე­ი­სოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-სგან სამ­წუ­ხა­როდ გარ­და­იც­ვა­ლა 4727 ავად­მყო­ფი, ეს რა თქმა უნდა ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ ეს COVID-ია და არა გრი­პი და მან მსოფ­ლი­ო­ში 3.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ჩვენ­თან რომ სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (CFR) არა 1,38% იყოს, არა­მედ ისე­თი­ვე, რაც მაგ. გერ­მა­ნი­ა­შია - 2.41%, მა­შინ დღე­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში გვე­ყო­ლე­ბო­და 8240 გარ­დაც­ვლი­ლი, ანუ 2-ჯერ მეტი. ხოლო ისე­თი­ვე რომ იყოს, რო­გორც ბრი­ტა­ნეთ­ში - 2,86%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 9778 ავად­მყო­ფი; ისე­თი­ვე რომ იყოს რო­გორც რუ­სეთ­ში - 2,39%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 8171 ავად­მყო­ფი; ისე­თი­ვე რომ იყოს რო­გორც სომ­ხეთ­ში - 1,99%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 6804 ავად­მყო­ფი, ხოლო ისე­თი­ვე რომ იყოს რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­შია - 1,47%, მა­შინ გარ­დაც­ვლი­ლი გვე­ყო­ლე­ბო­და 5026 ავად­მყო­ფი და ა.შ.

და ამის შემ­დეგ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვა და ექი­მე­ბი კი­დევ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას და საყ­ვე­დუ­რებს იმ­სა­ხუ­რე­ბენ? თუ ვინ­მეს ამ ციფ­რე­ბის არ სჯე­რა, შე­უძ­ლია ნა­ხოს ნე­ბის­მი­ერ ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი იცის და უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რად აფა­სებს ვინ ვინ არის, მაგ­რამ მძლავ­რი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრო­პა­გან­და მა­ინც სა­ში­შია.

ამი­ტომ მე მინ­და მივ­მარ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას იუ­ლი­უს ფუ­ჩი­კის სი­ტყვე­ბით, რომ­ლი­თაც იგი მსოფ­ლი­ოს ფა­შიზ­მის მო­ახ­ლო­ვე­ბის საფრ­თხე­ზე აფრ­თხი­ლებ­და „ადა­მი­ა­ნე­ბო, იყა­ვით ფხიზ­ლად!“ მაგ­რამ მინ­და და­ვა­მა­ტო „იყა­ვით იმე­დი­ა­ნად“, რად­გან ქვე­ყა­ნა სა­ი­მე­დოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
128

ბატონო თენგიზ, ამ ჭირიანობის დროს ასეთი გრძელი პოსტების საწერად დროს ნუ კარგავთ,მიხედეთ საქმეს!ნუ ბრაზობთ!თქვენი ჯანმრთელობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.ჩვენი თავი ჯანდაბას!ღრმად ჩაისუნთქეთ და მოდუნდით.

ნანა
100

უმადურების ქვეყანაა,რატომ გიკვირთ?

ავტორი:

"იყავით ფხიზლად! ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა" - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

"იყავით ფხიზლად! ისინი ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა" - თენგიზ ცერცვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მცდარი ინფორმაციები ვრცელდება.

მისი თქმით, კონკრეტული ტელევიზიები და ექსპერტები ცდილობენ ამით ქართულ ჯანდაცვას სახელი შეულახონ და საზოგადოებაში პანიკა დათესონ.

"ადამიანებო! იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად!

ა.წ. 11-13 მაისს და სხვა დღეებში „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტების, მათ შორის ექიმების მონაწილეობით დიდი ზარზეიმით აცნობა მოსახლეობას, რომ საქართველო COVID სიკვდილობით 1 მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზეა?! რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის მართვაში სრული კრახი განიცადეს, ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა?! ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზით კაცი გარდაიცვალა?! და ა.შ.

ამ შემთხვევაში ისინი ხელმძღვანელობენ ჰებელსის პრინციპით "თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. თუმცა ის, რომ აღნიშნული ტელევიზიები და ექსპერტები ასე ურცხვად ტყუიან, იმდენად ამაზრზენი არ არის, როგორც ის, თუ რა უდიდესი კმაყოფილებით აკეთებენ ისინი ამას.

ალბათ, ასეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა, ან მეტეორიტი ჩამოვარდებოდა. საიდან ამდენი ბოღმა და ღვარძლი? ჩვენს ოპონენტებს ძალიან უყვართ ყველაფრის გამართლება იმით, რომ დემოკრატიულ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება კრიტიკული ტელევიზია. სრული სიმართლეა, მაგრამ კრიტიკული ტელევიზია უნდა აკრიტიკებდეს ნაკლოვანებებს და არა მიღწევებს და მითუმეტეს არ უნდა იგონებდეს ისეთ ფაქტებს, რაც მოსახლეობას თრგუნავს და სტრესში ამყოფებს.

