პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი" - ელისაშვილი
"ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი" - ელისაშვილი

ამი­დუღ­და ტვი­ნი, რომ გა­მე­გო, რა გან­სხვა­ვე­ბა იყო ორ პრო­ექტს შო­რის და არა­ფე­რი დიდი გან­სხვა­ვე­ბე­ბი არ არის, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კომ­პრო­მი­სი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის პრო­ექ­ტებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ მხარ­და­ჭე­რას მე­ო­რე მოს­მე­ნის­თვის მხო­ლოდ შე­ჯე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მო­ი­პო­ვებს.

“გუ­შინ მთე­ლი დღე დავ­კარ­გეთ არა­სა­ჭი­როდ,. მთე­ლი დღე ვის­ხე­დით. ამი­დუღ­და ტვი­ნი, რომ გა­მე­გო, რა გან­სხვა­ვე­ბა იყო ორ პრო­ექტს შო­რის და არა­ფე­რი დიდი გან­სხვა­ვე­ბე­ბი არ არის. ამ­დე­ნად, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია კომ­პრო­მი­სი. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ან აქე­დან ან იქი­დან გა­ჯი­ქე­ბა, ეს რა წე­სია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი?! მი­თუ­მე­ტეს, გა­მორ­თულ კა­მე­რებ­თან სხვა­ნა­ი­რე­ბი რომ არი­ან და ჩარ­თულ­თან სულ სხვა­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კო­ბენ, ეს არის კი­დევ გა­უ­გე­ბა­რი. ჩვენ ვფიქ­რობთ, პრინ­ცი­პე­ბის დო­ნე­ზე შე­თან­ხმე­ბა და ერთი პრო­ექ­ტის გა­ტა­ნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მაგ­რამ ორი­ვე გა­ჯი­ქე­ბუ­ლია ერ­თნა­ი­რად. არც ერთი არ არის ისე­თი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც დგას სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი. თან­ხმო­ბა თუ არ მო­იხ­სნე­ბა, ესე იგი ვე­ღარ აყ­ვავ­დე­ბა ეს ქვე­ყა­ნა? ნიკა მე­ლია რას იტყვის არ მა­ინ­ტე­რე­სებს. რე­სურ­სი შე­თან­ხმე­ბის არ­სე­ბობს. არ არის ისე­თი არა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბა და მი­თუ­მე­ტეს, არ არის ამ­ნის­ტია ისე­თი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლია და­დე­ბუ­ლი. ვი­საც უნდა შე­ე­ხოს, ყვე­ლა იძა­ხის არ მინ­დაო, შე­სა­ბა­მი­სად, ამაო ძა­ლის­ხმე­ვაა. ჩვენ ავან­სად გა­ვე­ცით ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა გუ­შინ და ოპო­ზი­ცი­ის პრო­ექტსაც ავან­სად და­ვუ­ჭერთ მხარს, მაგ­რამ კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტი თუ არ იქ­ნე­ბა, არ და­ვუ­ჭერთ მხარს მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზე,” - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ელი­საშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას რეგ­ლა­მენ­ტში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­საც შე­ე­ხო, რომ­ლის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტში პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ 4 დე­პუ­ტატს შე­უძ­ლია.

ელი­საშ­ვი­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად შე­ნიშ­ვნე­ბი­სა, ცვლი­ლე­ბებს მი­ე­სალ­მე­ბა და მხარს და­უ­ჭერს.

“თა­ვად ფაქ­ტი, რომ და­ი­წი­ოს დე­პუ­ტა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ფრაქ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად, ეს არის კარ­გი, რომ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს მე­ტად გა­ეხ­სნას ხელ-ფეხი პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის უკეთ წარ­მარ­თვის­თვის. იდეა არის კარ­გი, თუმ­ცა, ჩვენ დავ­სვით კი­თხვა და ვი­სურ­ვებ­დით ამ ცვლი­ლე­ბებ­ში აი­სა­ხოს - რა­ტომ 4 და რა­ტომ არა მა­გა­ლი­თად, 3 ან 2 ან 1. თუკი არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე რეგ­ლა­მენ­ტის მორ­გე­ბას ვგუ­ლის­ხმობთ, ნა­თე­ლაშ­ვი­ლი მა­გა­ლი­თად, არ კად­რუ­ლობს, მარ­თა­ლია და არ შე­მო­დის, მაგ­რამ ერთი ადა­მი­ა­ნია. ჩვენ „მო­ქა­ლა­ქე­ებს“ 2 დე­პუ­ტა­ტი წარ­მო­ვად­გენთ და ა.შ. თა­მა­ში რომ არის “მაშ რამ­დე­ნი”, ასეა და­ახ­ლო­ე­ბით, რა­ტომ 4 და არა 2?" - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არ იზი­დავს და ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სურს ფრაქ­ცი­ის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს, ნდო­ბის ჯგუფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა.