COVID-19 საუკუნის გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მას ვერ უმკლავდებიან ან ძნელად უმკლავდებიან ყველაზე ძლიერი და განვითარებული ქვეყნებიც კი. და როცა საქართველოს მსგავი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა ახერხებს, რომ COVID პანდემიის პრაქტიკულად ყველა ძირითადი პარამეტრით (ვაქცინაციის გარდა) ჰქონდეს ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, ვფიქრობთ, ეს მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს და არა ლანძღვა-გინებას.

საქართველომ შეძლო შეექმნა ეფექტიანი COVID-ის საწინააღმდეგო სამსახური, რასაც უდიდესი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი და მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება დასჭირდა და ამის გაკეთება სულაც არ იყო ისე იოლი, როგორც ამას ანგაჟირებული ვაი ექსპერტები დილეტანტურად გვიყიჟინებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე იმის თაობაზე, რომ ამ ვაი ექსპერტების და ვაი ექიმების აბსოლუტურ უმრავლესობას თვითონ არაფერი, აბსულუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ საქმის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მათ არ გაუტარებიათ და არ გადაურჩენიათ არცერთი მძიმე COVID ავადმყოფი, არ გაუთენებიათ ღამეები COVID კლინიკებსა და რეანიმაციებში, არ მიუღიათ მონაწილეობა მძიმე საველე სამუშაოებში და ეპიდკონტროლში. მათ ერთ წუთითაც არ უთქვამთ უარი თავიანთ კომფორტზე, მსუყე ჰონორარებსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე. მათგან წლინახევრის მანძილე ერთი ღირებული საქმიანი წინადადებაც კი არ შემოსულა.

მხოლოდ ტელევიზიებში პოზიორობა, უსაგნო კრიტიკა და ქილიკი. ეს იმას ჰგავს, რომ ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პირებმა თოფის დაჭერა ასწავლონ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ მეომრებს. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა ქვეყანა ამათ ხელში. საქართველომ შეძლო ადექვატური და არაიშვიათად წინმსწრები ზომები გაეტარებინა პანდემიის ყველა ეტაპზე. მოკლე დროში პრაქტიკაში დანერგა მანამდე უცნობი დაავადების მკურნალობა და მოვლა უმაღლესი სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, განავითარა ინფრასტრუქტურა, გადაამზადა ექიმები.

შეიქმნა 64 რეგიონული ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ და ერთი ცენტრალური „ონლაინ კლინიკა“ 300 ექიმით, რომელიც აზღვევს სხვა „ონლაინ კლინიკების“ მუშაობას. შედეგად საქართველომ ლამის ერთადერთმა ევროპასა და ამერიკაში შესძლო თავიდან აეცილებინა პანდემიის ე.წ. პირველი ტალღა (2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულში), მართალია მძიმედ, შეფერხებებით და ხარვეზებით, მაგრამ მაინც უკეთესად და ნაკლები დანაკარგით, ვიდრე ევროპის და ამერიკის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ გაართვა თავი უმძიმეს ე.წ. მეორე ტალღას“ (2020 წლის შემოდგომა-ზამთარი), მიაღწია სტაბილიზაციას მეორე ტალღის შემდეგ, ხოლო ამჟამად წარმატებით უმკლავდება ე.წ. მესამე ტალღას და ეს მიუხედავად იმისა, რომ რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაგვიანდა მასობრივი ვაქცინაცია, შეზღუდვები მინიმალურია და პირბადეების მოხმარება, სამწუხაროდ, დაბალია.

საქართველოში ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოახერხა ჩვენი ზომის ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის COVID საწოლების (7 ათასამდე) მობიზილება, შექმნა ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, რაც ინოვაციური მიდგომაა და მთელი მსოფლიო იწონებს, მსუბუქი ავადმყოფების ბინაზე მართვა ე.წ. „ონლაინ კლინიკების“ საშუალებით, პაციენტთა დიდი ნაკადების გამართული მართვა, განსაკუთრებით ე.წ. მესამე ტალღის დროს, როცა ყოველდღიურად 15-16 ათასი აქტიური COVID ავადმყოფი გვყავს და სისტემა მაინც შეუფერხებლად მუშაობს, რისი ძალიან თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ (ბინებსა და კოვიდ სასტუმროებში) მხოლოდ 42 ავადმყოფი გარდაიცვალა - გაცილებით შეუდარებლად ნაკლები ვიდრე ევროპის და ამერიკის ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველოში პრაქტიკულად არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის (სამედიცინო მომსახურების) გარეშე, არ დაზარალებულა საწოლების, მათ შორის სარენიმაციო საწოლების და სუნთქვის აპარატების ნაკლებობის, ან მედიკამენტების არქონის (დეფიციტის) გამო.

ქვეყანაში ყოველდღიურად ხორციელდება დაახლოებით 30 ათასი COVID ტესტირება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი თავისით გაკეთდა, თუ ციდან ჩამოვარდა?რა სინდისით გვადარებენ ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები მასიურად კვდებიან სახლებში, საავადმყოფოს ეზოებსა და ქუჩებში, სადაც ტყეებში ხეებს ჭრიან და ქუჩებში ახდენენ გარდაცვლილთა კრემაციას და მაინც ვერ აუდიან ამას და მდინარე განგში ყრიან გვამებს.

საქართველოს COVID საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთადერთი სუსტი ადგილია ვაქცინების დაგვიანებით შემოტანა, თუმცა ესეც თანდათან სწორდება, შექმნილია ვაქცინაციის პუნქტების გამართული ქსელი შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. უკვე ხდება დღეში 3-4 ათასი ადამინის აცრა, მალე ეს რიცხვი გაორმაგდება და გვაქვს ყველა პირობა, რომ წლის ბოლოსთვის ვაქცინირებული იქნება მოსახლეობის სულ ცოტა 65%.ჩვენი ოპონენტების საყვარელი ნარატივია, რომ ჩვენთან COVID-ს მართვაში ყველა წარმატება მხოლოდ ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების ხარჯზე მიიღწევა.

მოიყვანენ ერთ მაგალითს ერთ რომელიმე ქვეყანაში ერთი კონკრეტული შეზღუდვის გაუქმებაზე და თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ იგივე ქვეყანაში ან სხვა ქვეყნებში სხვა გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვებია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოში რა თქმა უნდა, ლოქდაუნები და შეზღუდვები იყო, მაგრამ გაცილებით უფრო რბილი ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

ახლა რაც შეეხება სიკვდილობას. არცერთ ქვეყანაში COVID -თან ბრძოლას არ აფასებენ მხოლოდ ერთი დღის ან ერთ კვირის მაჩვენებლებით.საქართველო COVID გარდაცვლილთა 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ევროპაში არა პირველ, არამედ 29-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მილიონ მოსახლეზე ევროპის 28 ქვეყანაზე (აგრეთვე ამერიკაზე) ნაკლები გარდაცვლილი გვყავს. ვისაც არ სჯერა, მარტივად შეუძლია შეამოწმოს.და ბოლოს, COVID ავადმყოფების მკურნალობის და მოვლის ხარისხის ყველაზე უტყუარი და ზუსტი მაჩვენებელია ყველა დადასტურებული COVID შემთხვევიდან სიკვდილობის პროცენტი - ე.წ. CFR, რომელიც საქართველოში სადღეისოდ 1,38%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან 98.62% გადარჩა.

COVID ავადმყოფის გადარჩენის მაჩვენებლით (დაბალი სიკვდილობით) საქართველო სჯობნის ევროპის 38 ქვეყანას და მსოფლიოს 118 ქვეყანას.მოვიყვან რამოდენიმე კონკრეტულ მაგალითს ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენი უშუალო მეზობლებიდან. სადღეისოდ საქართველოში COVID-სგან სამწუხაროდ გარდაიცვალა 4727 ავადმყოფი, ეს რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ ეს COVID-ია და არა გრიპი და მან მსოფლიოში 3.5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენთან რომ სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) არა 1,38% იყოს, არამედ ისეთივე, რაც მაგ. გერმანიაშია - 2.41%, მაშინ დღეისთვის ქვეყანაში გვეყოლებოდა 8240 გარდაცვლილი, ანუ 2-ჯერ მეტი. ხოლო ისეთივე რომ იყოს, როგორც ბრიტანეთში - 2,86%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 9778 ავადმყოფი; ისეთივე რომ იყოს როგორც რუსეთში - 2,39%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 8171 ავადმყოფი; ისეთივე რომ იყოს როგორც სომხეთში - 1,99%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 6804 ავადმყოფი, ხოლო ისეთივე რომ იყოს როგორც აზერბაიჯანშია - 1,47%, მაშინ გარდაცვლილი გვეყოლებოდა 5026 ავადმყოფი და ა.შ.

და ამის შემდეგ ჩვენი ჯანდაცვა და ექიმები კიდევ ლანძღვა-გინებას და საყვედურებს იმსახურებენ? თუ ვინმეს ამ ციფრების არ სჯერა, შეუძლია ნახოს ნებისმიერ ოფიციალურ საიტზე. საბედნიეროდ, მოსახლეობამ ყველაფერი იცის და უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს ვინ ვინ არის, მაგრამ მძლავრი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა მაინც საშიშია.

ამიტომ მე მინდა მივმართო მოსახლეობას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ მაგრამ მინდა დავამატო „იყავით იმედიანად“, რადგან ქვეყანა საიმედოდ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოებას" - ნათქვამია განცხადებაში.

"ამ პრობლემას "მოუცლელი მშობლის სინდრომს" უწოდებენ" - რა ასაკიდან და რამდენი საათით უნდა უყუროს თქვენმა შვილმა კომპიუტერსა თუ ტელევიზორს?

"ე, მანდ“, თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი - ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება" - თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებაზე

"ესაა ყველაზე ცუდი სცენარი - 2-3 თვეში, შეიძლება "ინდური შტამი" დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი" - ივანე ჩხაიძე