"ჩვენ არც ბენ­ზი­ნით ვსარ­გებ­ლობთ და რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბიც გვე­კუთ­ვნო­და, იმა­ზეც უარს ვამ­ბობთ, ტე­ლე­ფო­ნის თან­ხის ჩა­რი­ცხვა­ზეც უარს ვამ­ბობთ და ა.შ. ჯერ ერთი გვინ­და რომ დავ­ზო­გოთ ეს თან­ხა, მე­ო­რეც არ გვჭირ­დე­ბა, ვი­რი­ცხავ ჩემ­თვის 25 ლარს და მყოფ­ნის მთე­ლი თვე და ბენ­ზინს თავ­ზე ხომ არ და­ვის­ხამ? - აგერ ვცხოვ­რობ (პარ­ლა­მენ­ტთან) 200 მეტრში," - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

თუ გადაიღალე უკვე გამოდი))))!!

ეჰ
0

ფრაქცია დიდი ხელფასია და პლიუს კიდევ რაღაც-რაღაცეები... არ გინდა ალეკო.. ხელფასს მარტო გამსახურდია არ იღებდა, ცხონებული.. 25 ლარი რა მოსატანია....

ავტორი:

"ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი" - ელისაშვილი

"ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ამნისტიის ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი" - ელისაშვილი

ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეების“ მხარდაჭერას მეორე მოსმენისთვის მხოლოდ შეჯერებული პროექტი მოიპოვებს.

“გუშინ მთელი დღე დავკარგეთ არასაჭიროდ,. მთელი დღე ვისხედით. ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის. ამდენად, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. ჩემთვის გაუგებარია ან აქედან ან იქიდან გაჯიქება, ეს რა წესია ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული?! მითუმეტეს, გამორთულ კამერებთან სხვანაირები რომ არიან და ჩართულთან სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, ეს არის კიდევ გაუგებარი. ჩვენ ვფიქრობთ, პრინციპების დონეზე შეთანხმება და ერთი პროექტის გატანა ძალიან მარტივია, მაგრამ ორივე გაჯიქებულია ერთნაირად. არც ერთი არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც დგას საქართველოს მომავალი. თანხმობა თუ არ მოიხსნება, ესე იგი ვეღარ აყვავდება ეს ქვეყანა? ნიკა მელია რას იტყვის არ მაინტერესებს. რესურსი შეთანხმების არსებობს. არ არის ისეთი არაფერი განსხვავება და მითუმეტეს, არ არის ამნისტია ისეთი საკითხი, რომელზეც საქართველოს მომავალია დადებული. ვისაც უნდა შეეხოს, ყველა იძახის არ მინდაო, შესაბამისად, ამაო ძალისხმევაა. ჩვენ ავანსად გავეცით ჩვენი მხარდაჭერა გუშინ და ოპოზიციის პროექტსაც ავანსად დავუჭერთ მხარს, მაგრამ კომპრომისული ვარიანტი თუ არ იქნება, არ დავუჭერთ მხარს მეორე მოსმენაზე,” - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას რეგლამენტში შესატან ცვლილებებსაც შეეხო, რომლის თანახმად, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება არანაკლებ 4 დეპუტატს შეუძლია.

ელისაშვილის თქმით, მიუხედავად შენიშვნებისა, ცვლილებებს მიესალმება და მხარს დაუჭერს.

“თავად ფაქტი, რომ დაიწიოს დეპუტატების რაოდენობამ ფრაქციის შესაქმნელად, ეს არის კარგი, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს მეტად გაეხსნას ხელ-ფეხი პარლამენტის საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის. იდეა არის კარგი, თუმცა, ჩვენ დავსვით კითხვა და ვისურვებდით ამ ცვლილებებში აისახოს - რატომ 4 და რატომ არა მაგალითად, 3 ან 2 ან 1. თუკი არსებულ რეალობაზე რეგლამენტის მორგებას ვგულისხმობთ, ნათელაშვილი მაგალითად, არ კადრულობს, მართალია და არ შემოდის, მაგრამ ერთი ადამიანია. ჩვენ „მოქალაქეებს“ 2 დეპუტატი წარმოვადგენთ და ა.შ. თამაში რომ არის “მაშ რამდენი”, ასეა დაახლოებით, რატომ 4 და არა 2?" - განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას პრივილეგიები არ იზიდავს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სურს ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცეს, ნდობის ჯგუფში მონაწილეობაა.

"ჩვენ არც ბენზინით ვსარგებლობთ და რა პრივილეგიებიც გვეკუთვნოდა, იმაზეც უარს ვამბობთ, ტელეფონის თანხის ჩარიცხვაზეც უარს ვამბობთ და ა.შ. ჯერ ერთი გვინდა რომ დავზოგოთ ეს თანხა, მეორეც არ გვჭირდება, ვირიცხავ ჩემთვის 25 ლარს და მყოფნის მთელი თვე და ბენზინს თავზე ხომ არ დავისხამ? - აგერ ვცხოვრობ (პარლამენტთან) 200 მეტრში," - განაცხადა ელისაშვილმა.

"პარტიის წევრი არ ვარ, ბატონი გიორგის მეგობარი ვარ... აქ ვიყავი, როგორც მისი მხარდამჭერი" - კახა საბანაძე

"არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ... ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია" - გიორგი გახარია

ექსმაღალჩინოსნები, სამართალმცოდნეები, ყოფილი პოლიციელი... - ცნობილია, ვინ იქნებიან გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები